ჰიდრო-ენერგია არ ითვლება სუფთა ენერგიად

გამოქვეყნებულია: 24.Oct.2016

ჰესების მშენებლობის ოპონენტები დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან მდინარეების ბუნებრივ დინებებში ბარიერების ჩადგმას. ისინი ამტკიცებენ, რომ ჰესები საფრთხეში ჩაგდებულ თევზებს ხელს უშლიან გადაადგილებაში, ცვლიან ეკოსისტემებს და რისკის ქვეშ აყენებენ ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს.

მკვიდრი ამერიკელები, მეთევზეთა გაერთიანებები და გარემოს დამცველები ამ არგუმენტებს იყენებდნენ, რომ კლამატის მდინარეზე განლაგებული ოთხი ჰესის მუშაობა შეეჩერებინათ. ეს მდინარე ორეგონის შტატის სამხრეთ დასავლეთიდან  კალიფორნიის სანაპირომდე ჩაედინება. მაგრამ, რადგანაც 2020 წლისთვის კალიფორნიას დაევალა  შტატში 25%-ით  შეამცირებინა ნახშირორჟანგის გამოყოფა, კლამატის ჰესის საკითხი კვლავ წამოიჭრა სუფა ენერგიის მიღებისთვის გამართულ დებატებში. ბილ ფერმანმა, PacifiCorp-ის, ჰესების მფლობელი კომპანიის,  პრეზიდენტმა  განაცხადა, რომ ჰესების ენერგიის ჩანაცვლებას «შესაძლოა გარემოში ნახშირორჟანგის გამოყოფის გაზრდა მოყვეს».

ამასთანავე, საზღვარს მიღმა კანადაში ჰიდრო-ქვებექი, მსოფლიოში უდიდესი ჰიდრო-ენერგიის კომპანია, ამტკიცებს, რომ «სხვა ენერგიის გამომუშავების   საშუალებებთან შედარებით ჰიდრო-ენერგიის წარმოებას ძალიან მცირე ოდენობით სათბურის გაზის გამოყოფა მოჰყვება, ამიტომაც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში მას დიდი წვლილი აქვს».

იქნებ ასე არაა. მეთანის შესახებ ბოლოდროინდელი ანგარიშების მიხედვით ჰესები სულაც არ არიან ნახშირორჟანგის მიმართ ნეიტრალურნი.

ივან ლიმას და მისი კოლეგების მიერ ბრაზილიის ეროვნული ინსტიტუტიდან მსოფლიოს კვლევებში  ახლახანს გამოქვეყნებული მიახლოებითი გამოანგარიშების მიხედვით მსოფლიოს 52 000 უდიდესი ჰესი გამოყოფს 104 მილიონ მეტრულ ტონა მეთანს ყოველწლიურად. თუ ლიმას გამოთვლები სწორია, მაშინ ჰესების წილი ადამიანების აქტივობებიდან, რომლებსაც  დათბობის ეფექტი აქვთ,  4 პროცენტია – და ადამიანებთან დაკავშირებული მეთანის გამოყოფის ყველაზე დიდი წყაროც გამოდის.

როგორც ლიმა აცხადებს, თუ მეთანი, რომელიც თავისუფლდება რეზერვუარების ზედაპირებიდან და ტურბინებიდან, მიიღება სათვალავში ინდოეთის სათბურის გაზის მაჩვენებელი 40 პროცენტით გაიზრდზება ვიდრე ეს ახლანდელ ოფიციალურ ანგარიშშია მითითებული. მაგრამ თუმცა ინდოეთი ერთ-ერთი პირველია ჰაერის დამაბინძურებელთა შორის, როგორც განვითარებად ქვეყანას არ ეკისრება გამონაბოლქვის შემცირება და ჯერ კიდევ უნდა გამოიანგარიშოს გამოყოფილი მეთანის რაოდენობა 4500 ჰესიდან. ეს კი პრობლემაა, რადგან მეთანი, როგორც ნახშირორჟანგი, ატმოსფეროში დიდხანს ვერ ძლებს, მისი სითბოს შეკავების პოტენციალი 25-ჯერ მეტია.

 

მბრუნავი დისკუსია

ლიმა არ არის ერთადერთი ვინც ეჭვობს, რომ ჰესების გამონაბოლქვი შესაძლოა ისეთივე საზიანო იყოს კლიმატის ცვლილების კუთხით, როგორც წიაღისეული საწვავით მომუშავე სადგურები. 2004 წელს ფილიპ ფერნსაიდმა, ეროვნული ინსტიტუტიდან ამაზონის კვლევებში,  აღნიშნა, რომ ჰესებში წყლის დიდი წნევით განმუხტვის დროს შესაძლოა უზარმაზარი მეთანის ტალღების წარმოქმნა, ეს პროცესი ინდუსტრიაში ცნობილია როგორც „დეგაზირება“.

პრობლემა ჰესებთან ისაა, რომ  როცა თავიდაპირველად  ტერიტორია წყლით ივსება ორგანული ნივთიერებები აქ იჭედება, უფრო მეტი კი შემდეგში ირეცხება ან მოგვიანებით ზრდას განაგრძობს. ტროპიკულ ზონებში, როგორიც ბრაზილიაა, ეს ნივთიერებები სწრაფად ლპება და მეთანად ან ნახშირორჟანგად გარდაიქმნება.

მაგრამ თუ რამდენად დიდ პრობლემას ქმნის - ეს განსჯის საგანია. კამათი ამ საკითხზე მიმდინარეობს ჰიდრო-ქვებექთან და ბრაზილიის ელექტრობრასთან, მსოფლიოს უდიდეს ჰიდრო-ენერგო კომპანიებთან დაკავშირებულ მკვლევარებსა და რამდენიმე პატარა დამოუკიდებელ ჰიდროლოგების ჯგუფს შორის.

ფერნსაიდის მიხედვით თუ დეგაზირებისას გამოყოფილი გამონაბოლქვი იქნება ფაქტორიზირებული ბრაზილიის რამდენიმე ჰიდრო-ენერგიის სადგურში, მაშინ ისინი უფრო მეტ მონაწილეობას მიიღებენ გლობალურ დათბობაში ვიდრე მათი წიაღისეული საწვავით მომუშავე ასლები.  უფრო ზუსტად, ფერნსაიდი აცხადებს, რომ მათი არსებობის პირველ დეკადაში ეს ჰესები 4-ჯერ მეტ ნახშირორჟანგს გამოყოფენ ვიდრე წიაღისეული საწვავით მომუშავე სადგურები, რომლებიც იმდენსავე ენერგიას გამოიმუშავებენ.

ფერნსაიდის განცხადებებმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ლუის პინგუელი როსა, რომელიც Electrobras-ში მუშაობდა, ახლა კი რიო დე ჟანეიროს ფედერალურ უნივერსიტეტში მუშაობს, ამტიკიცებდა, რომ ფერნსაიდმა მეცნიერული შეცდომები დაუშვა, იმასთან ერთად, რომ ვერ მოახერხა დეგაზირების პროცესის გაგება და რომ გამონაყოფების ხარისხი გააბუქა.

როსა ამტკიცებდა, რომ ფერნსაიდმა  გამოთვლების ექსტრაპოლირება მოახდინა, მონაცემებიდან რომელიც ფრანგული გუიანის  ჰესიდან - Petit Saut აიღო,  რეზერვუარის შექმნიდან პირველ წლებში, როცა ორგანული ნივთიერებების დაგროვება ანუ მეთანის გამოყოფა მაქსიმალური იქნებოდა. პატრიქ მაკქული, ბერკლის აღმასრულებელი დირექტორი, კალიფორნიაში დაფუძნებული მდინარეების  საერთაშორისო  ქსელიდან, ამბობს, რომ ერთ-ერთი ძლიერი უთანხმოების საგანი რეზუარვუარების გამონაყოფების მკვლევარებს შორის, არის თუ როგორ უნდა განისაზღვროს ბადეების გამონაყოფის ოდენობა.

Fizzy Science-ის ერთ-ერთ ბოლო  გამოცემაში  მაქკული აჩვენებს, რომ მთავარი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ რეზერვუარის მიერ სათბურის გაზის გამოყოფაზე არის წყლის დონის რყევა, წყლის მცენარეების ზრდა და ლპობა, ჩამორეცხილი ბიომასისა და ქანების დეკომპოსტირება, ზედაპირზე მობუყბუყე მეთანის რაოდენობა და მის შიგნით დიფუზირებული ნახშირორჟანგის რაოდენობა.

ვიდრე დისკუსია მეთანის გამოყოფასთან დაკავშირებით გრძელდება, ჩრდილოეთის  რეგიონებში, როგორიც ქვებექია, სადაც ტორფიანი მიწაა და ასევე  ჩინეთსა და ინდოეთში უამრავი ახალი ჰესის აშენება იგეგმება, სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები დანი ქულენვალდი და დევიდ ვიქტორი ამ პრობლემის შესწავლის საჭიროებაზე ამახვილებენ ყურადღებას.

ჰესებიდან მეთანის გამოყოფის საკითხი არ დამგდგარა ა.შ.შ-ს ზომიერი ჰავის რეგიონებში, თუმცა დიქსონი ამატებს, რომ «ეს რჩება დიდ პრობლემად მსოფლიო ბანკისთვის». თუმცა მსოფლიო ბანკი საკუთარი ინვესტიციების ნუსხაში ცნობს მიზანს სათბურის გაზის პრობლემის მოგვარებისთვის და უფრო ნაკლებ ჰესებს აფინანსებს ვიდრე აქამდე. ამისთვის ყოველწლიურად მაინც გამოყოფს ათობით მილიონებს, და არაა ცნობილი თუ ექცევა ყურადღება  მეთანის გამოყოფის საკითხს, როცა პროექტების შერჩევა ხდება.

მსოფლიო ბანკის ყოფილმა დირექტორმა პოლ ვოლფოვიჩმა საჯაროდ გაუსვა ხაზი სუფთა ენერგიის მნიშვნელობას, თუმცა ახლანდელი ბანკის დირექტორის, რობერტ ზოელიკის პოზიცია კლიმატის ცვლილებასთან მიმართებაში ნათელი არ არის.

ქალენვალდი ამბობს, რომ ის და მაკქული,  მდინარეების საერთაშორისო ქსელიდან, ასაბუთებენ  IPCC-ის (სახელისუფლებათშორისო პანელი  კლიმატის ცვლილებზე) მიერ  ახალი განსაკუთრებული პროექტის დაწყების საჭიროებაზე, თუმცა გეოპოლიტიკოსების მიერ ეს ცდა უკუიგდება. 2006 წელს გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების კონფერენციაზე კენიის დედაქალაქ ნაირობიში მაკქული სთავაზობდა  IPCC-ის წარმომადგენლებს კვლევას ჰესებსა და მეთანზე, თუმცა მას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

«მათ თქვეს რომ, ისინი ვერ შეძლებდნენ განსაკუთრებული ანგარიშის შექმნას, რადგანაც ამას ბევრი თანხმობა დასჭირდებოდა და ბრაზილია, რომელიც პოლიტიკურად ძალიან ძლიერია, ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ისევე როგორც ინდოეთი» - ამბობს მაკქული. «თუმცა IPCC-ის წევრები დაეთანხმნენ პრობლემის შესწავლის საჭიროებას და შემდეგი ანგარიში განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ იქნება მომზადებული. მათ ვერბალური თანხმობა გამოთქვეს მეთანის გამოყოფის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, თუმცა ამას შესაძლოა წლები დასჭირდეს».

სხვა კლიმატთან დაკავშირებულ ორგანოებს უკვე დაეკისრათ პასუხისმგებლობა ყურადღება მიადევნონ ჰესებიდან მეთანის გამოყოფას. ამჟამად განვითარებული ერები, რომლებიც აფინანსებენ სუფთა ენერგიის პროექტებს, შეუძლიათ მიიღონ ნახშირორჟანგისთვის კრედიტები, რომ კიოტოს პროტოკოლის მიზნები დააკმაყოფილონ იმ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ჰქვია სუფთა განვითარების მექანიზმი (CDM). ამ პროგრამაში ზოგიერთ ჰესს შეუძლია მონაწილეობა, ზოგს კი არა. «მათ (CDM) შეიმუშავეს პოლიტიკა, რომელიც უდიდეს რეზერვუარებს უარს უცხადებს კრედიტებზე» - ამბობს მაკქული. საშუალო სიდიდის ჰესებისთვის კი ამის უფლება ეძლევათ.

«ეს ნიშნავს, რომ ყველაზე უარესი ჰესები ვერ მიიღებენ კრედიტებს» - აცხადებს მაქკული, «400-ზე მეტმა ჰესმა შეიტანა განცხადება ნახშირორჟანგის კრედიტეზე CDM-ში, ამ ჰესებიდან ნახევარი კი ჩინეთიდან იყო».

მაკქულის აზრით, ჰესები არ არის საუკეთესო არჩევანი  ენერგიის ეფექტური წარმოებისთვის თუ მათ შევადარებთ მზის, ქარის და გეოთერმულ საშუალებებს.

«ენერგიის ეფექტურობის თვალსაზრისით, მზის, ქარის და გეოთერმული საშუალებები უკეთესნი არიან, ჰიდროენერგია კი არ არის განახლებადი, რადგან რეზერვუარები ივსება ნალექით და მისი ამოღება მილიონები ჯდება». ამით ის მიუთითებს კოლორადოს მდინარეზე განლაგებულ ჰესებზე, რომლებსაც ისტორიის განმავლობაში ამჟამად ყველაზე დაბალი წყლის დონე აქვთ.

მეთანის გამოყოფის გათანაბრებით ენერგიის მომატების პოტენციალი არსებობს. რეზერვუარებიდან გამოყოფილი მეთანის გამოყენება შესაძლებელია საწვავით მომუშვე სადგურების მიერ, აცდხადებს ლიმა, ეს კი შეიძლება ნიშნავდეს «ახალი ჰესების აშენების თავიდან აცილებას, რომელსაც თან ადამიანური და გარემოს დანაკლისები მოჰყვება».

მაკქული ეთანხმება, რომ რეზერვუარების მეთანის გამოყენებამ და დაწვამ  შესაძლოა ბენეფიტები მოიტანოს. «ასე მოქცევამ შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შეამციროს მეთანის გამოყოფა და რამდენადაც ის ხელს შეუწყოფდა ჰესების სუფთა ენერგიის თეორიის არგუმენტს, მეთანის გამოყენება ელექტროენერგიისთვის ბრაზილიას ხელს შეუწყობდა, რომ აღარ აეშენებინა ახალი ჰესები. მეთანის მოცილება კი ჰესების მონაწილეობას დათბობაში 25-ჯერ ამცირებს».

 

ამღვრეული წყლები

ამჟამად, მეცნიერება ჰესების და მეთანის გარშემო იმდენად არადამაჯერებლად გამოიყურება, რომ ალბათ ვერ ითამაშებს ვერანაირ როლს ჰესების აგებასა და გაუქმებას შორის არსებულ დებატებში. რამდენადაც ბრძოლა მიმდინარეობს კლამატისა და სხვა მდინარეებზე ჰესების აშენების თაობაზე, გაურკვევლობა მეთანის გამოყოფაზე უკვე არსებულ კომპლექსტურ დისკუსიას უფრო გაართულებს.  ამ საკითხის გაუგებრობას ისიც ემატება რომ, ჰესის მოშორებასაც შესაძლოა მოჰყვეს მცირეხნიანი, თუმცა დიდი რაოდენობით ნივთიერებების გამოყოფა.

«არავის გაუზომავს გამონაყოფების რაოდენობა კლამატზე და ისინი, შეიძლება მაღალ მაჩვენებელზე იყვნენ» - ამბობს მაკქული. «რამდენიმე ჰესში წყლის ხარისხი საზარელია და წყალმცენარეებს დიდი პრობლემა აქვთ, მაგრამ ასევე დგას საკითხი თუ რა ოდენობის სათბურის გაზის გამოყოფა მოხდება ჰესის შეჩერების შემთხვევაში, რადგან ნალექი შეიძლება შეიცავდეს დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგს. არავინ იცის დანამდვილებით. საქმე ძალიან რთულად გამოიყურება».

 

თარგმანი: სტელა ნამგალაძე

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტში (PDF)

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქართულ ფემინისტურ მოძრაობაში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი და მიმართულებაა. ამავდროულად, საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, ENPARD. ამ კონტექსტში მოცემული კვლევა (პოლიტიკის დოკუმენტი) მიზნად ისახავს, გამოავლინოს სოფლის მეურნეობაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერები და განვითარების პოლიტიკებში ამ საკითხის ინტეგრაციის შესაძლებლობები. კვლევის ფარგლებში ანალიზი განხორციელებულია ადამიანის უფლებების მიდგომისა და გენდერი და განვითარების მიდგომის გამოყენებით; კვლევა განხორციელდა თვისებრივი მეთოდების გამოყენებით. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გამოწვევები განხილულია ისტორიულ, გლობალურ და ლოკალურ ჭრილში, და კვლევის მიზნიდან გამომდინარე, დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტსა და გამოწვევებთან. ანალიზსა და კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით გავცემთ რეკომენდაციებს სახელისუფლებო ინსტიტუტებისთვის.

image

რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას ღვინის წარმოებაზე

იმედია, როგორც მომხმარებლები, შევძლებთ იმ ცვლილებების მართვას, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესით და გადაწყვეტილებებითაა გამოწვეული. დროა ჩვენი თანხები სწორად მივმართოთ და მხარი დავუჭიროთ ფერმერებსა თუ ადგილობრივ მწარმოებლებს და ასევე საკუთარ წარმოებებს. შეგვიძლია, ვიყოთ მეტად ინფორმირებული, დავსვათ შეკითხვები, მივიღოთ პასუხები და მივიღოთ გადაწყვეტილებები მეტად ჯანსაღი პლანეტისა და საზოგადოებისთვის.

შემოგვიერთდით