იან გელი — სიცოცხლით სავსე ქალაქები

გამოქვეყნებულია: 10.Dec.2018

შეიტანა რა წვლილი კოპენჰაგენის, როგორც მსოფილიოში ყველაზე ქვეითმეგობრული ქალაქის იდენტობის შეძენაში, არქიტექტორი და მგეგმარებელი იან გელი განიხილავს იდეებს, გავლენებსა და კონცეპტებს, რამაც მისი ფილოსოფია და პრაქტიკები ჩამოაყალიბა.

მიკი ბრამერი: ხშირად ასოცირდებით იდეასთან, გახადოთ ქალაქები უფრო „ჯანსაღი“. რას გულისხმობთ ამ ტერმინით?

იან გელი: არც პირველი ვარ და არც ერთადერთი, ვინც აღნიშნავს, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში ქალაქებს ისე ვგეგმავდით, რომ ადამიანები არ ყოფილიყვნენ მასში ჩართულები. მთელი ცხოვრების განმავლობაში შეიძლება, აკეთებდე საქმეს, რომელიც წესით კუნთების მუშაობას მოითხოვს, თუმცა მოცემულ სიტუაციაში ამის გარეშეც ართმევდე თავს. ეს, რა თქმა უნდა, იქნა აღქმული რაღაც ძალზე საშიშად მთელი კაცობრიობისთვის.

მ.ბ.: როგორ შეუძლიათ ქალაქებს, თავი აღიდგინონ მოსახლეობის სიჯანსაღის სასარგებლოდ?

ი.გ.: ამჟამად გაეროს აქვს სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ყოველ ქალაქში მოსახლეობას ყოველდღიურად უნდა შეეძლოს რაც შეიძლება მეტი იაროს და ატაროს ველო. რა საკვირველია, შეგვიძლია, შევქმნათ ქალაქის გეგმა, რომელიც ხალხს წაახალისებს ისეთი რამეების კეთებისკენ, რაც მოითხოვს კუნთების გამოყენებას — სიარული, ველო ან ნებისმიერი რამ — რის შედეგადაც ისინი ყოველდღიურად ერთი საათი მსუბუქად ივარჯიშებენ, როგორც ეს რეკომენდირებულია. ეს არა მხოლოდ რამდენიმე წლით სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს ადამიანებს, არამედ ჯანმრთელობის უფრო იაფ სისტემასაც შემქნის — ხალხს ექნება ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და ნაკლებად იქნებიან დამოკიდებულნი საავადმყოფოებსა და წამლებზე. ჩემთვის ესაა ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ქალაქგეგმარება.

მ.ბ.: როგორც იცით, ახლახანს გამოვაქვეყნეთ „მსოფლიოს ყველაზე სიცოცხლუნარიანი ქალაქების ‘მეტროპოლისის’ სია“. ამ სახის კვლევებზე რა აზრის ხართ?

ი.გ.: ჩემი გამოცდილებიდან, მსგავს სიებს კარგი შედეგები მოაქვთ, რადგან ეს ქალაქები თავიანთ მარკეტინგში ამ გამარჯვებებს მაგრად იყენებენ, რაც თავიანთი თავით სიამაყეს ზრდის. ასევე მინახავს ბევრი ქალაქი, სადაც მიწვეული ვიყავი, როლმის მერიასაც სურს, მოხვდეს მსოფლიოს უჯანსაღეს ქალაქებში და მეკითხებიან ამის მისაღწევად რის გაკეთება ძალუძთ. მეც ვურჩევ, ამ ჯანსაღი ქალაქებიდან აიღონ მაგალითი, მაგრამ გაითვალისწინონ, რომ მათ მიერ გამოყენებული კრიტერიუმები შეიძლება კონკრეტულ ადგილებს მოერგოს მხოლოდ.

მ.ბ.: ანუ თქვენი აზრით რა არის ცოცხალი ქალაქის მთავარი საზომები?

ი.გ.: ამაზე აქ ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი. უბრალოდ ვიტყოდი, რომ, ზოგადად, ყველა ქალაქმა უნდა ეცადოს, გახდეს უფრო სიცოცხლისუნარიანი, მდგრადი და ჯანსაღი. მსოფლიოს ყველა ქალაქის საკრებულოს დღის წესრიგში ეს უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, სიცოცხლისუნარიანობას სხვადასხვანაირად განვმარტავთ, მაგრამ მდგრადობას და სიჯანსაღეს უფრო ზუსტი განმარტებები აქვთ. შესაბამისად, ამ ორის უზრუნველყოფით შევძლებთ სიცოცხლისუნარიანობაზე ზრუნვას.

მ.ბ.: როდის დაიწყეთ დიზაინზე, როგორც არა მხოლოდ შენობებსა და ადგილის დაგეგმვაზე, არამედ ქვეითზე ფოკუსირებულ პრაქტიკაზე ფიქრი?

ი.გ.: ეს ამბავი 50 წელზე დიდია. 1960-ში სასწავლებელი დავამთავრე. ეს იყო დრო, როცა საზოგადოებები მოიცვა მოდერნიზმმა და მოტორიზმმა. ბევრი რამ აშენდა და მანქანებისთვის ბევრი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ახალგაზრდა არქიტექტორი ვიყავი და ამ ტენდენციას ავყევი — მაგრამ შემდეგ ფსიქოლოგთან შევუღლდი. მოვაწყვე რამდენიმე შეხვედრა არქიტოქტორებთან და ფსიქოლოგებთან, სადაც ვსჯელობდით, რეალურად რა აბედნიერებდა ადამიანებს და რა იყო რეალურად საუკეთესო რამ, რის გაკეთებაც საზოგადოებისთვის შეგვეძლო. ეს იყო 50-წლიანი სწავლის დასაწყისი, თუ როგორ იყენებენ ადამიანები ქალაქს, ქუჩებს, საჯარო ადგილებს, და როგორ მუშაობენ საცხოვრებლი ადგილები. მალევე გამოვარკვიეთ, რომ ცხოვრებასა და ნაშენ ფორმას შორის ურთიერთობა საერთოდ არ იყო შესწავლილი.

ჯეინ ჯეკობსი ნიუ-იორკში იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აღნიშნა, რომ ტექნოკრატები იყვნენ გიჟები და თავიანთი დიდი გეგმების განხორციელებისას ავიწყდებოდათ ადამიანები. დავიწყე მას შემდეგ, რაც მან ცნობილ წიგნი — „ამერიკის ქალაქების სიკვდილი და სიცოცხლე“ დაწერა, მაგრამ მის შესახებ იმ დროს რეალურად არ მსმენოდა და მისი გავლენა არ მქონია. თუმცა გავლენა მოახდინა იმან, რაც ხდებოდა დანიურ საზოგადოებასა და სოციალურ მეცნიერებებში — ეს მოხდა უმალვე, როცა აღმოვაჩინე ნაშენი გარემოს გავლენა ჩვენს ქცევასა და კეთილდღეობაზე. სულ რაღაცას ვაშენებთ, ადამიანის ცხოვრების მდგომარეობა გავლენას ახდენს ამაზე, მაგრამ მგეგმარებელთა უმრავლესობას ეს არ გაეგება. თუმცა, ყოველ ჯერზე, როცა ქვას ვდებთ, ეს გავლენას ახდენს.

მ.ბ.: ყოველ სეზოზნზე ქუჩის სიცოცხლის კულტივირების მნიშვნელობაზე საუბრობდით, ანუ ცხელი ზაფხულიდან ჩრდილო ევროპის ყინვიანი ზამთრის ჩათვლით. დიზაინის რა სახის სტრატეგიებს და საჯარო პოლიტიკას შეუძლია ამის განხორციელება?

ი.გ.: ვფიქრობ, კარგი მაგალითია სტრატეგია „მეტროპოლისი ხალხისთვის“, რომელიც იმპლემენტირდა კოპენჰაგენის მერიის მიერ 2009-ში და რომელზე კონსულტაციაც გასწია ჩემმა კომპანიამ Gehl Architects-მა. მისი მიხედვით, კოპენჰაგენი მსოფლიოში საუკეთესო ქალაქი უნდა გამხდარიყო ადამიანებისთვის. სტრატეგიის ნაწილი იყო, გვქონოდა კარგი საჯარო სივრცეები, რაც ხალხს უბიძგებდა რაც შეიძლება მეტად ყოფილიყვნენ გარეთ, რადგან ეს მნიშვნელოვანია ქალაქის უსაფრთხოებისთვის, სოციალური ჩართულობისთვის და დემოკრატიისთვის. ძალიან ძლიერი ელემენტია ხალხის ქუჩაში გამოყვანასა და მათ შორის კავშირების გაბმის პოლიტიკაში. არ შეიძლება, ეკრანებს ვუსხდეთ და ყველაფრის პრივატიზაცია მოვახდინოთ. ისტორიის მანძილზე ქალაქი ადამიანებისთვის ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი ადგილი შეხვედრისთვის და ეს კვლავ ასე რჩება.

მ.ბ.: რამდენიმე ქალაქის კონსულტანტად მუშაობთ როგორც ნიუ-იორკში — ისე ჰობარტში, ტასმანიაში. როგორ მოარგეთ კოპენჰაგენში და ჩრდილო ქალაქებში განხორციელებული იდეები საზღვარგარეთულ კონტექსტებს?

ი.გ.: ეს მარტივია. მთელ მსოფლიოში კლიმატის, რელიგიის თუ კულტურის მიუხედავად, ერთი სახეობა ვართ. ვართ ჰომო საპიენსები, შევიქმენით მოსიარულე ცხოველებად და გვაქვს ბიოლოგიური ისტორია. გვაქვს მსგავსი შეგრძნებები და ერთნაირად ვკოცნით. ანუ საქმე ეხება ჰომო საპიენსისთვის კარგი ურბანული ჰაბიტატის შექმნას, რაც ეს არაა განსხვავებული ტოკიოსგან პატარა სოფელში ჩინეთში ან მოსკოვში ან ქრაისთჩერჩში ან ჰობარტში. ჩემს წიგნში Cities for People აღვნიშნავ, რომ კულტურებს შორის უფრო მეტია მსგავსება, ვიდრე სხვაობა, რადგან ერთი ჯიში ვართ.

მ.ბ.: არსებობს მისაბაძად კარგი საჯარო სივრცეები?

ი.გ.: სიენაში ტოსკანაში არის პიაცა დელ კამპო, 700 წლის. კარგი საჯარო სივრცის კრიტერიუმებიდან — 12 კრიტერიუმიანი სია, რომელიც მოცემული მაქვს Cities for People-ში, კამპოს 12 ქულა ეკუთვნის. ამიტომაცაა ასეთი ცნობილი, ასე უყვართ და 700 წელია შეაკეთებენ. როცა სიენას ახსენებ ეგრევე კამპოზე ლაპარაკობ, რადგან არაჩვეულებრივადაა გაკეთებული.

სხვა ქალაქი, რომელიც ძალზე მომწონს, არის ვენეცია, რადგან ხალხისთვის აშენდა და არასდროს გადაწყობილა მანქანებზე მოსარგებად. ამიტომ კვლავ შეგიძლიათ, ნახოთ მოსიარულე ხალხი ერთმანეთს რომ ესალმებიან. რაც მინახავს, ვენეციაში ყველაზე მეტს საუბრობენ. ჩემთვის ეს ძალიან ადამიანური ქალაქია, სადაც ხალხი ყველგანაა და ხალხის ხმა ყველგან ისმის განსხვავებით ჩიკაგოსგან, სადაც ყველგან მანქანის ხმაა.

მ.ბ.: საინტერსოა, რომ ესენი ძველი ადგილებია. გზას ავცდით?

ი.გ.: საიდუმლო არაა, რომ ქალაქს ყოველთვის ადამიანებისთვის ვაშენებდით, სანამ მანქანები შემოესეოდნენ ჩვენს ცხოვრებას. ძველი ქალაქების შესწავლით ბევრ შთაგონებას მიიღებ დევანდელი გამოსავლითვის — როგორ მოვუაროთ უფრო ადამიანებს, ვიდრე მანქანებს.

მ.ბ.: თქვენს კარიერაზე დაკვირვებით, დიზაინერობიდან ურბანულ პოლიტიკასა და კონსულტირებაში ჩართული საჯარო პიროვნებისკენ გადაუხვიეთ. რატომაა დიზაინერებისთვის მნიშვნელოვანი ამ როლების შესრულება? დიზაინის კონცეფცია უნდა განვავრცოთ?

ი.გ.: თავგამოდებით ვმუშაობდი, რომ მეკვლია, როგორია ცხოვრება ჩვენს შენობებში და როგორ გავლენას ახდენენ შენობები ამ ცხოვრებაზე. ფაქტიურად, ჩემი კვლევის უდიდეს ნაწილს უფრო ცხოვრებას ვუთმობ, ვიდრე შენობებს. ბევრი ჩემი არქიტექტორი კოლეგა მეუბნებოდა, დროს ვკარგავდი. მაგრამ რაც ორი სხვადასხვა მედალი ავიღე არქიტექტურაზე, მათ მოუხდათ „არქიტექტურის“ მცნების შეცვლა — ესაა არა მარტო ფორმა, არამედ როგორ იყენებ და როგორ ცხოვრებას ქმნის ის. ერთ-ერთი იყო დანიის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიიდან, სადაც ხელოვნების ძალიან მკაცრი განსაზღვრება აქვთ, მაგრამ შემდეგ მათ მოუწიათ კვლავგანესაზღვრათ ის ისე, რომ ასევე მოეცვათ ის, რასაც კაცობრიობისთვის ვაკეთებდი ჩემი კვლევებით. ეს ყველასთვის გარდამტეხი წერტილი იყო, რადგან ყველამ დაიწყო ფორმიდან ყურადღების გადატანა ფორმისა და ცხოვრების ურთიერთობაზე. რადგან თუ მხოლოდ ფორმას აკეთებ, ე.ი. აქანდაკებ, მაგრამ თუ ფორმისა და ცხოვრების ურთიერთობას დააკვირდები, არქიტექტურას აკეთებ.

მყავს ერთი კაი მეგობარი  — რიჩარდ სუეტი, რომელიც კონგრესმენი და არქიტექტორი იყო ამერიკაში. კოპენჰაგენში ამერიკელ ელჩადაც მოგვევლინა კლინტონის წლებში. ძალიან  დაინტერესებული იყო იმ ფაქტით, რომ ასე ცოტა არქიტექტორი იყო მერი ან მინისტრი ან ქალაქის საბჭოში ჩართული პოლიტიკოსი — მათი უმრავლესობა იჯდა მოკაზმულ კოშკებში და აქანდაკებდა. ამაზე დაწერა წიგნი — Design Diplomacy, სადაც ნათქვამია: «დიზაინერები ფლობთ ამხელა შემოქმედებით ძალას. გამოდით ამ მოპირკეთებული კოშკებიდან და გადით საზოგადოებაში. შეიტანეთ წვლილი მომავლის შენებაში. საზოგადოებას სჭირდებით.» რეალურად კოპენჰაგენში გვქონდა კონფერენცია, სადაც ვეძებდით ადამიანებს, რომლებიც არქიტექტორებიც და მერებიც ან არქიტექტორები და მინისტრები იყვნენ და ვეძებდით როგორ წარმატებებს აღწევდნენ.  არსებობს ერთი საინტერესო მაგალითი — კურიტიბას მერმა ბრაზილიაში ჟაიმე ლერნერმა, რომელიც იყო არქიტექეტორი, საოცრებები ქნა ქალაქისთვის. ჯერჯერობით კურიტიბა არის ერთ-ერთი სამხრეთ ამერიკული ქალაქი, რომელსაც საოცარი წინსვლა ჰქონდა.

მ.ბ.: რაც ქალაქები მჭიდროვდება დასავლური და ჩრდილო ევროპული გაკვეთილები კვლავ რელევანტურია?

ი.გ.: კი, რადგან ვერ ვხედავ მომავალში, რომ ჰომო საპიენსი არ იქნება ჰომო საპიენსი. ამ მთელ სურათს ვხედავ რაღაცად, რაც იწარმოებოდა ათასწლეულების განმავლობაში, სადაც ვცდილობდით, ურბანული საცხოვრისი მოგვეწყო ჰომო საპიენსისთვის. გრენლანდიაში ვიცხოვრებთ თუ სადმე ცხელ კლიმატში, ვეგუებით და აღმოვაჩენთ, მაგრამ ყველას მაინც მსგავსი მისწრაფებები გვაქვს. თუნდაც რომ უფრო მჭიდროდ მოგვიხდეს ცხოვრება და მანქანებზე უარი ვთქვათ, აღმოვაჩენთ, რომ უმთავრესი რამ  — რაც სულ ასე იყო წარსულში — არის, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ.

მიკი ბრამერი

 

თარგმანი: ბექა ბუჩაშვილი

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

ევო მორალესის გამოსვლა გაეროში 2019, ნაწყვეტები

ჩემ მიერ ნახსენები სტატისტიკები არის მხოლოდ ნაწილი ჩვენი დემოკრატიული და კულტურული რევოლუციის მიღწევებისა, რომელმაც ბოლივიას პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობა მოუტანა.

image

ვისი ბრალია ამაზონის ხანძარი?

დღეს ხანძრები ამაზონში ყოველწლიურად ჩნდება და მათთან გამკლავება რთულია. მიწათმესაკუთრეების მიერ ხანძრის განზრახ გაჩენა გავრცელებული პრაქტიკაა, რათა შემდეგ ტერიტორია ინდუსტრიულ საძოვრებად ან ყანებად გამოიყენონ. თუმცა ახალი ისაა, რომ ბოლსონაროს გაპრეზიდენტების შემდეგ ხანძრების რიცხვი 84%-ით გაიზარდა. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ის წინასაარჩევნოდ აგრობიზნესსა და ხის მჭრელ კომპანიებს დაჰპირდა, რომ ამაზონის ჯუნგლების მეტად ათვისების უფლებას მისცემდა. საქმე ეხება მილიონობით კვადრატულ მეტრ სივრცეს, მათ შორის აბორიგენი მოსახლეობის დაცულ ტერიტორიებს.

image

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტში (PDF)

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქართულ ფემინისტურ მოძრაობაში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი და მიმართულებაა. ამავდროულად, საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, ENPARD. ამ კონტექსტში მოცემული კვლევა (პოლიტიკის დოკუმენტი) მიზნად ისახავს, გამოავლინოს სოფლის მეურნეობაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერები და განვითარების პოლიტიკებში ამ საკითხის ინტეგრაციის შესაძლებლობები. კვლევის ფარგლებში ანალიზი განხორციელებულია ადამიანის უფლებების მიდგომისა და გენდერი და განვითარების მიდგომის გამოყენებით; კვლევა განხორციელდა თვისებრივი მეთოდების გამოყენებით. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გამოწვევები განხილულია ისტორიულ, გლობალურ და ლოკალურ ჭრილში, და კვლევის მიზნიდან გამომდინარე, დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტსა და გამოწვევებთან. ანალიზსა და კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით გავცემთ რეკომენდაციებს სახელისუფლებო ინსტიტუტებისთვის.

შემოგვიერთდით