ფემინიზმი
ძებნის შედეგი (მოიძებნა 9 შედეგი)

„თავისუფლება“ და პირღებინება

ხვალაც იგივენაირად გავიღვიძებ და დილით გულს ავირევ ამ რეალობაზე, სადაც მარგინალი და სრულიად მარტოდ მყოფი ქვიარი ვარ,  რომლის ადგილი აღარსადაა. ამასობაში კი ვიღაცები დროშებს გაშლიან, სახელმწიფოც პლიუსებს დაიწერს, გირჩები და „მხარდამჭერები“ თავიანთ პროგრესულობას დაამტკიცებენ — მე კი განვაგრძობ წამლის საყიდლად ვალების აღებას და რწყევიდან რწყევამდე ცხოვრებას. ამასობაში ისიც უნდა მოვიფიქრო, სად წავიყვანო თემის უსახლკარო და ნაცემი წევრები, რომლებსაც ქამინგაუთის გამბედაობა არ ყოფნით და მათი ადგილი არც ნათლებშია და არც ბნელებში.

Time
09.Mar.2018
News
image

დავიბრუნოთ 8 მარტი

არამეინსტრიმული იდეების მეინსტრიმში შემოტანის პროცესში ეს იდეები ხშირად ნამდვილ არსს კარგავს, თანაც ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტებში. ასეთი რამ დაემართა 8 მარტის აღნიშვნასაც, დარჩა მხოლოდ სახელი „ქალთა საერთაშორისო დღე“, მაგრამ საქართველოში (და არა მარტო) უმეტესობისთვის იგი აღარ ასოცირდება ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის დღედ და აღარც ქალთა უხილავი შრომის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა; არამედ, ეს იქცა პატრიარქალური სტერეოტიპების ზეიმად.

Time
30.Jan.2018
News
image

გამოხმაურება მირანდა ფაღავას საქმეზე

28 იანვარს, გამთენიისას ტრანსგენდერი ქალ მირანდა ფაღავას სასტიკად სცემეს. ძალადობა არათუ არავინ შეაჩერა, ელემენტარულ პირველად დახმარებაზე და სასწრაფოში დარეკვაზეც კი უარი უთხრეს იქ მდგომმა ადამიანებმა. უფრო მეტიც, პოლიციამ სიკვდილის პირას მისულ ადამიანს განუცხადა, რომ ეს „მათს კომპეტენციაში არ შედიოდა“. მირანდა ფაღავამ ვერ მიიღო სამედიცინო დახმარებაც კი ჯანდაცვის სისტემაში გამეფებული ტრანსფობიისა და საზოგადოების სრული სისასტიკის გამო! სახელმწიფო მუდმივად ცდილობს ასეთი შემთხვევები, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიურობაა, ინდივიდუალურ „გადაცდენებად“, კონკრეტული პოლიციელების ცუდ დამოკიდებულებად ან საზოგადოების ცნობიერების პრობლემად შერაცხოს. ამგვარი მიდგომით იფარება ის სისტემური ძალადობა, რომელსაც ხელისუფლება სხვადასხვა სამინისტროებისა და ინსტიტუტების საშუალებით ყოველდღიურად იყენებს ჩვენი სხეულების დასამორჩილებლად. პოლიციური რეჟიმი ერთი ხელით ნარკოტიკებს უდებს მოქალაქეებს, მეორე ხელით კი ცდილობს, სასტიკი ძალადობა მისი კომპეტენციის გარეთ გაიტანოს.

Time
29.Oct.2017
News
image

„ახალგაზრდა მწვანეების“ შეხედულება მოძალადე თამაზ აქუბარდიას ქმედებებზე

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ვეხმიანებით მარი კურტანიძის ღია წერილს, რომელშიც ის თავისი ყოფილი მასწავლებლისა და ლექტორის თამაზ აქუბარდიას მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტზე ყვება. „ახალგაზრდა მწვანეები“ ვაფასებთ მარი კურტანიძის გამბედაობას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. მიგვაჩნია, რომ საკუთარ გამოცდილებაზე საუბარი და მოძალადეების მხილება სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის  ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს.

Time
17.May.2016
News
image

17 მაისი და ჰომოფობიური პოლიტიკა

17 მაისი, საერთაშორისო დღე ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ, საქართველოში უკვე დიდი ხანია პოლიტიკური მანიპულაციების საკითხადაა ქცეული. მიუხედავად იმისა, რომ ლგბტქი+ თემი ერთ-ერთ უხილავ თემს წარმოადგენს საქართველოში, პოლიტიკური პარტიების მრიდან მისი გამოყენება წინასაარჩევნოდ რეიტინგის გამყარების მიზნით ასევე არაა ახალიმოვლენა. ამის ნათელ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს წელს დაჩქარებული წესით კონსტიტუციაში ოჯახის ცნების ცვლილებების მცდელობები მმართველი პარტიის მხრიდან, რაც მიმართულია საზოგადოებაში თავისი პოზიციების გამყარებისკენ.

Time
10.Oct.2015
News
image

ფემინისტური ქამინგ აუთი

საქართველოში ქალთა სისტემური და სტრუქტურული ჩაგვრა საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. გენდერი ერთ-ერთია იმ კატეგორიათაგან, რომელზე დაყრდნობითაც აღნიშნული ჩაგვრა ხორციელდება, ხოლო, მისი სხვა ნიშნებთან ურთიერთკვეთის შედეგად კი, მდგომარეობა უფრო მძიმდება.

Time
01.Sep.2015
News
image

პროექტი ,,დიაპაზონი''

პროექტი "დიაპაზონის" ფარგლებში იგეგმება, საქართველოში მცხოვრებ ლბტ ქალებისთვის თავისუფალი სივრცის შექმნა, სადაც თემის წევრებს საშუალება მიეცემათ, პრაქტიკულ პრობლემებზე თავისუფლად მსჯელობისა და მათი ღიად განხილვის საშუალებით, გამოძებნონ საზოგადოებაში ინკლუზიის ალტერნატიულ მეთოდები. პროექტი განხორციელდება ქალაქ ბოლნისში 6 დან 13 სექტემბრის ჩათვლით.

Time
27.Nov.2014
News
image

თბილისის ქუჩის ფემინისტები

,,ახალგაზრდა მწვანეებს'' გვსურს სხვადასხვა სოციალური ფენის, ასაკის, პროფესიის თუ მსოფლმხედვლობის ადამიანთან ინტერაქციით საზოგადოებაში ფემინისტური ბრძოლის მიმართ სოლიდარობა და ქალების პრობლემატიკის მიმართ მგრძნობელობა გავაძლიეროთ.

შემოგვიერთდით