დაბინძურებულ ჰაერს შეიძლება კავშირი ჰქონდეს ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან

გამოქვეყნებულია: 14.Jul.2016

შვედეთის უმეოს უნივერსიტეტის მკვლევრების ბოლო კვლევების მიხედვით, ჰაერის დაბინძურება შეიძლება უკავშირდებოდეს ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს.

ჟურნალ BMJ Open-ში ამ თვეში გამოქვეყნებული კვლევა არის პირველი ძლიერი მტკიცებულება დაბინძურებულ ჰაერსა და ბავშვების ფსიქიატრიულ მდგომარეობას შორის არსებულ კავშირზე. ესაა წინა კვლევის გაგრძელება, რომლის მიხედვითაც ჰაერის დაბინძურება უკავშირდება ფსიქიკურ დაავადებებს და ვარაუდობს, რომ ჰაერის დაბინძურების სულ მცირე ზრდასაც კი შეუძლია დრამატულად იმოქმედოს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

მკვლევრებმა შვედეთში 500 000-ზე მეტ ბავშვს შორის გადაამოწმეს ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება და შეადარეს მათთვის გაცემულ ექიმის დანიშნულებებში დაფიქსირებულ ზემოქმედების დონეებს. მათ აღმოაჩინეს, რომ ბავშვები, რომლებიც ცხოვრობდნენ აზოტის დიოქსიდის ანუ NO2-ის, ჰაერის საშიში დამაბინძურებლის, უფრო მაღალი კონცენტრაციის მქონე ადგილებში მეტად მიიღებდნენ გრძელვადიან ფსიქიკურ დაავადებებთან დაკავშირებულ დანიშნულებებს.

კვლევა ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამომწვევად არ ასახელებს ჰაერის დაბინძურებას, მაგრამ აჩვენებს კორელაციას ამ ორს შორის. მკვლევრების მიხედვით, მათ აღმოაჩინეს, რომ დაბინძურების შემცირებამ შეიძლება ბავშვებს შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები შეამციროს.

«შედეგებს იქამდე მივყავართ, რომ ჰაერის დაბინძურების უფრო მცირე კონცენტრაციამ,  უპირველეს ყოვლისა, ტრანსპორტისგან, შეიძლება ბავშვებსა და მოზარდებს შორის ფსიქიატრიული აშლილობები შეამციროს», უამბობს ანა უდინი, უმეოს უნის მკვლევარი და კვლევის ხელმძღვანელი, The Guardian-ს ამ კვირაში.

მთელ მსოფლიოში ჰაერის დაბინძურება ჯანმრთელობის მთავარი პრობლემაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ყოველ წელს პერმანენტულად, დაახლოებით, 4 მილიონი ადამიანი იღუპება გარე ჰაერის დაბინძურებისგან. ა.შ.შ-ში დაბინძურებული ჰაერი ყოველწლიურად, დაახლოებით, 200 000 ადამიანს იწირავს. მაშინ, როცა ჰაერის დაბინძურება, ძირითადად, დაკავშირებულია ხოლმე ასთმასა და გულის დაავადებებთან, მონაცემები გვიჩვენებს, რომ NO2-ისა და PM2.5-ის მსგავსი დამაბინძურებლები შეიძლება იწვევდნენ შფოთვისა და დეპრესიის მსგავს ფსიქიკურ აშლილობებს.

ა.შ.შ-ში მცირეშემოსავლიანთა კვარტლებსა და ფერადკანიანთა თემებში ხშირად ვაწყდებით ე.წ. „სუპერ-დამაბინძურებლების“ - ქვეყნის უსაშინლესი ინდუსტრიული დამაბინძურებლების, მაღალ კონცენტრაციებს. ამ კვარტლებში მცხოვრები ადამიანები არიან დაუცველნი ჰაერის დამაბინძურებელი ნაწილაკების არათანაზომიერი გადანაწილებისა, რაც ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებულ მათს ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის აშლილობებს უფრო დიდ საფრთხეს უქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ უმეოს უნის კვლევები გვიჩვენებენ, რომ ჰაერის მაღალი დაბინძურების მქონე ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები არიან დიდი საფრთხის ქვეშ - განუვითარდეთ ფსიქიკური პრობლემები, მკვლევრები აღნიშნავენ, რომ საჭიროა მეტი მუშაობა იმის გასაგებად თუ ზუსტად რა კავშირი აქვს ჰაერის დაბინძურებას ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან.

ავტორთა თქმით «ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მძიმე გავლენა საზოგადოებაზე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს».

 

თარგმანი: ბექა ბუჩაშვილი

წყარო

ჰედერის ფოტო: Antara Foto.Reuters

ასევე წაიკითხეთ:

image

გერმანიის მწვანეები — „გაერთიანების პარტია“

წელს, ზუსტად 40 წლის შემდეგ, იმავე ადგილას, ქალაქ კარლსრუეში, სადაც პარტია დაარსდა, გერმანელი მწვანეები რიგით 45 ფედერალურ ასამბლეას ჩაატარებენ, აქ ისინი პარტიის ახალ ბაზისურ პროგრამას დაამტკიცებენ. უდაოა, რომ წელს შეკრებილი ადამიანები და მთლიანად პარტია ბევრად ნაკლებად მემარცხენე და რადიკალური იქნება, თუმცა, თუ პროგრამას წაიკითხავთ, დაგრჩებად შთაბეჭდილება, რომ ეს არის იმ პარტიის პროგრამა, რომლის მიზანი, არა კოალიციის უმცორი პარტნიორობა, არამედ მთავრობის ფორმირება და გერმანიის გარდაქმნაა. 

დღეს, როგორც არასდროს აქამდე, გერმანიის მწვანეთა პარტია მზად არის ქვეყნის სამართავად.

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

შემოგვიერთდით