კლიმატის კრიზისიდან მზის კომუნიზმამდე

გამოქვეყნებულია: 02.Mar.2017

წინა წლებში 147 ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა პარიზში COP21-ისთვის. ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამიტი კლიმატის შესახებ კოპენჰაგენის 2009 წლის შეხვედრის შემდეგ. კლიმატის ცვლილებით დაინტერესებული აქტივისტები შიშობდნენ, რომ შედეგი იგივე იქნებოდა, რაც წინა შეხვედრაზე — სიტყვით უაზრო გამოსვლები მსოფლიოს ჩრდილო ქვეყნებისგან დაპირებების რეალურად შესრულების გარეშე.

მაშინ როგორი იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება?

დავიდ შვარცმანი, ჰოვარდის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსი და  პროფესორი, კლიმატისა და ენერგიის თემებზე მუშაობდა და წერდა დიდი ხნის განმავლობაში. მან ისეთ საკითხზე ისაუბრა, როგორებიცაა კლიმატის კრიზისი, კავშირი გლობალურ დათბობასა და სამხედრო-ინდუსტრირების კომპლექსს შორის და რატომ „იარსებეს კომუნიზმი 21-ე საუკუნეში მზის კომუნიზმის სახით, თუ კომუნიზმის საერთოდ არსებობა უწერია“.

რა თანხმობაა მიღწეული ამჟამად კლიმატის კრიზისზე?

იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობდა კლიმატის ცვლილებაზე მონიტორინგი, რომელიც დაფუძნებული იყო საჯარო ვალდებულებებზე იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც არიან მთავარი გამომყოფები ნახშირბადის ემისიებისა ჰაერში, პროექტმა აჩვენა, რომ 2100 წლისთვის  დათბობა მოსალოდნელია 3.5 გრადუსით ან 1.5-2 გრადუსით, რაც 2010 წელს იწინასწარმეტყველეს კანკუნის კლიმატის კონფერენციაზე. ხოლო გაეროს პროექტმა ტემპერატურის 2.7 გრადუსით მომატება აჩვენა.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე მომუშავე, მოწინავე მეცნიერები ფიქრობენ, რომ 2 გრადუსის მომატებაც კი იქნება ძალიან დრამატული მსოფლიოსთვის, მაგალითად: ნასას კლიმატის მეცნიერი ჯიმ ჰენსენი აღწერს 2 გრადუსს, როგორც „რეცეპტს კატასტროფებისთვის“, რადგან ეს გავლენას იქონიებს ზღვის დონის აწევასა და ოკეანის მჟავიანობის ცვლილებაზე. მისი შეფასება გააძლიერა ახალმა გამოცემულმა ნაშრომებმა ამ საკითხზე.

რა შეიძლება ითქვას ნავთობის შემცირებაზე? ექნება მას გავლენა?

უხეშად რომ ვთქვათ, სათბურის ეფექტის 60% მოდის ნავთობის გამოყენებაზე, ქვანახშირის, ბუნებრივი გაზის  და კუპრის სილის ნავთობზე, რომელიც ყველაზე მაღალი  ემისიით ხასიათდება. ჩვეულებრივ, თხევად  ნავთობს აქვს ყველაზე დაბალი ნახშირბადის კვალი, რომელიც ¾ ემისიას გამოყოფს ქვანახშირთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ლიდერობს მსოფლიოში ნახშირბადის ემისიების გამოყოფით, ხოლო მეორე ადგილს ა.შ.შ იკავებს.

მოწინავე სამი ემისიების მხრივ: ჩინეთი, ამერიკა და ევროკავშირია, რომელთა ნახშირბადის ოქსიდი მთელ მსოფლიოში უტოლდება 55%-ს. ჩინეთმა დადო ვალდებულება, რომ 2030 წლისთვის მისი ემისიები შემცირდება, ამ დროს ასევე ამერიკამ დადო პირობა, რომ შეამცირებს სათბურის ეფექტის ემისიებს 26-28%-ით 2025 წელს,  იმასთან შედარებით, რასაც გამოყოფდა 2005 წელს. მეცნიერი ნაომი კლეინი მსჯელობდა, რომ 2 გრადუსით მომატება რომ არ მოხდეს, ა.შ.შ-მ ყოველ წლიურად 8-10%-ით უნდა შეამციროს ემისიები.

