image

ნეო-ფაშისტური აქტივიზმის ზრდა ევროპაში

მიუხედავად იმისა, რომ ნეო-ნაცისტური ორგანიზაციების ფორმალური დაჯგუფებები მცირდება, მათი აქტივისტური საქმიანობების მასშტაბი სულ უფრო იზრდება.

ნეო-ნაცისტური საქმიანობა და იდეოლოგია უფრო და უფრო გავრცელებული ხდება ევროპულ მეინსტრიმ საზოგადოებაში. რასიზმის წინაამდეგ მებრძოლმა ევროპულმა ქსელმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც ბოლო წლებში ნეო-ნაცისტური აქტივიზმი შვედეთშიც გაიზარდა.

image

კრიზისი ეკოლოგიურ მოძრაობებში

„მნიშვნელობა არ აქვს  შემცირდება თუ არა მსოფლიოს მოსახლეობა 500 მილიონამდე (როგორც ამას ნაესი სასურველი დემოგრაფიის მისაღწევად გვთავაზობს) ან თუნდაც 5 მილიონამდე, კონკურენციაზე და დაგროვებაზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემა, სადაც „ზრდის“ მარცხი  ბაზარზე ეკონომიკური სიკვდილის საკითხია , აუცილებლად გაანადგურებს ბიოსფეროს, მიუხედავად იმისა თუ რა სჭირდება ხალხს, რა რიცხვებს მიაღწიეს მათ და რა მოტივაცია გააჩნიათ. ამერიკულმა კაპიტალიზმმა გააქრო 40 მილიონამდე ბიზონი, გაანადგურა უზარმაზარი ტყეები და დააშრო მილიონობით ჰექტარი მიწა სანამ მისმა მოსახლეობამ გადააჭარბა 100 მილიონს.“

image

კაპიტალიზმის წინააღმდეგობები - ინტერვიუ დევიდ ჰარვისთან

დევიდ ჰარვი არის ანთროპოლოგიისა და გეოგრაფიის პროფესორი, რომელიც მოღვაწეობს ნიუ-იორკში. 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ლექციებს კითხულობს მარქსის „კაპიტალზე“. მისი ბოლო წიგნი არის „17 წინააღმდეგობა და კაპიტალიზმის დასასრული“, რომელსაც ჟურნალისტი ჯონათან დერბიშაიარი დევიდთან ერთად განიხილავს.

image

საკვები, რომელიც აზიანებს გარემოს

წარმოიდგინე, რომ ყოველ დღე ნაგავში ყრიდე 6-20 თეფშ საჭმელს. ცხადია, არავინ მოიქცევოდა ასე არაეკონომიურად. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ასე იქცევა ყოველდღიურად. ხორცის მოხმარება ზუსტად იმავე გავლენას ახდენს გარემოზე, როგორსაც სრულიად ახალი საჭმლის ნაგავსაყრელზე გადაყრა. კალორიების უმრავლესობა რასაც იღებს ღორი, ქათამი თუ ნებისმიერი სხვა შინაური ცხოველი, ძირითადად, ხმარდება საკვებისთვის უსარგებლო ორგანოების (ძვლები, სისხლი და სხვა) ზრდას და განვითარებას. ცხოველის მიერ მიღებული კალორიების მხოლოდ მცირე ნაწილი გადაიქცევა ადამიანისთვის ღირებულ საკვებად.

image

სოციალური ეკოლოგიის საფუძვლები

ეკოლოგიური კრიზისის ახსნა ხშირად მხოლოდ მეცნიერული ტერმინებით ხდება. მაგალითად, ზოგიერთმა მეცნიერმა შემოიტანა „პლანეტარული საზღვრების“ ცნება, რათა აღეწერა ის ეკოლოგიური პროცესები, რომლებიც ჩვენი პლანეტის სტაბილურობას შენარჩუნებაში ეხმარება. აგრეთვე, რადგანაც ადამიანი გვევლინება მთავარ ძალად და ფაქტორად ჩვენი ბიოსფეროს ფორმირების პროცესში, მეცნიერებმა დაიწყეს ახალ გეოლოგიურ ერაზე საუბარი, კერძოდ - ანთროპოცენტრიზმზე.

image

ელ-ნარჩენები

გაეროს ასოციაციის მიხედვით, ელექტრონული ნაწარმის ტოქსიკური ნარჩენები კომპიუტერების, პლანშეტების, ციფრული კამერების, მობილური ტელეფონების, ტელევიზორების, სამზარეულოს ტექნიკის, სათამაშოების თუ სხვა სახით, დიდი რაოდენობით იზრდება და მრავალ ეკოლოგიურ და ჯანმრთელობის პრობლემებს ქმნის ე.წ. განვითარებად ქვეყნებში.

image

ბერნი სანდერსი, მწვანეები და ახალი ანტიკაპიტალიზმი

ადამიანთა უმრავლესობა, რომელთაც გამოვლილი აქვთ ცივი ომის პერიოდი, ანტიკომუნისტური განწყობებით გამოირჩევიან, ხოლო ახალგაზრდა თაობის დიდი ნაწილი კაპიტალიზმის წინააღდეგ იბრძვის. მათ საკუთარ თავზე იწვნიეს კაპიტალიზმის მძიმე ეფექტები, სოციალური უთანასწორობა, შრომითი ჩაგვრა და რეპრესიული სისტემა.

image

ჰიდრო-ენერგია არ ითვლება სუფთა ენერგიად

ჰესების მშენებლობის ოპონენტები დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან მდინარეების ბუნებრივ დინებებში ბარიერების ჩადგმას. ისინი ამტკიცებენ, რომ ჰესები საფრთხეში ჩაგდებულ თევზებს ხელს უშლიან გადაადგილებაში, ცვლიან ეკოსისტემებს და რისკის ქვეშ აყენებენ ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს.

image

ნარჩენების ეკონომიკა

ბევრს მიაჩნია, რომ ზოგიერთი მასალა, პროდუქტი და შეფუთვის ფორმა არ ექვემდებარება გადამუშავებას თავისი დიზაინის და შემადგენლობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იზიარებს და ეთანხმება ამ აზრს, უნდა ვთქვათ, რომ ის მცდარია. ერთადერთი ბარიერი, რაც აფერხებს ნარჩენების გადამუშავებას - ეკონომიკაა.

image

ფემინიზმი და ეკოლოგია

ადამიანების უმრავლესობისთვის ნათელი ხდება, რომ გარემოზე მიყენებულმა ზიანმა საგანგაშო ზღვარს მიაღწია. ბევრ მეცნიერს სჯერა, რომ სამოქმედოდ მხოლოდ 50 წელი გვაქვს დარჩენილი სანამ სასიცოცხლო ეკოსისტემები გამოუსწორებლად დაზიანებულა. რადიკალური ზომების მიღების გარეშე ადამიანის მოდგმის და, სავარაუდოდ, თავად ბიოსფეროს მომავალიც ეჭვქვეშ დგას.

შემოგვიერთდით