უფლებები
ძებნის შედეგი (მოიძებნა 19 შედეგი)
Time
16.Jul.2019
News
image

დავიცვათ დიღმის ტყე

ჩვენ 13 ივლისს დიღმის ტყეში, კარვებში გავათენეთ ღამე. ხოლო 14 ივლისს ჩავატარეთ გამაფრთხილებელი დემონსტრაცია, რომ არ ვაპირებთ დავუშვათ დიღმის ტყის გაჩანაგება და რესტორნის უკანა ეზოდ ქცევა!  

Time
01.May.2019
News
image

საპირველმაისო მანიფესტი

ჩვენი სახელმწიფო ანტი-სოციალურია; მისი ანტი-ჰუმანური პოლიტიკის შედეგად მხოლოდ ამ წლის მარტში 6 მუშა გარდაიცვალა სამუშაო ადგილას, ხოლო 2011-2018 წლების განმავლობაში 376 დაიღუპა, 1081 დაშავდა. სამუშაო ადგილზე სიკვდილი შეუძლებელია უბედური შემთხვევა იყოს, თან როდესაც საუბარია არა ერთ ან ორ, არამედ ასეულობით დაღუპულზე. მშრომელების დაღუპვაში დამნაშავე ნეო-ლიბერალური პოლიტიკა, დაურეგულირებელი ბაზარი, ბიზნესის თვითნებობა, უუნარო შრომის ქოდექსი და ამის გამტარებელი სახელმწიფოა!

Time
20.Apr.2019
News
image

15 წლის ბიჭის სიკვდილის შესახებ

ჩვენ გვესაუბრებიან თავისუფლებაზე და მის სიკეთეებზე, მაგრამ რეალობაში ვხედავთ, რომ თავისუფალი მხოლოდ ბიზნესია. ბიზნესი თავისუფალია, რომ დაჩაგროს, დაიმონოს და ექსპლუატაცია გაუწიოს. ეს იგივე პოლიტიკაა, რომელიც 15 წლის ახალგაზრდებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს.

Time
08.Apr.2019
News
image

გაიფიცე გარემოსთვის: მანიფესტი

ჩვენი მომავალი თქვენს ხელშია და თქვენ მას ანადგურებთ!

ჩვენ, მოსწავლეები და სტუდენტები, 15 აპრილს არ მივდივართ სასწავლო დაწესებულებებში, ჩვენ ვიფიცებით და ვაწყობთ მსვლელობას!

Time
02.Apr.2019
News
image

სოლიდარობა დევნილებს

„ახალგაზრდა მწვანეები” სოლიდარობას ვუცხადებთ იძულებით გადაადგილებულ პირებს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დააკმაყოფილოს მოქალაქეების მოთხოვნები და უზრუნველყოს საცხოვრებლით.

Time
24.Mar.2019
News
image

სოლიდარობა სოციალურ მუშაკებს

„ახალგაზრდა მწვანეები“ სოლიდარობას ვუცხადებთ სოციალურ მუშაკებს და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ვალდებულია მათთვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას.

Time
25.Sep.2018
News
image

საზოგადოებრივი ტრანსპორტი = დემოკრატია

თანამედროვე საზოგადოებისთვის მობილობა დიდი გამოწვევაა.ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებისას, ჯანდაცვის თუ განათლების სფერეობისგან განსხვავებით, ძირითადად, იგი უარესდება და არამდგრადი ხდება.
მობილობა განვითარებადი ქვეყნების პრობლემას წარმოადგენს არა ტექნოლოგიების,ან ფულის განხრით, არამედ, სამართლიანობის, თანასწორობის შეზღუდვით.

Time
01.May.2018
News
image

პირველი მაისის მანიფესტი

წლების განმავლობაში 1-ლი მაისი არა თუ კარგავს, არამედ კიდევ უფრო იძენს პოლიტიკურ მნიშვნელობას.  უსაფრთხო სამუშაო გარემო და გაწეული შრომის სათანადო დაფასება ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და თუ ვთანმხდებით სახელმწიფოს იდეაზე აუცილებელია შევთანმხეთ იმაზეც, რომ სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქეების შრომა. მზარდი უთანასწორობის პირობებში კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სახელმწიფოს ფუნქცია ჩამოაყალიბოს  თანაბარი გარემო. დაუშვებელია, ჩვენი შრომა მოხმარდეს ერთეულ პიროვნებებს და არ შეუწყოს ხელი ჩვენსავე განვითარებას.

Time
16.May.2017
News
image

საჩვიდმეტმაისოდ

17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა. წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ ლ.გ.ბ.ტ.ქ.ი ადამიანთა უფლებები პოლიტიკურ პარტიათა პოპულისტური მანიპულაციის საგანია.

Time
27.Jan.2017
News
image

რუსთავის ქიმიური ქარხნიდან 340 თანამშრომელი გაუფრთხილებლად გაათავისუფლეს

რუსთავის ქიმიური ქარხნიდან, სადაც 2300 ადამიანია დასაქმებული, ბოლო დღეებში 340 ადამიანი გაათავისუფლეს, რაც საწარმოში დასაქმებულთა 15%-ს შეადგენს. 28 დეკემბერს 10 საათზე საწარმოს ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გაიმართება. აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება მანამ, სანამ საწარმო არ დააკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს შრომითი ხელშეკრულებების შეცვლასა და განთავისუფლებული ხალხის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით.

Time
05.May.2016
News
image

ცირკი ცხოველების გარეშე

დღესდღეობით, მრავალი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ცირკებში ცხოველები მათთვის შეუსაბამო და აუტანელ პირობებში ცხოვრობენ. ყველაზე კეთილმოწყობილ პირობებშიც კი, მათ ბუნებრივი ქცევის გამოვლინების საშუალება არ ეძლევათ. მათი გაწვრთნის მთავარი იარაღი შიში და დასჯაა, რომელიც მრავალი ფარული გამოძიებით არის ნაჩვენები. წარმოდგენებისთვის ,,დასწავლილი’’ ქცევა გამოწვეულია დიდხნიანი და ხშირშემთხვევაში, ძალადობრივი წრთვნით. პატარა ცხოველებს თავიდანვე წრთვნიან ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით, ტკივილის მიყენებით, შიმშილობით, აცალკევებენ სხვა ცხოველებისგან, რაც დამატებითი სტრესია მათთვის.

Time
25.Feb.2016
News
image

სოლიდარობა გაფიცულ მეშახტეებს!

ტყიბულში  ორი ქვანახშირის მომპოვებელი საბადო ფუნქციონირებს, რომლებმაც მუშაობა 2006 წელს განაახლეს. ამ დროიდან მოყოლებული მუშები ექსპლუატირებულნი არიან,აქვთ უკიდურესად მძიმე სამუშაო პირობები, ტყიბული კი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. 

გაყიდულია

მყიდველი – „ჯორჯიან ამერიქან ელოიზი“;
გამყიდველი – საქართველოს სახელმწიფო;
პროდუქტი – სილიკომანგანუმი, ფერომანგანუმი, ფეროსილიციუმი, გაზრდილი დაავადებები მოსახლეობაში, დაბინძურებული გარემო;
კაპიტალი – ჭიათურის მანგანუმი, 2 500 მუშა, დილის საათებში გამორთული ფილტრები;
მოგება – კომერციული საიდუმლოება;
ვალდებულება – მოხსნილი;
რისკები: გაფიცვები, შრომის ინსპექცია, ეკოლოგიური გადასახადები, სოციალური პასუხისმგებლობა;
პარტნიორები: გარემოს დაცვის სააგენტო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი.

შემოგვიერთდით