ნაციონალიზმი ცუდი სიზმარივით უკან გვიბრუნდება

გამოქვეყნებულია: 20.Jul.2017

ერთზე მეტი საუკუნის წინ ფილოსოფოსმა ჯორჯ სანტაიანამ შეგვახსენა, რომ „მათ, ვისაც არ ახსოვთ წარსული, უეჭველად გაიმეორებენ მას.“

დღეს ამ სიტყვების სიცხადეში ვრწმუნდებით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოგზაურობისას დაკვირვებამ მანახა, რომ ყველა კონტინენტზე ნაციონალიზმი იზრდება, რაც ძლიერ მაშფოთებს. მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ გლობალური მიზანი იყო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურების წარმოქმნა, ევროკავშირის, ნატოს, გაეროსა და „ტრანს-წყნაროკეანეთის სავაჭრო პარტნიორობის“ მსგავსი ალიანსების შექმნა მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის მოსატანად.

ბევრ შემთხვევაში ამ მცდელობებმა გაამართლეს. როგორც არასდროს, დღეს მეტ ადამიანს აქვს საშუალება, საკუთარი ქვეყნის გარეთ იმოგზაუროს. გლობალურმა ინვესტიციებმა ღარიბ ქვეყნებს საშუალება მისცეს საგრძნობლად გაეუმჯობესათ საარსებო პირობები. ევროკავშირის მსგავსმა პოლიტიკურმა სტრუქტურებმა გამოიწვია ახალი ძლიერი ბაზრის შექმნა გლობალური ვაჭრობისთვის. ახალი კომუნიკაციები ახლა საზღვრებს ნანო-წამებში კვეთენ, რაც სამყაროს უფრო აახლოებს.

მაგრამ მსგავსი მიღწევებს სხვა რამეც მოყვა თან: ნაციონალიზმის კვლავ აღმასვლა მსოფლიოს გარშემო, რაც გამოიწვია გლობალიზაციის მიერ მოტანილმა დარღვევებმა.

ნაციონალიზმი ძლიერი ძალაა. ის წებოა, რომელიც ხალხს, გასაკუთრებით, რთულ დროებში, ერთმანეთში კრავს. ის აღმერთებს ქვეყნის კულტურას, ისტორიასა და რელიგიას. ის ქმნის ეროვნულ სიამაყესა და ძლიერების შეგრძნებას. ამასთან ერთად, ზოგჯერ ქმნის განტევების ვაცებს - ნამდვილს ან წარმოსახვითს. მაგალითად, ა.შ.შ-ში დღეს ყველაზე გავრცელებული რწმენა, რომ 2000-დან მოყოლებული ჩინეთი სამუშაოების დიდ ოდენობას გამოსძალავს ამ ქვეყანას, მართალი არ არის. მაკკინზის გლობალური ინსტიტუტის მიხედვით ამ საუკუნის პირველ ათწლეულში დაახლ. 6 მილიონიდან 700 000-მა ამერიკულმა სამრეწველო სამუშაოებმა ჩინეთში გადაინაცვლა. დანარჩენი 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისისა და ტექნოლოგიური წინსვლის შემდეგ, რომელმაც ბევრი სამუშაო მოსპო, შემცირებული მომხმარებლის გამო უბრალოდ გაქრა.

სამუშაოების გაქრობასთან ერთად, ალბათ, 2008-ის მსოფლიო ფინანსური კრიზისის უდიდესი გავლენა ისაა, რომ მან გააძლიერა მსოფლიო შეხლა გლობალიზაციის წინაშე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში წყლულდებოდა, და შემდგომში გახდა მსოფლიოს ნაციონალიზმისკენ ურყევი გადახრისკენ წამქეზებელი.

ბერლინის კედლის დაცემა რუსეთში, ბევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში დემოკრატიის დამკვიდრების შედეგით არ დასრულებულა — რასაც ბევრი მოელოდა. დღეს აზიაში ჩინეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ინდოეთში ახალი ლიდერები, ძირითადად, პოლიტიკური ნაციონალისტები არიან, რომლებიც ადგილობრივი ისტორიული ზარალების წინაშე დგანან, რომლებსაც ესაჭიროებათ შიდა სტრუქტურული რეფორმები. რა უნდა ითქვას ახლო აღმოსავლეთზე? მცირე გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით, ესაა რეგიონი, სადაც ეკონომიკური მარცხი და შესაძლებლობების ნაკლებობა აგრძელებს პოლიტიკური და რელიგიური ექსტრემიზმის ცეცხლზე ნავთის დასხმას, იწვევს დანარჩენი მსოფლიოს შეშფოთებასა და ტერორიზმს. და ა.შ.შ-ში პოლარიზებული პოლიტიკური და სოციალური დისკურსი და მოუწესრიგებელი ეკონომიკური პოლიტიკები უგულებელყოფენ მოქალაქეების დიდ სეგმენტს, რასაც მივყავართ ინსტიტუციების უნდობლობისკენ და, ზოგ შემთხვევაში, ერთმანეთის მიმართ კეთილმოსურნეობის არარსებობისა და უპატივცემულობისკენ.

ვხედავთ მთელ მსოფლიოში გლობალური ინსტიტუციები და სტრუქტურები როგორი დარტყმის ქვეშაა. ევროკავშირში ვხედავთ, რომ ხალხში კონტინენტური ერთიანობის განცდა სუსტია, ხალხი კვლავ უფრო მეტად მიიჩნევს საკუთარ თავს ჩეხად, იტალიელად ან პოლონელად — ვიდრე ევროპელად. ივნისში გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირიდან გასვლას ხმა მისცა, რასაც, სავარაუდოდ, ბევრი წევრი აუბამს მხარს. რუსეთში მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოქალაქე ამართლებს თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, ბევრს კვლავ ნოსტალგია აქვს საბჭოთა კავშირისადმი და მიიჩნევენ, რომ ქვეყნის ძალაუფლების მის საზღვრებს გარეთ გატანა მოსულია. Pew Research Center-ის თანახმად 2009-ში, ჯერ კიდევ ევროპაში ეპიკურ მიგრაციამდე, 13-14 ერი თანახმა იყო ევროპაში მიგრაციაზე სერიოზული შეზღუდვების დაწესებაზე. მიმდინარე მოვლენებმა მხოლოდ გაამწვავეს სიტუაცია. აზიაში ჩინეთის გაზრდილი ძალაუფლება მეზობელი ქვეყნებში მათ კეთილდღეობაზე ფიქრს და შფოთს იწვევს. ამ ყველაფერს კვლავ სანტაიანას სიტყვებისკენ მივყავარ — რომ გვახსოვდეს წარსული ან ვერ ავუაროთ გვერდი მის განმეორებას.

როცა ვფიქრობ უახლესი 30 წლის მსოფლიო მოვლენებზე დეჟა-ვუს შეგრძნება მაქვს. ეს გზა უკვე გამოვიარეთ. ეკონომიკურმა კრახმა და 1-ლი მსოფლიო ომის მძიმე ზავების შედეგად გამოწვეულმა პოლიტიკურმა არასტაბილურობამ 20 წლის შემდეგ ევროპაში ფაშიზმი გამოიწვია. ფაშიზმი იყო იდეოლოგია, რომელიც აღმერთებდა მილიტარიზმს, გმობდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და მათთან თანამშრომლობასა და ომს თვლიდა მისაღებ საშუალებად ეროვნული მიზნების მისაღწევად. ამ რწმენებმა პირდაპირ მე-2 მსოფლიო ომამდე მიგვიყვანა. სხვა ხელის შემწყობი იყო დიდი დეპრესია, როემლმაც მასიურად მოსპო ევროპისა და ა.შ.შ-ს ეკონომიკა, რამაც სიტუაცია გერმანიაში ნაცისტური ფაშიზმის, ხოლო იაპონიაში ძლიერი მილიტარიზმის გზას განუყენა.

არსებობენ ისინი, ვინც ამბობს, რომ ნაციონალიზმი კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის საჭიროა. მათი თქმით, ნაციონალიზმის მიზანია, ერის ყოველი მოქალაქე სხვა კრიტერიუმებთან ერთად გააერთიანოს ერთი კულტურის ქვეშ. ეს მიიღწევა ენის, განათლების, ლეგალური კანონების, მედიისა და სხვ. სტანდარტიზირებით. ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ ასეთ თემშია შესაძლებელი, იფუნქციონიროს თანამედროვე დემოკრატიამ;  რომ მსგავსი ეროვნული თემის გარეშე შეუძლებელია გვქონდეს დემოკრატიული დებატები.

რასაც ისინი ამბობენ, შეიძლება, ჰქონდეს მას რაღაც დადებითი მხარეც, მაგრამ არ შემიძლია, არ ვიფიქრო 30-იანების პოლიტიკურ ექსესებზე, პროტექციონიზმსა და ქსენოფოიურ აღმავლობაზე, რომლებიც იყვნენ ნაწილი ნაციონალისტური ტალღებისა, რომლებმაც 1-ლი მსოფლიო ომიდან მოყოლებული გადაუარეს მსოფლიოს. ის შედეგად დასრულდა იაპონიის მიერ მანჯურიაში შეჭრით, ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთში შეჭრით და იაპონიის მიერ პერლ ჰარბორის დაბომბვით, რომელსაც მოჰყვა ჰიროშიმას მოვლენები. სჯობს, დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე იმ მომენტში, როცა თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

 

ედ ფულერი

თარგმანი: ბექა ბუჩაშვილი

წყარო

ფოტოს წყარო 

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით