დეკემბრის გაფიცვები საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საფრანგეთში

გამოქვეყნებულია: 08.Dec.2019

5 დეკემბერი საფრანგეთში გაფიცვის დღეა. ფრანგები პარიზის ქუჩებში, პროპკავშირული დროშების ქვეშ, მემარცხენე ლოზუნგებს მოიხმობენ. ისინი უარს ამბობენ სამსახურში წასვლაზე, რათა თავიანთი შრომა ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმისგან დაიცვან. თუმცა, როგორც “ყვითელი ჟილეტების“ გამოცდილება გვაჩვენებს, მხოლოდ ფართო მასშტაბის, ერთი მოთხოვნით გაერთიანებული მუშათა კლასი შეძლებს მაკრონის ნეოლიბერალიზმის დამარცხებას.

„დღეს ემანუელ მაკრონს სხვა საფიქრალი არ გააჩნია - აშკარაა საფრთხე იმისა, რომ მისმა საპენსიო რეფორმამ შესაძლოა, მუშათა გენერალური გაფიცვა გამოიწვიოს. პრეზიდენტის გეგმაა, დაარწმუნოს პროფკავშირები, არ მიიღონ მონაწილეობა გაფიცვაში, რომელიც უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში იგეგმებოდა. ბერტრან ჰამაშეს, CGT-ის (შრომის საყოველთაო კონფედერაცია) წარმომადგენლის აზრით, „მთავრობას ჭეშმარიტად თავზარს სცემს მობილიზაციის მასშტაბი. უკვე დაიწყეს პროფკავშირებთან შეხვედრები და ახსნა, რას ნიშნავს საპენიო რეფორმა „რეალურად“. ისინი ცდილობენ, უარი გვათქმევინონ გაფიცვაზე, მაგრამ ეს არ მოხდება.“

პენსიის შემცირება

საფრანგეთის ოფიციალური საპენსიო ასაკი 62 წელია, მაგრამ რეფორმის მიზანია ახალი, ქულებზე დაფუძნებული სისტემის შემოღება, რომელიც შეცვლის პენსიის დათვლის მეთოდს, რის გამოც სრული საპენსიო პრივილეგიის მიღება მხოლოდ 64 წლისებს შეეძლებათ.

დღევანდელი საპენსიო სისტემა

ყველა ფრანგი პენსიონერი იღებს სახელმწიფო პენსიას. წლევანდელი საშუალო პენსია 1,400 ევროა თვეში.

მარტივი ნაწილი: კერძო სექტორის თანამშრომლები პენსიას “საერთო საპენსიო სისტემიდან“ იღებენ. კერძო სექტორში ყოველი მეშვიდე მუშაა დასაქმებული.

ჩახლართული ნაწილი: ბევრ პროფესიას ინდივიდუალური საპენსიო სქემა აქვს. რკინიგზელებს, მაგალითად, პენსიაზე ადრე გასვლის უფლება აქვთ. ადვოკატები და ექიმები კი გადასახადებში იხდიან ნაკლებს.

საჯარო მოხელეებსაც, რომლებიც 5 მილიონზე მეტნი არიან, ინდივიდუალური საპენსიო სისტემა აქვთ.

ბოლო 30 წლის განმავლობაში მთავრობამ არაერთხელ სცადა სისტემის შეცვლა, მაგრამ ვერც ერთმა რეფორმამ ვერ შეძლო სისტემის გამარტივება. ისინი ცდილობდნენ პენსიის კონკრეტული პარამეტრების შეცვლას, საჭირო სამუშაო წლების ან საპენსიო ასაკის გაზრდას.

მაკრონის სახელმწიფოს ბევრად უფრო დიდი გეგმები აქვს.

მაკრონის გეგმა  

მაკრონის სურვილია ახლანდელი საპენსიო სისტემის გაერთიანებული სქემით ჩანაცვლება. იგი პირობას იძლევა, რომ რეფორმა სისტემას გაამარტივებს და უფრო სამართლიანს გახდის. მისი თქმით, ახალი სისტემა გრძელვადიანად უფრო მომგებიანი იქნება, რადგან უახლოეს მომავალში დეფიციტია მოსალოდნელი.

პროფკავშირების აზრით, სისტემის ახალი გაანგარიშების მეთოდის გამო ბევრი მომუშავე ფინანსურად უფრო მეტს დაკარგავს, ვიდრე მოიგებს. მთავრობა ამბობს, რომ საპენსიო ასაკს არ გაზრდის, მაგრამ ახალი ფინანსური მდგომარეობის გამო მუშებს მეტი მუშაობა მოუწევთ.

დიდი ჭკუა არაა საჭირო იმისათვის, რომ დაინახო, როგორ დააზარალებს ეს რეფორმა მუშათა ფენას, განსაკუთრებით მათ, ვისაც ყველაზე ძლიერად შეეხო უკანასკნელი წლების უმუშევრობის ტალღა. მთელ საფრანგეთში მუშები კალკულატორებით ხელში ითვლიან, რამდენს დაკარგავენ რეფორმის შემოღების შემდეგ. მასწავლებლები, მაგალითად, შიშობენ, რომ უპრეცენდენტოდ შემცირდება მათი პენსიები. ედერიგ ალგერის, FSU-ს მასწავლებელთა შრომითი კავშირის წარმომადგენლის თქმით, „სახელმწიფო ირწმუნება, რომ ბონუსები ჩაითვლება პენსიის გამოთვლებისას, მაგრამ ბევრი ჩვენგანი ძლივს-ძლივობით თუ აიღებს ხოლმე ერთ ბონუსს. შედეგად ვიღებთ მასწავლებლებს, რომლებიც პენსიიდან ხუთასიდან შვიდას ევრომდე დაკარგავენ.“   

ოპოზიცია

საზოგადოების თვალისგან მალული შეთანხმებები წარუმატებელი აღმოჩნდა. მობილიზაცია საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ 5 დეკემბრისთვის დაიგეგმა. წინა პროტესტებთან შედარებით, დღევანდელი გაფიცვის კოალიცია განსაკუთრებით ფართომაშტაბურია. გაფიცვაში მონაწილე მუშები არ არიან მხოლოდ რკინიგზელები (RATP, SNCF); მათ შეუერთდნენ ავიაკომპანიის თანამშრომლებიცა (Air France) და ენერგეტიკის ინდუსტიის მუშაკებიც. მათ, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებთან ერთად, კერძო სექტორიდან გვერდით უდგანან საფოსტო, საგანმანათლებლო, სატრანსპორტო, სამედიცინო და მართლმსაჯულების ორგანოები.

კითხვაზე, „გინდათ თუ არა, რომ მთავრობამ საპენსიო რეფორმა ჩაატაროს“, გამოკითხულთა 54% პასუხობს უარით.  რაც უფრო მნიშვნელოვანია, გამოკითხულთა 64% გაფიცვებს გამართლებულად მიიჩნევს.

პროფკავშირები კმაყოფილები არიან ასეთი მხარდაჭერით, მაგრამ შიშობენ, რომ არსებობს „მარიონეტული გაფიცვის“ საფრთხე. ეს ტერმინი გამოიყენება ისეთი შემთხვევის აღსაწერად, როდესაც მუშათა უმრავლესობას გაფიცვის პასუხისმგებლობა უმცირესობაზე გადააქვს.

მსავსი პრეცენდენტი საფრანგეთში 1995 წელს მოხდა: ქვეყანა სამი კვირით იყო პარალიზებული მასობრივი გაფიცვებით, მემარჯვენე პრემიერ-მინისტრის - ალან ჟუპეს სოციალური უზრუნველყოფის რეფორმის წინააღმდეგ. კერძო სექტორის მუშებმა მხარი დაუჭირეს გაფიცვას, მაგრამ თავად არ შეუერთდნენ მას.

ზემოთ აღწერილი გამოკითხვა შეიძლება მომავლის განმეორების მომასწავლებელი იყოს, მაგრამ როგორც უკვე ნახსენები ფრედერიგ ალგერი ამბობს, „შეცდომა იქნება დავეყრდნოთ მხოლოდ საჯარო სექტორს. არ შეიძლება საბრძოლველად მხოლოდ რკინიგზელები გავაგზავნოთ, თავად კი რბილ ტახტებზე ვისხდეთ. მაკრონის დამარცხებისთვის საჭიროა, გავერთიანდეთ საჯარო და კერძო სექტორი.

ეს ახლადდაწყებული ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ყველასათვის თვალნათელია სოციალური უკმაყოფილების ღრუბელი, რომელიც საფრანგეთს თავზე ტრიალებს. ტოპ მენეჯერების, კომპანიათა უფროსებისა და შეძლებული პენსიონრების ამომრჩეველი ბლოკის მიერ ძალაში მოყვანილი ემენუელ მაკრონი მისდევს ნეოლიბერალურ გზას, რომელმაც გააღრმავა განხეთქილებები ფრანგულ საზოგადოებაში. მოსახლეობაში პრეზიდენტი მიჩნეულია ფართო კლასებისა და პერიფერული არეებისგან ურბანულ ცენტრთა უმდიდრესი ხალხის დამცველად.

საჭიროა, რომ ლატენტური ბრაზი გადაიქცეს მასიურსა და ხანგრძლივ მოძრაობად. „მობილიზაციის წარმატებული დღეც კი საკმარისი არ იქნება მთავრობის დასამარცხებლად“ - ამბობს პროფკავშირის წარმომადგენელი. „მოძრაობა დროს უნდა მიჰყვეს და გაფიცვებმა ეფექტი უნდა იქონიონ ეკონომიკაზე. 1995 წელს მთავრობამ უკან მხოლოდ იმიტომ დაიხია, რომ საფრანგეთი იყო პარალიზებული“.

პოტენციური მოკავშირეები

პროფკავშირები იმედიანად უყურებენ „ყვითელ ჟილეტებს“, რომელთაგანაც ზოგიერთმა უკვე გამოუცხადა მხარდაჭერა მოძრაობას  მაკრონის საპენსიო გეგმის წინააღმდეგ.

ეს მოხდა ნოემბრის დასაწყისში, როცა 600-მდე „ყვითელი ჟილეტი“ მონპელიეს დახურულ მუზეუმში შეიკრიბა ადგილობრივ კრებათა კრებისთვის. საფრანგეთის ირგვივ მიმდინარე პროტესტების 200-მა დელეგატმა ცალსახად გამოაცხადა, რომ „ყვითელი ჟილეტები“ „მოძრაობის სათავეში ყოფილიყვნენ, თავიანთი მოთხოვნებითა და სურვილებით, თავიანთ სამუშაო ადგილებში, თავიანთი ყვითელი ჟაკეტებით ყველასთვის დასანახად“.

მაგრამ ამ გამოძახილის ექო ჯერ კიდევ არ ჩანს: მონტელიერის „კრებათა კრების“ პოზიცია, რომელიც მოძრაობის რადიკალურად მემარცხენე ნაწილისგანაა შთაგონებული, არ ასახავს „ყვითელი ჟესტების“ უმეტესობის მოსაზრებებს.

თუმცა, შესაძლო გაერთიენებას ძველ გაფიცვის მოძრაობასა და „ყვითელ ჟილეტებს“ შორის, მხოლოდ მაშინ ექნება ეფექტი, თუ „ყვითელი ჟილეტები“ თავიანთ ძალას ხელახლა აღმოაჩენენ.

19 იანვრის პიკის შემდეგ (როდესაც 110,000 „ყვითელი ჟილეტი“ იყო ქუჩაში), დემონსტრანტების რაოდენობა ეცემა და ეცემა, რამდენიმე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით. ამის ახსნა რთული არაა, თუ გავითვალისწინებთ მილიტანტების დაქანცულობას ამ მოძრაობის იშვიათი  ხანგრძლივობისა და პოლიციის სასტიკი რეპრესიების შედეგად.

განახლებული ძალა

თავის მხრივ, პროფკავშირებმა იციან, რა მნიშვნელობა აქვს „კრიტიკული მასების“ ყოლას. მაკრონის მოსვლიდან მათ ვერც ერთი სახელმწიფო ცვლილების დამარცხება ვერ შეძლეს. ეს უძლურობა ახალი არ არის. ბოლო წარმატებული სოციალური მოძრაობა 2006 წელს შეიმჩნევა.

მას შემდეგ პროფკავშირებმა არაერთხელ შემოიკრიბეს მასები სხვადასხვა მთავრობების წინააღმდეგ, ზოგიერთ მათგანს სერიოზული მიმდევრობაც კი ჰქონდა, მაგრამ არც ერთი მათგანი წარმატებული არ ყოფილა. მაკრონის მთავრობაში ერთადერთი სოციალური მოძრაობა, რომელმაც თავისი გამოსვლებით რამდენიმე მიღწევა მოიპოვა,  „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტები იყო. მოძრაობა, რომელიც პროფკავშირთა არატრადიციული ორგანიზებით გამოირჩევა.

ისტორიკოსი სტეფან სიროტის აზრით, ეს უკანასკნელი, პარადოქსულად, შეიძლება იყოს იმედი პროფკავშირებისთვის: „ყვითელ ჟილეტთა მოძრაობამ, სახელმწიფოს წინააღმდეგ, შეძლო, გამოეცოცხლებინა სოციალური მოქმედება შრომის სამყაროში. ისმის კითხვა, შეძლებენ კი პროფკავშირები ამ გამოცოცხლებულ ენერგიაზე დაყრდნობას და თავიანთ რანგებს შორის მუშების რემობილიზაციას?

ამავდროულად საფრანგეთის მემაცხენე პარტიები ხედავენ თავიანთ შესაძლებლობას ამ მობილიზაციაში. 2017 წლის ელექტორალური კრახის შემდეგ, მემარცხენე პარტიებმა თავიანთი ძალების გაქრობა იხილეს. ეროვნული ასამბლეაში, ყველაზე ფართო განმარტების მემარცხენეებიც კი (სოციალისტები, კომუნისტები, La France Insoumise)  ჯამში მხოლოდ 10%-ს წარმოადგენენ.

საპენსიო რეფომა მათ ძალების აღდგენის საშუალეაბას აძლევს, თუ, რა თქმა უნდა, ისინი შეძლებენ იმ პოლიტიკური პერსპექტივის წარმოჩენას, რომელიც ხალხის ყურადღებას მიიპყრობს. “ყველა მემარცხენე პარტია ეწინაღმდეგება რეფორმას,“ ხაზს უსვამს პოლიტიკური მეცნიერი ფრედერიკ სავიკი. “ამომრჩევლებთან კავშირის აღსადგენად საჭიროა საკუთარი პროექტის მოფიქრება, რაც მემარცხენეებს ჯერ არ გაუკეთებიათ.“ კომუნისტური პარტია, სხვა მემარცხენე პარტიებთან ერთად, 11 დეკემბერს ამ საკითხთან დაკავშირებით მიტინგს გეგმავს.

ერთი რამ აშკარაა: პარტიებიც და პროფკავშრებიც შეეცდებიან, რომ მთავრობის მიერ საზოგადო აზრის უარყოფისაგან გამოწვეული შფოთვა თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ. როგორც პოლიტიკური მეცნიერი ლორენ ჟანპიერი ამობს, „ემანუელ მაკრონმა იცის, რომ თავისი ვადის ბოლოს ამომრჩეველთა ბურჟუა ბლოკი განსჯის მას ქვეყნის „რეფორმირების“ უნარის საფუძველზე. ეს საპენსიო რეფორმა პირველი შემთხვევაა, როდესაც მაკრონის მომხრე უმრავლესობა ასე ძალიან გაიყო. პარლამენტის წევრები მაკრონის En Marche პარტიიდან, Élysée-ში აგზავნიან აღელვებულ წერილებს და საუბრობენ იმაზე, როგორი შეშინებულნი არიან საპენსიო რეფორმის არაპოპულარობის გამო... და თავიანთ თავებს ეკითხებიან, როგორ იქნებიან არჩეულები შემდეგ ჯერზე!

5 დეკემბრის გაფიცვა, ჯერ-ჯერობით, მოქმედების პირველი დღეა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რა მნიშვნელობა აქვს ბრძოლას პენსიებისათვის, შესაძლებელია წარმოდგენა, რომ ის კიდევ დიდი ხნით უნდა გაგრძედეს.  


ავტორი: გუგა კიზირია წყაროს მიხედვით

ფოტო © pri.org

ასევე წაიკითხეთ:

image

ჩვენი რესურსები ჩვენია! - გამოხმაურება „ფრონტერას“ მუშის სიკვდილზე

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები და “სოლიდარობის ქსელი” ვეხმაურებით გასულ კვირას მომხდარ საზარელ ფაქტს: დედოფლისწყაროში მშრომელმა თავი მოიკლა, რადგან დამსაქმებელი, ამერიკული კომპანია “ფრონტერა”, მას და კიდევ 92-ზე მეტ მუშას ხელფასს 11-14 თვე არ უხდიდა. 

image

გამოხმაურება 4 ივლისის ინციდენტზე

აქციის დასრულების შემდგომ, ამბროლაურში, ერთ-ერთ ქუჩაზე შემთხვევით შეხვდნენ ოთარ სირაძე და ჩვენი წევრები, რა დროსაც ყოფილმა გუბერნატორმა მანქანიდან მათ უშვერი სიტყვებით მიმართა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ცოტა ხანში, ოთარ სირაძე და მისი ძმა გადმოვიდნენ მანქანიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს წევრს, ნიკოლოზ ღლონტს, რაც დანარჩენებმა ვიდეო მასალაზე აღბეჭდეს.

image

26 მაისი

ამ უმნიშვნელოვანესი დღის მოლოცვასთან ერთად გვინდა, საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, განსაკუთრებით კი დამოუკიდებლობის პერსპექტივიდან.

 

შემოგვიერთდით