ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎Ზოგჯერ სხეული, უბრალოდ სხეულია, რომელიც შეგიძლია მოხატო კიდეც
︎︎︎პოლიტიკური ნების იარაღად გარდაქმნილი სხეული
︎︎︎სხეულს ახსოვს განგაში
︎︎︎მტეხს, მაგრამ აჩრდილი აღარ არის!
︎︎︎ტკივილსა და თანაგრძნობაზე: ემოციები, როგორც პოლიტიკური
გამაერთიანებელი
︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი ︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark




მიზნები და ამოცანები


  1. გარემოს დაცვა, სოციალური სამართლიანობა, ინტერსექციული პოლიტიკა;

  2. საზოგადოების და ორგანიზაციის წევრების ინფორმირებულობისა და მგრძნობელობის გაზრდ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: ეკოლოგია, თანასწორობა, შრომის უფლებები, ადამიანების უფლებები, სექსუალური, გენდერული და ეთნიკური უმცირესობების უფლებები და საჭიროებები, დემოკრატია, გლობალური სოლიდარობა, კლასობრივი საკითხები, ფსიქო-სოციალური ჯანმრთელობა და სოციალური სამართლიანობა;

  3. ზემოხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებულ აქტივობებსა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობისა და დაინტერესების ამაღლება;

  4. მეტი შესაძლებლობების შექმნა ორგანიზაციაში ჩართული და მწვანე პოლიტიკით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, რათა მათ შეძლონ სისტემური ცვლილებებისთვი ბრძოლაში ჩაბმა.

  5. რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება, მათი დაინტერესება მწვანე პოლიტიკასა და სოციალურ სამართლიანობასთან დაკავშირებული სხვა თემებით.





მუშაობის პრინციპები


  1. წევრებს შორის სოლიდარობა საერთო მიზნის მისაღწევად.

  2. წევრთა თანასწორუფლებიანობა და ურთიერთთანამშრომლობა;

  3. ორგანიზაციული მთლიანობის დაცვა;

  4. მმართველ ორგანოთა არჩევითობა და მათი ანგარიშვალდებულება ორგანიზაციის წევრთა წინაშე;

  5.  ორგანიზაციის წევრთა და მმართველ ორგანოებს შორის ინფორმაციის მაქსიმალური გაცვლა და მჭიდრო კავშირი;

  6. მმართველ ორგანოთა რეკომენდაციების შეძლებისდაგვარად შესრულება;

  7. საქმიანობის გამჭვირვალობა;

  8. პარტნიორობა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ორგანიზაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის;

  9. პარტნიორობა მსგავსი ღირებულებების მქონე საერთაშორისო და ადგილობრივ
    ორგანიზაციებთან;