კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

გამოქვეყნებულია: 23.Mar.2020

2008 წელს გვეუბნებოდნენ რომ ფინასური კრიზისის „პოლიტიზირება“ არ მოგვეხდინა. შედეგად მივიღეთ მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის და სიდუხჭირის ათწლეული. კორონავირუსის კრიზისი მასიურად შეცვლის ეკონომიკის სახეს - ეს არის დრო ვითარების საპასუხო სოციალისტური არგუმენტისთვის.

მსგავსი სიდიდის ეკონომიკურ კრიზისი, რომელსაც ახლა მოველით, ბოლოს 2008 წელს იყო, როდესაც გლობალურმა საბანკო სისტემამ საკუთარი ექსესიური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად დაიწყო ნგრევა.

იმ პერიოდში, აშშ-ს მთავრობამ გადაწყვიტა ლეჰმანის ძმების (Lehman Brothers Holdings Inc.) გაბანკროტება არ შეეჩერებინათ, ამან გამოიწვია ფინასური ბაზრის ნგრევა. მსოფლიო ლიდერებმა გაიაზრეს რომ ჩარევა იყო საჭირო. თავდაპირველად, მათ მსოფლიოს ყველაზე მსხვილ ბანკებს მიაწოდეს ტრილიონი დოლარის ღირებულების მოკლევადიანი ლიკვიდურობა (ეფექტურად მოკლევადიანი სესხები), მაგრამ მათ მალევე გააცნობიერეს, რომ ბანკებს მხოლოდ ლიკვიდურობა ჰქონდათ (ნაღდი ფულადი სახსრების არ ქონა), არამედ გადახდისუუნაროები იყვნენ (საკუთარი ვალების დაფარვას ვერ შეძლებდნენ). ამ ეტაპზე მსოფლიო ლიდერები დავიდნენ ფინასური დახმარების სისტემებზე რომლის თანახმად, სახელმწიფოები გახდნენ მნიშვნელოვანი აქციონერები მსოფლიოს უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტებში.

მომდევნო წლებში ბევრმა ქვეყანამ მოირგო ფინასური სტიმულირების სტრატეგია, ეკონომიკური კოლაფსის შესანელებლად. დასაწყისში აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა შემოიღეს მასიური ფინასური სტიმულირების პროგრამები რომლებიც მიზნად ისახავდნენ სამსახურების დაკარგვის შეჩერებას და კეინზიანური მოდელის მიერ მოთხოვნილი ეკონომიკური ვარდნის თავის ასარიდებლად, დიდი დეპრესიის მსგავსის. მაგრამ მორიგი დეპრესიისგან გლობალური ეკონომიკა ჩინეთმა იხსნა, რომლის სტიმულირების პაკეტები პიკზე მშპ-ს 20% შეადგენდა.  უზარმაზარმა სახელმწიფო ინვესტიციამ იხსნა ჩინეთის ეკონომიკა, ასევე მისი მთავარი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკაც.

თუმცა მალევე მთელს მსოფლიოში მთავრობებმა შეცვალეს მოქმედების გეგმა. ევროპის სუვერენული სესხის კრიზისი, დაგვიანებული შედეგი იყო 2008 წლის ფინანსური კოლაფსის. განსაკუთრებით იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მონეტარული პოლიტიკა იზღუდებოდა ევროს გამოყენებით. ამ კრიზისის დარტყმა მიიღეს PIIGS-მას (პორტუგალია, იტალია, ირლანდია, საბერძნეთი და ესპანეთი). ევროკომისიამ, ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დააწესე მკაცრი ეკონომიკური ზომები საბერძნეთზე და სხვა მსგავს ქვეყნებზე რომელთაც ფინასური დახმარება გაუწიეს. დიდი ბრიტანეთი მაგალითს მიყვა და მკაცრი ეკონომიკური ზომები მიიღო საკუთარივე ქვეყანაში, იმის მიუხედავად, რომ სუვერენული სესხის კრიზისი უშუალოდ არ შეეხო ბრიტანეთს და მის მთვარობას.

რატომ ასეთი ცვლილება პოლიტიკაში? დასაწყისიდანვე მემარჯვენეები და მემარცხენეები ედავებოდნენ ერთმანეთს 2008 წლის მოვლენების ინტერპრეტაციაზე. მემარცხენეობის დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო რომ ეკონომიკური კრიზისი კაპიტალისტური ფინანსური მოდელის შენარჩუნების შეუძლებლობას თვალსაჩინოს გახდიდა. მემარჯვენეობამ ჯერ დაიხია უკან კრიზის წინაშე, თუმცა მალევე მოიკრიბეს თავი და საკუთარი ნარატივი შექმნეს: რაც მოხდა 2008 წელს, ეს არ იყო მხოლოდ საერთაშორისო ფინანსური სისტემის კრიზისი, ეს კრიზისი გამოწვეული იყო მფლანგველი მთვარობების მიერ საჯარო სერვისებში ზედმეტი ფულის ჩადებით.

დიდი ბრიტანეთში ტეტჩერისეული საღი აზრის პრინციპებს არიან შეჩვეულნი, რაც მოიცავდა, რომ მთვარობას მხოლოდ გადასახადებიდან მიღებული თანხის ეკვივალენტის ხარჯვა შეეძლო. ამ მიდგომის ფონზე, ეკონომიკური სიმკაცრის ნარატივმა კონსერვატორებს 2010 წლის არჩევნები მოაგებინა. მას მერე 120 000 ადამიანი შეეწირა მთავრობის მიერ შემოტანილი მკაცრი ეკონომიკის და სიდუხჭირის პოლიტიკას, პირდაპირი თუ არაპირდაპირი შედეგით. ჩვენმა ეკონომიკამ სტაგნაცია განიცადა ბოლო ათწლეულში, ხელფასები და პროდუქტიულობა ერთ წერტილში გაშეშებულიყო ამ დროის განმავლობაში. მკაცრი ეკონომიკის პოლიტიკამ საკუთარი პირობების ქვეშაც ვერ შეძლო გადარჩენა, ეროვნული ვალი მშპ-ს პროცენტულ მაჩვენებელზე უფრო მაღალია, ვიდრე 2010 წელს იყო.

ფინანსური კრიზისის ფონზე კონსერვატორებმა განზრახ გააგრძელეს ყალბი ნარატივი, რათა საარჩევნო მოგება ენახათ ერთ-ერთ ყველაზე დიდი გლობალური ეკონომიკის კრიზისიდან. ლეიბორისტული პარტია არ იყო უკეთესი, ტორიების მესიჯის წარმატების საპასუხოდ, ისინი სთავაზობდნენ მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის შემსუბუქებულ ვერსიას და მიგრაციის კონტროლს.

კორონავირუსის კრიზის ვითარდება და მემარჯვენეები ძალაუფლებაში არიან. ისინი მოითხოვენ, რომ ჟურნალისტები, მოქალაქეები და ჯანდაცვის წარმომადგენლებიც კი მიყვნენ მთავრობის ნარატივს. მთავრობის პოლიტიკის ეჭქვეშ დაყენება, იქნება ეს ფულადი პოლიტიკის, კანონმდებლობით დაავადებულთა ანაზღაურების ან სოციალური კეთილდღეობის საკითხის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისის „პოლიტიზირებაა".

ის იდეა, რომ კორონავირუსის კრიზის „პოლიტიზირება“ შესაძლებელია, უკვე გულისხმობს, რომ არსებობს სურვილი კრიზისი აპოლიტიკურ მოვლენად გამოაჩინონ. ვირუსი ბუნებრივი მოვლენა იყო, გეითსის ფონდის (Gates Foundation) კვლევების მიხედვით, წინასწარმეტყველებადიც კი. მაგრამ მისი ეკონომიკური გავლენა, კერძოდ ხარჯთა განაწილებაზე, უფრო პოლიტიკური ვერ იქნებოდა. თუ გვსურს თავი ავარიდოთ კაპიტალიზმის კატასტროფული შედეგის მორიგ მაგალითს, ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ თუ რა გავლენას მოახდენს ეს კრიზისი ჩვენს ეკონომიკაზე და შესაბამისად მოვემზადოთ.

კორონავირუსის პანიკამ უკვე დაიწყო გავლენა ფინანსურ ბაზრებზე: S&P, Dow Jones, FTSE და სხვა ბევრმა ინდექსმა  უფრო დიდი ვარდნა განიცადეს, ვიდრე 2008 წელს. საფონდო ფასების დაცემა ასახავს ინვესტორების გააზრებას, რომ სადაც მუშები იძულებულნი არიან დარჩნენ სახლში, საზღვრები ჩაკეტილია, მოხმარება და ინვესტიციებიც ინგრევა, იქ გლობალური ეკონომიკა ღრმა რეცესიაში გადადის. კორპორატიული ვალების ზრდა ათწლეულის შემდეგ შიშის და შფოთვის დიდი წყაროა, რომ კორპორატიული შემოსავლების ვარდნა გამოიწვევს კორპორაციების ბანკროტობის კასკადს, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ზოგიერთ მთავარ ფინანსურ ინსტიტუტს.

ჯერჯერობით ვითარება ზოგად რეცესიას ჰგავს, მაგრამ არის დიდი სხვაობები ახლანდელ კრიზისსა და 2008 წლის ფინანსური კოლაფსის შედეგად წარმოქმნილ კრიზის შორის. 2008 წლის შემდეგ მრავალმა ადამიანმა დაკარგა საცხოვრებელი სახლი და კიდევ უფრო მეტმა დაკარგა სამსახური. ტანჯვა დიდი იყო და არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საზოგადოებაში ყველაზე ნაკლები კეთილდღეობის მქონეებით. კორონავირუსის რეცესიის პირობებში, ეკონომიკური რისკები გაცილებით ინდივიდუალიზებულია და ბევრად უფრო მძაფრი საშიშროებებია, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთისთვის.

ბევრი ადამიანი - განსაკუთრებით ლონდონში, სადაც ვირუსი ყველაზე მწვავეა - ვერ შეძლებს ქირის ან  გადასახადების გადახდა კვირაში მხოლოდ 94,25 ფუნტზე (სახელმწიფო ანაზღაურება მათთვის ვინც თვით-იზოლაციაში იმყოფებოდა). თვითდასაქმებული პირები, ნულოვანი საათის კონტრაქტებზე მყოფები და დროებით კონტრაქტებზე მყოფი პირები შეიძლება არც კი მოხვდნენ სახელმწიფის ანაზღაურების პროგრამის ქვეშ.

უფრო მეტიც, სტაბილური დასაქმების გარეშე მყოფ ადამიანთა მზარდ რიცხვს უმუშევრობის დრამატულ ზრდა მოელით, რადგან ბიზნესები წყვეტენ ვაჭრობას, ხალხი წყვეტს მოხმარებას და საზოგადოებრივი სივრცეები ნელ-ნელა იკეტება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თვით-იზოლაციაში ყოფნა არ მოუწევთ, სტაბილური შემოსავლის გარეშე, ყველა ზემოთ ხსენებული კატეგორიის ადამიანი, ასევე ფრილანსერები,  მცირე ბიზნესები და საკომისიო თანხებზე მომუშავე ხალხი — ყველას ელით შემოსავლის დაუყოვნებელი და გრძელვადიანი დანაკლისი.

ათწლეულის მკაცრი ეკონომიკის და სიდუხჭირის შემდეგ, შინამეურნეობის დანაზოგი საშიშად დაბალია. 2017 წელი პირველი იყო 1987 წლიდან მოყოლებული, როდესაც შინამეურნეობები იმაზე მეტს ხარჯავდნენ, ვიდრე იღებდნენ. ამ სხვაობის დაფარვა უწევთ ახალი დავალიანების აღებით და დანაზოგიდან თანხების ამოღებით. ბრიტანეთში 8 მილიონზე მეტი ოჯახი უკვე დატვირთულია სხვადასხვა პრობლემური სესხით.

მაღალი ქირის გადასახადით, მაღალი სატრანსპორტო ხარჯებით და ხელფასების სტაგანაციით, დიდ ბრიტანეთს უკვე ჰქონდა ცხოვრების-ხარჯის კრიზისი კორონავირუსის დარტყმამდე. როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

ცენტრალური ბანკირები ასევე გაცილებით ნაკლებად შეზღუდულები არიან, ვიდრე 2008 წელს. მონეტარული პოლიტიკა უკვე უკიდურესად მიშვებულია - საპროცენტო განაკვეთები მაქსიმალურად შემცირებულია, ნეგატიური პროცენტის საშიში ტერიტორიაში გასვლის გარეშე. რაოდენობრივი შემსუბუქება შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ არსებობს მტკიცებულებები, რომ კრიზისამდეც კი, ფულის შემდგომი შექმნა შემოსავლის შემცირების შედეგს აჩვენებდა. ფედერალურმა რეზერვმა უკვე შესთავაზა 1,5 ტრილიონი დოლარის ღირებულების მოკლევადიანი სესხები ფინანსურ სექტორს და ამანაც კი არ შეანელა პანიკა.

ყველა მოცემული პრობლემა არის პოლიტიკური. თითოეული ეს საკითხი - დაბალი ანაზღაურება, მაღალი ვალები, ფულადი ძალის არარსებობა.

მთავრობამ უნდა შემოიტანოს მიზნობრივი დახმარება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც კორონავირუსის კრიზისის შედეგად შემოსავალს კარგავენ. ალტერნატივა არის ვუყუროთ, თუ როგორ უგულებელყოფს ხალხი მთავრობის რჩევებს თვით-იზოლაციაზე, რაც ვირუსის შემდგომ გავრცელებას გამოიწვევს. ან თუ მიყვებიან რჩევას, იძულებულები გახდებიან გამოიკეტონ საკუთარ სახლებში და რამდენიმე თვეში გაბანკროტდებიან.
შემთხვევითი არ არის, რომ ისინი, ვინც პრეტენზიას გამოთქვამენ „პოლიტიზირებაზე“, მსგავსი არჩევანის წინაშე არ დგანან.

მთარგმნელი: შოთა საღინაძე
წყარო: Jacobinmag
ფოტო © Jacobinmag

ასევე წაიკითხეთ:

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

image

"1 პროცენტის ფემინიზმმა ჩვენი საერთო საქმე ელიტიზმს დაუკავშირა” - ინტერვიუ ნენსი ფრეიზერთან

ამჟამად გვეუბნებიან, რომ მხოლოდ ორი არჩევანი გვაქვს - ან მემარჯვენე მოძრაობის ავტორიტარული პოპულიზმი, რომელიც რასისტული და ქსენოფობიურია, ან ლიბერალიზმის მცველებთან და პროგრესული ნეოლიბერალიზმთან დაბრუნება. თუმცა, ეს ყალბი შემოთავაზებაა - ჩვენ ორივეზე უარი უნდა ვთქვათ.

შემოგვიერთდით