მწვანე
ძებნის შედეგი (მოიძებნა 26 შედეგი)
Time
28.Nov.2015
News
image

მწვანე აკადემია

დღესდღეობით, საქართველოში, მიუხედავად სხვადასხვა ჯგუფების მიერ მწვანე პოლიტიკისა თუ გარკვეული მწვანე საკითხების წინ წამოწევისა, მწვანე დისკურსი მაინც მარგინალიზირებულად რჩება პოლიტიკური დღის წესრიგში. ამავე დროს, ის საკითხები, რომლებიც, როგორც წესი, განიხილება საზოგადოების ფართო წრეებში,მოკლებულია მწვანე პოლიტიკის ისეთ ცენტრალურ ასპექტს, როგორიცაა გარემოსა და საზოგადოების ჰოლისტური ანალიზის მეთოდი, რაც არსებული პრობლემების ახსნას მათი სისტემური ხასიათიდან გამომდინარე ცდილობს და არა სისტემის კონკრეტულ გამოვლინებებთან ბრძოლის მეთოდით.

Time
15.Nov.2015
News
image

სამხრეთ კავკასიის რეგიონალური შეხვედრა - პოლიტიკური აქტივიზმი

,,ახალგაზრდა მწვანეებისთვის’’ ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და რჩება სამხრეთ კავკასიაში აქტივისტთა ძლიერი ქსელის შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად ორგანიზაციის აქტივისტები თითქმის ყოველ წელს ატარებენ რეგიონალურ შეხვედრას, სადაც ადამიანები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და საქართველოდან რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიტიკურ და სოციალურ თემებს განიხილავენ და საკუთარი ქვეყნისა და ჯგუფის, თუ ორგანიზაციის კონტექსტზე ღიად საუბრობენ.

Time
30.Oct.2015
News
image

მწვანე ფესტივალი

19- 20 სექტემბერს, რიყის პარკში ახალგაზრდა მწვანეების ორგანიზებით გაიმართება პირველი პოლიტიკური ფესტივალი სახელწოდებით Green Fest (მწვანე ფესტივალი). ფესტივალი შეეხება მრავალ სოციალურად მნიშვნელოვან თემას: განათლება, გარემო და მდგრადი განვითარება, შრომითი უფლებები, გენდერი და სხვა.

Time
20.Mar.2015
News
image

#3 საზაფხულო ბანაკი ალგეთში

,,ახალგაზრდა მწვანეებისა'' და ,,მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის'' ორგანიზებით 20 აგვისტოდან 22 აგვისტოს ჩათვლით, ალგეთის ეროვნულ პარკში საზაფხულო ბანაკი ჩატარდა, სახელწოდებით ,,მდგრადი განვითარება - სოციალური თანასწორობა''.

Time
02.Mar.2015
News
image

#2 საზაფხულო ბანაკი შაორზე

,,საქართველოს ახალგაზრდა მწვანეებიისა" და ,,მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის" საერთო პროექტი მინი საზაფხულო სკოლები ბუნებაში გაიმართა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ბირთვისში,შაორზე და ალგეთის ეროვნულ პარკში.

Time
02.Mar.2015
News
image

სემინარები სკოლებში

მაისის თვეში ,ახალგაზრდა მწვანეებმა' საქართველოს ათ სკოლაში არაფორმალური შეხვედრა/დისკუსიები მოაწყვეს, რომლის მიზანსაც მოსწავლეებისათვის მწვანე იდეოლოგიის გაცნობა და მწვანე თემებზე საუბრის დაწყება წარმოადგენდა. დისკუსია არაფორმალურ ხასიათის ატარებდა, სადაც ყველა მონაწილეს თანაბრად შეეძლო საკუთარი აზრის გამოხატვა მათთვის საინტერესო თემებზე საუბრის დაწყება.

Time
02.Mar.2015
News
image

#1 საზაფხულო ბანაკი ბირთვისში

ორდღიანი საზაფხულო ბანაკი ბირთვისში „საზოგადოებრივი ტრანსპორტი=დემოკრატია“ მოეწყო ,,ახალგაზრდა მწვანეებისა'' და ,,მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის'' ორგანიზებით (30.06.2014-01.07.2014).  100-მდე მიღებული აპლიკაციიდან სემინარისათვის შეირჩა ათი მონაწილე, რომელთა უმეტესობა სტუდენტი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლე იყო.

სოციალური მოძრაობები და ლეგალიზმი

მე მსურს ვისაუბრო სოციალურ მოძრაობებზე, იმ პირობებზე და სიტუაციაზე, სადაც ჩნდება სოციალური მოძრაობის გაჩენის საჭიროება, და სწორედ აქედან გამომდინარე, რამდენიმე სიტყვას ვიტყვი წინა მოხსენებასთან დაკავშირებით, რომელიც კარგად ასახავდა კონკრეტული პრობლემების მოგვარებისათვის არსებული მექანიზმების მუშაობას, ეს მექანიზმებია ლეგალისტური ფორმები - იგივე საკანონმდებლო ბაზა და ა.შ.  და შევეცდები მეტნაკლებად კრიტიკულად მივუდგე პრობლემის გადაჭრის ეგრეთწოდებულ ლეგალისტურ გზებს და მეთოდებს, ამ მეთოდების ფუნქციონირება დავუკავშირო სოციალურ , პოლიტიკურ და ეკონომიკური რეალობის ყოველდღიურ მოცემულობას და ვიპოვო ლოგიკური კავშირი მათ უმოქმედობასა და შედეგად, სოციალური მოძრაობების წარმოქმნას შორის, და შემდეგ უკვე ვისაუბრო იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც დგება სოციალური მოძრაობები და დავაკავშირო ეს გამოწვევები დღევანდელ, გლობალურ  სიტუაციასთან.

Time
07.Dec.2014
News
image

გზა ევროპისკენ - ახალგაზრდა მწვანეების საერთაშორისო კონფერენცია თბილისში

აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა დაახლოებით ერთი დეკადის წინ შვედეთისა და პოლონეთის მთავრობების ინტენსიური მუშაობის შედეგად შემუშავდა.საპილოტე პროგრამა სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას (აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო) და აღმოსავლეთ ევროპის განაპირა ქვეყნებს, მოლდოვას, უკრაინასა და ბელარუს ერთი პოლიტიკური სარჩულის ქვეშ აქცევდა და განვითარების საერთო გეგმის მათზე მორგებას ისახავდა მიზნებს.

შემოგვიერთდით