ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎Ზოგჯერ სხეული, უბრალოდ სხეულია, რომელიც შეგიძლია მოხატო კიდეც
︎︎︎პოლიტიკური ნების იარაღად გარდაქმნილი სხეული
︎︎︎სხეულს ახსოვს განგაში
︎︎︎მტეხს, მაგრამ აჩრდილი აღარ არის!
︎︎︎ტკივილსა და თანაგრძნობაზე: ემოციები, როგორც პოლიტიკური
გამაერთიანებელი
︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი ︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

ნულოვანი ნარჩენი




ფოტო: იაღლუჯის ნაგავსაყრელი, რუსთავთან ახლოს, 2012 წელი
ავტორი: ქრისტინე ქუქჩიშვილი


ოცდამეერთე საუკუნის მთავარ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება კლიმატის კრიზისი და მისი გამომწვევი მიზეზები. კლიმატის კრიზისით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შესამცირებლად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ნარჩენების გონივრული მართვა.

დღეისთვის, ევროპის ქვეყნებში ნარჩენების დახარისხება და მათი შემდგომი გადამუშავება იმდენად მაღალ ხარისხშია აყვანილი, რომ ნაგავსაყრელებზე ხვდება ნარჩენების მთლიანი მოცულობის მხოლოდ მეოთხედი. დანარჩენი ექვემდებარება გადამუშავებას. თუმცა, ევროპელებისთვის ესეც არ არის საკმარისი. ისინი ყველანაირად ცდილობენ შეამცირონ ნარჩენების რაოდენობა და იმგვარად მოახდინონ მათი გადამუშავება, რომ თავად ნაგავსაყრელების რაოდენობაც შემცირდეს. ნარჩენების გადამუშავების შედეგად კი, მნიშვნელოვანია მიღებულ იქნეს ისეთი პროდუქცია, რომელიც გამოსადეგი იქნება მოსახლეობისთვის.

ნარჩენების მართვის მდგომარეობა საქართველოში ნამდვილად არადამაკმაყოფილებელია.  ნარჩენების მართვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს იძენს საქართველოსთვის, რადგან ქვეყანამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას. საქართველოს პარლამენტი უნდა  დაინტერესდეს ნარჩენების პრობლემატიკით და გააძლიეროს ყურადღება ამ საკითხისადმი. პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი კანონები, რომლებიც დაარეგურილებს აღნიშნულ საკითხს.

ამჟამად ნარჩენების მართვა საქართველოში ფრაგმენტულია, ნარჩენების მართვისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსები შეზღუდულია და ნარჩენების მართვის ერთიანი სისტემა არ არსებობს. საჭირო და აუცილებელია მთავრობამ იმუშაოს ნარჩენების მართვის ერთიანი სისტემის შემუშავებაზე, რომელიც იქნება ეფექტური.

საქართველოში ზოგიერთი ნაგავსაყრელი შეიქმნა 1960-იან და 1980-იან წლებში ყოველგვარი დამცავი ზომების გარეშე და ასეთი უკონტროლო ნაგავსაყრელები სერიოზულ საფრთხეს უქმნის გარემოს და მოსახლეობას. უნდა განხორციელდეს დამცავი ღონისძიებები ნაგავსაყრელებზე დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და გარემოსა და მოსახლეობის დასაცავად. აუცილებელია დაიხუროს ნაგავსაყრელები, რომლებიც არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიზეზებით არაერთი ნაგავსაყრელი დაიხურა საქართველოში, თუმცა კიდევ ათეულობით არის ისეთი, რომელიც უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისად დასახურია.

ქვეყანაში სულ რამდენიმე ათეული ნარჩენების გადამამუშავებელი კომპანიაა, თუმცა მათ არ აქვთ წვდომა ყველა გადამუშავებად მასალაზე, რომლის გადამუშავებაც პოტენციურად შეუძლიათ. ეს არის იმის შედეგი რომ ნარჩენების გამოყოფა არ ხდება და რეციკლირება პრიორიტეტი არ არის.

როგორც ზემოთაც ვახსენეთ ნარჩენების გადამუშავება ერთ-ერთი საკვანძო საკითხია კლიმატის კრიზისის ეფექტების შესამცირებლად. ნარჩენების გონივრული მართვა დაეხმარება ჩვენს თანამოქალაქეებს უფრო ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იცხოვრონ.

ჩვენს ქვეყანაში არსებობს ყველა პირობა იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და მოსახლეობას ხელი მიუწვდებოდეს ეკოლოგიურად სუფთა გარემოზე. ამისთვის საჭიროა მთავრობის, კერძო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და კოორდინირებული ქმედება. საჭიროა ჩვენც შევიტანოთ ჩვენი წვლილი მსოფლიოს რესურსების დაზოგვაში და პლანეტის გადარჩენაში სადაც ვცხოვრობთ, გვიყვარს და ვსუნთქავთ.

იმისთვის რომ საკითხში უკეთ გავრკვეულიყავით და ნარჩენების გადამუშავების შესახებ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მიგვეღო,  გავესაუბრეთ ანა ჭყოიძეს, რომელსაც აქვს ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება.

1.გაეცანით საზოგადოებას ვინ არის ანა ჭყოიძე?

-მე ვარ ანა ჭყოიძე, ,,ზერო ეფექტის“ თანადამფუძნებელი. ზერო ეფექტი ეს არის ნულოვანი ნარჩენის კონცეფცია, სივრცე და მოძრაობა თბილისში. ჩვენი მიზანი სწორედ გარემოზე ზრუნვაა და შემდეგ ადამიანებზე. ზოგადად ვფიქრობ რომ გარემოზე ზრუნვა ადამიანებზე ზრუნვას ნიშნავს.

2.ზერო ეფექტის მნიშვნელობა გარემოსთვის?

- ვცდილობთ რომ ნარჩენების დაბინძურებით გამოწვეული ზიანის შესახებ საზოგადოებამდე მივიტანოთ ინფორმაცია, ასევე გვინდა წავახალისოთ მდგრადი წარმოება და მდგრადი მოხმარება. 5 წელია ამ თემის გარშემო ვტრიალებთ და ვმუშაობთ, პატარ-პატარა ნაბიჯებით, მაგრამ დიდი ენთუზიაზმით ვცდილობთ ჩვენი წვლილის შეტანას გარემოსდაცვით საკითხებში.

3. კლიმატის კრიზისის მნიშვნელობა თქვენთვის, როგორც გარემოს დამცველისთვის?

- ჩვენ თავდაპირველად ნარჩენების გადამუშავების პრობლემით დავინტერესდით, მაგრამ მივედით დიდ სისტემურ პრობლემამდე, რასაც კლიმატის კრიზისი ეწოდება. ერთის მხრივ ეს არის გლობალური პრობლემა, მაგრამ მას აქვს სპეციფიკური ლოკალური კონტექსტებიც. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მკაფიოდ უსვამს ხაზს, რომ კლიმატის კრიზისი, თავისი დამანგრეველი შედეგებით ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ პრევენცია უნდა მოვახდინოთ კლიმატის კრიზისის და მისი შედეგების, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ბუნების დაცვა და ადამიანების ზეგავლენის შემცირება გარემოზე. ეს ასევე დაკავშირებულია სოციალურ საკითხებთან და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრასთან. მსოფლიოში დაახლოებით 100 კომპანიაა, რომლებიც არსებული სათბური აირებს 70%-ს გამოყოფს და ეს ელიტები არიან ის ადამიანები და კორპორაციები, ვისაც უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ არსებული კრიზისის გამოწვევაში. ამავე დროს, კლიმატის კრიზისით გამოწვეული კატაკლიზმების გამო, უფრო მეტად იჩაგრებიან მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები, იქნება ეს გლობალური სამხრეთის ქვეყნები, დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენლები, ქალები თუ სხვა. მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს არ აქვთ სახსრები და ხელმისაწვდომობა, რომ ამ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებს სათანადოდ გაუმკლავდნენ.

4.საქართველოს მაგალითზე რომ ისაუბროთ რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ?

- ბუნებრივი კატასტროფების თემა სწორედ ისაა, რაც ძალიან გახშირდა საქართველოში. ბოლო შემთხვევებმა ნათლად დაგვანახა, რომ ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანი ეფექტური სტრატეგია არ გვაქვს. ეს მოუმზადებლობა, განსაკუთრებით ცუდად ისახება და აისახება მოსახლეობაზე, ვინც რთულ რელიეფურ პირობებში ცხოვრობენ.

არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევაა გვალვებიც. ის პირდაპირ არის დაკავშირებული სოფლის მეურნეობის ინდუსტრიასთან, საკვებთან და საკვების წარმოებასთან. გლობალური დათბობის შედეგად, გვალვების რიცხვი გაიზრდება, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი დაღი დაასვას და შეამციროს საკვების წარმოება, გამოიწვიოს გაუდაბნოების პროცესები და სხვა.

ნარჩენების თემას რაც შეეხება, აქაც უდიდეს პრობლემას ვაწყდებით, არ გვაქვს სისტემური მიდგომა ნარჩენებზე. გვაქვს პატარ-პატარა ინიციატივები, მაგალითად ჩვენს სივრცეში ვაგროვებთ ნარჩენს და ჩვენი პარტნიორი კომპანიების დახმარებით ამ ნარჩენს ვამუშავებთ. მაგრამ ეს არ არის მაშტაბური და არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი. არ გვაქვს ქუჩებში მსგავსი ტიპის ნაგვის ურნები, და ის ნაგავი რასაც საზოგადოება დღეს ქუჩებში მდგარ ნაგვის ურნებში ისვრის ხვდება ნაგავსაყრელზე. ეს ნაგავსაყრელები კი არ არის თუნდაც მინიმალური ევროპული სტანდრტებით მოწყობილი. ეს კიდევ სხვა პრობლემების გამომწვევია, ისეთების როგორებიცაა: გრუნტის წყლების, ნიადაგის და ჰაერის დაბინძურება.

5.ქალები და მწვანე პოლიტიკა?

- ზოგადად როდესაც მწვანე პოლიტიკაზე და კლიმატის კრიზისზე ვსაუბრობთ ქალები ამ კუთხით მოწყვლადი ჯგუფი არაინ, ისევე როგორც ბავშვები. ალბათ ამიტომაც, სტატისტიკას თუ გადავხედავთ გარემოსდაცვით საკითხებში, ქალები უფრო აქტიურობენ. კლიმატის კრიზისზე საუბრისას ქალების ხმა უნდა ისმოდეს და რაც მთავარია, საჭიროა, ისინი აქტივიზმსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებშიც ჩაერთონ, ჰქონდეთ შესაბამისი შესაძლებლობები და პლატფორმები.


#CDNEE #eyfcoe
This project is part of CDN's Annual Work Plan "Bring your tote-bag, but smash the system!"




Mark