ბირთვული პლანეტა

გამოქვეყნებულია: 09.Mar.2017

«მუდმივი ტყუილები და დაფარული ბირთვული კატასტროფები სერიოზულ უნდობლობას აჩენს მათი სანდოობის მიმართ», წერს პოლ ბრაუნი. მაგრამ უსაფრთხოების დაბალი ხარისხი მხოლოდ დასაწყისია პრობლემებისა ამ სფეროში. „ახალი გაუმჯობესებული“ რეაქტორების შექმნა ხშირად დაგვიანებულია და ასევე მოითხოვს დიდ ხარჯებს, ნებისმიერი ბირთვული სადგური  მუშაობს უწყვეტ რეჟიმში მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამის შესაძლებლობა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში სამი კარგად დოკუმენტირებული და შესწავლილი ბირთვული კატასტროფა არსებობს. თითოეულ მათგანში ოფიციალური დოკუმენტი არის გაყალბებული და დაფარულია რეალური მძიმე შედეგები. ამ პერიოდის განმავლობაში ასევე იყო ნაკლებად გახმაურებული შემთხვევები, რომლებიც იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ მხოლოდ უმცირესი დეტალებია ცნობილი.

საზოგადოებაში მსგავსი გასაიდუმლოებული საქმეები სერიოზულ კითხვებს და უნდობლობას ბადებს. ზოგიერთ წამყვან ინდუსტრიულ ქვეყანაში საზოგადოებებმა აიძულეს მთავრობები, რომ საერთოდ უარი ეთქვათ ბირთვულ ენერგიაზე,  ზოგ შემთხვევაში კი არათუ შეინარჩუნეს ძველი ატომური სადგურები, არამედ ახლებიც ააშენეს.

ამან გამოიწვია გლობალური განხეთქილება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მეცნიერი და პოლიტიკოსი შეშფოთებულია კლიმატის ცვლილებით, ბირთვული ენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთავრობებისთვის თუ ისინი აიღებენ ვალდებულებებს გლობალურ დათბობაზე, თუმცა ამას ბევრი არ აკეთებს.

ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ბირთვულმა ინდუსტრიებმა დაკარგეს სანდოობა და რომ განახლებადი ენერგიები ბევრად ეფექტური, იაფი და უსაფრთხოა პლანეტისთვის. ამ აზრს აძლიერებს ნარჩენების მიმართ ინდუსტრიების უსუსურობა. განახლებადი ენერგიები ადვილად გადამუშავებადია, ხოლო ბირთვული ნარჩენები ათასობით წელი კიდევ ინარჩუნებს სახიფათოობას, რისი გადახდაც მომავალ თაობებს მოუწევთ.

მწვავე დებატების მიზეზი მხოლოდ ბოლო სამი დიდი კატასტროფაა, ისინი ბოლო 60 წლის განმავლობაში მოხდა და სრულიად სხვადასხვა მიზეზებით. მაგრამ ცხადია, კონტექსტი საერთოა.

ვინდსქეილიდან ფუკუშიმამდე

პირველი ბირთვული კატასტროფა ჩრდილო-დასავლეთ ინგლისში მოხდა ვინდსქეილში 1957 წელს, როცა პლუტონიუმის მწარმოებელ რეაქტორს ცეცხლი გაუჩნდა. მეორე იყო ჩერნობილში 1986 წელს უკრაინისა და ბელარუსის საზღვარზე. ერთ-ერთი რეაქტორის აფეთქებას დიდი ხანძარიც მოჰყვა. მესამე შემთხვევა იყო ფუკუშიმა 2011 წელს იაპონიაში, როცა მიწისძვრამ და შემდეგ ცუნამმა 3 რეაქტორის მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია.

სამივე კატასტროფას საოცრად მსგავსი ოფიციალური ვერსიები მოჰყვა. თითოეულ შემთხვევაში მთავრობა ბირთვულ მარეგულირებლებთან და ქარხნების მფლობელებთან ერთად მონაწილეობდა კატასტროფის მასშტაბებისა და მოსალოდნელი საფრთხეების დაფარვაში, რომელიც ყველას ემუქრებოდა, რამაც სამივე შემთხვევაში გამოიწვია გაცილებით მეტი მსხვერპლი და მავნე ზემოქმედება  გარემოსა და ადამიანებზე.

რადიაციული ეფექტები და მწვავე დაავადებები გაცილებით გრძელვადიანი პრობლემაა. თითოეულ შემთხვევაში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკები მთავრობისა და ინდუსტრიისთვის მეორეხარისხოვანი იყო.

ბრიტანეთში ვინდსქეილის მახლობლად რადიაციული ნარჩენების გამო ბავშვები ჯერ კიდევ ავადდებიან ლეიკემიით. ფუკუშიმას შემთხვევაში მთავრობის ეფექტური ქმედების შემდეგ მსხვერპლი ძალიან მცირე იყო, თუმცაღა რისკები მომდევნო ათწლეულების მანძილზე მაინც შენარჩუნდება. ასევე, ადამიანები, რომელთა ევაკუაციაც მოხდა, ეკომიგრანტებად იქცნენ და ეს შეიძლება მათი მომავალი თაობებისთვის გაგრძელდეს.

ტექნიკურად შეუძლებელი

ინგლისის შემთხვევა, და შემდეგ უკვე სხვა კატასტროფები, რამდენჯერმე გახდა საუბრის დაწყების მიზეზი, რომ საბოლოოდ უარი ითქვას ბირთვულ სადგურებზე, თუმცაღა ეს საკითხი კვლავაც გადაუჭრელია ათწლეულების მანძილზე.

არანაირი იმედი არსებობს, რომ ფუკუშიმასა და ჩერნობილის მძიმე ეფექტების რეაბილიტაცია მოხდება ამ საუკუნეში. ჩერნობილის სადგურის განახლება და ძველი სტრუქტურის შეცვლა 2017 წელს იგეგმება და მისი ღირებულება 2,1 მილიარდი ევრო იქნება, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი იქნება 100 წლის ვადით.

მთავრობები ცდილობენ მომხდარის დამალვას. ბრიტანეთის მთავრობამ შემდგომში აღიარა, რომ მათ შეგნებულად დაფარეს რეალური შედეგები, რათა შეენარჩუნებინათ ბირთვული პროგრამა.

ჩერნობილის შემთხვევაში რადიაცია იმდენად მაღლა გავრცელდა ჰაერში, რომ გერმანიასა და სკანდინავიასაც კი მისწვდა, საბჭოთა ხელისუფლებას კი მაინც მოუხდა იმის აღიარება, რაც მოხდა. 30 წლის შემდეგ მძიმე დაავადებების რისკი კვლავაც მაღალია ჩერნობილის რეგიონში.

ათასობით ბავშვს დაბადებისთანავე ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და მაღალი იყო რისკი ონკოლოგიური თუ სხვა დაავადებების კუთხით. ბელარუსს ასევე დიდი უბედურება დაატყდა თავს, იქ ჩასვლა საკმაოდ საშიში იყო ნებისმიერი ვიზიტორისთვის.

ბირთვული ინდუსტრიები კვლავაც ცდილობენ ეს ფაქტები დატოვონ წარსულში. ისინი ცდილობენ, ატომური სადგურები „უსაფრთხოდ“ წარმოაჩინონ.  შედეგად, ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა ფინეთი და დიდი ბრიტანეთი, ხელს უწყობენ ახალი თაობის ფრანგული, იაპონური, ჩინური და ამერიკული დიზაინის სადგურების მშენებლობას.

ატომური სადგურის არსებობა მხოლოდ გადასახადის გადამხდელებზეა დამოკიდებული

ამავდროულად, უსაფრთხოების გარდა არის კიდევ ერთი საკითხი. ბოლო 35 წლის განმავლობაში, არცერთი ატომური სადგური არ იქნა აშენებული დროულად და თანხების შესაბამისად. მოთხოვნის შეუსაბამოდ და საჭირო ენერგიის განსაზღვრის გარეშე ბირთვული პროგრამები მთავრობის სუბსიდიებით სარგებლობს.

ამის უკანასკნელი მტკიცებულება არის ახალი ატომური სადგურები ფინეთსა და საფრანგეთში — ოლკილუოტო და ფლამანვილი. ორივეს აშენება ათი წლით გახანგრძლივდა და ღირებულებაც მოსალოდნელზე ორჯერ მეტი იყო.

ის განცხადება, რომ ბირთვულ სადგურებს შეუძლია აწარმოოს კონკურენტუნარიანი ელექტროენერგია სინამდვილეს არ შეესაბამება. ერთი კილოვატის თვითღირებულება გაორმაგებულია და განახლებადი ენერგიის წარმოება გაცილებით დაბალხარჯიანია. ასევე გასათვალისწინებელია ის გლობალური ფინანსური კრიზისები, რომლის ფონზე გაზრდილი ხარჯები არალოგიკურია.

მიუხედავად მწარე გამოცდილებისა, ატომური სადგურების მესვეურები ამბობენ, რომ კვლავაც გააგრძელებენ საქმიანობას, ხოლო მთავრობები კი ხარჯავენ თანხებს კვლევებში და განვითარებაში ბირთვულ სფეროში.  ისინი აკეთებენ ამას იმ იმედით, რომ ერთხელაც ბირთვული ძალა უზრუნველყოფს უსაფრთხო და მომგებიან წარმოებულ ელექტროენერგიას.

თუმცა, ჯერჯერობით შორსაა ბირთვული რენესანსის ხანა. უსაფრთხო დიზაინის სადგურის მშენებლობა და შენახვა  უფრო და უფრო ძვირდება და მთავრობები უშედეგოდ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რომ ეს ენერგოეფექტურობაა.

ფაქტია, რომ თუ კლიმატი უნდა დავიცვათ  ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ატომური ელექტროსადგურების გარეშე.

 

თარგმანი: საბა გამყრელიძე

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით