ეკოლოგია
ძებნის შედეგი (მოიძებნა 41 შედეგი)
Time
20.Feb.2016
News
image

ხელები შორს ართვინისგან

ბოლო 25 წლის განმავლობაში, ართვინის (თურქეთისა და საქართველოს სასაზღვრო ქალაქი) მაცხოვრებლები აქტიურად აპროტესტებდნენ სპილენძისა და ოქროს მაღაროების აშენებას. ამ 25 წლის განმავლობაში, მოსახლეობის პროტესტმა შეაჩერა ორი კანადური კომპანიის პროექტები ართვინში. სამწუხაროა, რომ ხალხის წინააღმდეგობას კვლავ საფრთხე ემუქრება, ახლა, არამხოლოდ მაღაროების კომპანიების მხრიდან, არამედ სახელმწიფოს მხრიდანაც.

Time
18.Feb.2016
News
image

ოქროს მაღარო ართვინში

Cengiz Holding, თურქული კონგლომერატი, რომლის ძირითად ინტერესსაც წარმოადგენს ენერგიის, მაღაროების და ტურიზმის სფეროები, ჯერათთეფეში (ართვინი) ოქროს მაღაროს აშენებას გეგმავს. ოქროს მაღაროს აშენება გაანადგურებს გარემოს, მსოფლიოს ერთ-ერთ ძვირფას, ბუნებრივ ტყეს და საფრთხეს შეუქმნის ადამიანებს.

Time
01.Feb.2016
News
image

რა არის ეკოზია?

ეკოზია არის საძიებო სისტემა, რომელიც დაარსდა ბერლინში 2009 წელს. ეკოზიას მთავარი მიზანია უდაბნოები აქციოს ტყეებად, ეს კი ასე ხდება - ეკოზიას საძიებო სისტემით სარგებლობისას რეკლამებისგან შემოსული შემოსავლის 80% ხეების რგვას ხმარდება:

 

alter-cop21 ბლოგ პოსტი #2

,,საფრანგეთის ახალგაზრდა ეკოლოგებისა” და ,,ევროპის ახალგაზრდა მწვანეების ფედერაციის” (FYEG) საერთო პროექტის ,,ალტერ-კოპ’’-ის მესამე დღეს ვიყავით პარიზთან ახლოს, ერთ-ერთ საგამოფენო პავილიონში სადაც ტარდებოდა ,,COY’’ (Conference of youth),  ახალგაზრდების კონფერენცია.

alter-cop21: ბლოგ პოსტი #1

ევროპელი ახალგაზრდა მწვანეების ფედერაციის (FYEG) ორგანიზებით პარიზის სამიტის პარალელურად ინფორმაციული სემინარებისა და ვორქშოფების სერია ჩატარდა, რომელშიც ორმა ,,ახალგაზრდა მწვანეების წევრმა მიიღო მონაწილეობა''.  ამ აქტივობის მიზანი იყო ადამიანებისთვის მეტი ცოდნა მიეწოდებინათ კლიმატის პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტების შესახებ. ირაკლი იორამაშვილი, მოცემულ ბლოგ პოსტში სემინარების ინფორმაციულ ნაწილს მიმოიხილავს და საკუთარ შთაბეჭდილებებზე ყვება.

Time
05.Dec.2015
News
image

საქართველო და კლიმატის ცვლილება

საქართველოში კლიმატის ცვლილების პრობლემაზე ცოტას საუბრობენ, მედიაც, შესაბამისად, ამ საკითხისადმი განსაკუთრებულ ინტერესს არ იჩენს. ამიტომაც, მნიშვნელოვანად მიგვაჩნია, რომ პირველი არხის ეთერში მოხდა ამ თემის გაშუქება და საქართველოს კონტექსტში განხილვა

Time
04.Dec.2015
News
image

ხვალამდე გაქრება: ნაგვის გასაიდუმლოებული ისტორია

,,ახალგაზრდა მწვანეების'' წევრებმა ირაკლი იორამაშვილმა და ეკა მღებრიშვილმა  რადარამისთვის ჰედერ როჯერსის ახალი წიგნისათვის " ხვალამდე გაქრებას" შესავალი დაწერეს. ,,რადარამი'' ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც უკანასკნელი წლების არამხატვრული ჟანრის ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და ბეჭდვა დაიწყო. წიგნები ისეთ აქტუალურ საკითხებს ეხება, როგორიცაა გლობალიზაცია, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, პოლიტიკა, მეცნიერება, ფსიქოლოგია და ა.შ. თითოეული მათგანი ისეთი ენითაა დაწერილი, რომ არ მოითხოვს კონკრეტული საკითხის პროფესიონალურ დონეზე ცოდნას და გასაგებია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

Time
30.Nov.2015
News
image

კლიმატის ცვლილება ყველას ეხება

დღეს, 30 ნოემბერს პარიზში კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია იმართება, სადაც მსოფლიოს ლიდერები უნდა შეთანხმდნენ გადაწყვეტილებებზე, რომელიც კლიმატის ცვლილებას მეტნაკლებად შეამსუბუქებს. შეთანხმება წიაღისეული საწვავიდან განახლებად ენერგიებზე გადასვლას გულისხმობს და თავის თავში დეინვესტიციების ნაკადს მოიცავს.

გაყიდულია

მყიდველი – „ჯორჯიან ამერიქან ელოიზი“;
გამყიდველი – საქართველოს სახელმწიფო;
პროდუქტი – სილიკომანგანუმი, ფერომანგანუმი, ფეროსილიციუმი, გაზრდილი დაავადებები მოსახლეობაში, დაბინძურებული გარემო;
კაპიტალი – ჭიათურის მანგანუმი, 2 500 მუშა, დილის საათებში გამორთული ფილტრები;
მოგება – კომერციული საიდუმლოება;
ვალდებულება – მოხსნილი;
რისკები: გაფიცვები, შრომის ინსპექცია, ეკოლოგიური გადასახადები, სოციალური პასუხისმგებლობა;
პარტნიორები: გარემოს დაცვის სააგენტო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი.

Time
28.Nov.2015
News
image

მწვანე აკადემია

დღესდღეობით, საქართველოში, მიუხედავად სხვადასხვა ჯგუფების მიერ მწვანე პოლიტიკისა თუ გარკვეული მწვანე საკითხების წინ წამოწევისა, მწვანე დისკურსი მაინც მარგინალიზირებულად რჩება პოლიტიკური დღის წესრიგში. ამავე დროს, ის საკითხები, რომლებიც, როგორც წესი, განიხილება საზოგადოების ფართო წრეებში,მოკლებულია მწვანე პოლიტიკის ისეთ ცენტრალურ ასპექტს, როგორიცაა გარემოსა და საზოგადოების ჰოლისტური ანალიზის მეთოდი, რაც არსებული პრობლემების ახსნას მათი სისტემური ხასიათიდან გამომდინარე ცდილობს და არა სისტემის კონკრეტულ გამოვლინებებთან ბრძოლის მეთოდით.

Time
30.Oct.2015
News
image

მწვანე ფესტივალი

19- 20 სექტემბერს, რიყის პარკში ახალგაზრდა მწვანეების ორგანიზებით გაიმართება პირველი პოლიტიკური ფესტივალი სახელწოდებით Green Fest (მწვანე ფესტივალი). ფესტივალი შეეხება მრავალ სოციალურად მნიშვნელოვან თემას: განათლება, გარემო და მდგრადი განვითარება, შრომითი უფლებები, გენდერი და სხვა.

Time
27.Apr.2015
News
image

დედამიწის დღე (შექმენი მწვანე წესრიგი)

საზოგადოებაში აპრობირებული "ერთდღიანი აქციების" პროპაგანდის სერიას არ ჩამორჩება "დედამიწის დღეც", რომლის დატვირთვა დედამიწაზე ზრუნვის მხოლოდ მოჩვენებით გააზრებას ეფუძნება. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ეკოლოგიური ფონის გათვალისწინებით, ეს საკითხები უდიდეს ყურადღებას უნდა იმსახურებდეს, ამ დღის "აქტივიზმი" მხოლოდ ერთდღიანი აქციებით შემოიფარგლება და გრინვოშინგის პრაქტიკის განხორციელებას ეძღვნება. კორპორაციები ამ დღეს კარგად იყენებენ საკუთარი კომპანიებისა და პროდუქციის რეკლამირებისა და ,,მწვანე იმიჯის'' შესაქმნელად. რეალურად კი, უდიდესი პრობლემები, რომელსაც არამწვანე პოლიტიკა ქმნის, კვლავ ფართო საზოგადოების მიღმა რჩება.

Time
20.Mar.2015
News
image

#3 საზაფხულო ბანაკი ალგეთში

,,ახალგაზრდა მწვანეებისა'' და ,,მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის'' ორგანიზებით 20 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით, ალგეთის ეროვნულ პარკში საზაფხულო ბანაკი ჩატარდა, სახელწოდებით ,,მდგრადი განვითარება - სოციალური თანასწორობა''.

Time
02.Mar.2015
News
image

კამპანია "დიდი ჯიპი =პატარა ჭუჭუ"

ახალგაზრდა მწვანეების კამპანია "დიდი ჯიპი = პატარა ჭუჭუ" არ წარმოადგენს მხოლოდ ავტომობილების ინდუსტრიის მიმართ ჩვენი ანტიპათიის გამოხატულებას. ერთეული ჯიპების მიერ წარმოებული ნახშირორჟანგის ემისია გარემოსა და უამრავი ადამიანის ჯამრთელობას აზიანებს. თუმცა, მხოლოდ ურბანულ გარემოსთან ადაპტირებული დიდი ავტომობილების უკან ეკოლოგიურ უსამართლობასთან ერთად სოციალური უსამართლობის მსხვილი ჯაჭვია.

შემოგვიერთდით