ახალგაზრდა მწვანეები



პუბლიკაციები

ბლოგები

︎︎︎Ზოგჯერ სხეული, უბრალოდ სხეულია, რომელიც შეგიძლია მოხატო კიდეც
︎︎︎პოლიტიკური ნების იარაღად გარდაქმნილი სხეული
︎︎︎სხეულს ახსოვს განგაში
︎︎︎მტეხს, მაგრამ აჩრდილი აღარ არის!
︎︎︎ტკივილსა და თანაგრძნობაზე: ემოციები, როგორც პოლიტიკური
გამაერთიანებელი
︎︎︎ფემინისტური თეატრი, როგორც პოლიტიკური და სოციალური აქტივიზმი ︎︎︎ფემინურობა ციფრულ ველში: რეალობით ნაწარმოები თამაში, თუ თამაშით ნაწარმოები რეალობა?
︎︎︎Homo-Economicus: ყოჩაღ ქალებს დეპრესია აქვთ

სრული სია︎


ორგანიზაციის
შესახებ —
  1. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
  2. ორგანიზაციის მიზნები და ამოცანები

Mark

დეპრესია, შფოთვა,
პანიკური შეტევა, OCD
და ე.წ mental breakdown



ფსიქიკური ჯანმრთელობა გამოცდილება / 2022
ავტორი: ქეთევან ჯულუხაძე


ფოტო: ეროვნული არქივი - მიკროფონი და ტელეფონი

           
See I hate myself too, now we can be friends again

ეს ბოლო წლებში სოციალური მედიის მიერ აქტუალიზებული 5 ყველაზე გავრცელებული ტერმინია, რომელთაც ძირითად შემთხვევებში ჰიპერბოლიზებულად იყენებენ. რომანტიზებული დეპრესია, შფოთვა, OCD და პანიკური შეტევები -  სამედიცინო, ფსიქოლოგიურ თუ სამეცნიერო ენაზე არცერთი მათგანი არ არის ხუმრობა, რომელზეც ინსტაგრამის სქროლვის დროს შეიძლება გაგვეღიმოს.


ფსიქოლოგიაში არსებობს კონკრეტული ტერმინი “კლინიკური დეპრესია”, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება სევდისა და მწუხარებისგან. ეს ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც უიმედობით, უბედურების განცდით, ცხოვრების მიმართ ინტერესისა და სიამოვნების განცდის  დაკარგვით ხასიათდება. გამოიხატება ფიზიკურ სიმპტომებშიც: ქრონიკული დაღლილობა, ინსომნია, კვებითი აშლილობა, ტკივილი. უმნიშვნელოვანესი სხვაობა მწუხარებასა და კლინიკურ დეპრესიას შორის ვერბალური კომუნიკაციის უნარის ქონაა. ეს დიაგნოზი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის სრულფასოვან ცხოვრებაზე, კეთილდღეობაზე, ქმედუნარიანობაზე და საჭიროებს შესაბამის ყურადღებას. მისი მნიშვნელობის გააზრება აუცილებელია და გარშემომყოფთა თანადგომა ამ მდგომარეობაში ადამიანისთვის ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ტრენდები კი პრობლემის გადაჭრას ე.წ. “selfcare routine”-ში, საკუთარი თავის შეყვარებასა და პოზიტიური განწყობაში ხედავენ, რითაც ირიბად თუ პირდაპირ საკითხი ინდივიდუალურ პრობლემამდე დაჰყავთ, რომლის მოგვარებაც მარტივად, საკუთარი ძალისხმევითვეა შესაძლებელი.



ემოციების ფორმირების პროცესში გარემო ფაქტორები გარდამტეხ როლს თამაშობს: რა გვესმის, რას ვუყურებთ, როგორ ემოციებს ვიღებთ ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან და ა.შ. სწორედ ეს გარემოებაა საინტერესო. როგორ ვრეაგირებთ მაშინ, როდესაც მწუხარების ჟამს პოპულარული ბლოგერები მობილური ტელეფონიდან რომანტიზებულ დეპრესიაზე გველაპარაკებიან.


Get up you stoopid fauk,  fuck your depression, fuck your excuses, fuck your mental state, fuck your heart break, fuck your laziness , fuck your doubts stop being a peace of shit unsuccessful human who won’t make a change stop wasting your fucking life and get a fuck up.





მამოტივირებელი ეფექტები, ხმები, ტრენდები, რომლებიც ხშირად მოგვიწოდებს, რომ უნდა ავდგეთ, კარგად ვიყოთ; არა უშავს, თუ თავს ცუდად ვგრძნობთ, სახლიდან გასვლის და ადგომის სურვილი არ გვაქვს; გვსაყვედურობენ, რომ ცხოვრებას, მნიშვნელოვან დროს ვკარგავთ და დროა, დავივიწყოთ ჩვენი მენტალური პრობლემები.



WHAT DO YOU DO ON THOSE DAYS THAT

YOU DON'T FEEL THAT CONFIDENT OR

FEARLESS OR POWERFUL LIKE KEEP IT OUT

THERE?

Ah... PRETEND

FAKE IT?

YEAH

UNTIL WE MAKE?

I MEAN WHY NOT? IT'S EITHER THAT OR CRY

MYSELF TO SLEEP WHO WANTS TO DO

THAT?

სიტუაცია ასევე შეიძლება შეფასდეს, როგორც სოციალური ქსელების მიერ  ნორმალიზებული მენტალური პრობლემები.  თითქოს არა უშავს, რომ გეშინია, თავს ცუდად გრძნობ და ნაცვლად იმისა, რომ ამაზე ვიფიქროთ ან ვიმუშაოთ, შეგვიძლია უბრალოდ თავი მოვაჩვენოთ, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს, რადგან ეს “ნორმალურია”.



I’m not mentally in a good place, So I’m baking



მსგავსი მიდგომა მენტალური ჯანმრთელობის მიმართ აჩენს არასერიოზულ დამოკიდებულებას საზოგადოებაში, კარგავს მნიშვნელობას და იმდენად ადაპტირდება ეს სიტყვები ჩვენს ფსიქიკასთან, რომ ხშირად დეპრესიის გაგონებაზე არანაირი ემპათია აღარ გვიჩნდება.


ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პოპულარული ტრენდის შინაარსი გვეუბნება, რომ მენტალური პრობლემები მარტივად მოგვარებადია: შეგიძლია დაიწყო ცხობა და ყველაფერი კარგად იქნება; ითამაშო, რომ ყველაფერი კარგად არის, დაივიწყო ყველაფერი და საკუთარი ცხოვრება უფრო პროდუქტიულად გამოიყენო. ამ ტრენდების კაპიტალისტური შინაარსი ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ ამ თემის განხილვისას მნიშვნელოვანია, ზღვარი გავავლოთ სოციალურ ქსელების ე.წ. ინფლუენსერების ფსევდოპოზიტიურ შეძახილებსა და ადამიანთა რეალურ შესაძლებლობებს შორის. "მკურნალობა" ან "განკურნება" მხოლოდ მედიკამენტებით ან თერაპიით არ ხდება და რეალურად, დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა საქმიანობას ან იმას, თუ რამდენადაა ეს თუ ის საქმიანობა შენთვის ხელმისაწვდომი და მისით დაკავება შესაძლებელი. მნიშვნელოვანი ფაქტორი, ალბათ, ისაა, რომ ქმედითობით სიმარტივეზე შეძახილები უხვადაა, თუმცა ძალიან ცოტაა ადამიანი, ვინც გეხმარება, რომ შენთვის გაუსაძლისი მდგომარეობიდან  გამოსვლა შესაძლებელ ქმედებად აქციო.


აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია. თუ ბლოგერები ტელეფონიდან მოგვმართავენ, რომ თავის მოტყუება კარგია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სასარგებლოა.


სოციალური ქსელები ნელ-ნელა ართმევს მნიშვნელობას იმას, რაც არსებობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ ინსტაგრამი გვეუბნება, რომ თავის მოჩვენება, თითქოს ყველაფერი კარგადაა, დაგვეხმარება, უნდა გავიხსენოთ, რომ პირველ რიგში, ჩვენ უნდა მივანიჭოთ მნიშვნელობა და არ გავაუფასუროთ ის, რაც გვაწუხებს ან ჩვენ გარშემომყოფებს, მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს აწუხებთ.



პროექტი ხორციელდება Global Fund for Women-ის მხარდაჭერით

2022

Mark