მზად ხარ გაიაზრო, რომ კაპიტალიზმი რეალური პრობლემაა?

გამოქვეყნებულია: 20.Dec.2017

თებერვალში, ნიუ იორკში სოფრომის კოლეჯის სტუდენტმა თრევორ ჰილმა სატელევიზიო შეხვედრისას დემოკრატიული პარტიის ლიდერ ნენსი პელოზს მარტივი შეკითხვით მიმართა. მან წარმოადგინა ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის თანახმადაც ამერიკის 18-29 წლამდე ასაკის მოსახლეობის 51% მხარს აღარ უჭერს კაპიტალისტურ სისტემას და ჰკითხა ნენსი პელოზს შეეძლო თუ არა დემოკრატიულ პარტიას სწრაფი ცვლილებების მოხდენა შექმნილ რეალობაში მემარჯვენე ეკონომიკასთან ჭიდილის პირობებში.

პელოსი აშკარად დაიბნა. „მადლობა შეკითხვისთვის, მაგრამ სამწუხაროდ უნდა ვთქვა რომ ჩვენ კაპიტალისტები ვართ და ეს ჩვენი ერთადერთი გზაა“-თქვა მან.

თრევორ ჰილი არაა ცალსახად მემარცხენე. ის ახალგაზრდა და გამოუცდელია, თუმცა ენთუზიაზმით სავსე, ინფორმირებული. ხოლო რაც შეეხება პელოსს ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელმაც უარი თქვა ან ვერ გაართვა თავი გამოწვევას სტატუსკვოსთვის.

მხოლოდ ახალგაზრდა ამომრჩევლებს არ აურჩევიათ ეს გზა. 2015 წლის YouGov-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრიტანელების 64% კაპიტალიზმს უსამართლოდ მიიჩნევს და ფიქრობს, რომ შექმნილ რეალობაში უთანასწორობა იზრდება. აშშ-შიც კი ეს მაჩვენებელი 55%-ს სცდება. გერმანიაში 77% სკეპტიკურად უყურებს კაპიტალიზმს. ამავდრულად, კაპიტალისტურ ეკონომიკაში ჩართულთა ¾ კი მიიჩნევს რომ მსხვილი ბიზნესი კორუმპირებულია.

რატომ ფიქრობს ხალხი ასე? ალბათ იმიტომ არა, რომ ისინი უარს ამბობენ დღევანდელ ცხოვრებაში მატერიალურ სარგებელზე ან მათ სურთ დროში უკან დაბრუნება  და ცხოვრება საბჭოთა კავშირში. ეს იმიტომ, რომ ისინი აცნობიერებენ  შეგნებულად ან ნაწილობრივ, რომ არსებობს ფუნდამენტურად შესაცვლელი სისტემა, რომელიც ბუნებას და ადამიანებს ითრევს კაპიტალწარმოებაში და ეს მაჩვენებლები ყოველწლიურად ზრდადია.

ნათელი რომ გახდეს თუ რა არის კაპიტალიზმი ძირეულად შევხედოთ. ეს არის მთლიანი ჯამური გეგმა. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი შეუქცევადად იზრდება ყველგან, ყოველწლიურად, თუმცა ამ ზრდის ფონზე ვხედავთ, რომ სიღარიბე მცირდება ან ადამიანები უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები არიან? 1980 წლის შემდეგ გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი 630%-ით გაიზარდა და ამავდროულად გაიზარდა უთანასწორობა, სიღარიბე და შიმშილობა მსოფლიოს უამრავ ადგილას.

ჩვენ ასევე ვხედავთ ამ გეგმას იმ იდეაში, სადაც კორპორაციებს გააჩნიათ ვალდებულება, რომ გაზარდონ მათი პროდუქტის ღირებულება მათი აქციონერების წილებისთვის, რაც მათი მხრიდან ნებაყოფლობით ხელფასების ზრდას, გარემოს დაბინძურების შემცირებას და ა.შ. მკვეთრად ამცირებს.

უბრალოდ შეხედეთ ამერიკული ავიახაზების ბოლოდროინდელ საქმიანობას. ამ წლის დასაწყისში, დუგ პარკერმა სცადა მისი დაქირავებული თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდა, რათა აენაზღაურებინა „ძალიან ცუდი წლების დანაკარგი“.  მაშინ, როცა მან ხელფასების ზრდა დააანონსა, მისი კომპანიის აქციების ფასი 5,8%-ით დაეცა. ეს არ არის წარმოებისთვის ბეწვის ხიდზე გავლა, ეს რეალურად არსებობისთვს ბრძოლაა და საჭიროა რთული გადაწყვეტილებების მიღება. ამის საპირისპიროდ, სხვა ავიაკომპანიები მხოლოდ მოგებაზე ფიქრობდნენ. თუმცაღა შემოსავლების მიღება ინვესტორთა კლასის ბუნებრივ კუთვნილებად განიხილება. სწორედ ამიტომ გააკრიტიკა ჯეი მორგანმა ხელფასების ზრდა, ისევე როგორც, მუშებისთვის 1 მილიარდიანი ღირებულების ჯანმრთელობის დაზღვევა.

რაც მარტივად დასანახია აქ ისაა, რომ ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც დაპროგრამებულია როგორც მოგებაზე დაქვემდებარებული ცხოვრება.

ამის სანიმუშოდ, განვიხილოთ უზარმაზარ ფერმებში ქათმების ხელოვნურად გამრავლება, სადაც ისინი მიერთებული არიან მილებზე და ელექტროდებზე, ძალიან მცირე გალიებში მათ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოიმუშავონ მოგება ადამიანებისთვის. ან ავიღოთ მაგალითად გრინფილ თაუერის კატასტროფა ლონდონში, სადაც ათობით ადამიანი დაშავდა, რადგან სამშენებლო კომპანიამ ამჯობინა აალებადი პანელების დამონტაჟება 5000 ფუნტის დასაზოგად. და ასე გრძელდება უსასრულოდ, მოგება მართავს ცხოვრებას.

ეს ყველაფერი იმავე ღრმა ლოგიკას აგრძელებს. ეს იგივე ლოგიკაა, რომელიც ქმნიდა მოგებას მონებით ვაჭრობისგან, ეს ლოგიკა გვაძლევს გაუსაძლის სამუშაო პირობებს და ნავთობით დაბინძურებას და ესაა ლოგიკა, რომელსაც უკვე მივყავართ ეკოლოგიური კოლაფსისკენ და კლიმატის ცვლილებისკენ.

ამის გაცნობიერების შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ბრძოლის სხვადასხვა წერტილების ძებნა. ბევრი ადამიანი ამერიკაში იბრძვის ქისთონის მილსადენის წინააღმდეგ. ბრიტანეთში არიან ადამიანები, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის პრივატიზების წინააღმდეგ გამოდის. ინდოეთში ებრძვიან მიწის ნაკვეთების კომერციალიზაციას. ბრაზილიაში ებრძვიან ამაზონის ტყის განადგურებას. ჩინეთში იბრძვიან სიღარიბის დაძლევისთვის. ყველა ეს მოძრაობა იბრძვის მათი კუთვნილი უფლებების დასაცავად. მაგრამ ყველა ამ საკითხზე ფოკუსირებით ჩვენ ძირითადი ფუნდამენტური პრობლემის აღმოფხვრას რისკის ქვეშ ვაყენებთ. მთავარი მიზეზი კაპიტალიზმია და დროა მას სახელი დაერქვას.

დღევანდელ რეალობაში ადამიანები სწორედაც რომ იწყებენ ამის გაკეთებას და ეს მისასალმებელია. ისინი მოწყურებული არიან რაღაც განსხვავებულს. ზოგიერთისთვის ეს ნიშნავს სოციალიზმს. YouGov-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ 30 წლამდე ამერიკელთა უმეტესობისთვის სოციალიზმი უფრო მისაღებია, ვიდრე კაპიტალიზმი, რაც გასაკვირია ანტისოციალისტური პროპაგანდის ფონზე, რომელიც სოციალიზმს ბოროტებად წარმოაჩენს. მათთვის საკითხი მარტივად დგას: ისინი ხედავენ, რომ კაპიტალიზმი კაცობრიობის უმრავლესობისთვის არ მუშაობს და მზად არიან უკეთესი სისტემის ფორმირებისთვის.

როგორ უნდა გამოიყურებოდეს უკეთესი სამყარო? არსებობს მილიონობით იდეა. შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი ხედვების ცვლილებებით და პროგრესის შეფასებით. რობერტ კენედის ცნობილი სიტყვებია: „ერთიანი შიდა პროდუქტი არ აისახება ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე, განათლების ხარისხზე ან მათ ბედნიერებაზე ... გამორიცხავს ყველაფერს, რაც ღირსეული ცხოვრებისთვის გვესაჭიროება“.

ჩვენ შეგვიძლია ამის შეცვლა. ხალხს სურს, ჯანდაცვა და განათლება იყოს სოციალური სიკეთე და არა საბაზრო პროდუქტი, ამიტომაც საჯარო სიკეთე ხელთ უნდა გვქონდეს. ადამიანებს სჭირდებათ პროდუქტის ნაყოფი და ჩვენი პლანეტის ნაყოფიერება საერთო სარგებელში, ნაცვლად მცირე რაოდენობის უმდიდრესი ადამიანებისა. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ საგადასახადო კანონმდებლობა და წარმოვადგინოთ გადანაწილების ისეთი ზომების დანერგვა, როგორიცაა უნივერსალური საარსებო მინიმუმი. ადამიანებს სურთ იცხოვრონ იმ გარემოსთან ბალანსში, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი არსებობა. ამიტომაც ჩვენ შეგვიძლია ავაღორძინოთ აგროკულტურული მიმართულება, როგორც ეკვადორმა მოახერხა 2008 წელს, როცა აამოქმედა კანონი ეროვნულ საკონსტიტუციო დონეზე, რომლის მიხედვითაც „ბუნებას აქვს უფლება არსებობის, შენარჩუნების, დაცულობისა და მისი სასიცოცხლო ციკლების კვლავ წარმოქმნის“.

ამგვარ საზომებს შეუძლიათ კაპიტალიზმის დიდება ჩაასვენონ და ჩაანაცვლოს ის უფრო დაბალანსებული ლოგიკით, რაც აღიარებს მრავალ ფაქტორს ჯანსაღი და წარმატებული ცივილიზაციისთვის. თუ ამის მისაღწევად სისტემატიურად გადაიდგმება ნაბიჯები, კაპიტალიზმი ისტორიის სანაგვეზე მოხვდება.

არცერთი მათგანია რადიკალური. ჩვენი ლიდერები გვეტყვიან, რომ ეს იდეები მიზანშეუწონელია, მაგრამ რაც ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი არის არსებული სტატუსკვოს გაგრძელება. თუ ჩვენს პლანეტაზე უთანასწორობას და ჩაგვრას შევეგუებით სოციალური აფეთქება მოხდება. არჩევანი არის ცხადი და, როგორც ჩანს, ხალხის დიდი რაოდენობა იღვიძებს. ან ვიარსებებთ კაპიტალიზმის გარეშე ან საერთოდ არ გვექნება მომავალი.

თარგმანი: საბა გამყრელიძე

ასევე წაიკითხეთ:

image

4 თეზისი დეპრესიასა და რადიკალურ პრაქსისზე

დეპრესიას პოლიტიკური სახე აქვს. მაშინ, როცა მენტალური ჯანმრთელობის სერვისის დაფინანსება გამუდმებით მცირდება, თვითმკვლელობისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების სტატისიკა კი საგრძნობლად მატულობს, უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ დეპრესია არის იმ პოლიტიკური სიტუაციით განპირობებული მდგომარეობა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ბრიტანეთის კონტექსტში არსებულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რომელიც სახელმწიფოს დანახარჯების შემცირებასა და გადასახადების ზრდით ხასიათდებოდა, განაპირობა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დამყარებული  ტექნიკის შემუშავება იმ კატასტროფული მდგომარეობის გასამართლებლად, რაც ჯანდაცვისა თუ უმუშევრობის სფეროებში ვლინდებოდა. თავის ესსეში Good for Nothing მარკ ფიშერი წერს, რომ მთელი ჩვენი თაობა, კოლექტიურად იტანჯება გამოუსადეგრობის სინდრომით — რწმენით, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ღირებულება, ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც ამის საპირისპიროს ამტკიცებს, აღიქმება შეცდომად, არასწორ ვარაუდად. მესიჯი, რომელიც მუდმივად მყარდება მმართველი კლასის მხრიდან არის ის, რომ კლასობრივი სისტემა, რომელშიც ჩვენი მშობლები დაიბადნენ და ცხოვრება გაატარეს —  აღარ არსებობს,  რომ სოციალური მობილობა დღევანდელობაში ბევრად უფრო მოქნილი და მარტივია, შესაბამისად ერთადერთი ბარიერი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შეიძლება მხოლოდ საკუთარი თავი იყოს.  ჩვენ გამომწყვდეულები ვართ დაუკმაყოფილებელი სურვილების ტრაგიკულ ციკლში, რომელსაც კაპიტალი აწარმოებს; ჩვენ წარმოვადგენთ მოსახლეობას, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ჩაესმის მესიჯი, რომ ის არაფრისთვის ვარგა, თუმცა მაინც გამუდმებით არწმუნებენ, რომ შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი რამ, რაც მოესურვება.

image

ბიომორფული ურბანიზმი

მზარდი მოსახლეობა საჭიროდ მდგარადად განვითარების შესაძლებლობას უდიდესი გამოწვევის წინაშე აყენებს. ამ კომპლექსურ ამოცანას კლიმატის ცვლილების საფრთხეები უფრო ამძიმებს. მაგრამ ეს შეუძლებელი საერთოდ არაა. ბიომორფული ურბანიზმი გვთავაზობს ჩარჩოს ჩვენი ქალაქების გადააზრებისთვის სხვადასხვა დონეზე — ინდივიდების ყოველდღიური ცხოვრებიდან, მთელი რეგიონის და ეკო-სისტემების სიჯანსაღემდე. ეს კონცეფციები ნებისმიერი ზომის თემს შეიძლება, მოერგოს დაბებიდან და სოფლებიდან დაწყებული, მთავარი მუნიციპალიტეტებით და ახლადშექმნილი მეგა-ქალაქებით დამთავრებული.

image

ფინეთის წითელი ქალები

ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ფინეთის პრეზიდენტის საული ნინისტოს წინასაახალწო მილოცვაში ფინეთის 1918 წლის სამოქალაქო ომის ჯერაც მოუშუშებელ ჭრილობებზე საუბარი. 26 იანვრის საღამოს, ზუსტად 100 წლის წინ, „ჰელსინკის მუშათა სახლში“ წითელი შუქურა ენთო. შუქურა, რომელიც ფინეთის სოციალისტ წითლებსა და ნაციონალისტ თეთრებს შორის საზარელი დაპირისპირების შესახებ იუწყებოდა.

შემოგვიერთდით