ბიომორფული ურბანიზმი

გამოქვეყნებულია: 03.May.2019

რატომ უნდა იყოს ეკოლოგია ურბანული განვითარების საფუძველი

 

როგორი იქნება მსოფლიო 2050-ში? სხვა ფაქტებთან ერთად ერთი რამ ცხადია: მომავალი საკმაოდ ურბანული იქნება. გაეროს კვლევების მიხედვით მსოფლიოს მზარდი მოსახლეობის 70 %, რომელიც ამ საუკუნის შუაში 9.8 მილიარდს მიაღწევს, ურბანულ სივრცეებში იცხოვრებს. ამ რიცხვის დასაბინავებლად ყოველ წელს ნიუ-იორკის ზომის ცხრა ახალი ქალაქის აშენება დაგვჭირდება — საოცრად დიდი ოდენობის შენობა და ინფრასტრუქტურა აშენებული საოცარი სისწრაფით. არქიტექტორებს და ურაბულ დიზაინერებს მოუწევთ ამ ზრდის შესაწყობად გეგმის დასახვა ისე, რომ დაიცვან ეკო-სისტემა, რაც ჩვენ გვინარჩუნებს. ამ გამოწვევების ფონზე დიზაინერებს 21-ე საუკუნის ქალაქის ახალი ფორმის განსაზღვრა სჭირდებათ.

ქალაქის ჩვენმა პატერნებმა შემცირების მაგიერ უნდა გააძლიეროს და აღადგინოს ბუნებრივი სისტემები.

ბიომორფული ურბანიზმი გვთავაზობს თეორიულ საფუძველს, როგორ მოვუხდინოთ დიზაინი და ავაშენოთ ქალაქები ამ გამოწვევების გათვალისწინებით ქალაქის ადამიანური გამოცდილების ჩართვით. ქალაქების ჩვენმა პატერნებმა შემცირების მაგიერ უნდა გააძლიეროს და აღადგინოს ბუნებრივი სისტემები. თუ ქალაქები და რეგიონები ამ მიდგომას მიიღებენ, მაშინ მსოფლიოს მზარდი მოსახლეობის უზრუნველყოფას შევძლებდით ადგილობრივი ეკო-სისტემის დაცვით და ძლიერი, შეკრული თემების შექმნით.

მაინც რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ „ბიომორფულ ურბანიზმს“? სიტყვის ძირების მიხედვით, ბიო - სიცოცხლე და მორფ - ფორმა, ბიომორფული ურბანიზმი შეიძლება, განიმარტოს, როგორც სიცოცხლით ფორმირებული ქალაქი. ეს ახლოსაა ბიოფილიის აზრთან, რომელიც მე-20 ს-ის ბოლოს ფსიქოლოგმა ერიჰ ფრომმა შემოიტანა და შემდეგ ბიოლოგმა ე. ო. ვილსონმა განავრცო. ამ თეორიის მიხედვით ადამიანებს შინაგანად აქვთ ბუნებისკენ მიდრეკილება, რაც დაფუძნებულია ღრმა ბიოლოგიურ წადილზე, ფიზიკურად დავუკავშირდეთ ბუნებრივ სამყაროს.

1990-იანების ბოლოდან ბიოფილიამ ბიჰევიორული თეორიის სახით იწყო გამოჩენა აზრით, რომ ადამიანები ბუნებას სულ უფრო ვშორდებით ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ტექნოლოგიის მომწიფების ამ ხანაში. ამ იდეამ, თავის მხრივ, წარმოშვა „ბიოფილური დიზაინი“ — მიდგომა აქრიტეტურასა და ქალაქგეგმარებაში, რომელიც აკავშირებს ბუნებრივ და ხელქმნილ ელემენტებს.

თუმცა, სრულფასოვნად დანერგვის გარეშე ბიოფილური დიზაინით შეიძლება, იწარმოოს ხელოვნურად „მწვანე“ შენობები, რომლებიც ვერ მიაღწევენ გარემოს ღრმა სიკეთეებს. გარემოსთვის საკმარისი არაა, მდგრადად გამოიყურებოდეს ისეთი ცალკეული ელემენტების დამატებით, როგორიც მწვანე სახურავი ან კედელია. უფრო საზრიანი და სრული მიდგომა გვჭირდება ჩვენი ქალაქის დიზაინისთვის — მიდგომა, რომელიც დაიცავს ეკო-სისტემას და აღადგენს გარემოს.

„ბიომორფული ურბანიზმი“ რამდენიმე ძირეული აზრით შეგვიძლია, განვმარტოთ:

  • ყველა ქალაქი ორი სისტემისგან შედგება: ეკოლოგიური (ტოპოგრაფიის, მცენარეების და წყლის ჩათვლით) და ანთროპოგენური, ანუ ადამიანის მიერ შექმნილი (როგორიცაა შენობები, ინფრასტრუქტურა და კულტურა);
  • ანთროპოგენური სისტემები უნდა ითვალისწინებდეს ეკო-სისტემებს;
  • დიდი ხნის განმავლობაში ანთროპოგენური სისტემები ქალაქის ჩვენს დაგეგმვაში წამყვანი იყო. ჩვენი ქალაქების ფორმირებას კვლავ ეკო-სისტემის გათვალისწინებით უნდა მივუდგეთ;
  • ყველა ქალაქს უნიკალური ეკოლოგია და კულტურა აქვს. ეს უნდა იყოს გამოსახული ქალაქის არქიტექტურაში და ურბანულ ფორმაში.

როგორ განვახორციელოთ ეს იდეები? დიზაინერებს, მგეგმარებლებს და აქტივისტებს შეუძლიათ, იხელმძღვანელონ ამ ოთხი პრინციპით მომავლის მდგრადი ქალაქების შესაქმნელად:

1. ბუნებრივი სისტემების აღდგენა

ეკო-სისტემების დაცვით უნდა განვსაზღვროთ, სად ავაშენოთ.

2. ურბანული რეგიონების შემჭიდროვება

უნდა ვაშენებდეთ ეფექტურად, კომპაქტურად და, ზოგჯერ, დიდი სიმჭიდროვით, რათა ეფექტურად გამოვიყენოთ ინფრასტრუქტურა და დავიცვათ მგრძნობიარე ბუნებრივი არეები.

3. მიწათსარგებლობის გამრავალფეროვნება

მრავალთაობიანი და შერეულშემოსავლიანი მოსახლეობის მხარდასაჭერად ქალაქები უნდა უზრუნველყოფდნენ მიწით სარგებლობის შერეული სახეობებით და ეკონომიკური შესაძლებლობებით.

4. თემების დაკავშირება

უნდა შევქმნათ ძლიერი კავშირები თემებში მრავალფეროვანი მოსახლეობის მხარდასაჭერად. ეს კავშირები როგორც ფიზიკური, ისე ციფრული უნდა იყოს.

 

თეორიიდან აღსრულებამდე

 

ამ პრინციპების მიყოლით შეგვიძლია, ჩამოვაყალიბოთ მეთოდი, რომლითაც ბიომორფული ურბანიზმის კონცეფციებს ახალ და არსებულ ქალაქებზე განვავრცობთ. ბიომორფული ქალაქები ეტაპობრივად უნდა განვითარდეს პირველ რიგში ბუნბრივი გარემოს გათვალისწინებით.

საფეხური 1: ეკო-სისტემების აღრიცხვა

ეკო-სისტემები მოიცავს ადგილის ყველა ბუნბრივ მახასიათბელს წყლის სისტემის, ცხოველთა ჰაბიტატის და კლიმატის ჩათვლით. ეს სისტემები ბიოლოგიის, ჰიდროლოგიის და გარემოს მეცნიერებების სხვა სფეროების სამეცნიერო პრინციპების მიხედვით უნდა იყოს ფრთხილად აღრიცხული.

საფეხური 2: ეკო ხედვის გეგმის შედგენა

აღრიცხვის შემდეგ ეს ეკო-სისტემები ერთმანეთს უნდა დაუკავშირდეს. ამაში რამდენიმე განსხვავებული ეკო-სისტემა იქნება მოცული დაწყებული მთის წყლებით — რომელიც სასმელი წყლით გვამარაგებს, ნაკადულების კორიდორით — რაც ეკოლოგიურ ჯაჭვებს ქმნის, დამთავრებული სანაპირო დელტებით — რაც დაბინძურებას ფილტრავს და საკვებით გვამარაგებს. ბიოლოგიურმა კავშირებმა უნდა გაგვისაზღვონ, სად ავირჩიოთ ურბანიზება — და, თავის მხრივ, რომელი ბუნებრივი ტერიტორიები დავიცვათ. თუ ფრთხილად შევისწავლით და აღვნუსხავთ, გეგმა არა მარტო მდგრად ბუნებრივ რესურსებს დაიცავს — ასევე დაგვეხმარება, ავიცილოთ შეუფერებელ ადგილას აშენება მაგ., დატბორვის და ხანძარსაშიშ ადგილებში.

საფეხური 3: ურბანიზაციისთვის შესაფერისი ადგილების განსაზღვრა

ეკოლოგიური გეგმის ხედვის შემდეგ შეგვიძლია, განვსაზღვროთ ადამიანის საცხოვრებლად ან სხვა არა-დასაცავი მიზნებისთვის შესაფერისი ადგილები. ეს მნიშვნელოვანი საფეხური ჩვენი ქალაქების და დაბების ფორმას განსაზღვრავენ. მზარდი მოსახლეობის განსათავსებლად სხვა მიწებთან შედარებით საჭიროა მეტად მცირე: ლონდონის მეტროპოლიტენის ტერიტორიის სიმჭიდროვით მთელი მსოფლიოს 2 მილიარდ ახალ მოსახლეს დავასახლებდით ორ გაერთიანებული სამეფოს ზომის ტერიტორიაზე. ეს ფაქტი ხდება მიზეზი, მივიღოთ მკაცრი ზომები მსოფლიო მასშტაბით. ამისთვის შეგვიძლია, ე. ო. ვილოსნის „ნახევარი-მიწის“ კონცეფცია მოვიყვანოთ: მიწის დაახლოებით 50 პროცენტი უნდა გადაინახოს ეკოლოგიური დაცვისთვის და დანარჩენი 50 პროცენტი უნდა გამოვიყენოთ ურბანული განვითარებისთვის.

საფეხური 4: სიმჭიდროვის და მიწის შერეული სარგებლობის განსაზღვრა

მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ სიმჭიდროვის და მიწის შერეული სარგებლობის სახეობები კონკრეტული ტერიტორიისთვის. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ურბანული ტერიტორია უნდა იყოს მჭიდრო. ეს უფრო ნიშნავს, რომ შედარებით მეტი სიმჭიდროვე გაზრდის ინფრასტრუქტურის მოხმარების ეფექტურობას მაგ., გზები და ტრანზიტული დამაკავშირებლები.

საფეხური 5: მობილობის მრავალნაირი კავშირების შექმნა

როცა უბნების და ზონების განვითარებას დავგეგმავთ, ისინი ტრანსპორტირების მდგრადი სახეობებით უნდა დავაკავშიროთ. გადაადგილების უმარტივესი და ყველაზე მიღებული საშუალებაა გზები. თუმცა, უნდა დავაბანდოთ მაღალგამტარიან რელსიან დამაკავშირებლებშიც — მეტროში, მსუბუქ რელსებში ან მაღალსისწრაფიან რელსებში. ბოლოს, გზებთან ერთად საუკეთესო მობილობისთვის არ უნდა დაგვავიწყდეს ველო- და ქვეითთა კავშირები.

საფეხური 6: კულტურული მახასიათებლების შენარჩუნება და წახალისება

ყველა ქალაქმა საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის ელემენტები უნდა დაიცვას და, ასევე, ყველაფერი იღონოს, რომ კულტურა მრავალფეროვნად შეიცვალოს და გაიზარდოს. ესაა ხალხის, ისტორიისა და ტრადიციების უნიკალური პალიმფსესტი, რაც ყველა ქალაქს სძენს კულტურული მახასიათებლის უნიკალურობას. ეს, თავის მხრივ, შეიძლება, გაგვიძღვეს როგორ და რა ავაშენოთ.

საფეხური 7: ტექნოლოგიური კავშირების შექმნა

„გონიერი ქალაქის“ კონცეფციას შეუძლია, კარგ ურბანულ გეგმაში მნიშნელოვანი წვლილი შეიტანოს. თუმცა, ეს არაა უნიკალურ ადგილობრივი მახასიათბლებით აგებული ადგილის ხედვის ჩამნაცვლებელი. ქალაქებში ტექნოლოგიების ციფრულ პანაცეად შემოღების მაგიერ ტექნოლოგია უნდა მოერგოს ყველა ქალაქის და თემის ხელშესახები ღირსებების გაუმჯობესებას. ტექნოლოგია კულტურას შემატებს და არა ჩაანაცვლებს.

საფეხური 8: მდგრადი ინფრასტრუქტურის დანერგვა

დაგეგმვის ბოლო საფეხურის პროცესი მოიცავს მდგრადი ინფრასტრუქტურის ახალი სახეობების მოძიებას. ეს შეიძლება, ეხებოდეს ნალექის გამკლავების სტრატეგიებს ისევე, როგორც ენერგოსისტემებს და სხვა კავშირებს. ამ სფეროში განვითარების ულევი შესაძლებობაა.

 

კარგი ხალხისთვის — კარგი პლანეტისთვის

 

მზარდი მოსახლეობა საჭიროდ მდგარადად განვითარების შესაძლებლობას უდიდესი გამოწვევის წინაშე აყენებს. ამ კომპლექსურ ამოცანას კლიმატის ცვლილების საფრთხეები უფრო ამძიმებს. მაგრამ ეს შეუძლებელი საერთოდ არაა. ბიომორფული ურბანიზმი გვთავაზობს ჩარჩოს ჩვენი ქალაქების გადააზრებისთვის სხვადასხვა დონეზე — ინდივიდების ყოველდღიური ცხოვრებიდან, მთელი რეგიონის და ეკო-სისტემების სიჯანსაღემდე. ეს კონცეფციები ნებისმიერი ზომის თემს შეიძლება, მოერგოს დაბებიდან და სოფლებიდან დაწყებული, მთავარი მუნიციპალიტეტებით და ახლადშექმნილი მეგა-ქალაქებით დამთავრებული.

რაც მთავარია, ბიომორფული ურბანიზმი გვთავაზობს გზებს ცხოვრების ხარისხის გადასააზრებლად. როცა ხალხს მათს საცხოვრებლ ადგილებს კვლავ დავუკავშირებთ, აღმოვაჩენთ საფუძველ, მაგრამ ხშირად უგულებელყოფილ ფაქტს, რომ ეკოლოგიური სიჯანსაღე და ადამიანთა კეთილდღეობა არა ცალკე მოვლენებია, არამედ ფუნდამენტურად დაკავშირებული.

პიტერ კინდელი
Skidmore, Owings & Merrill-ის City Design Practice-ის დირექტორი

 

თარგმანი: ბექა ბუჩაშვილი

წყარო

ფოტო © SOM, Guiyang Nanming Riverfront Culture CBD Master Plan

ასევე წაიკითხეთ:

image

რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას ღვინის წარმოებაზე

იმედია, როგორც მომხმარებლები, შევძლებთ იმ ცვლილებების მართვას, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესით და გადაწყვეტილებებითაა გამოწვეული. დროა ჩვენი თანხები სწორად მივმართოთ და მხარი დავუჭიროთ ფერმერებსა თუ ადგილობრივ მწარმოებლებს და ასევე საკუთარ წარმოებებს. შეგვიძლია, ვიყოთ მეტად ინფორმირებული, დავსვათ შეკითხვები, მივიღოთ პასუხები და მივიღოთ გადაწყვეტილებები მეტად ჯანსაღი პლანეტისა და საზოგადოებისთვის.

image

დრეგის ხელოვნების ევოლუცია

დღევანდელ რეალობაში სოციალურმა ქსელმა ადამიანებს უამრავი ახალი შესაძლებლობა მოუტანა, მათ შორის პლატფორმა შეუქმნა და ყურადღების ეპიცენტრში მოაქცია ისეთი მარგინალიზებული კულტურა, როგორიცაა დრეგი. ხელოვნების ამ ფორმას უამრავი მიმდევარი ჰყავს და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დრეგი მეინსტრიმ კულტურის ნაწილია და არ აპირებს საკუთარი პოზიციის დათმობას.

შემოგვიერთდით