ეკოლოგია
ძებნის შედეგი (მოიძებნა 40 შედეგი)

პანკისი აქ არის

სამწუხაროდ, სისტემური უთანასწორობის და პრობლემების მიბმა კონკრეტული ინდივიდების „ბოროტებაზე“, სიზარმაცეზე თუ უჭკუობაზე, სხვა უფრო დიდი ეკონომიკური პოლიტიკითაცაა გამყარებული, რომელიც ყველანაირ პასუხისმგებლობას ინდივიდს აკისრებს და საზოგადოებაში ადამიანის ეკონომიკურ და სოციალურ პოზიციებს სრულიად უგულებელყოფს. ასე იყო წინა ხელისუფლების პირობებში და ასეა ახლაც. რეალობაში პოლიტიკა არ იცვლება, მხოლოდ სხვა სახეებს ვხედავთ, რომელიც მეტ-ნაკლებად ერთსა და იმავეს გვიმეორებენ: ბიზნეს ელიტების ინტერესი სახელმწიფო ინტერესია, ხალხის ინტერესი კი ამ ინტერესს უნდა დაექვემდებაროს ყველაფრის ფასად!  

Time
21.Apr.2019
News
image

სოლიდარობა პანკისელებს, არა ჰესებს

რაც პანკისში ხდება არ არის მხოლოდ პანკისის პრობლემა! ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა! რადგან იგივე სისტემა, რომელიც დღეს პანკისელებს ებრძვის აქ მუშებს ხოცავს სამუშაო ადგილზე, გამონაბოლქვში გვახრჩობს და სიღარიბეში სულს გვაძრობს სრულიად მიზანმიმართული პოლიტიკით.

Time
17.Apr.2019
News
image

პასუხი თბილისის მერს

ჩვენ მერს ვთავაზობთ, მონაწილეობა მიიღოს საჯარო/სატელევიზიო დებატებში, სადაც იგი პასუხს გასცემს როგორც ახალგაზრდა გარემოსდამცველების, ასევე ურბანისტების, ეკოლოგებისა და სხვა სპეციალისტების კითხვებსა და მოთხოვნებს. ამ სახის დიალოგს მივიჩნევთ ჩვენს აქციაზე ადეკვატურ გამოხმაურებად და დემოკრატიული მმართველობის პრინციპების მხარდაჭერად.

Time
08.Apr.2019
News
image

გაიფიცე გარემოსთვის: მანიფესტი

ჩვენი მომავალი თქვენს ხელშია და თქვენ მას ანადგურებთ!

ჩვენ, მოსწავლეები და სტუდენტები, 15 აპრილს არ მივდივართ სასწავლო დაწესებულებებში, ჩვენ ვიფიცებით და ვაწყობთ მსვლელობას!

Time
16.Mar.2019
News
image

გრეტას მესიჯი მოხელეებს: „თქვენ მოიპარეთ ჩვენი მომავალი“

მოსწავლეები მთელ მსოფლიოში 15 მარტს მონაწილებას იღებდნენ გაფიცვაში უკეთესი კლიმატისთვის. გაფიცვა ისტორიაში ყველაზე დიდი იყო, რომელიც ორგანიზდა ახალგაზრდული მოძრაობის Fridays for future-ის მიერ. შთაგონება მოდის 16 წლის გრეტა თუნბერგისგან.

Time
04.Nov.2018
News
image

#ტრამვაითბილისს

გარემოს დაბინძურება, სოციალური უთანასწორობა,  ეკონომიკური ჩაგვრა, ანტი-ადამიანური ურბანული პოლიტიკა, განათლების სისტემის კოლაფსი… დაუსრულებლად შეიძლება დღევანდელი ქართული საზოგადოების მძიმე პრობლემების ჩამოთვლა. ამ ასპექტების უმეტესობა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეხება და აზარალებს, ხოლო ისეთ მასიურ პრობლემას, როგორიც ჰაერის დაბინძურებაა, ვერც ერთი ჩვენგანი გავექცევით — ტყვიითა და მომწამვლელი ნივთიერებებით გაჟღენთილ ჰაერს ყველანი ვსუნთქავთ.

საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების მიზანი სწორედ ამ მდგომარეობასთან ბრძოლა და მწვანე წესრიგის შექმნაა. მწვანე წესრიგი არა მხოლოდ ეკოლოგიური ასპექტის მოგვარებაა, არამედ იგი მოიაზრებს ნებისმიერი ნიშნით ჩაგვრისა და უთანასწორობის აღმოფხვრას. ესაა ადამიანის კეთილდღეობაზე მორგებული წესრიგი.

რატომ გვჭირდება ტრამვაი

ავტომობილების რაოდენობისა და მგზავრთა რაოდენობის ინტენსიური მატების გამო თბილისს აქვს  სატრანსპორტო პრობლემები, რომელთა გადაწყვეტისათვის საჭიროა საზოგადოებრივი  ტრანსპორტის განვითარება. ამისათვის აუცილებელია ტრამვაის სისტემის  შექმნა.

Time
25.Sep.2018
News
image

საზოგადოებრივი ტრანსპორტი = დემოკრატია

თანამედროვე საზოგადოებისთვის მობილობა დიდი გამოწვევაა.ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებისას, ჯანდაცვის თუ განათლების სფერეობისგან განსხვავებით, ძირითადად, იგი უარესდება და არამდგრადი ხდება.
მობილობა განვითარებადი ქვეყნების პრობლემას წარმოადგენს არა ტექნოლოგიების,ან ფულის განხრით, არამედ, სამართლიანობის, თანასწორობის შეზღუდვით.

გარემოს დამაბინძურებელი კომპანიების „მწვანე“ მოღვაწეობა

მთელ მსოფლიოში მიმდინარე გარემოს დამანგრეველი პროცესების მხრივ საქართველო არათუ ჩამორჩება სხვა ქვეყნებს, არამედ ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ჰაერის დაბინძურებისა თუ სხვა ეკოლოგიურ საფრთხეთა სტატისტიკებში. უმეტესწილად დაბალი ხარისხის საწვავის, გაუმართავი ავტოტრანსპორტის, საწარმოო დაბინძურების, მოუწესრიგებელი მოძრაობისა და, ასევე, ქაოსური მშენებლობების წყალობით, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობის შენებაც არ ხდება წესისამებრ და მთელი სამშენებლო მტვერი ჰაერში იფანტება, საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მსოფლიოში ყველაზე მაღალია.

Time
26.Feb.2018
News
image

RMG Gold-ის პოლიტიკა

წლების სვლასთან ერთად არაფერი იცვლება - ფუჭი ქანების სასაფლაოდ გადაქცეული ტოქსიკური ნივთიერებებით სავსე კუდსაცავები, სასიკვდილოდ დაბინძურებული წყალი, ჰაერი და ნიადაგი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, რომლითაც ჩვენ ყველანი ვიკვებებით ამ გარემოშია გაზრდილი და გაზავებული. 

Time
25.Feb.2018
News
image

აქცია მთაწმინდისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის დემონტაჟის წინააღმდეგ

დღეს, 25 თებერვალს, ნინო ჟვანიას ქუჩის 28 ნომერში გაიმართა საპროტესტო აქცია მთაწმინდისა და კუს ტბის დამაკავშირებელი ქედის დემონტაჟის წინააღმდეგ. საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებიც შევუერთდით ამ აქციას, რადგან ყოველთვის ვდგავართ მსხვილი ბიზნესის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის წინააღმდეგ.

Time
26.Jan.2018
News
image

რა ხდება თეღუთის მაღაროში

ვუერთდებით სამოქალაქო ინიციატივა Armenian Environmental Front (AEF)-ის მიერ, თეღუთის ტერიტორიაზე მძიმე მეტალების მოპოვების ადგილას კუდსაცავის დაზიანების შედეგად მდინარე დებედას დაბინძურების შესახებ გამოთქმულ შეშფოთებას.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც კარგად მოგვეხსენება ინდუსტრიულ ზონებში ეკოლოგიური დაბინძურების სავალალო მდგომარეობის შედეგების სიმძიმის შესახებ (ბოლნისის, ჭიათურის, ტყიბულის თუ სხვ. მაგალითებზე), ვიზიარებთ და სოლიდარობას ვუცხადებთ სომეხ გარემოსდამცველებისა და უბრალო ხალხის პოზიციას მომხდართან დაკავშრებით. მივიჩნევთ, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ასეთი მასშტაბური გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა როგორც სომხეთში, ასევე საქართველოში.

Time
13.Dec.2017
News
image

გარემოს დაშლილი სამინისტრო

ვეხმაურებით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც  2017 წლის 13 ნოემბერს გაჟღერდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც მთავრობის მიერ ახსნილია, როგორც  ბიუროკრატიის შემცირებისა და მენეჯმენტის  გაუმჯობესებისკენ მიმართული, შეუძლებელია, დადებითად შეფასდეს გამომდინარე იქიდან, რომ დაანონსებული ცვლილებები ძალიან ბუნდოვანია, არ არსებობს  კვლევა  და არაა შესწავლილი რა სახის დადებითი ან უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ტიპის რეორგანიზაციას. შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ვთვლით, რომ მთავრობის მსგავსი ქცევა გამოიწვევს სამინისტროს დასუსტებას, რაც შემდგომში აუცილებლად გააუარესებს  საქართველოს ეკოლოგიურ მდგომარეობას.

Time
20.Feb.2016
News
image

ხელები შორს ართვინისგან

ბოლო 25 წლის განმავლობაში, ართვინის (თურქეთისა და საქართველოს სასაზღვრო ქალაქი) მაცხოვრებლები აქტიურად აპროტესტებდნენ სპილენძისა და ოქროს მაღაროების აშენებას. ამ 25 წლის განმავლობაში, მოსახლეობის პროტესტმა შეაჩერა ორი კანადური კომპანიის პროექტები ართვინში. სამწუხაროა, რომ ხალხის წინააღმდეგობას კვლავ საფრთხე ემუქრება, ახლა, არამხოლოდ მაღაროების კომპანიების მხრიდან, არამედ სახელმწიფოს მხრიდანაც.

შემოგვიერთდით