ეკოლოგია
ძებნის შედეგი (მოიძებნა 41 შედეგი)
Time
02.Mar.2015
News
image

ნარჩენების გადამუშავების კამპანია

აშკარაა, საზოგადოება უფრო მეტად მგრძნობიარე გახდა ქუჩაში დაყრილ ნაგავთან დაკავშირებით. სამოქალაქო ინიციატივების დიდი ნაწილი ნაგვის ურნებში განთავსების ჩვევის გამომუშავებისკენ მოწოდებას არ სცილდება. ცოტა თუ აღიქვამს ნარჩენებს რესურსად, რომელსაც დაუფიქრებლად ვიშორებთ თავიდან. ნარჩენების სანაგვე ურნაში მოხვედრის მიუხედავად, ის ადამიანებს არცთუ სასურველი ფორმით უბრუნდება. ქვეყანაში არსებული ნაგვის უტილიზაციის პრაქტიკით, ყველა სახის საყოფაცხოვრებო და სამეწარმეო ნარჩენი ერთად იყრის თავს, სადაც უკეთეს შემთხვევაში მას ჯერ წვავენ და შემდეგ მიწაში მარხავენ. წვის პროცესის შედეგად ატმოსფეროში დიდი რაოდენობით ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა, რაც კატასტროფულ ზიანს აყენებს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას.

Time
02.Mar.2015
News
image

#2 საზაფხულო ბანაკი შაორზე

,,საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებიისა" და ,,მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის" საერთო პროექტი მინი საზაფხულო სკოლები ბუნებაში გაიმართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ბირთვისში,შაორზე და ალგეთის ეროვნულ პარკში.

სოციალური მოძრაობები და ლეგალიზმი

მე მსურს ვისაუბრო სოციალურ მოძრაობებზე, იმ პირობებზე და სიტუაციაზე, სადაც ჩნდება სოციალური მოძრაობის გაჩენის საჭიროება, და სწორედ აქედან გამომდინარე, რამდენიმე სიტყვას ვიტყვი წინა მოხსენებასთან დაკავშირებით, რომელიც კარგად ასახავდა კონკრეტული პრობლემების მოგვარებისათვის არსებული მექანიზმების მუშაობას, ეს მექანიზმებია ლეგალისტური ფორმები - იგივე საკანონმდებლო ბაზა და ა.შ.  და შევეცდები მეტნაკლებად კრიტიკულად მივუდგე პრობლემის გადაჭრის ეგრეთწოდებულ ლეგალისტურ გზებს და მეთოდებს, ამ მეთოდების ფუნქციონირება დავუკავშირო სოციალურ , პოლიტიკურ და ეკონომიკური რეალობის ყოველდღიურ მოცემულობას და ვიპოვო ლოგიკური კავშირი მათ უმოქმედობასა და შედეგად, სოციალური მოძრაობების წარმოქმნას შორის, და შემდეგ უკვე ვისაუბრო იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც დგება სოციალური მოძრაობები და დავაკავშირო ეს გამოწვევები დღევანდელ, გლობალურ  სიტუაციასთან.

Time
07.Dec.2014
News
image

გზა ევროპისკენ - ახალგაზრდა მწვანეების საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა დაახლოებით ერთი დეკადის წინ შვედეთისა და პოლონეთის მთავრობების ინტენსიური მუშაობის შედეგად შემუშავდა.საპილოტე პროგრამა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას (აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო) და აღმოსავლეთ ევროპის განაპირა ქვეყნებს, მოლდოვას, უკრაინასა და ბელარუს ერთი პოლიტიკური სარჩულის ქვეშ აქცევდა და განვითარების საერთო გეგმის მათზე მორგებას ისახავდა მიზნებს.

Time
29.Sep.2014
News
image

აქცია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ

21 სექტემბერს, მაშინ, როცა ნიუ-იორკში კლიმატის სამიტზე შეკრებილი სახელმწიფო ლიდერები სტატუს-ქვოს შენარჩუნებას აქტიურად ლობირებენ, მსოფლიო საზოგადოება მობილიზებას აცხადებს. კლიმატის გლობალური მანიფესტაცია მსოფლიო ლიდერების მიერ გატარებულ უპასუხისმგებლო პოლიტიკაზე პასუხია.

Time
04.Sep.2014
News
image

ეკოლოგიური გადასახადები

საქართველოში დღესდღეობით დანერგილი ეკონომიკური სისტემა ბუნებრივი რესურსების მაქსიმალურ ათვისებასა და სოციალურ უთანასწორობაზეა დაფუძნებული და საერთოდ არ ითვალისწინებს სამომხმარებლო პასუხისმგებლობასა და კულტურას, რაც აბსოლუტურად უკუაგდებს მდგრადი განვითარების პრაქტიკას.

Time
28.Apr.2014
News
image

22 აპრილი: დედამიწის დღე

22 აპრილს, დედამიწის დღეს, თსუ-ს პირველ კორპუსთან  ,,ახალგაზრდა მწვანეების'' აქცია/მანიფესტაცია გაიმართა. მანიფესტაცია ვაკის პარკამდე მსვლელობით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა კოკისპირული წვიმის გამო ეს ვეღარ მოხერხდა. აქციას შეუერთდნენ ,,ახალგაზრდა სოციალ-დემოკრატები'', ,ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი'' და სტუდენტები.

Time
10.Apr.2014
News
image

საკვები ბომბების ნაცვლად

მაშინ, როცა გლობალური პრობლემების მოგვარებას სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნები იწყებენ, ყოველთვის სრული კრახით სრულდება. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ერთადერთი ეფექტური გზა სამოქალაქო ძალისხმევაა. მაგალითად, ,,სუპერ-სახელმწიფოებმა'' აფრიკაში და აზიის გარკვეულ რეგიონებში გენური ინჟინერიის წესით მოყვანილი საკვები პროდუქტების შეტანით შიმშილის დაძლევა გადაწყვიტა. მეორეს მხრივ კი იმავე განვითარებულ ქვეყნებში მაცხოვრებელი ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა 80-იანი წლების ბოლოს გადაწყვიტა შიმშილობისა და სიდუხჭირის პრობლემა ლოკალურად მოეგვარებინა და იდეის ,,საკვები ბომბების ნაცვლად’’ ქცეშ გაერთიანდა.

ნარჩენების გადამუშავების ქართული პრაქტიკა

ოცდამეერთე საუკუნე , მსოფლიოს 7 მილიარდი მოსახლე, ნახევრად გამოფიტული დედამიწა და ტონობით ‘ნაგავი’ - ეს დღევანდელობის რეალობაა. მსოფლიო პოპულაციის  ზრდასა და მათ მიერ მოხმარებული ნივთების ოდენობას თანდათანობით რესურსების არარსებობამდე მივყავართ.

გამოწვევების წინაშე მდგარი შავი ზღვა

თევზაობის მრეწველობა უზრუნველყოფს საზოგადოებისთვის ბევრ სარგებელს, როგორც საკვების, ისე დასაქმების, ბიზნესის შესაძლებლობების და ასევე გართობის საშუალებებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რესურსები კვლავაც ხელმისაწვდომი იყოს მომავალში. თუმცაღა ბევრი ადამიანის საქმიანობიდან გამომდინარე თევზჭერას შეუძლია მავნე ეკოლოგიური გავლენის მოხდენა.

შემოგვიერთდით