ნიადაგი იარაღი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია: 17.Jul.2016

დღესდღეობით, მეცნიერები აქტიურად მუშაობენ კლიმატის ცვლილების შესამცირებლად და მისგან გამოწვეულ შედეგებთან გასამკლავებლად, თუმცა, პოტენციური პარტნიორი ამ საქმეში, რომელიც სწორედ ჩვენს ფეხქვეშაა, ჯერ კიდევ შეუმჩნეველი რჩება.

ატმოსფეროში დაგროვილი ნახშირბადი აკავებს სიცხეს და ათბობს პლანეტას. ამბობენ რომ, ნიადაგი გადამწყვეტია ამის შესამცირებლად. ჯანსაღი ნიადაგის შენარჩუნებით მაქსიმალურად ვზრდით მოსავლის პროდუქტიულობას და ასევე, მინიმუმამდე დაგვყავს ძლიერი გვალვები, წყალდიდობები და შტორმები, რაზეც მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვეულ მოვლენად იქცევა თუ ადამიანის მიერ გამოწვეული დაბინძურება გააგრძელებს კლიმატის სახიფათო ზღვრამდე მიყვანას.

ჟურნალისტი და კვების პროდუქტების დამცველი, მაიკლ პოლანი  თავის ახალ ფილმში ნიადაგსა და კლიმატზე, რომელიც გააშუქეს პარიზის 21-ე მხარეთა კონფერენციაზე ამბობს: «კლიმატის ცვლილება შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს იმედი».

მცენარე ფოტოსინთეზის მეშვეობით ჰაერიდან იღებს  ნახშირბადს და ახდენს ნიადაგში დალექვას. თუმცა, ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ადამიანის საქმიანობამ საგრძნობლად გამოფიტა ნახშირბადის ბუნებრივი მარაგი როგორც პირდაპირი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკით, როგორიცაა მიწის დამუშავება, ასევე არაპირდაპირი -  ადამიანის გავლენით განპირობებული კლიმატის ცვლილებით. უფრო მეტიც, სასტიკი პროცესი გზახსნილია, ვინაიდან გლობალური დათბობა აჩქარებს ნიადაგიდან ნახშირბადის გამოყოფის პროცესს ექსტრემალური ამინდის გამო, მზარდი ცხელი ტემპერატურა ნიადაგის მხრწნელი მიკრობების სტიმულირებას ახდენს - ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს მრავალწლოვანი მზარლობის (კრიოლითოზონის ნაწილი, რომელსაც არ ახასიათებს პერიოდული ლღობა) რეგიონებში, რომლებიც ამჟამად დნობის პროცესში არიან. ეს, თავის მხრივ, პლანეტის ზედაპირის დამატებით გათბობას იწვევს და ატმოსფეროში კიდევ უფრო მეტ ნახშირბადს გზავნის.

თუმცა, მეცნიერების თქმით, ნიადაგის მცენარეებით დაფარვის სტრატეგიას, მრავალფეროვანი კულტურების ზრდას და კომპოსტირებას შეუძლია შეავსოს ნიადაგის ნახშირბადის მარაგები.

პარიზის კლიმატის სამიტზე, საფრანგეთის მთავრობამ წამოიწყო საერთაშორისო ინიციატივა „4 pour 1000“ სახელწოდებით, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფოებს ნებაყოფლობით შეუერთდეს ნიადაგის ნახშირბადის ყოველწლიურად 0.4% -ით გაზრდის მეთოდს. მაიკლ პოლანის თქმით, თუ მთელი მსოფლიო გაერთიანდება ამ ინიციატივის გარშემო, ჩვენ შევძლებთ წლიურად გამოყოფილი სასათბურე აირების ¾-ის  მოპოვებას და შენახვას.

ბუნებრივი რესურსების თავდაცვის საბჭოს მკვლევარი ბენ ჩოუ, ავტორი ანგარიშისა, რომელიც იკვლევდა საფარი ნათესის შესაძლებლობებს კლიმატის ცვლილების შესაფერხებლად. კვლევის მიხედვით, თუ პირობითად დავუშვებთ, რომ ამერიკის 10 წამყვანი მიწადმოქმედი შტატი ნახევარ აკრ სიმინდს და სოიოს მარცვალს გამოიყენებს საფარ ნათესად, 19 მილიონი ტონა ნახშირბადის შენახვა მოხერხდება. ეს იგივეა, რომ დაახლოვებით ოთხმა მილიონმა ავტომობილმა შეწყვიტოს ფუნქციონირება.

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს რომ არ შეიძლება ზედმეტად დავეყრდნოთ ნიადაგს კლიმატის ცვლილების გამოსავლის ძიების დროს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს მიწადმოქმედებაზე  და ფერმერებზეა დამოკიდებული თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რომელშიც ამ უკანასკნელთ უწევთ არსებობა.

«ფერმერების უმეტესობა უბრალოდ გადარჩენას ცდილობს და ნახშირბადის დაგროვება სრულებით არ აღელვებთ», განაცხადა კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის ნიადაგის ექსპერტმა, რონალდ ამუნდსონმა. მაშინაც კი, თუ მიწათმოქმედი წარმატებით მოახერხებს ნიადაგში ნახშირბადის მოგროვებას, მოგვიანებით, მისი გარდაცვალების ან ნაკვეთის გაყიდვის შემთხვევაში, მიწის დამუშავებისას ნახშირბადი სწრაფად გამოთავისუფლდება და ისევ ამოიფრქვევა ატმოსფეროში, ამბობს ექსპერტი.

«გამოსავლის ნიადაგში ძიებას ჩვენი ყურადღება გადააქვს პრობლემის გამომწვევი ძირეული მიზეზისგან, რომელიც ნახშირბადზე დაფუძნებული ეკონომიკაა» ამატებს ემუნდსონი. «როგორც ყოველწლიურმა მხარეთა კონფერენციამ (COP21), ასევე ჩვენც, აქცენტი უნდა გავაკეთოთ წიაღისეული საწვავის სწრაფ შემცირებაზე და გეზი ავიღოთ ენერგიის განახლებადი ფორმებისკენ. მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ კლიმატის პრობლემის გადაჭრას».

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯანსაღ ნიადაგს არ შეუძლია სხვა სარგებელი მოგვიტანოს. «ჯანსაღი ნიადაგი მნიშვნელოვნად დაგვეხმარება გარემოს ცვლილებებთან გასამკლავებლად, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს», განაცხადა ედმუნდსონმა.

შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიხედვით, ნიადაგს ჯანსაღი ნათესებით, ვთქვათ 5 პროცენტით, შეუძლია 6-ჯერ მეტი წყლის შეთვისება ვიდრე ნიადაგს მხოლოდ 1% ორგანული მასალით. წყლის მეტი შთანთქმისას ნიადაგის ზედაპირზე არსებული სასუქი და პესტიციდები ნაკლებად დააბინძურებს წყალს და ნიადაგის წყალშემცველი ფენის შევსება გაფილტრული, მტკნარი წყლით მოხდება - განმარტა დიკინსონის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერმა, ერიკ ბრევიკმა. გარდა ამისა, თუ ნიადაგი დიდი რაოდენობით წყალს შეიწოვს, ნათესების დამატებით ინტენსიური რწყვა საჭირო აღარ იქნება. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია, თუ გავითვალისწინებთ რომ პლანეტის მტკნარი წყლის 70 პროცენტს სარწყავად ვიყენებთ.

გლობალურად, კვების პროდუქტების წარმოების 90%-ს ნიადაგი უწყობს ხელს. საკვების მზარდი მოთხოვნის პირისპირ, ნახშირბადით გამდიდრებულ ნიადაგში, ზედმეტი დანახარჯის გარეშე, უკეთესი მარცვლეული კულტურების გაზრდა შეგვიძლია.

«ნიადაგს საკუთარი ფუნქცია აქვს შესასრულებელი მაშინაც კი თუ ჩვენ არ გვაღელვებს კლიმატის საკითხი», განაცხადა ბრევიკმა.

 

თარგმანი: თათული სულხანიშვილი

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტში (PDF)

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქართულ ფემინისტურ მოძრაობაში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი და მიმართულებაა. ამავდროულად, საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, ENPARD. ამ კონტექსტში მოცემული კვლევა (პოლიტიკის დოკუმენტი) მიზნად ისახავს, გამოავლინოს სოფლის მეურნეობაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერები და განვითარების პოლიტიკებში ამ საკითხის ინტეგრაციის შესაძლებლობები. კვლევის ფარგლებში ანალიზი განხორციელებულია ადამიანის უფლებების მიდგომისა და გენდერი და განვითარების მიდგომის გამოყენებით; კვლევა განხორციელდა თვისებრივი მეთოდების გამოყენებით. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გამოწვევები განხილულია ისტორიულ, გლობალურ და ლოკალურ ჭრილში, და კვლევის მიზნიდან გამომდინარე, დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტსა და გამოწვევებთან. ანალიზსა და კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით გავცემთ რეკომენდაციებს სახელისუფლებო ინსტიტუტებისთვის.

image

რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას ღვინის წარმოებაზე

იმედია, როგორც მომხმარებლები, შევძლებთ იმ ცვლილებების მართვას, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესით და გადაწყვეტილებებითაა გამოწვეული. დროა ჩვენი თანხები სწორად მივმართოთ და მხარი დავუჭიროთ ფერმერებსა თუ ადგილობრივ მწარმოებლებს და ასევე საკუთარ წარმოებებს. შეგვიძლია, ვიყოთ მეტად ინფორმირებული, დავსვათ შეკითხვები, მივიღოთ პასუხები და მივიღოთ გადაწყვეტილებები მეტად ჯანსაღი პლანეტისა და საზოგადოებისთვის.

შემოგვიერთდით