︎︎︎ჩვენს შესახებ
საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ახალგაზრდული, წევრობაზე დაფუძნებული, მემარცხენე, ქვიარ და ფემინისტური ორგანიზაციაა.
ორგანიზაცია დაფუძნდა 2008 წელს, როგორც მწვანეთა პარტიის ახალგაზრდული ფრთა, თუმცა იდეოლოგიური განსხვავებების გამო „ახალგაზრდა მწვანეები“ პარტიას გამოეყვნენ და დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდნენ.
„ახალგაზრდა მწვანეები“ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გამოირჩევა თავისი ღია, დემოკრატიული და არაიერარქიული შიდასტრუქტურით.
გადაწყვეტილების მიმღები უმაღლესი ორგანო არის გენერალური ასამბლეა, რომლის მოწვევა წელში ერთხელ ხდება; გენერალურ ასამბლეაზე ხდება ორგანიზაციის სტრატეგიის გაწერა, პოლიტიკური პლატფორმის, წესდებისა და შინაგანაწესის მიღება. ასევე ერთი წლით ირჩევა აღამსრულებელი კომიტეტი, რომელიც გამჭვირვალედ და წევრებთან შეთანხმებით მოქმედებს.
ორგანიზაციის მთავარ მიზნებს წარმოადგენს:
- „ახალგაზრდა მწვანეების“ წევრებსა და საქართველოს მოსახლეობაში მწვანეობის, ეკოლოგიის, დემოკრატიულ, თანასწორობისა და არაძალადობის საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების გაზრდა;
- მწვანე ინიციატივების ადვოკატირება ადგილობრივ დონეზე;
- ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობებისა და თვითრეალიზაციისთვის აუცილებელი გარემოს შექმნა;
- ახალგაზრდების აქტიური ჩართვა სოციალურ თუ პოლიტიკურ პროცესებში;
- სოციალური, ეკონომიკური და გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლა;
- მწვანე ცხოვრების წესის პოლიტიკური ცნობიერების ამაღლება.
ორგანიზაციის მთავარ ამოცანას წარმოადგენს განსხვავებულ შესაძლებლობათა მქონე ახალგაზრდებისთვის თანაბრად უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა თვითრეალიზაციისთვის; ახალგაზრდების ერთმანეთთან დაკავშირდების ხელშეწყობა და მათთვის კულტურულ-საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებისა თუ სხვა აქტივობების საშუალებით არააკადემიური გამოცდილების მიცემა და მწვანე პოლიტიკური ცნობიერების გამომუშავება
ჩვენი საქმიანობა მოიცავს ფესტივალებს, კითხვის კლუბებს, ფილმის ჩვენებებს, ადვოკატირების კამპანიებს, რეგიონალურ შეხვედრებს, დემონსტრაციებს, არაფრომალური განათლების პლატფორმებს, პუბლიკაციებისა თუ საინფორმაციო ბუკლეტების ბეჭდვას, ონლაინ კამპანიებს და სხვა.
ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ გარემოსდაცვით, მემარცხენე, ფემინისტურ და ქვიარ ორგანიზაციებსა თუ ფონდებთან. ამ დროისთვის „ახალგაზრდა მწვანეებს“ ჰყავს 3 საერთაშორისო პარტნიორი: აღმოსავლეთ ევროპის თანამშრომლობისა და განვითარების ქსელი (CDN), ევროპის ახალგაზრდა მწვანეების ფედერაცია (FYEG) და მსოფლიოს ახალგაზრდა მწვანეები (Global Young Greens);