რატომ ვნებს ტყვია ადამიანებს

გამოქვეყნებულია: 08.Oct.2018

ადამიანები ტყვიას სხვადასხვა პროდუქტში უკვე 8000 წელია იყენებენ (ჩვენთვის, როგორც ცნობილია, პირველად მისი მოპოვება 6500 წ-ს ქ.შ-მდე დაიწყეს ანატოლიაში), ამიტომაც გაგიკვირდებათ თუ გაიგებთ, რომ მხოლოდ დაახლ. 150 წ-დან ქ.შ-მდე გახდა ცნობილი, რომ ტყვია საშიშია და მასთან თამაში არ ღირს, როცა ადამიანის სხეულზე მისი გავლენა ცნობილმა ბერძენმა ფიზიკოსმა ნიკანდროს კოლოფონელმა შეისწავლა. ნიკანდროსმა ეს მეტალი „მომაკვდინებლადაც“ კი აღწერა. მან თავის ნაშრომში „ალექსიფარმაკა“ განვრცობით დაწერა ადამიანის სხეულზე მისი საზიანო ეფექტების შესახებ.

ამის შემდგომ, ახ.წ 1-ლ ს-ში ბერძენმა ფიზიკოსმა პედანიუს დიოსკორიდესმა აღნიშნა: „ტყვია გონებას აფერხებს“.

Occupation Safety and Health Research Institute-ის თანახმად: „ტყვიით მოწამვლა ერთ-ერთი უძველესი დადგენილი და ყველაზე ცნობილი პროფესიული დაავადებაა. მისი მწვავე შედეგები ძველი დროიდანვეა შენიშნული“.

მაშ, ზუსტად რას უშვრება ტყვიით მოწამვლა ჩვენს სხეულებს? ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენი ნივთიერება მოხვდება ჩვენს სხეულში (და ამისთვის ბევრი არცაა საჭირო, განსაკუთრებით — ბავშვებში). მას შეუძლია, გამოიწვიოს ყველაფერი დაწყებული ყაბზობიდან, დამთავრებული ჩვენი IQ-სა და გონებრივი შესაძლებლობების მუდმივი კლებით. მას ასევე შეუძლია, პოტენციურად ძირეულად შეცვალოს ჩვენი პიროვნულობა — იწვევს გაღიზიანებას, ხასიათი ხდება ცვალებადი და მოულოდნელად გადავიღლებით; იწვევს სპერმის რაოდენობის შემცირებასა და უნაყოფობას; ბავშვებში აფერხებს ზრდას; მუცლის მოწყვეტას; და სხვა შემაძრწუნებელ სიმპტომებს.

ესაა, რასაც იწვევს, მაგრამ როგორ? რატომაა ტყვია ასეთი საშიში ადამიანის სხეულისთვის, როცა უსაფრთხოდ შეგვიძლია, გადავამუშავოთ ბევრი სხვა სახის მეტალები უპრობლემოდ, როგორიცაა რკინა (რეალურად, გვჭირდება კიდეც რკინა გადასარჩენად)? სანამ ტყვიით მოწამვლის სრულ შედეგებსა და მასში ჩართულ მექანიზმებზე კვლევები მიდის — რაც ახლა ვიცით არის ფაქტი, რომ ზიანის უდიდესი წილი არის იმის შედეგი, რომ ტყვია გადამწყვეტ ბიოქიმიურ რეაქციებში ანაცვლებს ისეთ მნიშვნელოვან ნივთიერებებს, როგორიცაა თუთია, კალციუმი და რკინა, თუ ტყვია მათ გვერდით გვევლინება. ამ სხვა მეტალებისგან განსხვავებით, ტყვია თავისუფლად ურთიერთობს სხვადასხვა კრიტიკულ ფერმენტებთან. შედეგი არაა ნორმალური რეაქცია, რაც გვჭირდება.

მაგ., ტყვიას კალციუმთან აქვს წაბაძვის ცუდი უნარი, როგორც ეს აღნიშნულია Mechanisms of Lead Neurotoxicity-ის ამ გვერდზე. ზოგ შემთხვევაში, პირდაპირ იღებს კალციუმის ქცევებს ადამიანის სხეულში მიმდინარე ბუნებრივ ბიოლოგიურ რეაქციებში,  ითავსებს ნევროლოგიურ ფუნქციას და სხვ.

ტყვიას შეუძლია, დააზიანოს დ.ნ.მ., ასევე ჩვენი უჯრედის მემბრანები. ამ ბოლოს თუ დავურთავთ იმ ფაქტს, რომ ის ასევე ერევა ჰემის სინთეზში, ამას, სხვა პრობლემებთან ერთად, შეუძლია, გამოიწვიოს ანემია. შეუძლია, ჩაერიოს ჩვენს სხეულში ვიტამინ D-ს სინთეზირებაში, რაც, თავის მხრივ, იწვევს რიგ პრობლემებს, თუკი მისი ნაკლებობა გვაქვს. ის ასევე იწვევს რამდენიმე სხვადასხვა პრობლემას იმუნურ სისტემაში; ერევა ძვლებისა და კბილების მეტაბოლიზმში; შეუძლია, უჯრედებში გამოიწვიოს კალციუმის უჩვეულო ზრდა... სია უსასრულოდ გრძელდება.

თუ ეს საკმარისად ცუდი არ იყო — მაშინვე, როცა ტყვია ჩვენს სხეულში მოხვდება, იქნება ეს სუნთქვის, ყლაპვის თუ (იშვიათად) კანით შეწოვის გზით, ჩვენი სხეულის ნებისმიერ ნაწილში მოხვედრა შეუძლია.

აქედან გამომდინარე, საერთოდ არ გაგიკვირდებათ, თუ გაიგებთ, რომ Centers for Disease Control and Prevention-ის მიხედვით, სხვა საწამლავებისგან განსხვავებით ტყვია იმდენად ტოქსიკურია, რომ „არ დადგენილა ტყვიიანი სისხლის უსაფრთხო დონე“.

მოკლედ, ტყვია ცუდია ჩვენთვის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მას სასარგებლო ფუნქცია არ აქვს ჩვენს სხეულში, მაინც ურთიერთობაში შედის სხვადასხვა რეაქციებთან და აფერხებს იმ რეაქციების გამომუშავებას, რაც ჩვენი სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისთვისაა საჭირო. საბოლოოდ — ტყვია რთულად მოსაშორებელია. ტყვიის ნახევარდაშლის პერიოდი სხეულში საკმაოდ გრძელია — სჭირდება კვირები სისხლში, თვეები რბილ ქსოვილში და წლები ძვლებში. და წლებში ვგულისხმობთ 2-3 ათწლეულს. მაინც ვის სჭირდება სათანადო ენზიმატური ფუნქცია..?

ბონუს ფაქტები:

  • ცნობისთვის, ზრდასრულების დაახლ. 94%-ის და ბავშვების 70%-ის სხეულში მოხვედრილი ტყვია რჩება ძვლებსა და კბილებში. ეს პოტენციურად კარგიცაა, რადგან ზიანის მიყენება მაშინ უფრო შეუძლია, როცა ის ჩვენს სისხლსა და რბილ ქსოვილშია — ვიდრე ძვალში. ეს იმის კიდევ ერთი მიზეზია, რატომ არიან ბავშვები ტყვიის მოწამვლის მიმართ მეტად მოწყვლადნი.
  • როგორც აღინიშნა, ძველმა ბერძნებმა და რომაელებმა იცოდნენ ტყვიის მომაკვდინებელ და საგანგაშო ეფექტებზე ადამიანის სხეულში, თუმცა ისინი კვლავ მოიხმარდნენ მას, რადგან იოლად მოსახმარი მეტალია, ჟანგგამძლეა და მკვრივია. რომაელები განსაკუთრებული სიხშირით მოიხმარდნენ ტყვიას წყლის მილებისა და ქვაბების დასამზადებლად. იულიუს კეისარის მთავარმა ინჟინერმა ვირტუვიუსმა როგორც აღნიშნა: „წყალი მიწისგან დამზადებულ მილებში უფრო ჯანსაღია, ვიდრე ტყვიის მილებში. როგორც ჩანს, ტყვია აზიანებს“.

 

კარლ სმოლვუდი

 

თარგმანი: ბექა ბუჩაშვილი

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

უპირობო ძირითადი შემოსავალი

70-იან წლებში კანადის პროვინცია მანიტობაში უჩვეულო ექსპერიმენტი წამოიწყეს —  ზოგ მოქალაქეს ფულს სახელმწიფო უპირობოდ ურიგებდა.  ქალაქ დოფინში, მაგალითად, ყოველ თვე მოქალაქეებს ეგზავნებოდათ ჩეკები, რათა გარანტირებული ჰქონოდათ უპირობო ძირითადი შემოსავალი. ამ ინიციატივის (Mincome) მიზანს წარმოადგენდა იმის ჩვენება, თუ რა მოხდებოდა ასეთი ინიციატივის დანერგვის შემთხვევაში. შეწყვეტდა ხალხი მუშაობას? გაფლანგავდნენ ფულს ღარიბები და მაინც სიღარიბეში გააგრძელებდნენ ცხოვრებას?

image

მუნიციპალიზმი და პოლიტიკის ფემინიზაცია

მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად იზრდება ინტერესი მუნიციპალიზმის მიმართ და განიხილება ნეოლიბერალური პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიად და დემოკრატიულ სისტემად. სამოქალაქო პლატფორმები, რომლებიც ესპანეთის დიდ ქალაქებს მართავენ, ასევე Ciudad Futura არგენტინაში, Indy Towns ბრიტანეთში და ქურთების დემოკრატიული კონფედერალიზმი მათი შეზღუდვების მიუხედავად ნათლად მიუთითებს ადგილობრივი მოქმედების ტრანსფორმაციულ პოტენციალზე. მუნიციპალიზმის ბოლო სამიტი „უშიშარი ქალაქები“ [Fearless Cities], რომელიც ბარსელონაში ჩატარდა და სადაც ყველა კონტინენტიდან, დაახლოებით, 100 მუნიციპალური პლატფორმა იყო წარმოდგენილი, მუნიციპალიმის გლობალური მოძრაობის ზრდის მკაფიო მაგალითია.

image

კლიმატის ცვლილება გენდერული პერსპექტივიდან

ქალები კლიმატის ცვლილების შედეგად ყველაზე დაზარალებულ ჯგუფად ითვლებიან, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უმცირესობაში არიან.

შემოგვიერთდით