ახალი რეაქციონერები

გამოქვეყნებულია: 31.Dec.2017

ტრადიციულად, დომინანტური უმრავლესობა კულტურულ ჰეგემონიას მათ საწინააღმდეგოდ აღიქვამს, მიუხედავად განსხვავებული მაჩვენებლებისა.

ხორხე გალინდო

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ახალმა სივრცეებმა ჩამოაყალიბეს იდენტობა, რომელიც ტოტალურ დომინაციას გასულ საუკუნეებში ტოვებს. ამასთან დაკავშირებით, საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც ცდილობს თვითდამკვიდრებას, დაუძლეველ ბარიერებს აწყდება. ესენი არიან რეაქციონერები: თეთრკანიანი, ჰეტეროსექსუალი, საშუალო კლასის კაცები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ არსებული კულტურული და სოციალური ჰეგემონია მათ უფლებას აძლევს იყვნენ ისეთები, როგორიც უნდათ. თუმცაღა, სხვადასხვა ინდიკატორები გვაჩვენებს, რომ ეს მათ ჯერ კიდევ წარმატებით გამოსდით, აქვთ არჩევანი და ცხოვრობენ მათი ცხოვრებით.

იდენტობა ცვალებადი კონცეფციაა

მდიდარ ქვეყნებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობებში საკუთარი იდენტობის განსაზღვრა შედარებით მარტივია. ერთი შეხედვით, ირჩევთ ტიპიურ თვისებებს; ინერტულობისა და გაურკვევლობის შემთხვევაში ცვლი იმას, რაც დისკომფორტს გიქმნის, აძლიერებ სხვებს; ირჩევ ამოუწურავი სიმბოლური და კულტურული შესაძლებლობებიდან, რომელსაც გლობალიზაცია გვთავაზობს — ერთი სიტყვით, მარტივად გადაწყვეტ.

მაგრამ ეს ძალა საკმაოდ ილუზორულია. პირველ რიგში, არავინ იწყებს ცარიელი ფურცლიდან. მაგალითად, თუ ვიბადებით კაცის რეპროდუქციული ორგანოებით, მაგრამ თავს ვგრძნობთ და გვინდა, მივეკუთვნებოდეთ განსხვავებული გენდერის კატეგორიას, მოგვიწევს დამკვიდრებული ნორმების დაცვა, რაც არც ისე მარტივია. ეს არის რთული პროცესი, რომელიც ასევე მოიცავს დამატებით ხარჯებს და არანაირ სარგებელს. კიდევ ერთი მაგალითი: წარმოიდგინეთ, რომ ვიზრდებოდით რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, ახალგაზრდობის რაღაც ეტაპზე კი გადავბარგდით სხვა ქვეყანაში, სადაც კარიერისა და ახალი ცხოვრების დაწყებას ვაპირებთ. ამ შემთხვევაში ვართ ემიგრანტები. ეს წოდება უკვე ჩვენი იდენტობის ნაწილია — მოგვწონს ეს თუ არა, და უნდა შევეგუოთ ახალ პოზიციას. ჩვენ არ ვიქნებით ჩვენი რესურსების მაკონტროლებლები, თუ სად და როგორ მივმართავთ მას. სინამდვილეში ხშირად ვეჯახებით გადაულახავ ბარიერებს. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვერ ვსარგებლობთ შესაძლებლობებით, რომლითაც შევასრულებთ ჩვენსავე გადაწყვეტილებებს და ამით  ცხოვრების მიმართულებას თავადვე განვსაზღვრავთ. არსებობს სივრცეები და პირობები, რომელთა მიღწევაც სურვილისა და მცდელობების მიუხედავად შეუძლებელია. შედეგად, ხშირია იმედგაცრუება, ფრუსტრაცია, სხვების იდეოლოგიის ქვეშ მოქცევა და ინდეფერენტულობა. იდენტობის ინდივიდუალიზმის ჭრილში გადასვლას სოციოლოგები  „სტრუქტურას“ უწოდებენ.

ზოგი, შესაძლოა, გააკვირვოს ამ შეფასებამ, თუმცა ბევრისთვის, ალბათ, გასაგები იქნება. კონკრეტული იდენტობის განსაზღვრა, ხშირ შემთხვევაში, არის რთული პროცესი. ამაში ახალი არაფერია, უმრავლესობამ ეს ისედაც ვიცით ან ვხვდებით და განსხვავებული გზებით ვეჭიდებით.

არ იქნება გასაკვირი იმის აღმოჩენა (ბევრი, ალბათ, მათი ყოველდღიურობიდან იპოვის იმავე მაგალითებს), რომ არსებობს ადამიანების დიდი ჯგუფი, რომელთაც ადვილად წარმოუდგენიათ, იყვნენ ისინი ვინც უნდათ. ისინი მიხვდებიან, რომ მათ წინაშე გადაულახავი ბარიერებია და რომ სტრუქტურა მათ ეწინააღმდეგება, ეს მკაფიოდ უნდა ითქვას. ეს არიან ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც ასოცირდებიან როგორც თეთრკანიანი, ჰეტეროსექსუალი კაცები — საშუალო კლასი. ლოგიკურად, ყველა არა, მაგრამ უმრავლესობა ამ ხალხისა ამ თვისებების მატარებელია. მათთვის არსებობს დომინანტური სტრუქტურა, რომელიც არ აძლევს საშუალებას, იყვნენ ისეთები, როგორიც უნდათ რომ იყვნენ. ისინი არიან რეაქციონერები, რომელთაც ახალი სტატუსკვო აერთიანებს.

რეაქციონერები მიიჩნევენ, რომ კულტურული და სოციალური ჰეგემონია იმისთვის არსებობს, რომ მათი თავისუფლება შეზღუდოს. სინამდვილეში, რეაქციონერი, რომელიც წუხს შექმნილი ვითარების გამო (ნიშანდობლივია, რომ არა უმრავლესობა) მიიჩნევს, რომ უმცირესობებმა უკვე გაიმარჯვეს და ამის ფონზე ისინი არიან ჩაგრულები. მნიშვნელოვანია იმის დადასტურება, რომ დასავლური კულტურა კვლავაც დომინანტია გარკვეულ სამუშაო ადგილებზე კაცების პრივილეგიებითა და შერჩევით განსხვავებული კანის ფერის მიხედვით. იმის გარკვევა, თუ რა ბუნებრივია და რა - არა, როგორ უნდა იყოს რაღაცები, შეუძლებელია გაცნობიერება ამ ახალ მოჩვენებით ჰეგემონიაში.  ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის, რაც შეიძლება ითქვას მუდმივ ჩივილზე, რაც ნათლად აისახება თვითერისა და ფეისბუქის პროფილებზე, იუთუბზე და, რა თქმა უნდა, ამერიკული თუ ევროპული პარტიებისა და ლიდერების დისკურსებში.

პარადოქსი აშკარაა. სინამდვილეში ეს ილუზიაზე მეტია. თუმცაღა, ბევრი ინდიკატორი გვიჩვენებს, რომ ეს ასე არ არის, ჩვენ არ ვცხოვრობთ ახალი უმცირესობების ძალაუფლებაში. უფრო მეტიც, პრივილეგირებული ჯგუფები, რომლებსაც რეაქციონერები მიეკუთვნებიან, აგრძელებენ წარმატებისკენ სწრაფვასა და თვითდამკვიდრებას. თუმცა, დასავლურ საზოგადოებებში იგივე მაჩვენებლები უმცირესობების მდგომარეობაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში შედარებით გაუმჯობესდა. მოკლედ, თანდათან იხსნება ახალი სივრცეები იდენტობის ფორმირებისთვის, რომელიც გრძელი გზაა და უფრო რთული, ვიდრე, თუნდაც, გასულ საუკუნეში.

დომინანტურ კლასებში ინტეგრირებული კულტურული სტრუქტურის ჩამოყალიბება ალტერნატივაა, რომელიც მათ პირდაპირ, თანდათანობით აპოვებინებს სივრცეებს და მისდევს მეტნაკლებად კლასიკურ კონფლიქტურ სტრუქტურას, რომლის საბოლოო შედეგი უნდა იყოს ერთი ჰეგემონიის მეორეთი ჩანაცვლება. ზოგისთვის ეს პროცესი ერთგვარი სიცხადეა ერთფეროვნებასა და პლურალიზმს შორის. წითელი თეორია მრავალფეროვნების თეორიის წინააღმდეგ - შეიძლება, ასეც ითქვას.

ეს დებატები ასევეა რეაქციონერთა შორის. მათთვის უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, ან, შესაძლოა, ოცი-ოცდაათისაც, ახალი ჰეგემონია თავს იყო მოხვეული, როგორც სტრუქტურული იდენტობის შექმნის მცდელობა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აღიარებენ, რომ იდენტობა კონსტრუირდება მხოლოდ კონფლიქტებში. ამიტომაც ისინი თავს „არასწორად“ იცავენ. როგორც ჩანს, ამბობენ: „თუ ეთანხმებით ჰეტეროდოქსიას (ანტიორთოდოქსია), რატომ გეშინია დისკურების, რომელიც არ შეესაბამება თქვენს იდენტობას? რატომ არ უშვებ განსხვავებულ იდენტობებს?“

კულტურული ომები, რომლებზეც საჯარო დებატებში საუბრობენ, პირველ რიგში, 90-ანების ამერიკა და, შემდეგ უკვე, მთელი დასავლეთი ნახევარსფერო შეიძლება იყოს მაგალითი მეორე ჰიპოთეზის  სასარგებლოდ. კულტურული ომები დამთავრდა, თუმცა არსებობს ფრონტის სხვა ხაზები, როგორიცაა: ქალის სხეული, სკოლები და საგანმანათლებლო მასალა, დებატები უნივერსიტეტების კამპუსებში.

სინამდვილეში, თუ იდენტობის ჩამოყალიბება ვერ იქნება განცალკევებით სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურებისგან, რთული წარმოსადგენია მისი კონფლიქტს გარეთ არსებობა. ჰიპოთეტურად იდელურ მომავალში, სადაც ყველას შეუძლია თვითრეალიზება, ბედნიერად ყოფნა და ინდივიდუალური არჩევანის საშუალება, იდენტობა კულტურული ომების გარეშე არ იარსებებდა. კულტურა არის მუდმივი ბრძოლის ველი.

მაგრამ, ამავდროულად, რთული წარმოსადგენია საზოგადოებები, სადაც ადამიანების გარკვეული ჯგუფები არ კარგავენ და სხვა ჯგუფები არ იღებენ სივრცეებსა და თავისუფლებას. ეს რომ ასე არ ყოფილიყო აღარ წარმოიშობოდა ახალი იდენტობები. მოგვწონს თუ არა ეს, როგორც ჩანს, კონფლიქტი არის იდენტობის მთავარი მაწარმოებელი.

თარგმანი: საბა გამყრელიძე

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

საყოველთაო საბაზისო შემოსავალი

70-იან წლებში კანადის პროვინცია მანიტობაში უჩვეულო ექსპერიმენტი წამოიწყეს —  ზოგ მოქალაქეს ფულს სახელმწიფო უპირობოდ ურიგებდა.  ქალაქ დოფინში, მაგალითად, ყოველ თვე მოქალაქეებს ეგზავნებოდათ ჩეკები, რათა გარანტირებული ჰქონოდათ საყოველთაო საბაზისო შემოსავალი. ამ ინიციატივის (Mincome) მიზანს წარმოადგენდა იმის ჩვენება, თუ რა მოხდებოდა ასეთი ინიციატივის დანერგვის შემთხვევაში. შეწყვეტდა ხალხი მუშაობას? გაფლანგავდნენ ფულს ღარიბები და მაინც სიღარიბეში გააგრძელებდნენ ცხოვრებას?

image

რატომ ვნებს ტყვია ადამიანებს

ადამიანები ტყვიას სხვადასხვა პროდუქტში უკვე 8000 წელია იყენებენ (ჩვენთვის, როგორც ცნობილია, პირველად მისი მოპოვება 6500 წ-ს ქ.შ-მდე დაიწყეს ანატოლიაში), ამიტომაც გაგიკვირდებათ თუ გაიგებთ, რომ მხოლოდ დაახლ. 150 წ-დან ქ.შ-მდე გახდა ცნობილი, რომ ტყვია საშიშია და მასთან თამაში არ ღირს, როცა ადამიანის სხეულზე მისი გავლენა ცნობილმა ბერძენმა ფიზიკოსმა ნიკანდროს კოლოფონელმა შეისწავლა. ნიკანდროსმა ეს მეტალი „მომაკვდინებლადაც“ კი აღწერა. მან თავის ნაშრომში „ალექსიფარმაკა“ განვრცობით დაწერა ადამიანის სხეულზე მისი საზიანო ეფექტების შესახებ.

image

მუნიციპალიზმი და პოლიტიკის ფემინიზაცია

მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად იზრდება ინტერესი მუნიციპალიზმის მიმართ და განიხილება ნეოლიბერალური პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიად და დემოკრატიულ სისტემად. სამოქალაქო პლატფორმები, რომლებიც ესპანეთის დიდ ქალაქებს მართავენ, ასევე Ciudad Futura არგენტინაში, Indy Towns ბრიტანეთში და ქურთების დემოკრატიული კონფედერალიზმი მათი შეზღუდვების მიუხედავად ნათლად მიუთითებს ადგილობრივი მოქმედების ტრანსფორმაციულ პოტენციალზე. მუნიციპალიზმის ბოლო სამიტი „უშიშარი ქალაქები“ [Fearless Cities], რომელიც ბარსელონაში ჩატარდა და სადაც ყველა კონტინენტიდან, დაახლოებით, 100 მუნიციპალური პლატფორმა იყო წარმოდგენილი, მუნიციპალიმის გლობალური მოძრაობის ზრდის მკაფიო მაგალითია.

შემოგვიერთდით