გრენლანდიის ყინულის საფარის დნობა და შედეგები

გამოქვეყნებულია: 31.Oct.2016

ახალი კვლევების მიხედვით, გრენლანდიის ყინულის დადნობამ უკანასკნელი 23 000 წლის განმავლობაში ზღვის დონის 4.6 მეტრით აწევა გამოიწვია.

მეცნიერებმა ბოლო დიდი გამყინვარების ბოლოს გრენლანდიის ყინულის საფარის ზომა გამოიანგარიშეს და თუ ყინულის საფარის რომელი ტერიტორიები გაქრნენ მას მერე.

ახალ კვლევაში მონაწილე მკვლევრების მიხედვით, კლიმატის მეცნიერებს ეს შედეგები შეუძლიათ გამოიყენონ იმის გამოასანგარიშებლად თუ მომავალში რადმენად მოიმატებს ზღვის დონე და რომელ სანაპიროებს ემუქრებათ ზღვაში შთანთქმა.

«ჩვენ გვაქვს სატელიტური გაზომვები და საჰაერო ფოტოები, რომლებიც გვიჩვენებენ ბოლო 20-დან 100 წლის განმავლობაში რამდენად უკან დაიწია გრენლანდიის ყინულის საფარმა, მაგრამ სრული სურათის მისაღებად - რამდენად იმოქმედებს ყინულის საფარი ზღვის მომავალ დონეებზე, გვესაჭიროება, კარგად შევისწავლოთ წარსული მდგომარეობა და განვსაზღროთ ზღვის დნობის ახლანდელი მდგომარეობა წარსულთან შეფარდებით», - ამბობს ავტორი შფაკათ აბბას ხანი „დანიის ტექნიკური უნიდან (დ.ტ.უ)“. «ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ ამ მონაცემებით, რომელბიც გვიჩვენებენ დროთა განმავლობაში სად ჰქონდა ყინულის დნობას ყველაზე დიდი ადგილი», - ამბობს იგი.

IPCC-ის (მთავრობათშორისი პანელი კლიმატის ცვლილებებზე) უკანასკნელი დაკვირვებების რეპორტის მიხედვით, გრენლანდიის ყინულის საფარს უდიდესი წვლილი მიუძღვის მსოფლიო ზღვის დონის მომატებაში და მოსალოდნელია, რომ ამ საუკუნის ბოლოსთვის ის კიდევ ერთი მეტრით მოიმატებს.

ჯამში გრენლანდიაზე იმ რაოდენობის გაყინული წყალია, რომელსაც შეულია, ამჟამინდელი დონე კიდევ 7.5 მეტრით აამაღლოს და ამიტომაა მნიშვნელოვანი ამ ახალი მონაცემების გათვალისწინება.

«გვინდა გავიგოთ ყინულის დღევანდენი დნობა რადმენადაა განსაკუთრებული და რას უნდა მოველოდოთ მომავალში. ყინული ადრინდენილი სისწრაფით გააგრძლებს დნობას თუ უფრო სწრაფად? და რადმენად გრენლანდიის იგივე რეგიონები განაგრძობს დნობას?» - ამბობს ხანი.

ახალ კვლევაში დ.ტ.უ-ს მკვლევრებმა GPS სადგურებიდან შეაგროვეს მონაცემები, რომლებიც ზომავენ თვითონ გრენლანდიის დონეების მატებას.

ეს გიგანტური კუნძული ზღვიდან ამოზრდას ბოლო 23 000 წლის განმავლობაში განაგრძობს, რადგან ყინულის საფარი დნება და ყინულის უზარმაზარი მასა, რომელიც მიწას აწვება, გამოთავისუფლდება.

მიწის დონის ზრდის ზომის გამოანგარიშებით ხანსა და მის კოლეგებს შეუძლიათ, ივარაუდონ რა ზომის იყო ყინული, რომლის ხარჯზეც დაიწია  გრენლანდიის ხმელეთმა.

ბოლო დიდი გამყინვარების დროს 23 000 წლის წინ, სავარაუდოდ, საკმარისი ყინული იყო გრენლანდიაზე, რათა აეწია ზღვის დონე, დაახლოებით, 12 მეტრით.

«კომპიუტერული მოდელის შედეგები გვიჩვენებენ ბოლო დიდი გამყინვარების ბოლოს რამდენად დიდი იყო ყინულის საფარი, სანამ ყინული დნობას დაიწყებდა.  ამის შემდეგ შეგვიძლია გამოვიანგარიშოთ დღევანდელთან შედარებით რა ოდენობით დაიკლო ყინულის საფარმა», - ამბობს ხანი.

რეგიონალური გაზომვები გვიჩვენებს, რომ ისტორიულად სამხრეთ-აღმოსავლეთ გრენლანდიასა და ჩრდილო-დასავლეთ გრენლანდიაში ყველაზე მეტი ყინული გაქრა. ყინულის დნობის 40 პროცენტი ამ ორ ადგილზე მოდის - უფრო მეტი, ვიდრე მეცნიერები ამას აქამდე ვარაუდობდნენ.

ყინულის კლების ეს ზომები დღემდე გრძელდება და ეს ორი ადგილი კვლავ განსაკუთრებულად აქტიურია.

«საინტერესოა, რომ ახლა პირველად შეგვიძლია განახოთ, რომ მხოლოდ დღეს არ განიცდის ამას ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ გრენლანდია», - ამბობს ხანი. «ასე ხდებოდა 23 000 წლის განმავლობაში, როცა ამ ტერიტორიებმა თავისი მოცულობის საკმაოდ დიდი ნაწილი დაკარგეს და, ჩვენი ვარაუდით, ეს ტენდენცია ჯერ არ აპირებს შეწყვეტას. ეს დაგვეხმარება, ვივარაუდოთ ამ ადგილებში დაახლოებით რამდენით აიწევს ზღვის დონე». ეს ტერიტორიები განსაკუთრებულად მოწყვლადია, რადგან უშუალო შეხება აქვთ ზღვასთან. «ეს ნიშნავს, რომ ტემპერატურის მცირე ცვლილება მასზე დიდ გავლენას მოახდენს. ტემპერატურის მომავალ ცვლილებებს, იქნება ეს ბუნებრივი თუ ხელოვნურად გამოწვეული, ასევე შეუძლიათ, დიდი გავლენა მოახდინონ ამ ადგილებზე».

მკვლევარი ანდრეას პეტერ ალსტრომი „დანიისა და გრენლანდიის გეოლოგიური კვლევიდან“ ამ შედეგებს აღწერს, როგორც - „გასაოცარს“. მას კველვებში მონაწილეობა არ მიუღია.

«ეს გვიჩვენებს, რომ მხოლოდ სატელიტური გაზომვები არაა საკმარისი ყინულის საფარის მასის გაქრობის ზომების მისაღებად. მნიშვნელოვანია, ჩატარდეს პირდაპირი დაკვირვებები», - ამბობს იგი. მას აგრეთვე მოსწონს რეგიონალური გაზომვების შედეგები. «სხვა მნიშვნელოვანი შედეგი არის, რომ სითბო ძირითადი ქანებიდან გრენლანდიაზე არის იმაზე მეტი, ვიდრე ეს აქამდე გვეგონა» - ამბობს ალსტრომი, «ეს, ალბათ, ნიშნავს, რომ ყინული ასევე არის უფრო თბილი და უფრო თავისუფლად მოძრაობს ამ მნიშვნელოვან რეგიონებში, და, აქედან გამომდინარე, უფრო მოწყვლადი იქნება კლიმატის ცვლილების წინაშე»

მომავალში გრენლანდიის ხმელეთი რეალურად უფრო გაიზრდება, რადგან ის განაგრძობს ყინულის დაკარგვას და ხმელეთი ზღვიდან ამოიწევს. იმ დროს, როცა ამაღლებული ზღვის გამო ბევრი ქვეყანა ტერიტორიებს დაკარგავს, გრენლანდიას რეალურად ხმელეთი გაეზრდება. «ეს დადებითი სიახლეა გრენლანდიელებისთვის», - ამბობს ხანი, «მაგრამ არც ისე კარგი სიახლე ბევრი ქვეყნისთვის».

 

თარგმანი: ბექა ბუჩაშვილი

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით