შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

გამოქვეყნებულია: 30.Jan.2020

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის                        
  ლინჩეპინგი, შვედეთი: ნარჩენებით სავსე ოთახში უზარმაზარი მექანიკური ბრჭყალი დაბლა ეშვება და ბრჭყალებში იქცევს ხუთ ტონა ნაგავს. მას შემდეგ, რაც ტექნიკოსი სრული კონტროლით წარმართულ მანევრირებას ასრულებს ობობის საცეცების მსგავსი ამწეთი, ბრჭყალები მოქცეულ, თითქმის გახრწნილ „ნადავლს“ დაბლა უშვებს — შაფტაში, სადაც ტემპერატურა უფრო მეტია, ვიდრე 1500 გრადუსი ფარენჰეიტით. ქვემოდან ამომავალი არასასიამოვნოდ მძაფრი სუნი კი სწორედ იმ პოლიეთილენის პარკებს ეკუთვნის, რომლებიც ასობით ათასმა ოჯახშა მოიშორა სახლიდან და ახლა ისინი აქ, ამ შაფტაშია.

   პროცესი მიმდინარეობს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში, რათა გადამუშავდეს ეს ნარჩენები იმ დაწესებულების მიერ, რომელიც მოქმედებს „Tekniska Verken“-ის სახელით. ეს არის მუნიციპალური, სახელმწიფო კომპანია ლინჩეპინგში, ქალაქში, რომელიც მდებარეობს სტოკჰოლმის სამხრეთით. აღნიშნული ნარჩენების ენერგიად გადამამუშავებელი კომპანია ერთ-ერთია იმ 34-დან, რომელიც ფუნქციონირებს შვედეთში და ის ნაცვლად ტრადიციული ქვანახშირისა თუ ბუნებრივი აირისა, საწვავად იყენებს სწორედ ერთი შეხედვით გამოუსადეგარ ნარჩენებს.

   „ჩვენ არ აღვიქვამთ მას მხოლოდ უსარგებლო ნარჩენებად", ამბობს კომპანიის ვიცე პრეზიდენტი, კლასს გუსტაფსონი, „ჩვენ ვიყენებთ ნარჩენებში პოტენციურად არსებულ ენერგიას იმდენად, რამდენადაც შეგვიძლია" — აცხადებს იგი.
   კომპანიის განცხადების მიხედვით, ნაგვის 4 ტონა შეიცავს ენერგიის იმდენივე წყაროს, რამდენსაც მაგალითად: ნავთობის 1 ტონა, ქვანახშირის 1.6 ტონა ან 5 ტონა ხის მასალის ნარჩენი.

 „Avfall Sverige“-ს განცხადებით, რომელიც შვედეთში მოქმედი ნარჩენების მართვისა და გადამუშავების ასოციაციაა, შვედეთი მართლაც ხასიათდება ნაგვის შემცირების მიზნით ნაგავსაყრელებზე მისი გადატანის მაღალი ინტენსივობით, თუმცა ნარჩენების მხოლოდ 1%-თვისაა ეს ნაგავსაყრელი დანიშნულების საბოლოო ადგილი.

   თითქმის 49% საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა გადამუშავდება და, უხეშად რომ ვთქვათ, სადღაც 50% იც კი ნაგვისა სწორედ ამგვარი გადამამუშავებელი სისტემების მიერ გამოიყენება. გადამუშავებით გამოყოფილი სითბო იქცევა ორთქლად, რომელიც აამოქმედებს ტურბინებს, რათა გამოიმუშავოს თითქმის იმდენივე ელექტროენერგია, რამდენსაც გამოიმუშავებდა ბუნებრივი აირისა თუ ქვანახშირის ელექტროსადგურები.

  თუმცა, ნარჩენებით მიღებული ენერგია მაინც შედარებით მცირედი შემადგენელი ნაწილია შვედეთის მთლიანი ენერგომომარეგებისა. ჰიდრო და ატომური ენერგია გამოიმუშავებს შვედეთის ელექტროენერგიის თითქმის 83%-ს. აღსანიშნავია, რომ ქარის რესურსებიც იძლევა დაახლოებით 7% ენერგიას.
   მიუხედავად ამისა, ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

    უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვეულებრივ, ელექტროსადგურებს გააჩნიათ საკმაოდ დიდი გამაგრილებელი მოწყობილობები, რომელთა ფუნქციონირებაც უნებლიედ იწვევს სითბოს გარკვეული რაოდენობის დანაკარგს, ამიტომ ენერგიის მხოლოდ 40% გამოიყენება სრულად.
ლინჩეპინგში არსებული სისტემაც, რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და ათბობს წყალს საშინაო და კომერციული გამოყენებისათვის, იყენებს 90%-ს საერთო ენერგიისა, რომელიც უზრუნველყოფს ცხელი წყლით აბაზანების, სამზარეულოებისა და ცენტრალური გათბობის სიტემების მომარაგებას. ამგვარი სისტემის მშენებლობა, რომელიც 1950-იანი წლების ბოლოს დაიწყო, ათწლეულების მანძილზე გრძელდებოდა.

   რა თქმა უნდა, ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხნებს გააჩნია თავიანთი ნაკლოვანებებიც, როგორიცაა მაგალითად ემისიების გამოყოფა.
  თუმცა, ორგანული ნივთიერებებისგან წარმოშობილი მეთანის რაოდენობა ნაგავსაყრელებზე მაინც შემცირებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოკლევადიან პერსპექტივაში მეთანი 72-ჯერ უფრო ძლიერი სათბურის გამომწვევი აირია, ვიდრე ნახშირორჟანგი.

  2002-2005 წლებში შვედეთმა აკრძალა ორგანული და აალებადი ნარჩენების გადაყრა ნაგავსაყრელებზე. ეს იყო იმ პერიოდის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. „Avfall Servige“-ს მიხედვით, 1975 წელს, თითო ადამიანი შვედეთში საშუალოდ გადაამუშავებდა 18 კგ ნარჩენს, თითქმის 40 ფუნტს, 2016 წელს კი იგივე მაჩვენებელი 357 ფუნტამდე ავიდა. ასევე, თუ ადრე თითოეული მაცხოვრებელი საშუალოდ აწარმოებდა 430 ფუნტ ნაგავს, 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 6.6 ფუნტი იყო.

   ნაგავსაყრელთა შემცირებასთან ერთად, მომხრეები მიუთითებენ, რომ ნაგვის ენერგიად გამოყენების მითოდი ხელს უწყობს შემცირდეს დედამიწის წიაღიდან საწვავი რესურსების მოპოვება და მისი გამოყენება მსოფლიოს მასშტაბით.

   „Tekniska Verken“-ის შეფასებით, მათი კომპანიის მიერ წინა წელს ნარჩენების გადამუშავების მეთოდმა შესაძლებელი გახადა თავიდან აეცილებინათ თითქმის 467 000 ტონა ნახშირორჟანგის ემისიის გამოყოფა.

   „ნარჩენების ენერგიად გარდაქმნა არის ძალიან გონივრული მეთოდი მოკლევადიან პერსოექტივაში", განაცხადა ოუენ გეფნიმ-სტოკჰოლმის სტაბილურობის უზრუნველყოფის ცენტრში, საერთაშორისო მედიისა და სტრატეგიის დირექტორმა. „ეს პროცესი ნაკლებად ინტენსიურად იწვევს ნახშირბადული ემისიების გამოყოფას, ვიდრე ნახშირის წვა. ასევე, მოცემული მეთოდის შემთხვევაში უფრო ეფექტურადაა რესურსები გამოყენებული, ვიდრე ნარჩენების უბრალოდ ნაგავსაყრელზე მოსროლის შემთხვევაში იქნებოდა, რომლებიც ხრწნის პროცესში გამოყოფს ნივთიერებებს, რაც ხელს უწყობს სათბური ეფექტის ჩამოყალიბებას."

  გარდა ელექტროენერგიისა, Tekniska Versen-ი ასევე გამოიმუშავებს მეთანის ბიოგაზს ყოველწლიურად 100 000 ტონა საკვები თუ ორგანული ნარჩენების გადამუშავებით. მათი თქმით, ეს ბიოგაზი ამუშავებს, მაგალითად, 200-ზე მეტ ქალაქში მოძრავ ავტობუსს.

 გადამუშავების მთელი პროცესი კარგად ჩანს კომპანიის ნარჩენების დამახარისხებელ დაწესებულებაში. პროცესის დასაწყისში ნაგვის ფუთები ხვდება და გადაიტანება მოძრავ ესკალატორზე; ტექნიკური დამახარისხებელი მოწყობილობა აცალკევებს სპეციალურ მწვანე ფუთებსა და ორგანულ ნარჩენებს. ეს მწვანე ფუთები მანქანის მეშვეობით გადაიტანება სხვა მოძრავ ესკალატორზე და შემდეგ უკვე ახლო მდებარე სპეციალურ გადამამუშავებელ ბიოგაზის ქარხანაში. შესაბამისი მექანიკური მოწყობილობა შლის ამ ფუთებს და ორგანული ნარჩენები ხვდება უზარმაზარ მეტალის „ქვაბში“.

  ბიოგაზის გადამუშავების პროცესი წარმოქმნის მეთანს საბოლოო, „დახვეწილი“ ფორმით, რომელიც გამოსუფთავებულია ნახშირორჟანგისაგან და შემდეგ უკვე გადაიტანება ბენზინგასამართ სადგურზე.

 ამ მეთოდის მოწინააღმდეგეები ხშირად მიუთითებენ, რომ ამ გზით მიღებული ენერგია არ არის უსაფრთხო, სუფთა და რომ ეს ყველფერი უბრალოდ პრობლემის ზედაპირული მოგვარების მეთოდია, რაც ამ წარმოების პროცესს უბრალოდ მწვანე ელფერს სძენს.

  ნარჩენების წვის პროცესი არსებითად დამაბინძურებელია, ამბობს ლეა კელი, ვაშინგტონში მოღვაწე გარემოსდაცვითი ადვოკატი. „თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები პროცესის გასაკონტროლებლად, ისევე როგორც ქვანახშირის ელექტროსადგურებზე, მაგრამ ეს არ ხდის ამ დაწესებულებებს უსაფრთხოსა და სუფთას", მიუთითებს იგი.

  თუმცა, არსებობს გაწმენდითი მეთოდები, რომლებიც პერიოდულად მოწმდება, არის დაკვირვებაში, რათა გადამუშავების პროცესი უსაფრთხოდ მიმდინარეობდეს. კომპანიის, „Tekniska Verken“-ის მიერ გამოყოფილი ნარჩენი ნივთიერებები ინახება ნორვეგიაში არსებულ მიტოვებულ მაღაროში. სხვა დანარჩენი ნარჩენები, როგორებიცაა წიდა, ფაიფური, ხრეში და სხვა, გამოიყენება ნაგავსაყრელების გადასაფარად და გზების მშენებლობისათვის.

  კრიტიკოსები ასევე მიუთითებენ, რომ ამგვარი გადამამუშავებელი სისტემები აფერხებენ განახლებადი რესურსების, როგორებიცაა მზისა და ქარის, გამოყენების დანერგვასა და მასში ინვესტიციების ჩადებას.

 მაგრამ მაინც, შვედეთში იზრდება გადამუშავების ინტენსიობა. ქვეყანამ 2011 წელს გადაამუშავა თითქმის 1,4 მლნ ტონა ნარჩენი, 2015-ში კი 1,6 მლნ ტონა. პარალელურად, ქვეყანა ზრდის მზისა და ქარის ენერგიის მიღების გზების მოცულობას, რაც არის მთავარი მიზანი, რათა 2040 წლისთვის მიღებული ენერგიის 100% იყოს განახლებადი ენერგიის წყაროდან, ხოლო 2045 წლისთვის სათბური ეფექტის ხელშემწყობი ემისიების გამოყოფა დაყვანილი იქნეს 0-მდე.

  "თითქოს, ერთი შეხედვით, უტოპიად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ შვედეთი დგას ამ გზაზე და აღწევს რეალურ წარმატებას", ამბობს მისტერ გაფნი — ეს სავსებით რეალურია!

  საინტერესოა, რომ გარდა საკუთარ საზღრებში არსებულისა, შვედეთი ასევე ყოველწლიურად ახდენს ნარჩენების იმპორტს ნორვეგიიდან და დიდი ბრიტანეთიდან, რისთვისაც ეს ქვეყნები იხდიან გარკვეულ თანხას, რადგან ამ მიზნით გადახდილი „ანაზღაურება“ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ნაგავსაყრელების პრობლემასთან დაკავშირებული გადასახადები, ამბობს მისტერ ვიქვისტი - შვედეთს გააჩნია საკმარისი რაოდენობის ნარჩენი, მაგრამ აშენდა უფრო მეტი გადამამუშავებელი ქარხანა, რომლებიც, ბუნებრივია, მოითხოვს მეტ რესურსს საწვავად.

  ნარჩენების ენერგიად გარდაქმნის მეთოდი წარმატებით ხორციელდება სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, იაპონია უკვე ამუშავებს ამ ქვეყანაში არსებული მყარი ნარჩენების 60%-მდე. ასევე ჩინეთიც, რომელმაც, მსოფლიო ენერგეტიკის საბჭოს დასკვნებით, ნარჩენების ენერგიად გარდაქმნის მეთოდების დანერგვა გააორმაგა 2011-დან 2015 წლამდე და კიდევ ზრდის მათ.

   აღსანიშნავია, რომ ნარჩენების ენერგიად გარდაქმნის მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია დიდი, განვითარების გზაზე მდგარი ქვეყნებისათვის, რომელთაც არ გააჩნიათ დახვეწილი, თანამედროვე ტექნოლოგიები ნარჩენების უსაფრთოხოდ ლიკვიდაციისათვის, რომლებიც ნაგავსაყრელზე აღმოჩენის შემთხვევაში დიდ საფრთხეს უქმნის გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას.

  ამგვარ განვითარებად ქვეყნებში, ჩვეულებრივ, ნაგავი გადაიტანება ნაგავსაყრელთა გორებზე, სადაც ხშირია მეთანისგან გამოწვეული ხანძრები. ასეთი ადგილები, სადაც არ ექცევა სათანადო ყურადღება პოლიეთილენსა და სხვა საშიშ ნივთიერებებს, მიჩნეულია ე.წ „სანიტარულ ნაგავსაყრელებად", თუმცა მათ შესაძლოა გამოიწვიოს ტოქსინების შერევა, მოხვედრა ნიადაგსა და წყალში. ასეთი ნაგავსაყრელები განსაკუთრებით საფრთხისშემცველია ღარიბი მოსახლეობისათვის, რომლებიც ხშირად სწორედ ასეთ ნაგავსაყრელებზე ეძებენ მათთვის გამოსადეგ ნივთებს.

  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ ის განვითარებად ქვეყნები, რომლებიც მდებარეობენ ცხელ კლიმატურ სარტყლებში, არ საჭიროებენ ნარჩენების გადამუშავებით მიღებულ ენერგიას სახლების გასათბობად. მაგრამ, მისტერ არნბერგმა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით გაიარა კონსულტაციები ენერგიის მიღების პროდუქტებზე, განაცხადა, რომ ამ გზით მიღებული სითბო შეიძლება მრავალი მიზნით გამოიყენებოდეს. მაგალითად, სითბო ასეთ ქვეყნებში შეიძლება გამოიყენებოდეს ინდუსტრიული ქარხნების ასამუშავებლად, საკვების მწარმოებელი, სამშენებლო მასალებისა თუ სარეცხი საშუალებების მწარმოებელი ქარხნებისათვის.

  ასეთ დიდი, გამართული, ეფექტური ინფრასტრუქტურის შესაქმნელად, რაღა თქმა უნდა, საჭიროა კარგი ორგანიზება ხელისუფლების მხრიდან და საკმარისი ბიზნეს-ტექნოლოგიური პრაქტიკები. და ბოლოს, მნიშვნელოვანია მოქალაქეებსაც ჰქონდეთ ამ ყველაფრის შესახებ საკმარისი ცნობიერება, რადგან „თუ გყავს მოქალაქეები, რომელთაც არ იციან როგორ გამოიყენონ სისტემა, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ინვესტიციას ჩადებ მასში და რამდენად ეცდები“-ამბობს მისტერ არნბერგი.


თარგმანი: ანა აფაქიძე
წყარო: NYtimes
ფოტო © NYtimes

ასევე წაიკითხეთ:

image

გერმანიის მწვანეები — „გაერთიანების პარტია“

წელს, ზუსტად 40 წლის შემდეგ, იმავე ადგილას, ქალაქ კარლსრუეში, სადაც პარტია დაარსდა, გერმანელი მწვანეები რიგით 45 ფედერალურ ასამბლეას ჩაატარებენ, აქ ისინი პარტიის ახალ ბაზისურ პროგრამას დაამტკიცებენ. უდაოა, რომ წელს შეკრებილი ადამიანები და მთლიანად პარტია ბევრად ნაკლებად მემარცხენე და რადიკალური იქნება, თუმცა, თუ პროგრამას წაიკითხავთ, დაგრჩებად შთაბეჭდილება, რომ ეს არის იმ პარტიის პროგრამა, რომლის მიზანი, არა კოალიციის უმცორი პარტნიორობა, არამედ მთავრობის ფორმირება და გერმანიის გარდაქმნაა. 

დღეს, როგორც არასდროს აქამდე, გერმანიის მწვანეთა პარტია მზად არის ქვეყნის სამართავად.

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

შემოგვიერთდით