ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎Ზოგჯერ სხეული, უბრალოდ სხეულია, რომელიც შეგიძლია მოხატო კიდეც
︎︎︎პოლიტიკური ნების იარაღად გარდაქმნილი სხეული
︎︎︎სხეულს ახსოვს განგაში
︎︎︎მტეხს, მაგრამ აჩრდილი აღარ არის!
︎︎︎ტკივილსა და თანაგრძნობაზე: ემოციები, როგორც პოლიტიკური
გამაერთიანებელი
︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი ︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

Ჰესები და კლიმატის ცვლილების
ზემოქმედების გავლენა
საქართველოს რეგიონში




ფოტო: ენგურჰესის მშენებლობა, საქართველოს ეროვნული არქივი
ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი


კაცობრიობის ევოლუცია - ეს არის სახეობის გადარჩენის ისტორია, რომელიც დღემდე იწერება. ჰიდრავლიკური ენერგიის დადებითი მხარეების უტილიზაცია ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროს ხდებოდა, თუმცა, ინდუსტრიული რევოლუციის შედეგად, ის საბოლოოდ იქცა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების მთავარ მამოძრავებელ ძალად. წყლის მიერ ელექტროენერგიის გამომუშავება მთელი განვითარებული მსოფლიოს პრაქტიკაში ეკოლოგიისთვის ნაკლებად საზიანოდ ითვლება, თუმცა საქართველო ენერგომაფიური სექტორის ხელში, საკმაოდ დიდი საფრთხის წინაშეა.

თემას თუ უფრო ფართოდ გავშლით, დავინახავთ,  თუ რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ, ერთი შეხედვით უწყინარ, პატარა ჰესებს კლიმატის ცვლილებებსა და მიმდინარე ეკოლოგიური კატასტროფის ძვრების სათავეებთან.

ჰიდროელექტროსადგურები ზოგადად განიხილება ეკოლოგიურად უფრო კეთილგანწყობილი და ნაკლები ემისიის ენერგიის წყაროდ, ვიდრე წიაღისეულ საწვავზე დაფუძნებული ელექტროსადგურები. თუმცა - ისევე როგორც ენერგიის გამომუშავების ნებისმიერი ფორმა, ჰიდროელექტროსადგურებს შეუძლიათ როგორც დადებითი, ასევე - უარყოფითი გავლენა მოახდინონ კლიმატსა და გარემოზე. აქვს თუ არა ჰიდროელექტროსადგურს „ცუდი“ გავლენა კლიმატის ცვლილებაზე, დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე, მათ შორის კონკრეტულ პროექტზე, მის დიზაინზე და გარემოსდაცვითი მართვის პრაქტიკაზე.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ქვეყანაში არ ხდება გარემოს წინასწარი შეფასების ანალიზი, იმ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც განვითარებულ მსოფლიოში არსებობს, საქმე გვაქვს არა ენერგო-ეფექტურ და უსაფრთხო მცირე ჰესების მოდელებთან, არამედ - ფართომასშტაბიან, ეკოლოგიისთვის დამანგრეველ, ენერგომაფიურ, საშიშ მშენებლობებთან.

Ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, თუ გადავხედავთ მიმდინარე, უკვე ექსპლუატაციაში ჩაშვებულ, ვერაშენებულ ან საექსპლუატაციოდ გამზადებული ჰესების გარემოზე ზემოქმედების შეფასებით (გზშ) ანალიზებს, ნათლად დავინახავთ თუ რამხელა საფრთხის მატარებელია ჩვენთან აშენებული თითოეული ჰესის გარემოს შეფასებით ანალიზზე დაყრდნობა, არათუ შემდგომი შედეგები. ყველა კვლევას ერთი და იგივე პატერნი აერთიანებს, კერძოდ თითქმის ყველა ჰესის წინასწარი გარემოს შეფასებითი ანალიზის(გზშ) კვლევა ჩატარებულია ერთი და იგივე კომპანია “გამას” მიერ, რომლის მიმდინარე პროექტებში ამჟამად შედის ტაბაწყურის, ბახმაროს, რაჩხასა და ფარავნის ჰესების გზშ-ს მომზადება. Კომპანიის დამქირავებელს წარმოადგენს როგორც საქართველოს სახელმწიფო, ამავდროულად - კერძო კომპანიები.

ახლა კი ვისაუბროთ იმ რისკებზე, რომლის გარშემოც მუდმივად დგას საქართველოს მოსახლეობა.

Პირველი და უმთავრესია შეცვლილი მდინარეების ეკოსისტემები: კაშხლებმა შეიძლება ხელი შეუშალოს მდინარის ბუნებრივ სისტემებს, გავლენა მოახდინოს თევზის მიგრაციაზე და შეცვალოს ნალექის ტრანსპორტირების მარშრუტი. Რა თქმა უნდა, ზემოთ აღწერილი პროცესები გავლენას ახდენს ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებაზე და ეკოსისტემებზე. ამგვარი კაშხლების მშენებლობას შეიძლება მოჰყვეს ისეთი მნიშვნელოვანი გვერდითი შედეგები, როგორიცაა ჰაბიტატის დარღვევა, მდინარის დინების ცვლილებები და ზემოქმედება წყლის ეკოსისტემებზე. ამ პროცესებმა, კი თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი თემების გადაადგილება, ახლოსმდებარე დასახლებული პუნქტების გადაადგილება და ამავდროულად, უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვედა დინების ეკოსისტემებზე.

კლიმატის ცვლილება ბიომრავალფეროვნების განადგურების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. გარემოს განადგურების გაცილებით ძლიერი ფაქტორია საბინადრო გარემოს განადგურება, დეგრადაცია და ფრაგმენტაცია, რისი შედეგიცაა დედამიწაზე სახეობების 70%-ის გადაშენების საფრთხის წინაშე დადგომა. სწორედ ამას იწვევს მდინარის მნიშვნელოვან ნაწილში - ბუნებრივ კალაპოტში - წყლის მხოლოდ მეათედის დატოვება.

“Სამწუხაროდ, „მცირე ჰესის მშენებლობისას მდინარის კალაპოტში წყლის 10%-ის დატოვება არის საბჭოთა პერიოდიდან საქართველოში დამკვირდებული პრაქტიკა და ის შეესაბამება ევროპულ და ამერიკულ სტანდარტებს“. საბჭოთა პერიოდშიც კი არც ერთი ნორმატიული აქტით  არ იყო დადგენილი ე.წ. 10%-იანი ლიმიტი ჰესის მშენებლობისათვის. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ლიმიტები არ არსებობს არც ევროპის ქვეყნებში და არც აშშ-ში. უფრო მეტიც, ასეთი მცირე რაოდენობით წყლის დატოვება მდინარის ბუნებრივ კალაპოტში, იქნებოდა ევროკავშირის გარემოსდაცვითი კანონმდებლობის (წყლის ჩარჩო დირექტივა, ჰაბიტატების დირექტივა და სხვ.) უხეში დარღვევა. ცივილიზებულმა სამყარომ ასეთ პრაქტიკაზე უარი თქვა გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან, როდესაც თვალსაჩინო გახდა უკვე აშენებული ჰესების ძლიერ უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე.” ( მწვანე ალტერნატივა საქართველო ).

Ეს მოცემულობა თანაბრად ეხებათ იმ “უსაფრთხო” მცირე და საშუალო ჰესებს, რაზეც დღეს აპელირებას ახდენენ ხელისუფალნი.  თუ ჰესი იმგვარადაა დაპროექტებული, რომ მდინარეში რამდენიმე კილომეტრის მანძილზე ბუნებრივი ჩამონადენის მხოლოდ 10% რჩება, ნებისმიერი ზომის ჰესმა შეიძლება ეკოსისტემის დეგრადაცია და ჰაბიტატის ნგრევა გამოიწვიოს. ხშირად ჰესების მშენებლობა იგეგმება ხელუხლებელ ეკოსისტემებში, რაც კიდევ უფრო ამძიმებს პროექტების უარყოფით ზეგავლენას ბიომრავალფეროვნებაზე. ასევე, ხშირ შემთხვევაში, ჰესები იგეგმება უკვე არსებულ და დაგეგმილ დაცულ ტერიტორიებზე, ან მათ უშუალო სიახლოვეს (ხდე, დარიალი, მაჭახელა, ფარავნის ხეობა, კინტრიში და სხვ.). ხდის, დარიალის, მაჭახელას და სხვა უნიკალურ ხეობებში ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება სრულიად უკანონოა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არ შეიძლება დადებითი ეკოლოგიური დასკვნა გაიცეს, თუ შემოთავაზებული საქმიანობით ირღვევა კანონი.

„გარემოს დაცვის შესახებ,“ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ კანონების მიხედვით, აკრძალულია ყოველი ქმედება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა სამყაროს, საბინადრო გარემოს და სამიგრაციო გზებს, აკრძალულია ყველანაირი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს და საარსებო პირობების გაუარესება. “ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის” გაცემაზე წესითა და რიგით პასუხისმგებელი უნდა იყოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, მის მიერ შექმნილ საექსპერტო კომისიასთან ერთად, თუმცა თუკი დარგის ექსპერტებს ვენდობით, ინჟინერ-ჰიდროლოგების მიერ გაკეთებული შენიშვნების მიუხედავად, მაინც გაუგებარი რჩება მისი შეფასების მეთოდიკა.

თუ გადავხედავთ თითეული ჰესის შესახებ მომზადებულ გზშ-ს აღმოვაჩენთ იმას, რომ უმნიშვნელოვანესი “ეკოლოგიური ხარჯის” საკითხზე არც მეოდოლოგიაა წარმოდგენილი, არც სათანადო ანალიზია შესრულებული და რა თქმა უნდა, არც რაოდენობრივადაა დადგენილი “ეკოლოგიური ხარჯი”. Ხადორი 3-ის შემთხვევაშიც, სწორედ ამ წინარე, არ-შემდგარი კვლევების უგულებელყოფით არის გაცემული “ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა”. ალბათ, იგივე ბედი ეწია შუახევჰესსაც, რადგან 120 მილიონად ღირებული, საქართველოში სიდიდით მეორე ჰესიდან, დღესდღეობით წყალი ჟონავს და არავის წარმოდგენა არ აქვს არც მოსალოდნელ რისკებზე, არც იმაზე - მოხდება თუ არა მისი სრულ ექსპლუატაციაში ჩაშვება და სხვა უამრავ კითხვაზე.

Სამწუხაროდ, რაოდენ მარტივ ჭეშმარიტებაზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, ქართული რეალობიდან გამომდინარე, დღესდღეობით “ენერგო-ეფექტური და უსაფრთხო” რესურსი, სწორედ ერთ-ერთ მთავარ პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს, კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში.


#CDNEE #eyfcoe
This project is part of CDN's Annual Work Plan "Bring your tote-bag, but smash the system!"




Mark