საზოგადოება
ძებნის შედეგი (მოიძებნა 55 შედეგი)
Time
09.Mar.2018
News
image

დავიბრუნოთ 8 მარტი

არამეინსტრიმული იდეების მეინსტრიმში შემოტანის პროცესში ეს იდეები ხშირად ნამდვილ არსს კარგავს, თანაც ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებში. ასეთი რამ დაემართა 8 მარტის აღნიშვნასაც, დარჩა მხოლოდ სახელი „ქალთა საერთაშორისო დღე“, მაგრამ საქართველოში (და არა მარტო) უმეტესობისთვის იგი აღარ ასოცირდება ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის დღედ და აღარც ქალთა უხილავი შრომის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა; არამედ, ეს იქცა პატრიარქალური სტერეოტიპების ზეიმად.

Time
30.Jan.2018
News
image

გამოხმაურება მირანდა ფაღავას საქმეზე

28 იანვარს, გამთენიისას ტრანსგენდერი ქალ მირანდა ფაღავას სასტიკად სცემეს. ძალადობა არათუ არავინ შეაჩერა, ელემენტარულ პირველად დახმარებაზე და სასწრაფოში დარეკვაზეც კი უარი უთხრეს იქ მდგომმა ადამიანებმა. უფრო მეტიც, პოლიციამ სიკვდილის პირას მისულ ადამიანს განუცხადა, რომ ეს „მათს კომპეტენციაში არ შედიოდა“. მირანდა ფაღავამ ვერ მიიღო სამედიცინო დახმარებაც კი ჯანდაცვის სისტემაში გამეფებული ტრანსფობიისა და საზოგადოების სრული სისასტიკის გამო! სახელმწიფო მუდმივად ცდილობს ასეთი შემთხვევები, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიურობაა, ინდივიდუალურ „გადაცდენებად“, კონკრეტული პოლიციელების ცუდ დამოკიდებულებად ან საზოგადოების ცნობიერების პრობლემად შერაცხოს. ამგვარი მიდგომით იფარება ის სისტემური ძალადობა, რომელსაც ხელისუფლება სხვადასხვა სამინისტროებისა და ინსტიტუტების საშუალებით ყოველდღიურად იყენებს ჩვენი სხეულების დასამორჩილებლად. პოლიციური რეჟიმი ერთი ხელით ნარკოტიკებს უდებს მოქალაქეებს, მეორე ხელით კი ცდილობს, სასტიკი ძალადობა მისი კომპეტენციის გარეთ გაიტანოს.

Time
29.Oct.2017
News
image

„ახალგაზრდა მწვანეების“ შეხედულება მოძალადე თამაზ აქუბარდიას ქმედებებზე

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ვეხმიანებით მარი კურტანიძის ღია წერილს, რომელშიც ის თავისი ყოფილი მასწავლებლისა და ლექტორის თამაზ აქუბარდიას მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტზე ყვება. „ახალგაზრდა მწვანეები“ ვაფასებთ მარი კურტანიძის გამბედაობას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. მიგვაჩნია, რომ საკუთარ გამოცდილებაზე საუბარი და მოძალადეების მხილება სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის  ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს.

Time
26.Aug.2017
News
image

ბევრი ბრძოლა - ერთი დამნაშავე

24 აგვისტოს თბილისში რკინიგზის თანამშრომლების აქცია პოლიციამ სასტიკად დაარბია და 10-მდე აქტივისტი დააპატიმრა. ამის პარალელურად ბათუმში ორი ლგბტ აქტივისტის მიმართ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ჯერ თვალები დახუჭა, შემდგომ კი ნაცემი აქტივისტები დააპატიმრა და განყოფილებაში დამამცირებელი ჰომოფობიური მოპყრობით და აქტივისტების დამნაშავეებად შერაცხვის მეშვეობით სცადა საკუთარი დანაშაული გადაეფარა. ეს ორი შემთხვევა სხვადასხვა ქალაქებში მოხდა და ერთი შეხედვით განსხვავებული მიზეზები აქვს, თუმცა ორივე იმ სისტემური მჩაგვრელი პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც უკვე მერამდენე წელია ვუყურებთ.

Time
16.May.2017
News
image

საჩვიდმეტმაისოდ

17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა. წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ ლ.გ.ბ.ტ.ქ.ი ადამიანთა უფლებები პოლიტიკურ პარტიათა პოპულისტური მანიპულაციის საგანია.

აზოტელები

აზოტის ქიმიური ქარხნიდან 350-მდე ადამიანი გაუფრთხილებლად დაითხოვეს სამსახურიდან. აი ასე, ძალიან მარტივად, ერთ დღეს მივიდნენ სამსახურში და მათი საშვებით ქარხნის ტერიტორიაზე ვეღარ შევიდნენ. ეს ამბავი რომ გავიგე მაშინვე დედაჩემს დავურეკე, რომელიც, რაც თავი მახსოვს, ქარხანაში მუშაობს. მე კი 25 წლის ვარ. სულ მცირე 25 წელი ქარხანაში. ციან მარილებს აწარმოებს მისი ცეხი და ყველაზე მომწამვლელია ქარხანაში. ბავშობაში მახსოვს ბულკს და რძეს ატანდნენ მავნე ზემოქმედება რომ გაეტანა ორგანიზმიდან. იმაზე ადრე თურმე ამ ცეხს განსაკუთრებულად მავნე სტატუსი ჰქონდა მინიჭებულია (საბჭოთა კავშირის დროს) და შესაბამისადაც ნაზღაურდებოდა. ამ ეტაპზე აღარც რძეა არც იმის აღიარება რომ განსაკუთრებულად მავნეა ამ ცეხში მუშაობა. დედაჩემი ცვლაში მუშაობს და ღამის გათენება უწევს. ექიმმა რამდენჯერმე მკაცრად აუკრძალა ღამის ცვლაში მუშაობა, მაგრამ მოგეხსენებათ ორი სტუდენტი შვილის რჩენა როგორი ამბავია. გამახსენდა ბავშობა როცა ღამის ცვლების მიხედვით გვპატრონობდნენ სამეზობლოს დედები. ქარხნის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით და შესაბამისად ყველა ქარხანაში მუშაობდა. ვისაც ღამის ცვლა არ უწევდა ის იყო სამეზობლოს ბავშვების „დედა“. გამახსენდა როგორ გადის დედაჩემი ყოველ სამუშაო დღეს ნახევარი საათით ადრე ათი წუთის სავალ გაჩერებამდე, იმის შიშით რომ არ დაიგვიანოს, არ დაკარგოს შემოსავლის წყარო. თორემ ვის ადადრდეს 50 წელს მიღწეული, მოლდაველი ბიბლიოთეკარი ქალი.

Time
27.Jan.2017
News
image

რუსთავის ქიმიური ქარხნიდან 340 თანამშრომელი გაუფრთხილებლად გაათავისუფლეს

რუსთავის ქიმიური ქარხნიდან, სადაც 2300 ადამიანია დასაქმებული, ბოლო დღეებში 340 ადამიანი გაათავისუფლეს, რაც საწარმოში დასაქმებულთა 15%-ს შეადგენს. 28 დეკემბერს 10 საათზე საწარმოს ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გაიმართება. აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება მანამ, სანამ საწარმო არ დააკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს შრომითი ხელშეკრულებების შეცვლასა და განთავისუფლებული ხალხის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით.

Time
17.May.2016
News
image

17 მაისი და ჰომოფობიური პოლიტიკა

17 მაისი, საერთაშორისო დღე ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ, საქართველოში უკვე დიდი ხანია პოლიტიკური მანიპულაციების საკითხადაა ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტქი+ თემი ერთ-ერთ უხილავ თემს წარმოადგენს საქართველოში, პოლიტიკური პარტიების მრიდან მისი გამოყენება წინასაარჩევნოდ რეიტინგის გამყარების მიზნით ასევე არაა ახალიმოვლენა. ამის ნათელ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს წელს დაჩქარებული წესით კონსტიტუციაში ოჯახის ცნების ცვლილებების მცდელობები მმართველი პარტიის მხრიდან, რაც მიმართულია საზოგადოებაში თავისი პოზიციების გამყარებისკენ.

Time
12.May.2016
News
image

„ახალგაზრდა მწვანეების“ განცხადება პაNOრამასთან დაკავშირებით

დიდი ხანია ვსაუბრობთ/ვმუშაობთ საჯარო სივრცის ირგვლივ და ვცდილობთ დავაბრუნოთ ხალხში მისი სოციალური იდეა. ცხადია, ჩვენი ჯგუფის გარდა ბევრი ინიციატივა თუ პიროვნება იზიარებს საჯარო სივრცეების და მასზე მოქალაქეების უპირობო უფლების ხედვას. ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, გავერთიანდეთ მოცემულ ჯგუფებთან და ინდივიდებთან მიზნის მისაღწევად. თუმცა გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები“ უარს ვაცხადებთ რაიმე სახით შევიდეთ კოალიციაში იმ პოლიტიკურ ფიგურებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ატარებდნენ საჯარო სივრცეებისა და სამოქალაქო ჩართულობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. მივიჩნევთ, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ბოლო პერიოდში გააქტიურება მოცემული თემების იგვლივ, დაკავშირებულია მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიასთან და უნდობლობას ვუცხადებთ მათ.

Time
27.Feb.2016
News
image

მოგზაური არტ წიგნების გამოფენა

19-20 თებერვალს, თბილისის მედიათეკების გაერთიანების, ვაკის ფილიალში, მოგზაურმა არტ წიგნებმა მესამე გამოფენა-გაყიდვა ჩაატარა. ღონისძიების პროგრამა, გამოფენა-გაყიდვის გარდა, სხვადასხვა სოციალურ და ეკოლოგიურ თემატიკაზე ლექციებსაც მოიაზრებდა. 

შემოგვიერთდით