დავწვათ თუ დავმარხოთ პლასტმასი?

გამოქვეყნებულია: 16.Dec.2019

უნდა დავწვათ თუ უნდა დავმარხოთ პლასტმასი?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა რომელიც ეკოლოგებს ებადებათ მდგომარეობს შემდეგში, უნდა დავწვათ თუ უნდა დავმარხოთ პლასტმასის ნარჩენი.

მას შემდეგ, რაც ჩინეთმა უარი განაცხადა სხვადასხვა ქვეყნების ნარჩენების მიღებაზე გადამუშავებისთვის, დიდი ბრიტანეთი დიდი პრობლემების წინაშე დადგა.

როგორ გაადამუშავონ უმეტესი ნარჩენები? უნდა დამარხონ თუ დაწვან ის ნარჩენები, რომლის გადამუშავებასაც ვერ მოახერხებენ? ჩვენ ვცდილობთ მეორე კითხვას გავცეთ პასუხი, ეს კი ნამდვილად კომპლექსური საკითხია და მრავალი აზრი ტრიალებს ამ კითხვის გარშემო. 

და მაინც, რა ვიცით პლასტმასის ნარჩენებზე ?

ბრიტანეთის ინფორმაციული ვებ-გვერდის თანახმად,  დიდი ბრიტანეთი დაახლოებით 800 000 ტონა პლასტმასის ნარჩენს აგზავნიდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი. ახალი ამბები ვარაუდობენ რომ ამ ნარჩენების დიდ ნაწილს შეუერთეს სხვა ნარჩენებიც და შემდეგ დაწვეს.

თავად დიდ ბრიტანეთში 1,244,774 ტონა შესაფუთი ნარჩენი დაახარისხეს, ხოლო შემდეგ ისინი გადააგზავნეს ან დასაწვავად ან ნაგავსაყრელებზე. შესაფუთი ნარჩენების მონაცემთა ბაზის მიხედვით, 2016 წელს იქნა გადამუშავებული 1,015,226 ტონა პლასტმასის შეფუთვები. გახსოვდეთ რომ ეს რაოდენობა მხოლოდ პლასტმასის შეფუთვებისაა და არა მთლიანად პლასტმასის ნარჩენების მაჩვენებელი.

და მაინც, უნდა დავმარხოთ თუ არა ეს რთულად გადამამუშავებელი ნარჩენები? იქნებ უმჯობესია ისინი დაიწვას.

რატომ უნდა დავწვათ პლასტმასის ნარჩენები?

პლასტმასი მზადდება ნედლი ნავთობისა და გაზისაგან, დაწვის დროს კი ის დიდ სითბოს გამოყოფს, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება ელექტროენერგიის მისაღებად. ასევე ძალიან კარგი იდეაა, თუ ნაგავსაწვავი სადგური  შეძლებს რომ პლასტმასის ნარჩენების დაწვის დროს ეს ენერგია გარდაქმნას სითბოდ, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ოფისებისა და სახლების გათბობა. ამ მეთოდით ნარჩენების დაწვა (იგულისხმება ნაგავსაწვავი სადგური), ამჟამად გარკვეულწილად ცვლის ნამარხი საწვავების, როგორიცაა ნავთობი და ქვანახშირი, მათი დაწვის მეთოდს,შეიძლება ითქვას რომ ნარჩენების ამ სახით გადამუშავება გაცილებით უფრო მომგებიანია, ვიდრე ნამარხი საწვავების დაწვა.  

პარლამენტის კონსერვატორი დეპუტატი მარკ პოუსი, გახლავთ მრავალპარტიული ჯგუფის თავჯდომარე, შესაფუთი პლასტმასის წარმოების საკითხში. მან განუცხადა თემთა პალატას : „ნარჩენების დაწვისგან ჩვენ ვიღებთ სითბოს, ეს სითბო კი ჩემ გარშემო მყოფ ხალხს, საწარმოებს, ქალაქს ეხმარება ცემენტის წარმოებაში. ჩემი აზრით, მისი გამოყენება ამ კუთხით გაცილებით უფრო პრაქტიკულია, ვიდრე ამ ნარჩენების ნაგავსაყრელზე გადაყრა.“  მის ამ არგუმენტებს მხარს უჭერს - ეკოლოგიური მომსახურების ასოციაციაც. ამ ასოციაციის დირექტორმა ჯეიკობ ჰეილერმაც ავთენტური განცხადება გააკეთა, მისი აზრით ამ ნარჩენების გამოყენება გაცილებით უფრო გონივრულია, ვიდრე უბრალოდ ნაგავსაყრელზე გაშვება. მისტერ ჰაილერი ამბობს, რომ საერთო სათბურების გაზის ემისია უფრო დაბალია წვის დროს ვიდრე ნაგავსაყრელზე.

ასე რომ, როგორც ჩანს მრავალი მიზეზი არსებობს იმისა რომ ქვეყნებმა პლასტმასი დაწვან, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივიც არ არის, რადგან ყველა იმ კვლევაში, რომელიც არსებობს ამ საკითხზე, პლასტმასი როგორც ცალკე ნარჩენი არ ფიგურირებს, იგი უბრალოდ სხვა ნარჩენებთან ერთად იწვის. ასევე მნიშვნელოვანია ისიც რომ სასოფლო - სამეურნეო ნარჩენის მეშვეობითაც შეიძლება „დედამიწის გათბობა“, რაც ასეც ხდება, თუ ეს ნარჩენები გადაიქცევიან სათბურის გაზად. ამიტომაც პლასტმასის დაწვას საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავს დამარხვის სახით.

რატომ უნდა დავმარხოთ პლასტმასის ნარჩენები?  

პლასტმასის დაწვა გამოყოფს მრავალ სახიფათო დიოქსიდს და იმ შემთხვევაში თუ ნაგავსაწვავი სადგური არ არის გამართულ მდგომარეობაში და მისი მუშაობა არ არის ეფექტური, სავსებით შესაძლებელია ეს სახიფათო ნივთიერებები ჩვენს გარშემო აღმოჩნდეს. ამბობენ რომ თანამედროვე ნაგავსაწვავმა სადგურებმა ეს პრობლემა უკვე გადაჭრეს და ახლა ეს ყველაფერი სრულებით უსაფრთხოა.

და ამ დროს გამოჩნდა კლიმატის ცვლილება, რომლის გამოც მრავალი რამის გათვალისწინება გვიწევს, როცა საკითხი მსგავსად კომპლექსურ საკითხს ეხება.

საკონსულტაციო სააგენტო „ ეუნომია“ იუწყება, რომ პლასტმასი, რომელიც უნდა დაიწვას ნაგავწასწვავ სადგურებში გამოყოფს მხოლოდ ენერგიის 25% ს , რაც 55% ით უფრო დაბალია ახალი გაზზე მომუშავე საწარმოებთან შედარებით.

ზოგიერთი ეკოლოგის თვალსაზრისით, ახალი საწარმოების აშენება იმისათვის რომ მოხდეს ნარჩენების დაწვა ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი და ამ აზრებს იზიარებს ასევე მინისტრი ტერეზა კოფი და ამბობს, რომ იგი ემხრობა ეკოლოგების გარკვეულ ჯგუფს, რომლებიც პლასტმასის ნარჩენის დამარხვის მხარდამჭერები არიან.  სინამდვილეში კი პლასტმასის ნარჩენების უბრალოდ ჩამარხვა მარტივი და იაფი გამოსავალია.

ელენა პილისანო, რომელიც არის „გრინფისის“ აქტივისტი დიდი ბრიტანეთიდან  BBC- თან საუბარში ამბობს : „ ჩვენ უნდა შევამციროთ განმეორებითი გამოყენება ნარჩენებისა და გადავამუშავოთ ისინი შესაბამისი წესების მიხედვით. როდესაც ჩვენ მივედით იმ ეტაპამდე, რომ მიგვეღო გადაწყვეტილება, დაგვეწვა თუ დაგვემარხა ნარჩენები, უკვე ვიგემეთ მარცხი. არაუშავს, წაგება უკეთესია, ვიდრე ატმოსფეროში ტოქსიკური გაზის გაშვება.“ 

ბრიტანეთის მთავრობამ კი ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა დაიწყო და ასევე მათ გადაწყვუტეს შეიმუშაონ ახალი გეგმა, როგორ ებრძოლონ ნარჩენებს, რაც მთავარია მათ განაცხადეს  რომ „დიდმა ბრიტანეთმა უნდა შეწყვიტოს მათი ნაგვის სხვის ხელში გადაცემა.“




ავტორი: ნატო ცნობილაძე წყაროს მიხედვით

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით