გარემოს დაბინძურების ნახევარი გამოწვეულია მსოფლიოს უმდიდრესი 10%-ის მიერ

გამოქვეყნებულია: 17.Oct.2019

კლიმატის ცვლილების გამომწვევი წიაღისეული საწვავის ემისიების 49% სწორედ მსოფლიოს უმდიდრესი 10%-ის მიერაა გამოწვეული მაშინ, როცა უღარიბესი 50%-ის წილი დაბინძურებაში სულ რაღაც 10%-ია ­— წერია ბრიტანული საქველმოქმედო ფონდ Oxfam-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

დავა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობა, რათა შეჩერდეს სასათბურე აირების ემისია, ასევე როგორ მოხდეს კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი, დაუცველი სახელმწიფოების დახმარება, ყველაზე პრობლემური და დროში გაწელილი საკითხი აღმოჩნდა გაეროს კლიმატის პოლიტიკის 25-წლიან პროცესში.

„იმის მიუხედავად, თუ სად ცხოვრობენ მდიდრები, სწორედ მათ, მთავარმა დამაბინძურებლებმა უნდა აგონ პასუხი მათ მიერ გამოწვეულ ემისიებზე“ ­— ამბობს ტიმ გორი, Oxfam-ის კლიმატური პოლიტიკის უფროსი, „თუმცა — აგრძელებს ის —  მარტივია, დაგავიწყდეს, რომ სწრაფად განვითარებადი ეკონომიკები ამავდროულად მსოფლიოს უღარიბესი მოსახლეობის უმრავლესობის სამშობლოცაა. ამიტომ, რა საკვირველია, მათ ასევე უნდა მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარებას სწორედ მდიდარი ქვეყნები უნდა წარუძღვნენ“.

კვლევაში ვკითხულობთ, რომ მსოფლიოს უმდიდრეს 1%-ში შემავალი ერთი ადამიანი 175-ჯერ მეტად აბინძურებს გარემოს, ვიდრე რიგითი ადამიანი მსოფლიოს უღარიბესი 10%-დან.

 

მდიდარი და „განვითარებადი“ ქვეყნებები დღემდე რჩებიან დილემის წინაშე, თუ როგორ უნდა გაინაწილონ პასუხისმგებლობა ქვანახშირის, გაზისა და ნავთობის წვის შედეგად გამოტყორცნილი სასათბურე აირების შესაჩერებლად.

განვითარებდი ქვეყნების აზრით გამომდიანრე იქიდან, რომ დასავლეთი უფრო დიდი ხნის განმავლობაში აბინძურებდა გარემოს მას მეტი პასუხისმგებლობა და, შესაბამისად, მეტი ვალდებულება ეკისრება.

ღარიბი ქვეყნები ასევე მოითხოვენ ფინანსურ გარანტიებს, რათა გადავიდნენ განახლებად ენერგიებზე, რაც ნაკლებად აბინძურებს გარემოს; გააძლიერონ თავდაცვა კლიმატის ცვლილების შედეგებთან (მაგ., ზღვის დონის მატება, გაუდაბნოება და გახშირებული ქარიშხლები) საბრძოლველვად და მოახდინონ აურიდებელი ზიანის ანაზღაურება.

Oxfam-ის განცხადებით, აღნიშნული კვლევა აქარწყლებს მითს იმის შესახებ, რომ „განვითარებად“ ქვეყნებში მცხოვრები ღარიბი მოსახლეობა ყველაზე მეტადაა დამნაშავე კლიმატის ცვლილებაში.

 

ავტორი: გიორგი ფცქიალაძე წყაროს მიხედვით

ფოტო @ Getty Images

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით