image

ფინეთის წითელი ქალები

ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ფინეთის პრეზიდენტის საული ნინისტოს წინასაახალწო მილოცვაში ფინეთის 1918 წლის სამოქალაქო ომის ჯერაც მოუშუშებელ ჭრილობებზე საუბარი. 26 იანვრის საღამოს, ზუსტად 100 წლის წინ, „ჰელსინკის მუშათა სახლში“ წითელი შუქურა ენთო. შუქურა, რომელიც ფინეთის სოციალისტ წითლებსა და ნაციონალისტ თეთრებს შორის საზარელი დაპირისპირების შესახებ იუწყებოდა.

image

არის თუ არა სოციალიზმი კლიმატის კატასტროფის თავიდან აცილების გზა?

ევროპას, და რაღა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოს არ ასვენებს სოციალიზმის აჩრდლი. აჩრდილი, რომელიც წლებია ემუქრება საზოგადოებრივი აზრის წარმომადგენლებს.

image

ტრამპიდან ბორის ჯონსონამდე: როგორ გვკარნახობენ მდიდრები, რა უნდათ „ნამდვილ ადამიანებს“

მახსოვს, როცა პირველად გავიაზრე დონალდ ტრაპის მოთხოვნები, რასაც თეთრკანიან, საშუალო კლასის ამერიკელებს უყენებდა. 2016 წელს აიოვას შტატის პარტიის სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე ტრამპი აიოველი ცნობილი მქადაგებლის ეპონიმურმა ვაჟმა ჯერი ფელუელ უმცროსმა წარადგინა. ფელუელმა მსმენელს უამბო, როგორ მიიპატიჟა ტრამპმა იგი ვახშამზე საკუთარ თვითმფრინავში. აღსანიშნავია, რომ ფელუელი ვახშამზე რაღაც განსაკუთრებულს და ძვირადღირებულს ელოდა, მაგრამ მისი მოლოდინი არ გამართლდა. «...და იცით რა მივირთვით ვახშამზე?» — ჰკითხა მან მსმენელს — «ვენდი’ს!». პასუხმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და მსმენელი, ფელუელთნ ერთად იცინოდა ამბის მოულოდნელ დასასრულზე.

image

იან გელი — სიცოცხლით სავსე ქალაქები

შეიტანა რა წვლილი კოპენჰაგენის, როგორც მსოფილიოში ყველაზე ქვეითმეგობრული ქალაქის იდენტობის შეძენაში, არქიტექტორი და მგეგმარებელი იან გელი განიხილავს იდეებს, გავლენებსა და კონცეპტებს, რამაც მისი ფილოსოფია და პრაქტიკები ჩამოაყალიბა.

image

საყოველთაო საბაზისო შემოსავალი

70-იან წლებში კანადის პროვინცია მანიტობაში უჩვეულო ექსპერიმენტი წამოიწყეს —  ზოგ მოქალაქეს ფულს სახელმწიფო უპირობოდ ურიგებდა.  ქალაქ დოფინში, მაგალითად, ყოველ თვე მოქალაქეებს ეგზავნებოდათ ჩეკები, რათა გარანტირებული ჰქონოდათ საყოველთაო საბაზისო შემოსავალი. ამ ინიციატივის (Mincome) მიზანს წარმოადგენდა იმის ჩვენება, თუ რა მოხდებოდა ასეთი ინიციატივის დანერგვის შემთხვევაში. შეწყვეტდა ხალხი მუშაობას? გაფლანგავდნენ ფულს ღარიბები და მაინც სიღარიბეში გააგრძელებდნენ ცხოვრებას?

image

რატომ ვნებს ტყვია ადამიანებს

ადამიანები ტყვიას სხვადასხვა პროდუქტში უკვე 8000 წელია იყენებენ (ჩვენთვის, როგორც ცნობილია, პირველად მისი მოპოვება 6500 წ-ს ქ.შ-მდე დაიწყეს ანატოლიაში), ამიტომაც გაგიკვირდებათ თუ გაიგებთ, რომ მხოლოდ დაახლ. 150 წ-დან ქ.შ-მდე გახდა ცნობილი, რომ ტყვია საშიშია და მასთან თამაში არ ღირს, როცა ადამიანის სხეულზე მისი გავლენა ცნობილმა ბერძენმა ფიზიკოსმა ნიკანდროს კოლოფონელმა შეისწავლა. ნიკანდროსმა ეს მეტალი „მომაკვდინებლადაც“ კი აღწერა. მან თავის ნაშრომში „ალექსიფარმაკა“ განვრცობით დაწერა ადამიანის სხეულზე მისი საზიანო ეფექტების შესახებ.

image

მუნიციპალიზმი და პოლიტიკის ფემინიზაცია

მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად იზრდება ინტერესი მუნიციპალიზმის მიმართ და განიხილება ნეოლიბერალური პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიად და დემოკრატიულ სისტემად. სამოქალაქო პლატფორმები, რომლებიც ესპანეთის დიდ ქალაქებს მართავენ, ასევე Ciudad Futura არგენტინაში, Indy Towns ბრიტანეთში და ქურთების დემოკრატიული კონფედერალიზმი მათი შეზღუდვების მიუხედავად ნათლად მიუთითებს ადგილობრივი მოქმედების ტრანსფორმაციულ პოტენციალზე. მუნიციპალიზმის ბოლო სამიტი „უშიშარი ქალაქები“ [Fearless Cities], რომელიც ბარსელონაში ჩატარდა და სადაც ყველა კონტინენტიდან, დაახლოებით, 100 მუნიციპალური პლატფორმა იყო წარმოდგენილი, მუნიციპალიმის გლობალური მოძრაობის ზრდის მკაფიო მაგალითია.

image

კლიმატის ცვლილება გენდერული პერსპექტივიდან

ქალები კლიმატის ცვლილების შედეგად ყველაზე დაზარალებულ ჯგუფად ითვლებიან, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უმცირესობაში არიან.

image

პრეკარიატი - ახალი საშიში კლასი

მსოფლიოს გარშემო უფრო მეტი და მეტი ადამიანი აცნობიერებს, რომ პრეკარიატის წარმომადგენელია ან მალე გახდება და რომ ის მარტო არაა. ამას განწყობის შეცვლა მოჰყვება - დამარცხებული და მორალურად გატეხილი მდგომარეობიდან ქედუხრელისა და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლის მდგომარებამდე. შესაძლოა, ძველი სოციოლოგები დაბნეულიყვნენ, მაგრამ პრეკარიატული ჯგუფები მასობრივი ოკუპაციებიდან პოლიტიკურ ჩართულობას უბრუნდებიან. მათ იციან, რომ არ არსებობს გაერთიანებული მუშათა კლასი და ისევ ამ ყალბი ერთობის ძიება არ სურთ. ჩვენ პრეკარიატისთვის მისივე შექმნილი, ალტერნატიული და პროგრესული მომავალი გვჭირდება.

image

ტექნოლოგია და უთანასწორობა: სიმდიდრის კონცენტრაცია ციფრულ ეკონომიკაში

ციფრული ეკონომიკა არათუ ამცირებს უთანასწორობას საზოგადოებაში, არამედ ზრდის მას. მთავრობებისა და მოქალაქეებისთვის მისი სოციალური სარგებელი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

image

ნეოლიბერალიზმი - ჩვენი ყველა პრობლემის სათავე

წარმოიდგინეთ, რომ საბჭოთა კავშირის მოსახლეობას არასოდეს გაეგო კომუნიზმის შესახებ. იდეოლოგიას, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე ბატონობს, უმეტესი ჩვენგანისთვის სახელი არ აქვს. ახსენეთ იგი საუბარში და მიიღებთ მხოლოდ მხრების აჩეჩვას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენს მსენელებს ეს ტერმინი გაგონილი აქვთ, გაუჭირდებათ მისი მნიშვნელობის განსაზღვრა. ნეოლიბერალიზმი: იცით თუ არა, რა არის ეს?

შემოგვიერთდით