დაპროექტებული დათბობის მოდელებმა და სხვა მცდელობებმა, შეემცირებინათ ემისიები, შექმნა გარდაუვალი კრიზისი. ესაა რეალობა, რომელიც შემოწმებულია სერიოზული აქტივისტების და მეცნიერების  მიერ. ტემპერატურის 2 გრადუსზე ქვემოთ შენარჩუნება მოითხოვს გლობალური ემისიების სწრაფ და რადიკალურ  შემცირებას, დაწყებული ნავთობის მოხმარების შემცირებიდან და დამთავრებული განახლებადი ენერგიების (მზის, წყლის, ქარის) ინფრასტუქტურის, სადგურების შექმნით.

რატომ ფიქრობთ, რომ COP21  იქნება წარუმატებელი ბრძოლა დათბობის შესამცირებლად?

პირველ რიგში, COP21-ის სავალალო პერსპექტივები განაპირობა ვალდებულებებმა, რომელიც დაეკისრა მსოფლიოში ყველაზე მეტად გამომყოფი ემისიების ქვეყნებს, სადაც, იმასთან შედარებით, რაც უნდა იყოს პრობლემის მოსაგვარებლად გადადგმული ნაბიჯები, მათ დაეკისრათ ნაკლები ვალდებულებები ემისიების შესამცირებლად, მაგრამ ამაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ როდესაც ხდება სხვადასხვა ქვეყნების ჩართვა COP21-ში და პრობლემების გადაჭრის გზის ძებნა, ამ დროს იხარჯება უამრავი დრო და  პრობლემის მოგვარებამდე კაცობრიობა შეეჯახება  გაუფერებულ მომავალს, რომელშიც მხოლოდ  ერთადერთი ვარიანტი იქნება — არსებულ რეალობაში ადაპტირება.

კლიმატის გლობალური მართლმსაჯულების მოძრაობა იზრდება და ხდება აქტიური იმასთან ერთად, როცა ადამიანები აცნობიერებენ კლიმატის ცვლილების საფრთხეებს. რა არის თქვენი  შეთავაზება ამ მოძრაობებისთვის?


იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ეფექტური პროგრამა და თავიდან ავიცილოთ კლიმატის კატასტროფული ცვლილება, აუცილებელია, მესიჯები სწორად განვსაზღვროთ, როგორც კლიმატის მართლმსაჯულების მოძრაობაზე, ასევე მათს მიზნებზე. ეს უნდა მოიცავდეს  იდენტიფიცირებას პოტენციური,  ბრმა ლაქებისა და ასევე უნდა გაკეთდეს სხვადასხვა შეთავაზება, როგორც კლიმატის ჯგუფებისთვის, ასევე ინდივიდუალური კლიმატის აქტივისტებისთვის.

ერთ-ერთი ძირითადი ბრმა ლაქები, კლიმატის მართლმსაჯულების მოძრაობის, არის  მისი არასაკმარისი ყურადღება თუ როგორ ხდება წიაღისეული საწვავის წვა, შემდეგ მისგან გამოყოფილი ემისიები  და სუფთა ენერგიის ინფრასტუქტურის არსებობის ნაკლებობა, რომელიც, საბოლოოდ, იწვევს მილიონობით ადამიანის დაღუპვას  მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად, განსაკუთრებით, აზიაში.  ბოლო მონაცემებით, უნდა  აღვნიშნო, რომ 3-დან 7 მილიონი ადამიანი წელიწადში იღუპება ჰაერის დაბინძურებით, გამოსაყოფია ჩინეთი, სადაც 1.6 მილიონი იღუპება.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა უამრავი ეპიდემიოლოგიური კვლევა, რომლებშიც იპოვეს ძლიერი კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და ბავშვებში ასთმის, კიბოსა და სისხლძარღვთა დაავადებების შორის. საჭიროა დამაკავშირებელი წერტილების პოვნა წიაღისეული ნავთობის წვასა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის. უნდა შეიქმნას ნაყოფიერი სტრატეგია, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ასევე ეკოლოგიური უთანასწორობა და მეტად უნდა   გაძლიერდეს  მოძრაობა ამერიკასა და მესამე მსოფლიოს ქვეყნებში.

კიდევ უფრო კრიტიკულ დაბრკოლებებს ქმნის  მილიტარიზმი და იმპერიალიზმი, რომლებიც არსებობენ 21-ე საუკუნის კაპიტალიზმის სისტემაში. მილიტარიზმი და იმპერიალიზმი, ორივე, ხელს უწყობენ კლიმატის ცვლილებას და ბლოკავს პრევენციის პროგრამების განხორციელებას.

კლიმატის ცვლილებაში ძირითადი დამნაშავე არ არის მხოლოდ წიაღისეული საწვავის მოხმარება, არამედ ესაა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი. ამ ფენომენზე  დუაიტ ეიზენჰაუერმა ისაუბრა 1961 წელს, თუმცა ამჟამად იგი ასჯერ უფრო მეტია. ეს არის გლობალურად ინტეგრირებული სამხედრო სისტემის წარმოება, იკვებება, ძირითადად, წიაღისეული საწვავით - მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული სამხედრო ბაზები გადადის მზის პანელზე მომუშავე ენერგიით,  მაინც მისი მასშტაბები მცირეა.

სამხედრო ინდუსტრიის კომპლექსის მნიშვნელობა კლიმატის ცვლილების ზეგავლენაზე იგნორირებულია კლიმატის მართლმსაჯულების მოძრაობის ლიდერების მიერ, როგორც ბილ მცკიბენის და ნაომი კლეინის მსგავსად. იმისდა მიუხედავად, რომ კლეინს ნაშრომები და კონტრიბუცია, განსაკუთრებით კრიტიკა ნეოლიბერალური კაპიტალიზმის, მნიშვნელოვანია, ის მაინც ვერ ახდენს იდენტიფიცირებას და  განსაზღვრას იმას თუ როგორ უნდა გადაილახოს სამხედრო-ინდუსტრიები და იმპერიალური დღის წესრიგი, რაც  ხელს უშლის  ემისიების შემცირებას და  განახლებადი ენერგიების ინფრასტრუქტურის განვითარებას.

კლეინი მოკლედ საუბრობს იმპერიულ დაბრკოლებებზე, როდესაც ა.შ.შ-ს სამხედრო უწყების იდენტიფიცირებას ახდენს, როგორც ყველაზე დიდ ნავთობის მომხმარებელს მთელ პლანეტაზე და ხაზს უსვამს მის ბიუჯეტს, როგორც შემოსავლების პოტენციურ რესურს, რათა გამოიყენონ კლიმატის ცვლილების შესარბილებლად, თუმცა იგი  მარცხს განიცდის კონფრონტაციის დროს თუ რატომ გააჩნია ამხელა რესურსი სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს.

ანუ ა.შ.შ-ს სამხედრო უწყებები იყენებენ ბევრ ნავთობს — მაშინ რა შეიძლება ითქვას გლობალურ კორპორაციებზე? რატომ უნდა ფოკუსირდნენ კლიმატის მართლმსაჯულების მოძრაობები მეტად სამხედრო ინდუსტრიებზე, როგორც მთავარ პრობლემაზე, რათა აღმოიფხვრას კლიმატის კატასტროფა?


მართალია, გლობალური კორპორაციები არიან  მთავარი წიაღისეული საწვავის მწარმოებლები  და მათი ნახშირბადის კვალი გაცილებით მეტია, ვიდრე  სამხედრო უწყებებისა, მაგრამ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი პასუხისმგებელია კოლოსალურ ნარჩენებზე და ენერგიებზე, რომლებიც შესაძლებელია  გამოყენებულიყო ადამიანების და ეკოსისტემების საჭიროებებზე მთელ მსოფლიოში. სამხედრო კომპლექსები ხარჯავენ $2 ტრილიონს და აშშ-ს წილი უტოლდება ამ თანხის ნახევარს.

გარდა ამისა, ბირთვული ინდუსტრია ინტეგრირებულია სამხედრო ინდუსტრიის კომპლექსში და იგი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი თავდასხმის იმპერიულ პოლიტიკაში. სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსები ახდენენ ზეგავლენას  გარემოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე მოდის პენტაგონიდან, რომელიც გვევლინება ნავთობის გლობალურ დამცველად მთელ მსოფლიოში და ბლოკავს გლობალური თანამშრომლობას, ასევე საჭირო კაპიტალის გამოყოფას კლიმატის ცვლილების პრობლემის პრევენციისთვის.

ამიტომაც არის, რომ მშვიდობა და კლიმატის სამართლიანობის მოძრაობები განუყოფლადაა დაკავშირებული ერთმანეთთან; ამიტომ არის გლობალური დემილიტარიზაციის ჩამოშლის აუცილებლობა, რაც გამოიწვევს  ნახშირბადის შემცირებას  და გადასვლას განახლებად ენერგიებზე.

გარდა ამ ბრმა წერტილებზე აქცენტების გაკეთებისა, რას უნდა აკეთებდეს კლიმატის მართლმსაჯულება სხვანაირად?

მეტი ყურადღება და ენერგია უნდა იყოს მიმართული სწორი  ჩარჩოების შექმნისკენ, მაგალითად: დღეს მთავარი მოთამაშე არის კლიმატის მართლმსაჯულების მოძრაობა, რომელიც სათაურად იყენებს არასწორ ტექსტებს, როგორიცაა „დატოვე ნავთობი მიწაში“.

ამდაგვარი სიტყვების და ტექსტების გამოყენება უგულებელყოფს ენერგიის რესურსის სიღარიბეს და წარმოადგენს არარეალისტურ ჩარჩოს, რომლის შეცვლა შეუძლებელია. ამის ნაცვლად, მოძრაობა უნდა საუბრობდეს სწრაფი ფაზების გადასვლაზე, რათა შემცირდეს წიაღისეული რესურსების გამოყენება და გადავიდეთ განახლებადი ენერგიების ინფრასტრუქტურაზე. რა თქმა უნდა, რაღაც ნავთობი უნდა შევინახოთ დედამიწის ქერქში, მაგრამ არა სულ.

როგორ უნდა მივაღწიოთ ამას? საჭიროა გარკვეული რაოდენობის თანხა, რომელიც მისცემს საშუალებას მსოფლიოს მოსახლეობას, უზრუნველყოფილი იყოს ენერგიით და ამავე დროს ხელი შეეწყოს კლიმატის გაუმჯობესებას და, შესაბამისად, ამით ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაცია ატმოსფეროში ჩვეულ ნორმას დაუბრუნდება.

კლიმატის ზოგ აქტივისტს რადიკალური პოზიციები გააჩნია — ფიქრობს, რომ ცივილიზაცია დაიღუპება და მოითხოვს სწრაფ ქმედებებს, რათა რადიკალურად  შემცირდეს არსებული წიაღისეული რესურსები, მაგალითად: დერიკ ჯენსენი მოუწოდებს ქვეყნებს, რომ გამორთონ ყველა  ნავთობის ჭაბურღილი.

მსგავსი  სტრატეგია და დისკურსი ძალიან პრობლემატურია. ის ხელს უშლის განახლებად ენერგიებზე გადასვლას და ასევე  ვერ აღმოფხვრის ენერგიის სიღარიბეს. მხოლოდ გლობალური სუფთა ენერგიის ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვამარაგებს იმაზე მეტი ენერგიით, ვიდრე ამჟამად ვიღებთ, გახდის შესაძლებელს გამოწვეული პრობლემები გადაჭრას.

გლობალურად ქარის და მზის ენერგიაზე გადასვლა არაგანახლებადი ენერგიებიდან უნდა იყოს პარაზიტული დამოკიდებულების ანუ ერთი რესურსის უნდა შემცირდეს მეორე რესურსის მოხმარების ჩანაცვლებით, როგორც მოხდა ინდუსტრიული წიაღისეული საწვავის მოხმარებიდან ბიომასის ენერგიაზე გადასვლის დროს. თხევადი გაზი, რომელსაც აქვს ყველაზე დაბალი ნახშირბადის კვალი, არის ყველაზე კარგი გამოსაყენებელი ამ გარდამავალი პერიოდის დროს.

წიაღისეული ნავთობიდან გადასვლა განახლებად მზის/ქარის ენერგიის ინფრასტრუქტურებზე უნდა იყოს გლობალური მიზანი. თუ ეს იქნება მტკიცედ მიმართული მიზანი, მაშინ შესაძებელი იქნება დათბობა შენარჩუნდეს 1.5 გრადუსის ქვემოთ.

თუ შეიქმნება კოოპერატიული გლობალური რეჟიმი, რომელიც იმუშავებს კლიმატის ცვლილებაზე, თითოეულ ერს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს სარგებელი ამ გარდამავალი პერიოდის დროს .

როგორაა კოოპერატიული გლობალური რეჟიმი კლიმატური ცვლილებისას შესაძლებელი კაპიტალიზმის პირობებში?

ამ რეჟიმის შესაქმნელად ბრძოლა უნდა დაიწყოს, პირველ რიგში, დედაქალაქებში. კლეინი თავის წიგნში  ხაზს უსვამს იმ რადიკალურ რეფორმებს, რომლებიც უნდა გადატრდეს აუცილებლად, რათა თავიდან ავიცილოთ კლიმატის კატასტროფა, მათ შორის Global Green New Deal — გაეროს 2009 წლის წინადადება, რომელიც იქნება კარგი დასაწყისი ამ ყველაფრისთვის, მაგრამ ის ვერ ახერხებს არაგანახლებადი კაპიტალიზმის ალტერნატიული გზის შემოთავაზებას.

ეკო-სოციალიზმი ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი სოციალისტური იდეოლოგიაა 21-ე საუკუნეში. როგორც აღვნიშნე, მისი ხედვა  არ გვთავაზობს რაიმე გზას თუ რა ჩაანაცვლებს კაპიტალიზმს მისი დამაცხების შემდეგ. შესაძლებელია, კლეინის ეგრეთ წოდებული დაუდევრობა სტრატეგიულ მიზანს ემსახურებოდა. მას, შესაძლოა, ეშინოდა პოპულარული იდეებისგან შორს არ გამდგარიყო იმ დროსაც კი, როცა საქმე ეხებოდა კლიმატის   მართლმსაჯულების მოძრაობას.

რატომ მზის კომუნიზმი ?

მზის ენერგია არის ყველაზე გავრცელებული რესურსი მთელ მსოფლიოში  და ტექნოლოგიებით უკვე ხელმისაწვდომია მისი გამოყენება. ის ყველაზე ნაკლებ ზიანის გამომწვევია თუ გავითვალისწინებთ მის სასიცოცხლო ციკლს, ჯანმრთელობაზე გავლენას და ეკოლოგიურ შედეგებს.

უფრო მეტიც, გლობალური გადასვლა მზის ენერგიაზე მიღწევადია იმ დრომდე, ვიდრე მოხდება კლიმატის კატასტროფა და მისი არსებობა შესაძლებელია არსებულ კაპიტალისტურ სისტემაშიც. მზის ენერგიის რესურსი არის ყველაზე თავსებადი  დეცენტრალიზაციის, დემოკრატიული მენეჯმენტისა და კონტროლის პირობებში, რაც შედარებით თავისუფალი იქნება სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსისგან და ბირთვული ძალისგან.
თუმცა, მარტივად რომ ვთქვათ და შევაჯამოთ,  კაპიტალიზმი უნდა ჩანაცვლდეს სოციალიზმით, რომელიც თავიდან აგვაცილებს კაპიტალიზმისაგან გამოწვეულ  კლიმატის ცვლილებას, როგორც ამჟამინდელ ადამიანებს — ისე მომავალ თაობებს.

ამავე დროს, საჭიროა მწვანე კაპიტალიზმზე დაყრდნობა, რათა მოხდეს პრევენცია კატასტროფის რეცეპტისა, რაგდან ნახშირბადის ემისიები გააგრძელებენ მატებას, სანამ მოხდება განახლებადი ენერგიების დანერგვა და წიაღისეული რესურსებით ჩანაცვლება.

მზის კომუნიზმი არის სიცოცხლისუნარიანი ხედვა გლობალური ცივილიზაციისთვის, რომელიც ხორცს ასხამს მარქსის განმარტებას სოციალიზმზე 21-ე საუკუნეში: „ყოველი მისი უნარი შეესაბამება ყოველ მის საჭიროებას“ — ამ შემთხვევაში გულისხმობდა როგორც ადამიანებს, ისე ეკოსისტემებს.

ამ ხედვას არაფერი აქვს საერთო სტერეოტიპულ ერთპარტიულ დიქტატურასთან. ეს საფუძვლიანად დემოკრატიული პროცესი აღმავალი ბრძოლის რეალიზაციაა ეკო-სოციალისტური გარდაქმნისათვის.

მიუხედავად ამისა, სოციალისტური და მარქსისტული პოლიტიკის ეკონომიკით ვერ განვსაზღვრავთ ამ გადასვლის პროცედურას. აქ უნდა გამოვიყენოთ ბუნებრივი, ფიზიკური და საინფორმაციო მეცნიერებები, ნაწილობრივ. კლიმატოლოგია, ეკოლოგია, ბიოქიმია და თერმოდინამიკა — სრულად უნდა იყოს ჩართული ამ დროს. განახლებადი ენერგიების, მწვანე წარმოებისა და აგროეკოლოგიის ინფრასტრუქტურამ უნდა ჩაანაცვლოს ამჟამად არსებული არაგანახლებადი მოდელები.

ამ ხედვამ, რომელიც დაფუძნებულია ცოდნაზე, დემოკრატიულ და სოციალისტურ გადასვლაზე, უნდა მოახდინოს ბრმა ლაქებისა და სისუსტეების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა. კერძოდ, უნდა დაშალოს სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსები — ეს მიზანი ამავდროულად ხელს შეუწყობს  კლიმატის ცვლილების პრევენციას, ასევე ეკო-სოციალიზმის არსებობისთვის შლის მთავარ ბარიერს და ამავდროულად ამთავრებს კაპიტალიზმის პერიოდს  ჩვენს პლანეტაზე.

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით