მიმოქცევა და დინება
ავტორი: მ.
შინაარსობრივი რედაქტორი: ლიკა გულბანი
როდესაც დროს მოუხელთებელი მოვალეობების და შემბოჭავი ვალდებულებების გამტარებელ მექანიზმად აღიქვამ, ძნელია მასთან ანტაგონისტური ურთიერთობა არ ჩამოგიყალიბდეს.
იმის მიუხედავად, რომ ჭკვიან ბავშვად ვითვლებოდი, შინაგანად ყველაფერი ხელიდან მისხლტებოდა. სიტყვები, რომლებიც დროულად ვერ გამოვთქვი. ახალი საქმე, რომელიც არ მოვსინჯე. ზაფხული რომელიც ერთნაირ, უკონტაქტო დღეებს გაჰყავდა. წელი, რომელიც ვიცოდი, რომ თვალის დახამხამებაში ჩაიხურებოდა.
დასვენებას საქმეების წონა ამძიმებდა, საქმე კი მუდამ წარსულიდან მოვლენილი ავი სულივით, გამეტებით მეწეოდა. სიცარიელეში, უმოქმედობაში, მონოტონიაში, მარტოობაში ყოველთვის ზედმეტი დრო იხარჯებოდა. მეგონა გამოსავალი არ არსებობდა. ყველაფერი უკვე დაგვიანებული იყო, უკვე ზედმეტად ჩამორჩენილი ვიყავი, ყველაფერს უნდა დავწეოდი, სხვებზე მეტი ძალისხმევა უნდა ჩამედო, რომ მათ საფეხურზე ავსულიყავი, მათთვის ამეწყო ფეხი. ამ მიდგომით, ნებისმიერ ქმედებაზე კომფორტული ისევ ჩაჭაობებული უმოქმედობა რჩებოდა.
მახსოვს, ერთ კვირა საღამოს, მისაღებ ოთახში მათემატიკის დავალებას ვეწვალებოდი როცა გავიაზრე, რომ წინ ჯერ კიდევ დიდი ცხოვრება მქონდა. დრო, რომელიც გავიდოდა, მინდოდა მე ეს თუ არა. დრო, რომელიც ჩემს წინაშე უამრავ მოთხოვნას წამოაყენებდა - სკოლის დამთავრება, უნივერსიტეტში ჩაბარება, უნივერსიტეტის დამთავრება, სამსახურის პოვნა, მუშაობა, პოტენციურად ოჯახის შექმნა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, უსასრულოდ. მგონი ეს იყო ერთ-ერთი პირველი შფოთვითი შეტევა, რომელიც მკაფიოდ მახსოვს.
ამბობენ, რომ როცა იზრდები დრო ერთდროულად ნელდება და სწრაფდება. ყოველდღიურობა უსასრულოდ იწელება, თვეები კი წამის დახამხამებაში გადის. ერთი წუთი უფრო გრძელია, ვიდრე ადრე გვეგონა.

ნოსტალგიას მეჩვიდმეტე საუკუნეში, შვეიცარიაში უპოვეს სახელი. გულუბრყვილოდ, ამ ახლად დეფინიცია-შეძენილ განცდას განკურნებად მდგომარეობად მიიჩნევდნენ, როგორც ჰომოსექსუალობას და როგორც სხვა ყოფაცხოვრებით “ანომალიებს”. ოპიუმი, წურბელები, მთაში გახიზვნა. აირჩიე რომელი გიშველის ქარწაღებული დროის, სივრცისა და რითმის გლოვის გადატანაში.
საუკუნის შემდგომ, როცა სახელდება უკვე აღარ კმაროდა - ნოსტალგიის უჯრედული ლოკაციის ძიება დაიწყეს. კიდევ ერთი საუკუნის შემდეგ, როდესაც ნოსტალგიის განმაპირობებელი გენეტიკური კოდი კვლავ ვერ აღმოეჩინათ, გადაწყვიტეს ის განუკურნებელ სენად მოენათლათ.
თუ დროს პროგრესისკენ, მუდამ წინ მიმავალ არსებად დავინახავთ, რა კითხვა უნდა რომ წასული და არ-დამდგარი, მითად ქცეული წარსულის მიმართ ლტოლვა ავადმყოფობად მოინიშნება.
მახსოვს შენს სამზარეულოში ვიდექით. წყალს ვსვამდით აისმა რომ შემოგვისწრო.
მზის ამოსვლის გამოცდა არც ერთს არ გვქონია დღის გეგმაში მაგრამ როგორღაც, ორივე მანდ აღვმოჩნდით. დილის ექვს საათზე, შენს სამზარეულოში, რომელსაც ნარინჯისფერი შუქის სვეტები აალებდა.
ზაფხულის დილის სიჩუმე - მხოლოდ ჩვენი, ჩიტების და ფოთლების ხმა.
არსაიდან, მეკითხები:
“როგორია ჩემი სახე მზეში?”

არ მახსოვს მთლიანი ინტერაქცია რამდენი ხანი გაგრძელდა, რამდენი ხანი ვიდექით ერთმანეთის პირისპირ. არ მახსოვს რა გიპასუხე და არც მახსოვს თუ გიპასუხე რამე. ის კი მახსოვს, რომ როგორც კი შეკითხვის დასმა დაასრულე, მომიწია გამეაზრებინა, რომ ეს მომენტი ვერასოდეს დამავიწყდებოდა.
დროისა და ადგილის ნაკუწი, რომელიც ჩემს მეხსიერებაში ფუნდამენტურად დაიმკვიდრებდა თავს. ყოველდღიურ ცნობიერების ნაკადში, დროის შინაგან შეგრძნებითობაში უკითხავად ამოტივტივდებოდა ხოლმე, მას გადაკვეთდა, გამახსენებდა, რომ წარსულს და აწმყოს ვერ გააცალკევებ, მომავალი კი ყოველ წამს ხელიდან გისხლტება.
ეგ არ არის ყველაზე საშიში? გადამწყვეტი წამები, რომლებიც მუქ წვეთებად ეცემა ობიექტური დროის შეჩვეულ დინებას. ვერც იწინასწარმეტყველებ და ვერც გაექცევი, დროის სპირალური აღმასვლის დროს ერთი წერტილიდან მეორეს მაინც შეამჩნევ, ვერ აარიდებ თვალს.

ჩახლართულობა კვანტური თვისებაა, რომელშიც ერთი ნაწილაკის მდგომარეობა მჭიდროდ დაკავშირებულია მეორეს მდგომარეობასთან, თუნდაც მათ ერთმანეთისგან დისტანცია ყოფდეთ.
ორი ფოტონი, საბედისწეროდ ერთმანეთში გადახლართული - იმდენად ერთი და იგივე, მაგრამ სხვა-და-სხვა, რომ ერთის გაზომვისას მყისიერად, სინათლის სიჩქარით იცნობ მეორეს მდგომარეობას. ფიზიკური დისტანციის, კილომეტრების, მიმოფანტულობის მიუხედავად, ორივეზე ერთდროულად ზემოქმედებ და უკუკავშირსაც ავტომატურად იღებ.
დედამიწაზე იშვიათად ვაწყდებით სინათლის სიჩქარის ასეთ დაკვირვებად მაგალითებს. უცნაური ქმედება. უცნაური კავშირი, რომელიც დროის ყოველდღიურ ლოგიკას კვეთს, არათუ პარალელურად მისდევს.
ოთხი საათი ჩვენს შორის. დისტანციაზე მეტად ეს ოთხი საათი განსაზღვრავდა ყველაფერს. დროის განმავლობაში იდეალური სინქრონი გამოვიმუშავეთ. შენი დღის განრიგი ზეპირად ვიცოდი, სხეულში მქონდა ჩაშენებული. ვიცოდი, რომ ჩემთან სალაპარაკოდ დილის ხუთ ან ექვს საათამდე გაათენებდი, დილით კი პირველს რასაც დავინახავდი, მაინც შენი მონაწერი იქნებოდა.
რადგან ერთმანეთს ვერ ვხვდებოდით, ყველაფერი ფიზიკური დროის გარეთ ხდებოდა - შედეგად, ყველა წამი შენით იყო გაჯერებული.
ეგ ოთხი წელი, ზოგად, ფიზიკურ გარემოსთან გაუცხოების შეგრძნებას ისიც თან დასდევდა, რომ მე შეგრძნებითად შენთან ერთად, ოთხი საათით წინ ვცხოვრობდი, შენ კი - ოთხი საათით უკან, ჩემთან ერთად. სხვა ნებისმიერი დროის აღქმა სრულიად მეორეხარისხოვანი იყო, მხოლოდ ერთმანეთთან დამთხვევა იყო მნიშვნელოვანი.

დასავლურ კულტურებში, ვამჩნევთ დროის პროგრესულ ხაზად დანახვის მძაფრ ტენდენციას. არეული, მოსარჯულებელი ახალგაზრდობა რომლის წარმატებით ჩავლას დასტაბილურება, ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბება მოგვასწავლებს. სწორი ხაზი, რომელსაც ან სწორად გაუყვები, ან მუდამ საკუთარ თავში იმ ნაკლების ძიებაში და აღმოფხვრაში გაატარებ დროს, რომლებიც ამ ხაზზე აცოცების საშუალებას არ გაძლევენ.
თუმცა, დრო ყოველთვის ერთი სისწრაფით არ გადის.
სტანდარტულად, ცირკადული რიტმის ერთი ციკლის ხანგრძლივობა 24 საათი და 11 წუთია. თუმცა, ადამიანის ბიოლოგიური საათი გასხლტომადია. ჩაკეტილობაში, ისეთ ვითარებებში სადაც დროის ცვლილებაზე დაკვირვების არანაირი გარე სტიმული არ არსებობს, შესაძლოა ცირკადული რიტმი 50 საათამდეც გაიზარდოს.
სხეულის ტემპერატურაც კი გიცვლის წუთის წონას. სიცხეში, დრო მიქრის, სიცივეში კი - იყინება. ვასკვნით, სხეულისა და გონების მდგომარეობა ძირფესვიანად ახდენს გავლენას დროის სიჩქარეზე.
ჰალბერშტამი ამბობს, რომ ჩვენნაირებისთვის, დროის და სივრცის აღქმა ნაწილობრივ მაინც, ჰეტეროსექსუალობის და რეპროდუქციის ინსტიტუციების წინააღმდეგ ფორმირდება. რადგან აპრიორი გარიყულები ვართ დროის მარკირების ასეთი ფუნდამენტური პრინციპებისგან, თავისუფლება გვაქვს ვიგრძნოთ დროის უცნაურობა, მოვიძიოთ მომავლის წარმოდგენის უამრავი გზა, ალტერნატიული ტემპორალური დანაწილებები - ეს არის რასაც ქვიარ დროს ვეძახით - შანსი, რომ დრო სხვანაირად შემოატრიალო, სხვა შუქზე დაინახო, შენით, სხვანაირი თამაშით იპოვო დანაწილების ახალი ხერხები.
ამიტომ ვცდილობ დროის ციკლურობას, არეულ თანმიმდევრობითობას ავუწყო ფეხი. ვცდილობ სეზონალურობა შევირგო - პირველი ბალახის გაჯეჯილებაც შევამჩნიო და გაშრობაც დავაფასო. ვცდილობ განვერიდო კომპარტენტალიზაციას, ერთნაირი ფასეულობა მივანიჭო მუშაობას, მარტოობასაც და სხვებთან გატარებულ დღეებსაც.
ახლა კი, მხოლოდ ამას ვიტყოდი: გაუმარჯოს დროიდან განყენებულ დროს. გაუმარჯოს მოპარულ და გაპარულ საათებს. გაუმარჯოს ყველაზე მსუყე და ყველაზე მყიფე საათებს. გაუმარჯოს აცდენებს.
ახლა კი, მხოლოდ ამას ვიტყოდი: გაუმარჯოს დროიდან განყენებულ დროს. გაუმარჯოს მოპარულ და გაპარულ საათებს. გაუმარჯოს ყველაზე მსუყე და ყველაზე მყიფე საათებს. გაუმარჯოს აცდენებს.