Your voice is an instrument
ავტორი: მარსი
შინაარსობრივი რედაქტორი: ლიკა გულბანი
შინაარსობრივი რედაქტორი: ლიკა გულბანი
რა ხდება?
სიტყვები
უბრალოდ
მუსიკალური
ტავტოლოგიაა
მაინც ვცდილობთ
ერთმანეთს
გავაგებინოთ.
მერე რა რომ
ენერგია მართავს
ყველაფერს,
მოგონილ
რეალობაში ყოფნა
უცნაურად
დამღლელი
აღმოჩნდა.
როგორ შეიძლება
ვინმეებში
სახლების აწყობა?
ისეთი
აღშფოთებით
ითქვა
შევშინდით.
სხეულებში
მოძრაობა
შეგვძლებია.
მაგრამ ამასობის
აბსტრაქტულობაში
დავიკარგეთ.
შობა ისეთი რამეა ყველა
თავისებურად ფიქრობს
მასზე,
ხოდა კი დავიბადე მაგრამ
იმპლანტმა გამიჭედა.
აბა ვის აქვს აწყობილი თავი?
სამყარო, ამჟამად უკვე ციფრული,
უკვე იმდენია არჩევა მიჭირს
იდენტიფიცირდი და
გადათქმა გაიჭირვე -
-ასე დაიბარა.
როცა როლების და
ფუნქციების არჩევას არავინ
ითხოვდა
იმ დროში დარჩენის
სურვილს
მიწუნებს
-უი შენ რა ხარ?
-ვერ ავარჩიე.
გაკვირვება
-და, იმპლანტი ხომ გაქვს?
-ეგ კი მაგრამ რაღაც ედიშენ
არის ორას ოცდამეხუთე
-მერე რას შვება?
-გლიჩავს და ვერ ვზიპავ.
Father
You were so afraid
Of my voice
I decided to be silent
For you.
დასასრული
That is how I started to
Exist
ნანაინა ნაი ნანა.
ანარეკლი
Q code
ყოველგვარი მომზადების
და მეცადინეობის გარეშე
ჩახტი როლში
რომელსაც სოციუმი
გასწავლის
რომ არასწორია.
მერე დაინახე კულტურული
ფანტასმაგორიები
და მოისმინე მითები
შენს შესახებ
წვალობ და ერთობი,
ზუსტად ისე როგორც
ცხოვრების ნებისმიერ
სხვა სცენარში ხდება.
ვისაც სურს სინათლე ისეთი
ნახოს როგორიც არის
უკან უნდა დაიხიოს
და
ჩრდილში დადგეს.