ინდუსტრიული ფერმერობა ისტორიაში ერთ-ერთი უსაშინლესი დანაშაულია

გამოქვეყნებულია: 05.Jul.2017

უნდა  ითქვას, რომ ცხოველები არიან ისტორიის მთავარი მსხვერპლნი და ქმედებების, რომლებსაც ვახორციელებთ შინაური ცხოველების მიმართ, მაგალითად, როგორიცაა მათი გამოყენება ინდუსტრიულ  ფერმებში, შეიძლება, შეფასდეს, როგორც ყველაზე საშინელი დანაშაული ისტორიაში. ადამიანების პროგრესი გადის მკვდარი ცხოველების გვამებზე. ათიათასი წლის წინაც კი ქვის ხანაში ჩვენი წინაპრები უკვე იყვნენ პასუხისმგებლები სხვადასხვა ეკოლოგიურ კატასტროფაზე. როცა პირველმა ადამიანმა მიაღწია ავსტრალიას დაახლ. 45 000 წლის წინ, მათმა ქმედებებმა მიიყვანეს დიდი ცხოველების 90% გადაშენების პირას. ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი ზემოქმედება, რომელიც ჰომო საპიენსებმა აწვნიეს პლანეტის ეკოსისტემას თუმცა ეს არ ყოფილა უკანასკნელი.

15 000 წლის წინ ადამიანებმა ამერიკის კოლონიზაცია დაიწყეს, რამაც გამოიწვია იქ მცხოვრები ძუძუმწოვრების 75%-ის გადაშენება. უამრავი სხვა სახეობა  გაქრა აფრიკიდან, ევრაზიიდან და მაიარდის კუნძულების სანაპიროებიდან. არქეოლოგიური ჩანაწერები გვიჩვენებს იმავე სამწუხარო ისტორიას სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც. ტრაგედია შეიძლება, სამ ეპიზოდად დავყოთ. პირველია, როცა სცენაზე იყო მდიდარი და მრავალფეროვანი პოპულაცია, სადაც  ჰომო საპიენსი არ მონაწილეობდა. მეორე სცენაზე ადამიანები ჩნდებიან შუბებით, ბასრი ნივთებით. მესამე სცენაზე ქალები და კაცები იკავებენ სცენის ცენტრს  და ამ დროს სცენიდან ქრება თითქმის ყველა დიდი ცხოველი და, მასთან ერთად, სხვა პატარა ცხოველებიც.

რომ შევაჯამოთ ზემოთ დაწერილი ინფორმაცია, ჰომო საპიენსმა გადაშენების პირას მიიყვანა დედამიწის ძუძუმწოვრების 50%. ეს იქამდე, სანამ დაიწყებდნენ დათესვას, მისცემდნენ ფორმას მეტალის ნივთებს. შემდეგი მთავარი ნიშანი ადამიანისა და ცხოველის ურთიერთობაში იყო სასოფლო-სამეურნეო რევოლუცია: პროცესი, რომელმაც გამოიწვია მოხეტიალე-შემგროვებელი და ნადირობის ცხოვრებიდან  ფერმერობის ცხოვრებაზე გადართვა და გარკვეულ ტერიტორიებზე დასახლება; რომელმაც შემდეგში ჩამოაყალიბა სრულიად ახალი ცხოვრების ფორმა დედამიწაზე, როგორიცაა ცხოველების მოშინაურება. თავდაპირველად ეს განვითარება არც ისე მნიშვნელოვანი ჩანდა, ამ დროს ადამიანებს შეეძლოთ, თავი გაერთმიათ ცოტაოდენი ცხოველისა და ფრინველისთვის და ამ დროს ცხოველების უმეტესობა ინარჩუნებდა „გარეულის“ სახელწოდებას. საუკუნეების გასვლის შემდეგ ცხოვრების ეს სტილი როგორც ნორმად ისე ჩამოყალიბდა. დღესდღეობით დიდი ცხოველების 90% არის მოშინაურებული. „დიდ“-ში იგულისხმება ცხოველი, რომელიც ერთ კილოგრამსაც კი იწონის,  მაგალითად: წიწილა.

ათიათასი წლის წინ ცოტა ფრინველი მოიძებნებოდა სამხრეთ აზიაში. ხოლო დღეს მილიარდობით ქათამი ცხოვრობს თითქმის ყველა კონტინენტზე და კუნძულზე ანტარქტიდის გამოკლებით. მოშინაურებული ქათამი გავრცელებულია მთელ დედამიწაზე. თუ წარმატებულობას გაზომავ რიცხვებში, შეიძლება, ითქვას, რომ ქათმები, ძროხები და ღორები ყველაზე წარმატებული ცხოველები არიან.

მოშინაურებული ცხოველები თავიანთ, ეგრეთ წოდებულ წარმატებას,  იხდიან უპრეცედენტო ინდივიდუალური ტანჯვით. ცხოველების სამეფოს ბევრი სახის ტკივილი და სიღარიბე უნახავს მილიონობით წლის განმავლობაში და მაინც სასოფლო-სამეურნეო რევოლუციამ შექმნა მთლიანად განსხვავებული სახის ტანჯვა, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო გაუარესდა ახალ თაობებში.

ერთი შეხედვით ჩანს, რომ მოშინაურებული ცხოველები შეიძლება, უკეთეს პირობებში იყვნენ, ვიდრე მათი მონათესავე გარეული ცხოველები და წინაპრები. სურათი ნათლად რომ დავინახოთ ამის კარგი მაგალითი იქნება გარეული კამეჩები, რომლებიც ხარჯავენ დღეებს, რათა იპოვონ საკვები, წყალი და თავშესაფარი და ამ დროს მათი სიცოცხლე  დგას ისეთი საშიშროების წინაშე, როგორიცაა ლომები, პარაზიტები, წყალდიდობები. მოშინაურებული საქონლის დროს საპირისპირო სიტუაციას ვაწყდებით - ამ დროს ადმიანები ზრუნავენ და იცავენ მათ. ამარაგებენ ძროხებს და ბოჩოლებს საკვებით, წყლით, დაავადების შემთხვევაში კურნავენ და იცავენ მტაცებლებისგან, ბუნებრივი კატასტროფებისგან. თუმცა, საბოლოოდ, ძროხებისა და ხბოების ბოლო მაინც სასაკლაოა. ამ მომენტში კი შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მათი ბედისწერა იმაზე უკეთესია, ვიდრე გარეული კამეჩების. უკეთესია, შეგჭამოს ლომმა, ვიდრე მოგკლას ადამიანმა? ბოროტებას არა მარტო ცხოველების ფერმების არსებობა  და მათი დახოცვის გზა წარმოადგენს, არამედ ყველაფერი, რაც მათს ცხოვრებაში ხდება და თუ როგორ ცხოვრობენ ისინი. ვაწყდებით ორ ფაქტორს, რომლებიც განაპირობებენ ფერმებში ცხოველების არსებობას. პირველი ისაა, რომ ადამიანებს უნდათ ხორცი, რძე, კვერცხი, ტყავი და  გართობა; ხოლო მეორე ის, რომ ადამიანებს უნდათ, რაც შეიძლება, მეტად გაახანგრძლივონ და გაზარდონ რეპროდუქცია ფერმებში მცხოვრები ცხოველების. თეორიულად შეიძლება, ვთქვათ, რომ ეს  ფაქტორები იცავენ ცხოველებს ექსტრემალური ბოროტებისგან. თუ ფერმერი მოწველის ძროხას და მას არ გამოკვებავს, თავისთავად, რძე დროთა განმავლობაში შემცირდება და ძროხა დაიღუპება. სამწუხაროდ, ადამიანს შეუძლია, გაცილებით დიდი ტანჯვა მიაყენოს ფერმაში მცხოვრებ ცხოველებს სხვა გზებით იმ დროსაც, როცა გარანტირებულს ხდის მათს რეპროდუქციასა და სიცოცხლის უნარიანობას.

ძირეულ პრობლემას წარმოდგენს ის, რომ მოშინაურებულ ცხოველებს მემკვიდრეობით გადაეცემა გარეული ცხოველების სხვადასხვა ფიზიკური, ემოციური  თუ სოციალური ნიშნები, რომელთა რედუცირებაც ხდება ფერმებში. ფერმერები ამ მემკვიდრეობით ნიშნებს აიგნორებენ, არანაირ ყურადღებას აქცევენ და არ იხდიან რაიმე ეკონომიკურ ღირებულებას/ფასს, რათა ეს გენეტიკური ნიშნები არ დაითრგუნოს. ისინი კეტავენ ცხოველებს პატარა, ვიწრო გალიებში, ასახიჩრებენ მათ რქებსა და კუდებს, აცალკევებენ მშობლებს მათი შვილებისგან და სელექციურად  ზრდიან მათ, რაც მათს სიცოცხლეს ტანჯვად აქცევს.

შეიძლება, ითქვას, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროა დარვინის ევოლუციური პრინციპებისა, თეორიის, რომელიც ამბობს, რომ ყველა ინსტიქტი და მოქმედება განვითარდა, რათა ორგანიზმები გადარჩნენ და მოახდინონ რეპროდუქცია. თუ ასეა, მაშინ ფერმებში მცხოვრები ცხოველების განგრძობითი რეპროდუქცია ადასტურებს, რომ მათი რეალური საჭიროება არის მხოლოდ საკვები? როგორ შეიძლება, ძროხას „სჭირდებოდეს“ რაიმე თუ ის არაა არსებითი, მნიშვნელოვანი გადარჩენისთვის და რეპროდუქციისთვის.

რასაკვირველია, მართალია, რომ ყველა ინსტიქტი ვითარდება იმის მიხედვით, თუ ევოლუციის დროს და წნეხს განიცდის ორგანიზმი. როცა ეს წნეხი ქრება, ის ინსტიქტები, რომლებიც დროთა განმავლობაში გამოიკვეთა, მაშინვე არ ორთქლდება - მაშინაც კი, როცა აღარაა საჭიროება იმისთვის, რომ გადარჩნენ და გამრავლდნენ. დღევანდელ დღეს ფიზიკური, ემოციური და სოციალური საჭიროება ძროხებისთვის, ძაღლებისა და ადმიანებისთვის არაა რეფლექსური ამჟამინდელი პირობებისა; ევოლუციის პერიოდში, 10 ათასი წლის წინ, მათმა წინაპრებმა გამოიმუშავეს არსებული ნიშან-თვისებები. რატომ არის, რომ ადამიანებს გვიყვარს ტკბილეული ასე ძალიან ? იმიტომ არა, რომ  21-ე საუკუნეში ჩვენ გადარჩენისთვის გვჭირდება ნაყინი და შოკოლადი, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი წინაპრები ქვის ხანაში მოიხმარდნენ ტკბილეულს, დამწიფებულ ხილს, რადგან იმ დროს ყველაზე გონივრული საქციელი იყო, რაც შეიძლება, სწრაფად გეჭამა რაც შეიძლება ბევრი. ამ ყველაფერმა კი განაპირობა გენეტიკაში, ჩვენს გენებში, ტკბილეულის მიმართ დამოკიდებულება.

ზუსტად იგივე ლოგიკა მოქმედებს ძროხებსა და ხბოებზე, რომლებიც გვყავს გამოკეტილი ინდუსტრიულ ფერმებში. შინაური საქონლის წინაპარი იყვნენ სოციალური ცხოველები. იმ მიზნით, რომ გადარჩენილიყვნენ და გამრავლებულიყვნენ, მათ სჭირდებოდათ ერთმანეთში კომუნიკაცია, თანამშრომლობა და ეფექტური შეჯიბრება. როგორც ყველა სოციალური ძუძუმწოვარი, გარეული საქონელიც სწავლობდა მნიშვნელოვან სოციალურ ქცევებს თამაშების საშუალებით. ლეკვებს, ფისოებს, ხბოებსა და ბავშვებს უყვართ თამაში, რადგან ევოლუციამ დანერგა ეს მნიშვნელოვანი რამ მათში. გარეულ ორგანიზმებს სჭირდებოდათ, რომ ეთამაშათ. თუ არ ითამაშებდნენ, მაშინ ვერ შეისწავლიდნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ქცევას იმისთვის, რომ გადარჩენილიყვნენ და გამრავლებულიყვნენ. თუ კატა ან  ხბო დაიბადებოდა რამე მუტაციური ნიშნით, მათდა სამწუხაროდ, ნაკლები იყო  გადარჩენის ალბათობა. იგივე ითქმება სხვა სახეობებზეც, მათ წინაპრებისგან რომ არ შეეძინათ  უნარები. იმავენაირად ევოლუციამ დანერგა და გავლენა მოახდინა  ლეკვებზე, ხბოებსა და ბავშვებზე, რაც გამოიხატება იმ დაუძლეველ სურვილში, რომ ყოფილიყვნენ  საკუთარ დედებთან. როცა მუტაცია ასუსტებდა დედა-შვილს შორის არსებულ ძაფს, ეს სიკვდილის ტოლფასი იყო.

რა ხდება, როცა ფერმერები აცალკევებენ ხბოებს მათი მშობლებისგან, სვამენ პატარა გალიაში, ვაქცინაციას უკეთებენ დაავადებების მიმართ, ამარაგებენ  საკვებითა და წყლით, იმ მიზნით, რომ მას აღარ დასჭირდება დედა ან სათამაშოდ ვინმე სხვა, რათა გადარჩეს და გამრავლდეს. ეს ყველა საჭიროება შეითავსა ადამიანმა, რომელიც მათზე ზრუნავს. მაგრამ, სუბიექტური აღქმით, ხბო მაინც ძლიერად გრძნობს დედასთან კავშირს და ასევე არსებობს თამაშის სურვილი სხვა ხბოებთან. თუ არ  სრულდება ეს საჭიროებები, მაშინ ხბოები განიცდიან ძლიერ ტანჯვას.

ეს არის ევოლუციური ფსიქოლოგიის ბაზისური გაკვეთილი: საჭიროება, რომელიც გამომუშავდა ათიათასობით წლის წინ თაობებში და დღესაც გრძელდება, იმის მიუხედავად, დგას თუ არა ამის საჭიროება, რათა გადარჩეს ორგანიზმი და გამრავლდეს. ტრაგიკულია ის, რომ სასოფლო-სამეურნეო განვითარებამ ადამიანს მისცა საშუალება და ძალა იმისა, რომ მოახდინოს შინაურ ცხოველებზე ზემოქმედება და ამ დროს არ გაითვალისწინოს მათი საჭიროებები. შედეგად, შინაური ცხოველები არიან ყველაზე წარმატებულები მსოფლიოში რაოდენობით  და იმავე დროს ყველაზე საცოდავი ცხოველები, რომელთაც უცხოვრიათ დედამიწაზე, არსებული ქმედებებით, რომლებსაც მათ მიმართ ვახორციელებთ...

სიტუაცია უფრო გაუარესდა გასული საუკუნეების განმავლობაში, როცა ტრადიციულმა აგროკულტურამ საფუძველი დაუდო ინდუსტრიულ ფერმერობას. ტრადიციულ სოციუმებში, როგორიც იყო ეგვიპტე, რომის იმპერია ან ჩინეთი, ადამიანებს ნაწილობრივი წარმოდგენა ჰქონდათ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ბიოქიმია, გენეტიკა, ზოოლოგია და ეპიდემიოლოგია. მაშასადამე, მათი მანიპულაციის ძალაუფლება შეზღუდული იყო.

შუა საუკუნეების სოფლებში წიწილები დარბოდნენ თავისუფლად სახლებს შორის, კენკავდნენ მარცვლეულს სხვადასხვა ადგილიდან. რომელიმე გლეხი თუ გადაწყვეტდა, რომ ათასი წიწილა ერთ გალიაში დაემწყვდია და ამ დროს ერთი დაავადებული ფრინველიც კი თუ მოხვდებოდა ამ გალიაში, დანარჩენ ფრინველებსაც გადაედებოდათ და ყველა დაიღუპებოდა, შეიძლება, ეპიდემიაც გავრცელებულიყო და ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა. ამას ვერც მღვდელი, ვერც  შამანი და ვერავინ უშველიდა, ხოლო თანამედროვე საზოგადოებაში მეცნიერებმა გაშიფრეს ფრინველების საიდუმლოებები. ავტომატური მკვებავი საშუალებებითა და ცენტრალური  ჰაერის კონდიციონერების დახმარებით ერთ გალიაში შეუძლიათ, მოათავსონ ათასობით ფრინველი, გამოიმუშაონ ხორცი და კვერცხები უპრეცედენტო ეფექტურობით.

ინდუსტრიულ ინსტალაციებში (სპეციალური სახლები ცხოველებისთვის) მცხოვრები ცხოველების ბედისწერა გახდა ერთ-ერთი  გადაუდებელი, სასწრაფო ეთიკური საკითხი ჩვენს დროში. ამჟამად თითქმის ყველა დიდი ცხოველი ცხოვრობს ინდუსტრიულ ფერმებში, ჩვენი წარმოსახვით კი, ჩვენი პლანეტა დასახლებულია მხოლოდ ამ ცხოველებით: ლომებით, სპილოებით, ვეშაპებითა და პინგვინებით. ეს შეიძლება, იყოს National Geografic-ის გადაცემებში, დისნეის კინოებსა და საბავშვო ზღაპრებში, მაგრამ ეს არ შეესაბამება რეალურ სამყაროს, რომელიც მოიცავს 40 000 ლომს, მაგრამ, კონტრასტისთვის, 1 მილიარდამდე შინაურ ღორსაც; 500 000 სპილოს და 1,5 მილიარდ შინაურ ღორს; 50 მილიონ პინგვინსა და 20 მილიარდ ქათამს.

2009 წელს ევროპაში იყო 1,6 მილიარდი გარეული ჩიტი, ყველა სახეობის გარეული ფრინველი რომ გავაერთიანოთ. ამავე დროს ამავე წელს ევროპული ხორცისა და კვერცხის ინდუსტრიამ 1,9 მილიარდამდე გაზარდა წიწილების რაოდენობა. მთლიანობაში შინაური ცხოველების წონა მსოფლიოში არის, დაახლოებით, 700 მ ტონა, იმასთან შედარებით,  300 მ ტონა არის ადამიანებისთვის და 100 მ ტონა მოდის  სხვა დიდ ცხოველებზე.

სამეცნიერო ნაშრომებმა ითამაშა დამთრგუნველი როლი ცხოველებზე არსებულ ტრაგედიაში. სამეცნიერო წრემ თავიანთი ცოდნა ცხოველებზე გამოიყენა იმისთვის, რომ მანიპულაცია მოეხდინა  სერვისების უკეთ გამოყენებაში ადამიანის ინდუსტრიაში. ამავე დროს ამ ცოდნამ დემონსტრირება გაუკეთა გონივრულ ეჭვს, რომ შინაური ცხოველები არიან მგრძნობიარე არსებები ჩახლართული სოციალური ურთიერთობებით. ისინი შეიძლება, არ იყვნენ ისეთივე ჭკვიანები, როგორც ჩვენ, მაგრამ ტკივილის, შიშისა და მარტოობის განცდა ჩვენსავით შეუძლიათ. ასევე განიცდიან ისეთ გრძნობებს, როგორიცაა ბედნიერება და ტანჯვა.

უკვე დროა, რომ ეს მეცნიერული ცოდნა, რაც მათ შესახებ გვაქვს, მივიტანოთ გულთან ახლოს, რადგან ადამიანის სიძლიერე იზრდება და ჩვენი უნარები იმისა, რომ ვავნოთ ან ბენეფიტები მოვუტანოთ სხვა ცხოველებს, იზრდება, ამასთან ერთად. 4 მილიარდი წლის წინ დედამიწა მართავდა ბუნებრივ სელექციას. ამჟამად კი უმეტესად მისი მართვა ხდება ადამიანის ინტელექტით. ბიოტექნოლოგიას, ნანოტექნოლოგიას და ხელოვნურ ინტელექტს სულ მალე ექნება შესაძლებლობა, მისცეს სხვადასხვა ფორმა ცოცხალ ორგანიზმებს. როდესაც მოვა ის დრო, რომ გვექნება შესაძლებლობა, შევქმნათ ახალი სამყაროს დიზაინი, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ არა მარტო ჰომო საპიენსის სასიცოცხლო მოთხოვნები, არამედ  სხვა  სახეობების   კეთილდღეობაც.

თარგმანი: გიორგი ბარძიმაშვილი

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით