ციფრული რევოლუციის გააზრება და მისი მნიშვნელობა

გამოქვეყნებულია: 22.Oct.2017

ციფრული რევოლუცია როგორც საწყისი ფართო ტექნოლოგიური ცვლილებებისა დღესდღეობით ყველაზე აქტუალური თემაა პოლიტიკაში, ეკონომიკასა და ბიზნესში. ეს პოლიტიკოსებს მეტი წინდახედულობისკენ უბიძგებს, ეკონომისტები ფიქრობენ შემოსავლების ზრდაზე, ხოლო პროფკავშირები სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე. ჩვენ უდავოდ გვხვდება ფართომასშტაბიანი დარღვევები ბევრ სფეროში, რაც საჭიროებს გაუმჯობესებას.

თუმცა ადამიანების უმრავლესობა ცდილობს, გაერკვეს ამ საკითხში. ისინი სვამენ კითხვას: რას ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემთვის და იმ ორგანიზაციისთვის, სადაც დასაქმებული ვარ? რას ნიშნავს ტექნოლოგიური ცვლილებები ჩემი პროფესიისთვის? რა სახის სტრუქტურა შეიძლება მივიღოთ ამ ახალი გამოწვევების ფონზე?

ციფრული რევოლუციის გააზრებისა და მისი პოტენციური შედეგების განსასაზღვრად უნდა შევძლოთ მისი ზოგად ჭრილში დანახვა. სამ სფეროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა: რა ძალები ნერგავენ ახალ ტექნოლოგიებს? რას ნიშნავს ციფრული რევოლუცია მომავლისთვის? და რა სახის საქმიანობას დაეხმარება ამ საკითხების მოგვარება?

ციფრული რევოლუციის ხუთი განზომილება

დავიწყოთ პირველი განზომილებიდან. არსებობს მცდარი ხედვა ხალხის მხრიდან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ის რაც ტექნოლოგიურად შესაძლებელია პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურ და გრძელვადიან ცხოვრებაზე. თუ კარგად დაფიქრდებით, ეს არაა ჭეშმარიტება.

არსებობს სტრუქტურული ანალიზის ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ თუ რომელი ტექნოლოგიური პროგრესი აისახება ჩვენს რეალურ ცხოვრებაში. ეს მნიშვნელოვანი ხარვეზია, რადგან ის რეალურ დროში მოვლენების დამახინჯებულ ხედვას იწვევს. აქ ვცდილობთ, რომ შევქმნათ ეს პროცესი და გამოვავლინოთ ხუთი განხრა, რომელიც ახდენს ტექნოლოგიურ გავლენას.

პირველი - ეთიკური განზომილება. ის ზღუდავს კვლევას, რადგან ის ადგენს ნებართვის ჩარჩოს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს. ეს  დიდ გავლენას არ ახდენს ციფრულ ტექნოლოგიებზე, თუმცა ახდენს სხვა სფეროებზე, როგორიცაა ბიოტექნოლოგია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი რაც შესაძლებელია, არ განხორციელდება ეთიკური მოსაზრებების გამო. დისკუსია ეთიკური შეზღუდვებისა ემბრიონული და ღეროვანი უჯრედების კვლევების, ისევე როგორც ფართო გენეტიკური ინჟინერიისა, არის სფეროები, რომლებიც გამოხატავს ახალი ტექნოლოგიების ეთიკურ ზღვარს. სხვადასხვა ქვეყნები ქმნიან განსხვავებულ მარეგულირებელ გარემოს.

მეორე - სოციალური განზომილება. ტექნოლოგიური ცვლილებების წინააღმდეგ სოციალური პროტესტი ახალი არაა და ეს უფრო ინტენსიურია იმ ადგილებში, სადაც ის საფრთხეს უქმნის ადამიანების სამუშაო ადგილებს. მე-19 საუკუნეში ჯგუფ Luddites-ის პროტესტს სხვა აქციებიც მოჰყვა, ეს სოციალური წინააღმდეგობა იწვევს ტექნოლოგიების დაგვიანებით დანერგვას ან სულაც რეგულირების სახეცვლილ ფორმებს. Uber-ის წინააღმდეგ პროტესტი ერთ-ერთი მაგალითია. ეს ძალიან საინტერესო შემთხვევაა, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ შეუძლია სოციალურ წინააღმდეგობას შექმნას ახალი მარეგულირებელი გარემო.

მესამე - კორპორატიული მართვის განზომილება. შეგიძლიათ იპოვოთ ბევრი კვლევა და ანალიზი სხვადასხვა კორპორაციული მართვის მოდელების მუშაობის შესახებ. ნამუშევრები ხშირად ეწინააღმდეგება ანგლო-ამერიკულ მოდელს, რომელიც ფოკუსირებულია აქციონერთა ღირებულებების შესახებ ევროპულ მოდელებზე, რომელიც თავის მხრივ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს დაინტერესებულ აქციონერთა ფართო ჯგუფს. გერმანიაში სამეთვალყურეო საბჭოებისა და სამუშაოების მწარმოებელი თანამშრომლების განსაზღვრა არის სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების მაგალითები, რომლებიც სავარაუდოდ ტექნოლოგიების გამოყენების სხვადასხვა ფორმებს უკავშირდება. თუ ტექნოლოგიურ ცვლილებებს დავინახავთ როგორც კომპანიების გამოწვევას უახლოეს მომავალში,  გადაწყვეტილების მიღების მოდელები განსხვავებული შედეგებით და ფოკუსებით განხორციელდება ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც პროცესში აისახება.

მეოთხე - სამართლებრივი განზომილება ასევე მოდერირებს თუ რა არის შესაძლებელი და დასაშვები რეალურ სამყაროში. უბრალოდ რომ ავიღოთ თვითმავალი მანქანები. წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით უმრავლესობა განხორციელებადია. ჩვენ ახლა ვხედავთ გუგლისა და სხვების მიერ შექმნილი თვითმავალი მანქანების ნახევრად წარმატებულ ტესტებს საჯარო გზებზე. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თვითმავალი მანქანები მოაგვარებენ საცობების პრობლემას უახლოეს მომავალში, რადგან არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს ძირითად საკითხებს და პასუხისმგებლობებს. ამის მაგალითია კერძო თვითმფრინავების გამოყენების რეგულირება.

ბოლო, მაგრამ არანაკლებ ეფექტიანი განზომილება. მისი პრინციპია, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას არ გააჩნია დრამატული ეფექტი პროდუქტიულობის გამო. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ეკონომისტი დევიდ აუთორი აფასებს ამ ეფექტს ორი საინტერესო მაგალითით.

 

ადამიანური (და არამხოლოდ) შემაფერხებლები

ადამიანების უმრავლესობა ტექსტის დასამუშავებლად word software-ს იყენებს. მურის წესის თანახმად, ჩვენ ვხედავთ გადამუშავების ძალასთან (processing power) დაკავშირებულ ექსპონენციალურ ზრდას - ბოლო დროის განვითარებების უმრავლესობა შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ რამდენიმეწლიანი არსებული მიახლოებითი გამოთვლა საბოლოოდ აღსრულდება. მაგრამ გადამუშავების ამ ძალის უზომო ზრდა ვერ უტოლდება წერის თქვენს სისწრაფეს. ეს აჩვენებს, რომ დაბრკოლება word-ის პროდუქტიულობის ზრდაში თქვენი კომპიუტერის სიჩქარეზე არაა დამოკიდებული, არამედ საკუთარი წერის უნარებზე. თქვენი კომპიუტერი შესაძლოა გახდეს უფრო სწრაფი, მაგრამ ვერ შეძლებთ უფრო უკეთ ან მეტის გაკეთებას. თქვენ ხართ შემაფერხებელი და არა მანქანა.

მეორე ეფექტი არის ის, როდესაც ძირითადად ფასების დაცემის გამო, თქვენ დახარჯულ რესურსებს ამ მოწყობილობებში შეზღუდული გამოყენების არეალი აქვთ და აქედან გამომდინარე შეგიძლიათ მკაფიოდ განსაზღვროთ ის, რასაც ეკონომისტები „შემოსავლების კრიტიკულ კლებას“ უწოდებენ. ამ შემთხვევაში ავტორმა აჩვენა სარეცხი მანქანის მაგალითი, რომელსაც ახლა უფრო მეტი  გადამუშავების ძალა აქვს, ვიდრე აპოლოს მთვარის პროგრამას ქონდა. რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? დასკვნა მარტივია: მიუხედავად იმისა, რომ აპოლოს პროგრამით შესაძლებელი იყო მთვარეზე ხალხის გადაყვანა, თქვენი სარეცხი მანქანა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი გადამუშავების ძალა გააჩნია, მხოლოდ თქვენი ჭუჭყიანი ტანსაცმლის გარეცხვას გააგრძელებს. თქვენ შეძლებთ კიდეც მისი სმარტფონით მართვას, რათა დაზოგოთ ენერგია და წყალი, მაგრამ სარეცხი მანქანა და მისი მუშაობა ფუნდამენტურად არ გარდაიქმნება. ის უახლოეს მომავალში მთვარეზე ვერ წავა.

ხუთივე განზომილების ანალიტიკურ შეფასებას მნიშვნელოვან დასკვნამდე მივყავართ: ციფრული რევოლუცია აუცილებლად უზრუნველჰყოფს ფართო შესაძლებლობებს, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანია იმის გაგება, დეტალურად იმ ძალების შესახებ, რომელიც განსაზღვრავენ იმ გზებს თუ რომელი ტექნოლოგიური მიღწევა დაინერგება ჩვენს პრაქტიკაში. ახალ ტექნოლოგიებს ნამდვილად აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა პროდუქტიულობაზე? იქნება თუ არა სოციალური აჯანყება ადაპტაციის პროცესში? და როგორი მარეგულირებელი ჩარჩო მართავს ახალ ტექნოლოგიებს? მნიშვნელოვანია ამ ხუთი განზომილების გააზრება და ის თუ რა იგულისხმება მათ სპეციფიურ გარემოებებში.

 

რა არის სამუშაო ადგილების მომავალი?

შემდეგი კითხვა იმას უკავშირდება თუ რამდენად მოახდენს ცვლილებები გავლენას შრომის ბაზარზე. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი მიმართულება, რომელშიც ახალი ტექნოლოგიები ბევრ რამეს შეცვლიან, მაგრამ ყველაზე მწვავე დისკუსია მსხვილი ინდუსტრიების სამუშაო დანაკარგებზეა. არსებობს ბევრი ექსპერტისა და ფართო საზოგადოების მოსაზრებები დავდგებით თუ არა სამუშაო ადგილებზე რობოტიზაციის წინაშე, რაზეც მარტივი პასუხია, რომ ჩვენ უბრალოდ არ ვიცით. შრომის ბაზარზე 3 დიდი გავლენა აქვს: შეცვლას, ზრდას და შექმნას.

ციფრული რევოლუციის გავლენის ზრდის პარალელურად ეჭვი არაა, რომ მოხდება ბევრი პროფესიის გაქრობა. ჩანაცვლების პროცესში არსებობს ორი ქვე-ტენდენცია, რომელიც გასათვალისწინებელია. პირველი მკაფიო შემთხვევაა, როცა არსებული სამუშაო ადგილები მარტივად ჩანაცვლდება კომპიუტერით ან რობოტით, ხოლო მეორე, როდესაც რეორგანიზაცია და სამუშაოს კონკრეტული ამოცანების აუთსორსინგი იწვევს სამუშაოს დაკარგვას. ამ უკანასკნელს ხშირად ‘gig economy’-ადაც მოიხსენებენ. აქ კონკრეტულ ამოცანებს კვლავაც ადამიანები ასრულებენ, მაგრამ გარე ონლაინ პლატფორმების მეშვეობით. გლობალური კავშირგაბმულობის საშუალებით არ არსებობს ფიზიკური შრომის საჭიროება ისეთ საქმიანობებზე, როგორიცაა თარგმნა, კარნახი და მსგავსი ტიპის ამოცანები.

ცვლილებების მეორე სფერო არის არგუმენტაციები, რომელიც აღწერს მომუშავე ადამიანების და ტექნოლოგიურ ცვლილებებს შორის ურთიერთობას. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს საჭირო უნარ-ჩვევებზე და საჭირო მუშახელის რაოდენობაზე. სუპერმარკეტები ამის კარგი მაგალითია. დღეს ბევრ სუპერმარკეტში ვერ აღმოაჩენთ ათ სალაროს, სადაც ამდენივე მოლარე არეგისტრირებს პროდუქტს. მარტივად იპოვით აპარატებს, რომელიც ავტომატურად გაგიტარებთ პროდუქტს, რომელსაც მხოლოდ ერთი ზედამხედველი ჰყავს. ამ აპარატების ზედამხედველებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები ფუნდამენტურად შეიცვალა, მათი მოვალეობაა მხოლოდ ტექნიკური პრობლემების მოგვარება საჭიროების შემთხვევაში. ასევე აშკარაა სამუშაო ადგილებზე მოთხოვნის შემცირება, ათი ადამიანის მაგიერ ახლა ერთიც საკმარისია.

მესამე, ციფრული რევოლუცია, რა თქმა უნდა, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ეს ყოველთვის იყო ტექნოლოგიური ცვლილების მახასიათებელი და სამსახურები, როგორიცაა „სოციალური მედიის მენეჯერი“ უბრალოდ არ არსებობდა რამდენიმე წლის წინ. მაგრამ სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით რამდენიმე მძიმე კითხვა უნდა დაისვას. რამდენად სწრაფად შეიქმნება სამუშაო ადგილები? რა რაოდენობის და ხარისხის იქნება ისინი? სად შეიქმნება? და რას ნიშნავს ეს სოციალური მობილობისთვის?

თუ თქვენ ხართ სატვირთო ავტომობილის მძღოლი და რამდენიმე წლის შემდეგ მანქანები თვითმართვაზე გადავა, ეს თქვენზე დადებითად აისახება თუ უარყოფითად? შეძლებდით უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და მაღალკვალიფიციურ მუშახელად გახდომას, თუ დაბალკვალიფიციურ სექტორში გადანაცვლება მოგიწევთ? საფრთხე იმაშია, რომ ასეთ ცვლილებებს დაბალ სოციალურ მობილობამდე მივყავართ და ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა ა.შ.შ, თქვენ უკვე ხედავთ საშუალო კლასიფიკაციის სამუშაო ადგილების გაქრობას და შრომის ბაზრის პოლარიზაციას მაღალ და დაბალ სპექტრებს შორის. ეს კი გადამწყვეტი პოლიტიკური საკითხია, რომელსაც ციფრული რევოლუციის პოლიტიკის საბოლოო წერტილამდე მივყავართ.

 

ციფრული რევოლუციის პოლიტიკა

თანამედროვე პოლიტიკური დებატებისას სწრაფად შეამჩნევთ, რომ ეს არის საუბარი ციფრული ეკონომიკის შესახებ. ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ მცირე რაოდენობის დებატები იმართება იმაზე თუ რას დავუპირისპირებთ ტექნოლოგურ უმუშევრობას. როგორც ზემოთ აღინიშნა, არ ვიცით როგორი იქნება სამუშაო ადგილების დანაკარგები დიდი ინდუსტრიებისთვის, თუმცა ვიცით, რომ მთავრობებს სჭირდებათ მოქმედების გეგმა და მზაობა მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის შრომის ბაზარზე.

ძირითადი უნივერსალური შემოსავლის (UBI) იდეა არის შეზღუდული პოლიტიკის განხილვის ქვაკუთხედი. იდეა, რა თქმა უნდა, ახალი არაა, მაგრამ მრავალი ათწლეულის მანძილზე უამრავი ინკარნაცია მოხდა და წარმოდგენილ იქნა განსხვავებული პრობლემების გადაწყვეტის გზები. მაგალითების დეტალურად განხილვისას ნათელი ხდება, რომ ძირითადი შემოსავალი არ არის გასაღები პრობლემის გადაჭრისთვის.

პირველი ისაა, რომ UBI-ს ეფექტი ამცირებს მხოლოდ სამუშაო შემოსავალს. მისი არსებობა, რა თქმა უნდა, ბევრ კრიტიკულ სამსახურეობრივ დეტალს მოიცავს, მაგრამ სოციალური ასპექტები გადამწყვეტია. სოციალური ღირებულებები, რომელსაც სამსახური უზრუნველჰყოფს,  სათავეა თვითგამორკვევისა, აძლევს ადამიანებს ცხოვრების რიტმს და გარკვეულ როლს საზოგადოებაში.

ასევე არსებობს საფრთხის შემცველი ეფექტები. თუ ადამიანები შრომის ბაზარს ჩამოშორდებიან და იცხოვრებენ საერთო შემოსავლით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მათი შრომით ბაზარზე ხელახლა დაბრუნების შანსები ძალიან შემცირდება. დაჩქარებული ტექნოლოგიური ცვლილებები, სავარაუდოდ, არსებულ უნარ-ჩვევებს უფრო დახვეწს და ადამიანებს გაუჭირდებათ მასთან ადაპტირება.

ეს, თავის მხრივ, წამოჭრის უთანასწორობის საკითხს. საერთო შემოსავალი ვერ გადაჭრიდა ფუნდამენტურ პრობლემას, ციფრულ ეკონომიკაში ზოგიერთი ადამიანი სავარაუდოდ კარგ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებს და ძირითადი უმრავლესობა ამის მიღმა აღმოჩნდება. ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ თუ ადამიანს მეტი ფული სურს, ვიდრე საერთო შემოსავლიდან აქვს, მას მხოლოდ რამდენიმე დღე მუშაობა შეუძლია.

ამგვარად, ციფრული ეკონომიკა აწარმოებს ძირითადი შემოსავლების ახალ საფეხურს და ეკონომიკურ ელიტას, რომელიც დიდ სარგებელს იღებს. ეს ელიტა უმეტესწილად პასუხისმგებლობისგან თავისუფალი იქნება დანარჩენ სოციალურ ჯგუფებთან.

ძირითადი შემოსავლის უნივერსალური ვერსია ასევე წარმოადგენს მწირი რესურსების ცუდ განაწილებას. არის თუ არა პირდაპირი შემოსავალი საშემოსავლო გადასახადებისგან თავის არიდების ფორმა?  ნაკლებად სავარაუდოა, რომ ყველა თანხა, რომელიც გადაეცემა ადამიანებს, ვისაც ეს არ სჭირდება რეფორმირებული საგადასახადო სისტემის საშუალებით დაბრუნდება და რატომ უნდა იყოს უნივერსალური შემოსავალი პრობლემიდან კარგი გამოსავალი?

და ბოლოს, ზოგიერთი რთული საკითხი, როცა ემიგრანტები მიიღებენ შემოსავალს, როგორ შეესაბამება სისტემა ევროკავშირის თავისუფალ გადაადგილებას და არადისკრიმინაციულ წესებს. უფრო მეტიც, ბევრ ქვეყანაში ადვილი არ იქნება არსებული საპენსიო სისტემის გაუქმება. აგრეთვე ძირითადი შემოსავლის ეფექტი - როგორც ეს მოიცავს მკაცრ იურიდიულ უფლებებს.

ამ მიზეზების გამო, ძირითადი შემოსავალი არ გამოიყურება შესაბამისად ტექნოლოგიური უმუშევრობის პირისპირ. რა უნდა გავაკეთოთ სანაცვლოდ? პოლიტიკური დღის წესრიგის საფუძველზე, ეს ხუთი ქვაკუთხედი უნდა იყოს უფრო ყოვლისმომცველი და ადაპტირებული.

 

პოლიტიკის ხუთი ქვაკუთხედი

პირველ რიგში, განათლების სისტემა უკეთ უნდა მოერგოს ახალ რეალობას, ვიდრე ეს ახლაა. განათლება ნაკლებად უნდა იყოს ფოკუსირებული დასამახსოვრებელ ინფორმაციაზე და უფრო მეტი ყურადღება უნდა გამახვილდეს შემოქმედებით ცვლილებებზე, ანალიტიკაზე და სოციალურ უნარებზე. ტექნიკური უნარ-ჩვევები შეიძლება სწრაფად მოძველდეს, მაგრამ შემოქმედებითი უნარები, ადაპტირება და ცოდნის დაგროვება ყოველთვის ღირებული იქნება.

მეორე, თუ იარსებებს ფართომასშტაბიანი ტექნოლოგიური უმუშევრობა, დანარჩენი სამუშაოების შექმნა უნდა იყოს პრიორიტეტი. შესაძლოა ეს არ იყოს 15-საათიანი სამუშაო კვირა, მაგრამ სადაც ეს შესაძლებელი იქნება გამოყენებულ უნდა იქნეს დასაბალანსებელ იარაღად.

მესამე, საჯარო მოხელეებმა უნდა იფიქრონ სამუშაო გარანტიის სქემებზე, რაც შეესაბამება შრომით ბაზარს. გარანტირებული ანაზღაურებადი შრომა იქნებოდა დამცავი მექანიზმი როდესაც ტრადიციული პროფესიები დაიკარგება, ეს დატოვებდა ადამიანებს სამუშაო ადგილას და შეუნარჩუნებდა მათ შესაძლებლობების გამოყენებას.

როგორც სქემა, ეფექტური იქნებოდა საკომპენსაციო თანხის მოხსნა, რაც შექმნიდა დამატებით სოციალურად სასარგებლო აქტივობებს. მაგალითად, სამუშაო გარანტია შეიძლება ეფექტურად გამოიყენოს ჯანდაცვის სექტორმა, სადაც მიმდინარე დემოგრაფიული ტენდენციები მომავალში მეტ სამუშაო ხელს მოითხოვს. ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს სპორტისა და სხვა კულტურული აქტივობების დასაფინანსებლად და ამით გაძლიერდეს სოციალური ერთობა სხვადასხვა თემებში.

ასეთი სამუშაო გარანტიის სისტემა ხორციელდება სხვადასხვა შუამავლებისა და მმართველობის ინსტიტუტების მეშვეობით. არ იგულისხმება ახალი ეკონომიკური გეგმის წარმოდგენა. მოსაზრება არის იმის შესახებ, რომ მაშინაც კი, თუ ტრადიციული სამუშაო ადგილები გაქრება ან დადგება დრო საყოველთაო უმუშევრობისა, ჩვენ, როგორც ადამიანები, არ ამოვწურავთ იდეებს რა სახის სოციალურად სასარგებლო ქმედებების განხორციელება იქნება მიზანშეწონილი.

მეოთხე ქვაკუთხედი ეხება ამ სქემის დაფინანსებას. აუცილებელია გადასახადების გადახედვა. მათ შორის როგორ შეიძლება საგადასახადო ბაზის გაფართოება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს შეიძლება არასაკმარისი იყოს, დეფორმირებული ან ორივე ერთად. თუ ჩვენ ნამდვილად მივიღებთ სამყაროს, სადაც სამუშაოების უმრავლესობას რობოტები ასრულებენ, მაშინ ჩნდება კითხვა: ვის ეკუთვნის ეს რობოტები?

ამას მივყავართ მეხუთე და საბოლოო წერტილამდე: კაპიტალის მფლობელობის დემოკრატიზაცია. თუ ახალ ციფრულ სამყაროში რობოტების მფლობელები არიან გამარჯვებულები, მაშინ რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთრების საშუალება. ეს შეიძლება მუშაობდეს ორივე: ინდივიდუალურ და მაკრო დონეზე. კომპანიის დონეზე, ისეთი მოდელებს, როგორიცაა „მუშათა წილი“, შეუძლიათ საკუთრების გადანაწილება დამსაქმებელთა შორის ისე, რომ მუშები ინდივიდუალურად გახდებიან ხელფასიდან მიღებულ შემოსავალზე ნაკლებად დამოკიდებულნი.

 

თარგმანი: საბა გამყრელიძე

სურათის წყარო

თარგმანის წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით