ნეო-ფაშისტური აქტივიზმის ზრდა ევროპაში

გამოქვეყნებულია: 29.Jan.2017

მიუხედავად იმისა, რომ ნეო-ნაცისტური ორგანიზაციების ფორმალური დაჯგუფებები მცირდება, მათი აქტივისტური საქმიანობების მასშტაბი სულ უფრო იზრდება.

ნეო-ნაცისტური საქმიანობა და იდეოლოგია უფრო და უფრო გავრცელებული ხდება ევროპულ მეინსტრიმ საზოგადოებაში. რასიზმის წინაამდეგ მებრძოლმა ევროპულმა ქსელმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც ბოლო წლებში ნეო-ნაცისტური აქტივიზმი შვედეთშიც გაიზარდა.

შვედური ანტირასისტული ორგანიზაცია Expo წლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ იმ დროს, როცა ნეო-ნაცისტური ორგანიზაციების ოფიციალური რაოდენობა კლებულობს, მათი საქმიანობა ინტენსიურად იზრდება. 2013 წელი მათი პროპაგანდის გავრცელებით რეკორდულიც კი იყო.

«ეს არის წარმოუდგენელი ზრდა. მხოლოდ რამდენიმე წლის განმავლობაში, მხოლოდ ბოლო 3 წელიწადში ეს თითქმის გაორმაგდა. ასეთი აქტიური ჩართულობა მანამდე არ გვინახავს. ეს არაა შემაშფოთებელი მხოლოდ შვედეთისთვის, ეს უნდა იყოს შემაშფოთებელი ყველასთვის, რომ მიმდინარეობს ნაცისტური ჯგუფების მხრიდან პროპაგანდის წარმოება», ამბობს Expo-ს მკვლევარი ანა-სოფია ქენსელი.

ქენსელი ამას იმ ფაქტს მიაწერს, რომ შვედეთში გასულ წელს არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგების მიხედვით ანტიიმიგრაციული პარტია «შვედეთის დემოკრატები» ქვეყნის სიდიდით მესამე პარტია გახდა ამომრჩეველთა ხმების 13%-ით. ხოლო «შვედური პარტია», რომელიც ნეო-ნაცისტური იდეოლოგიის მატარებელია, მიუხედავად იმისა, რომ დამარცხდა, მათ საზოგადოების აზრზე გავლენა მაინც მოიპოვეს.

«მათი გარკვეული ცნობადობის ზრდა მოსალოდნელიც იყო, ძირითადად გასული წლის არჩევნების საფუძველზე შვედურმა პარტიამ 10000 ხმა მიიღო და მიზნად ისახავდნენ 10 წარმომადგენელს პარლმენტში. ისინი დამარცხდნენ, მაგრამ დაფიქსირდნენ და გაზარდეს მათი ცნობადობა საზოგადოებაში», ამბობს ქენსელი.

«ვფიქრობთ, რომ ახლა ჩვენ გვყავს მემარჯვენე პარტია «შვედეთის დემოკრატები» პარლამენტში, რაც სხვა რადიკალ მემარჯვენე ორგანიზაციებს საქმეს უადვილებს და  რომ მათ უფრო მარტივად შეეძლებათ მათი იდეოლოგიის გავრცელება».

საშუალოდ, ნეო-ნაცისტური პროპაგანდის სხვადასხვა სახით საქმიანობა გამოიხატებოდა დღეში 7-8 აქტივობით, ნათქვამია ანგარიშში. საერთო ჯამში, რიგი ღონისძიებებისა გაიზარდა 23%-ით, 2013 წელს დაფიქსირებული 2334 ინციდენტიდან 2014 წელს უკვე 2864 შემთხვევამდე. ამ საქმიანობის უდიდესი ნაწილი არის ამ ჯგუფების მიერ ფლაერების გავრცელება, ხატავენ გრაფიტებს შენობებზე, მიმართავენ ქუჩის არტს, როგორც წესი, ღამით.

თუმცა, ამის ფონზე ასევე შემაშფოთებელია ნეო-ნაცისტების თავდასხმების ზრდა შვედეთში. 2014 წლის აპრილში, 25 წლის წარმოშობით ირანელი მამაკაცი შოვან შათაქი თავდასხმის ობიექტი გახდა ოთხი ნეო-ნაცისტის მხრიდან ქალაქ მალმოში, ხოლო აგვისტოში სამი პოლიციელი დაშავდა სტოკჰოლმში აქციის ნეო-ნაცისტი მონაწილეებსა და ანტირასისტი დემონსტრანტების შეტაკების დროს.

ქლერ ფერნანდესი, ევროპული ანტირასისტული ქსელის ვიცეპრეზიდენტი, აღწერს ზოგად მდგომარეობას ევროპაში, როგორც «ძალიან სამწუხარო»-ს და ამბობს, რომ სანამ ნეო-ნაცისტების ფორმალური ჯგუფების რაოდენობა მცირდება, საერთო ძალადობრივი ქმედებები იზრდება.

ფერნანდესს მაგალითად მოჰყავს გერმანია. 2014 წელს გერმანიაში ნაციონალისტების (რადიკალი მემარჯვენეების) 22000 მხარდამჭერი იყო, აქედან 5400 განსაზღვრული იყო, როგორც ნეო-ნაცისტი გერმანული დაზვერვის მონაცემების თანახმად. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელთან შედარებით ეს ციფრი 30%-ით არის შემცირებული, ფერნანდესი ამბობს, რომ ეს მხოლოდ ოფიციალურ ჯგუფებს ეხება.

«ნეო-ნაცისტური აქტივიზმისა და ძალადობის ზრდას ჩვენ ნამდვილად ვხედავთ. ნეო-ნაცისტურ ჯგუფებს აქვთ მეტი ხილვადობა და ონლაინ მხარდაჭერა საზოგადოებაში და ჩვენ ვხედავთ მზარდ აქტივიზმს მეინსტრიმ საზოგადოებაში. ჩვენ ვხედავთ, რომ გერმანული ანტი-იმიგრანტული ჯგუფი Pegida, რომელსაც კავშირები აქვს ნეო-ნაცისტებთან, ისინი უფრო მისაღებად აღიქმებიან იმიტომ, რომ აქვთ მაღალი ხილვადობა».

«არსებობს ისლამოფობიის მესიჯების მკაფიო არტიკულაციები, ანტიიმიგრანტული რიტორიკა და მაღალი ხილვადობა ევროპის დაცვის აქტივიზმისა და ქრისტიანული ფასეულობების ზრდისა მეინსტრიმ საზოგადოებაში» - აგრძელებს ის.

გერმანიაში ნეო-ნაცისტების თავდასხმები უფრო მეტად მიმართულია ებრაელებზე, ვიდრე მუსლიმებზე. გერმანიის პარლამენტში წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, 2013 წელს მომხდარი 31 ანტისემიტური ნიშნით თავდასხმა ჩადენილი იქნა უცხოელის გარეგნობის გამო, ხოლო დანარჩენი 26 სხვა ტიპის თავდასხმას მიეკუთვნება. სულ იმავე წელს მომხდარი 1275 ინციდენტიდან 1218 ინციდენტის შემთხვევაში პასუხისმგებლები იყვნენ ნეო-ნაცისტები.

2013 წლის სექტემბერში ნეო-ნაცისტურმა ჯგუფმა ბერლინში რაიხსტაგის შენობას ცეცხლი მოუკიდა. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა, ჯერ კიდევ დაუდგენელმა პირმა ადგილზე დატოვა უკიდურესი მემარჯვენე ფაშისტური იდეოლოგიის ფლაერები.

ერთერთი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბერძნებს აქვთ ძალიან მკაფიო ინფორმაციის ნაკლებობა და დაბალი ცნობიერება ჰოლოკოსტის შესახებ და უმეტესობა მათგანი გამოირჩევა ანტი-სემიტური შეხედულებებით. მათ შორის ყველაზე შოკისმომგვრელი დასკვნა ის იყო, რომ გამოკითხულთა 65% დაეთანხმა შეხედულებას, რომ «ებრაელები იყენებენ წამების იმავე მეთოდებს პალესტინელების მიმართ, რასაც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელები იყენებდნენ ებრაელების მიმართ». გამოკითხულ ბერძენთა 90%-ს სჯერა, რომ ებრაელები ფლობენ ზედმეტად ბევრ გავლენას საერთაშორისო ბიზნესში და მედიაში.

თარგმანი: საბა გამყრელიძე

წყარო

 

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით