ჩვენ ვცხოვრობთ „მაქსიმალური საფრთხეებისა და შესაძლებლობების“ დროში

გამოქვეყნებულია: 20.Nov.2017

თუ საზოგადოების მშვიდობიანობას იმის მიხედვით განვსაზღვრავთ, თუ რამდენად ხშირია ქალთა მიმართ ძალადობა, ნათელი გახდება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ კონფლიქტურ დროში ვცხოვრობთ. აქტივისტები, როგორიცაა გლორია შტაინემი ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლთა უფლებების ძლიერი დამცველები არიან და ცდილობენ ნათელი მოჰფინონ ამ საკითხებს. მწვანე ევროპული ჟურნალი (GEJ) მასთან საუბრობს, თუ რატომაა ქალთა მიმართ ძალადობა ასეთი გავრცელებული, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა და რამდენად შორს წავიდა ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა.

13 ივნისს სტამბოლში ევროკომისიამ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს კონვენციას, გოგონათა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ. კონვენცია, რომელიც მიღებულ იქნა ევროპის საბჭოს მიერ 2011 წელს არის ყოვლისმომცველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს ნაბიჯი მხარდაჭერილ იქნა ქალთა უფლებების დამცველი ჯგუფების მიერ, რომლებიც ამას ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვან ნაბიჯად მიიჩნევდნენ და ეს იყო უმნიშვნელოვანესი მესიჯი, რომ ევროკავშირს აქვს პოლიტიკური ნება რეალურად იმოქმედოს ამ სფეროში. „საბოლოოდ, პეკინის პლატფორმის სამოქმედო გეგმის მიღებიდან 22 წლის შემდეგ, ევროკავშირი მსოფლიოს ძლიერ მინიშნებას აძლევს ქალთა უფლებების დარღვევის გავრცელებული ფორმების წინააღმდეგ ბრძოლაში“, - განაცხადა ევროპის ქალთა მხარდაჭერთა პრეზიდენტმა ედით შრაცბერგერ-ვეშეემ მის გამოსვლაში.

განცხადებაში კომისიამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ვალდებულებას ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ და დასძინა, რომ 2017 წელს ეს საგანგაშოდ დამკვიდრებული პრობლემაა. გენდერული ნიშნით ძალადობა ევროპაში საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა ეს საკითხი ჯერჯერობით იშვიათადაა პრიორიტეტული პოლიტიკურ დღის წესრიგში. ყველა ასაკის, წარმომავლობისა და სოციალური ბექგრაუნდის ქალები აწყდებიან მათ მიმართ ძალადობას და ეს ტიპის ძალადობა გვხვდება როგორც სახლში, ისე გარეთ. ნაცვლად მსხვერპლთა მხარდაჭერისა, ხშირად მათვე ადანაშაულებენ, აიგნორებენ, აყენებენ ტრამვას და აბრკოლებენ სამართლიანობისთვის ბრძოლაში.

 

A backlash after the “frontlash”

აღსანიშნავია, რომ ახლახანს ევროპის ქალთა მხარდამჭერებმა ორგანიზება გაუწიეს ბრიუსელში საჯარო დემონსტრაციას და ღონისძიებას - „ხმამაღალი და ერთიანი ბრძოლა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის დასრულებისკენ“. ვეტერანმა ჟურნალისტმა და პიონერმა ფემინისტმა მწერალმა გლორია შტაინემმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საზოგადოებაში მოწყვლად ჯგუფებზე ძალადობის ფორმებს შორის ურთიერთკავშირს და სტრატეგიის შემუშავების საჭიროებას ამ ტიპის ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. „შეუძლებელია, გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრა, თუ ამავდროულად არ დავუპირისპირდებით რასიზმს, ნაციონალიზმს და ძალადობის სხვა ფორმებს“, განაცხადა შტაინემმა. ასევე აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ჩაგვრის ყველა ფორმის მსგავსად არის ღრმად ფესვგადგმული ისტორიული მემკვიდრეობა  და დომინანტობის სისტემები - გენდერული ნიშნით ძალადობა, ქალის სხეულისა და რეპროდუქციული შესაძლებლობების კონტროლი, არის ის, რისი საშუალებითაც ცდილობენ ქალების მართვას.

კარგად გასაგები რომ იყოს, შტაინემი ამბობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ყოფა ისტორიულ და სოციალურ კონტექსტში უნდა იქნეს დანახული. „ეს არის ის, რასაც მე ვუწოდებ უმაღლეს დანაშაულს - დანაშაული, სადაც არ არსებობს სარგებელი და გამარჯვებული. დანაშაულის ჩამდენები ცდილობენ შეინარჩუნონ იერარქიული საფეხური მათ მიერ შექმნილ პატრიარქალურ სისტემაში. როდესაც ეს როლი მიმზიდველია ზოგისთვის, ისინი ძალადობენ“. შტაინემისთვის ეს ინდივიდუალური შემთხვევები იმავე ფენომენის ნაწილია, რამაც გამოიწვია დონალდ ტრამპის გამარჯვება არჩევნებში, თავისთავად ეს არის უარყოფითი შედეგი აშშ-ის მოსახლეობის გარკვეული სეგმენტის პრივილეგიისა და ძალაუფლებისა.

ეს ნეგატიური რეაქციები ხალხის გარკვეული ჯგუფის მხრიდან ასევე გამოხატავდა როგორც ევროპის, ისე მსოფლიოს სხვადასხვა მხარის დამოკიდებულებას. ბრექსიტის მოვლენებისა და გაზრდილი ნაციონალისტური ქსენოფობიური შეტევების ფონზე. მაგრამ როგორც ყველა წინააღმდეგობა, ეს ყველაფერი სტიმულირებული იყო იმისგან, რასაც შტაინემი უწოდებს ფრონტის ხაზს,  ქალისა და კაცის თანასწორობისთვის ბრძოლას, მაგრამ  ამის მიღმა ასევე აქტუალურია თვითგამორკვევისთვის სწრაფვა მთელ მსოფლიოში. რატომ არსებობს წინააღმდეგობა ახლა? „რადგან ჩვენ ძლიერები ვართ და ვიმარჯვებთ“, მტკიცედ სწამს შტაინემს.

შტაინემს სჯერა, რომ ეს წინააღმდეგობები კარგავენ ძალას, თუმცაღა ტრამპის არჩევის შემდეგ, ბრექსიტის გამო მემარჯვენეების წარმატების ფონზე ამბობს, რომ „ისინი ცუდად არ შრომობენ, თუმცა არ არიან უმრავლესობაში“. არსებობს მსგავსება ფართო სოციალური სამართლიანობის მოძრაობებსა და ქალთა სექსუალურ შევიწროებას შორის, რადგან „ნებისმიერი ძალადობა იწყება სახლიდან“. შტაინემი აცხადებს, რომ ოჯახური ძალადობა ქალისთვის ყველაზე სახიფათოა, როდესაც ხდება ფიზიკური ძალადობა ან მკვლელობა, როდესაც ის იძულებულია თავი დააღწიოს. ეს  მოძრაობები გამოცდილი არიან  საკითხებში, როგორიცაა ქალებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ემანსიპაცია. „ბევრი ჩვენგანი გადარჩენისთვის ბრძოლაშია, ჩვენ უკან უმრავლესობის აზრია, რომელიც აქამდე არ გვქონია. ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფლები. ეს ნიშნავს ორ რამეს: „ჩვენ ვართ მაქსიმალური საფრთხისა და შესაძლებლობების პირისპირ“.

თუ ტრამპის არჩევით ერთი კარგი რამ მაინც მოხდ შტაინემისთვის ეს არის უშეღავათო ენერგიისა და ქმედებების ტალღა. „აქტივიზმის ასეთი გაჯანსაღება ჩემი ცხოვრების მანძილზე არ მინახავს, ათასჯერ მეტიც, ვიდრე ეს ვიეტნამის ომის წინააღმდეგ პროტესტი იყო“.

 

რეპროდუქციული უფლებები: როდესაც პირადი პოლიტიკურია

შტაინემისთვის ქალთა უფლებების გაგება არის ის, რომ პირადი არის პოლიტიკური - „არსებულ პრობლემებს  ჩვენს პირად ცხოვრებაში ვიმეორებთ, წუთიერი და გრძელვადიანი ფორმებით“, ამბობს ის. ეს ხდება იმიტომ, რომ ქალის სხეული არის მნიშვნელოვანი რეპროდუქციული საგანი საზოგადოებისთვის და ერისთვის. „რეპროდუქციის საშუალებით ქალები იმართებიან. კარგი იქნებოდა საშვილოსნო რომ არ გვქონოდა“. ჩვენი ორგანოები, ამბობს შტაინემი, „სექსუალური და რეპროდუქციული თვალსაზრისით არის ჩვენი პირველი მოთხოვნა უსაფრთხოებისა და სხეულის ავტონომიისთვის“.

ევროკავშირში რეპროდუქციული უფლებების დარღვევების ფაქტები ჯერ კიდევ გავრცელებულია. 4 ქვეყანაში ისევ აკრძალულია აბორტის გაკეთება (პოლონეთი, ირლანდია, მალტა და კვიპროსი). იტალიაში გინეკოლოგთა 70% უარს ამბობს აბორტის გაკეთებაზე მორალისტური თვალსაზრისით. ნაცვლად პოზიტიური მიმართულებისა, ქალთა რეპროდუქციული უფლებები ახალი საფრთხეების წინაშეა მთელ მსოფლიოში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმოადგინა გაჩუმების პოლიტიკა, რაც ნიშნავს რომ ამერიკის მთავრობისგან დაფინანსებულ ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც აბორტის მომხრეა, შეუჩერდება დაფინანსება. ხოლო პოლონეთის მთავრობამ იმდენად შეამცირა აბორტის გაკეთებისთვის სამართლებრივი ვადები, რომ ის ფაქტიურად შეუძლებელი ხდებოდა, სანამ არ შეეჯახა „ქზერნის პროტესტის“ კონტრ-მობილიზაციის კამპანიას. ევროპის ქალთა მხარდამჭერთა გენერალური მდივნის ჯოანა მაქოკის თქმით საკანონმდებლო დონეზე დაცული ქალთა უფლებები არასდროს არის უსაფრთხოების გარანტია და ყოველთვის არსებობს მათი შეცვლის ან სულაც გაუქმების საშიშროება.

ქალების მიერ რეპროდუქციული უფლების უარყოფა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოების ყველა ასპექტზე და მათ შორის გარემოზე. კლიმატის ცვლილების ფონზე, მაგალითად, ახალგაზრდა ქალებისთვის სექსუალური განათლებისა და კონტრაცეფტივების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი გზა იქნებოდა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. შტაინემის აზრით, ქალებისთვის არასასურველი შვილების ყოლა სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს, რაც ასევე კლიმატის ცვლილების ძირეული მიზეზია.

 

„ორმაგი საფრთხე“: წარმომავლობა და გენდერი

ქალის სხეულის კონტროლი ხშირად ხდება წარმომავლობის, კლასის საფუძველზე. ამიტომაც არის მის წინააღმდეგ ბრძოლა განუყოფელი ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში. შტაინემი ხაზს უსვამს, რომ აშშ-ში ადამიანის რასა და გენდერი ყოველთვის ურთიერთკავშირში იყო დანახული, თუმცა 1970-ან წლებში ინტერსექციულობა „ორმაგი საფრთხის შემცველი იყო“. გლორია შტაინემმა და დოროთი პიტმან ჰაგესმა 1972 წელს ჩატარებულ პირველ გამოკითხვაში მიაკვლიეს, რომ ქალთა უფლებებს თეთრკანიანი ქალების მხოლოდ 30% უჭერდა მხარს, ხოლო ეს რიცხვი აფროამერიკელ ქალებში 60% იყო. ეს კარგად აისახა უკანასკნელ ტრამპის არჩევნებში, როდესაც თეთრკანიანი ქალები გაცილებით დიდი ოდენობით უჭერენ მხარს, ვიდრე სხვა ჯგუფები, მიუხედავად მისი სექსისტური შეხედულებებისა და განცხადებებისა.

ქალები შესაძლოა განსხვავებულად განიცდიან  ჩაგვრას, როგორც რასიზმის, ისე სექსიზმის ნიადაგზე. როგორც შტაინემი ამბობს: „ჩემს ქვეყანაში, თეთრკანიანი ქალი დაიჭირეს, ხოლო გასასამართლებელი ტრიბუნა რეალურად ისეთივე ციხეა, როგორც ციხის პატარა კაბინა. ქალების პრივილეგირებული კლასი იღებს უკეთეს საკვებს და ჯანდაცვას, მაგრამ ისინი საშინლად შეზღუდულები არიან და დაბალ იერარქიაზე მყოფი ქალები, რასობრივი და კლასობრივი ჯგუფები არიან ექსპლუატირებული როგორც იაფი მუშახელი“. ამ ორ იერარქიას შორის უხილავი ბარიერი არსებობს.

 

ძალადობის საწყისებთან ბრძოლის გამოწვევა

საბოლოო ჯამში, მხოლოდ ძალადობის გამოა, როგორც ინდივიდუალურ, ისე ინსტიტუციურ დონეზე, რომ ქალისა და მისი სხეულის კონტროლი კვლავაც შენარჩუნებულია. როგორც შტაინემი ამბობს: „კაცობრიობის ნახევარს არ შეუძლია აკონტროლოს მეორე ნახევარი ძალადობის ან მუქარის გარეშე“. ამის მიუხედავად ეს საკითხი ჯერ ისევ ტაბუდადებულია და ხშირად უჩინარი საკითხი ევროპაში. კაცთა მხრიდან ქალებზე ძალადობის შემთხვევების 95% ოჯახში ხდება, ხოლო ყოველ კვირას 50 ქალი არის მოკლული მისი ამჟამინდელი ან ყოფილი ქმრის მიერ. ეს არის შედეგი ბევრი ფაქტორისა და იერარქიისა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების მიმართ ოჯახური ძალადობის მაჩვენებელი 40%-ა და 30% არალეგალი მიგრანტი ქალებისა ბოლო 12 თვის განმავლობაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

როგორ ღრმა გავლენასაც ახდენს ქალებზე მათი ოჯახური ცხოვრება, ასევე ღრმად ისახება ენდემიური ძალადობა. შტაინემისთვის ქუჩაში და ოჯახში ძალადობა არის ის, რომ ზოგიერთი ადამიანის გონებაში სხვებზე დომინანტობა ბუნებრივი ფენომენია. მან ასევე აღნიშნა, რომ „როდესაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებით ძალადობას ჩვენს ოჯახებში და ქუჩებში ქალების მიმართ, გვეჩვენება, გარდაუვალია, რომ ერთი ჯგუფი მუდმივად იქნება დომინანტი მეორეზე და იქნება ყველაფრის ბატონპატრონი“.

ფაქტები აჩვენებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ასევე ძლიერი ინდიკატორია საზოგადოებაში გავრცელებული სხვა სახის ძალადობებისთვის და ის ადამიანები, ვინც ხშირად ძალადობენ, ან სჩადიან ტერორისტულ ქმედებებს, მათ წარსულში ხშირად შეგვხვდება ოჯახური ძალადობის ფაქტები.

 

გზა წინ

ყველა მზაკვრული მექანიზმი ქალებისა და მათი სხეულის მართვისა, რომელიც კონტროლისა და დისკრიმინაციის სხვა ფორმებს უკავშირდება საზოგადოებაში, ნათელია, რომ საჭიროებს ბრძოლის  ფართო და ყოვლისმომცველ გზებს. შტაინემის თქმით: „შეუძლებელია ებრძოლოთ ერთს და არა ყველაფერს“. მაგრამ ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა არ არის მხოლოდ იერარქიებთან და ჩაგვრასთან ბრძოლა, არამედ ახალი რეალობის შექმნის, ადამიანებისა და საზოგადოების კონცეპტუალიზაციის ახალი გზა. „პირველი ამოცანაა დამოუკიდებლობის დეკლარაცია, მეორე არის ურთიერთდამოკიდებულების დეკლარაცია“. ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ასევე არის სხვა იერარქიებთან ბრძოლაც და შექმნა სამყაროსი, რომელიც არის „კავშირი და არა უკუკავშირი“.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია ის, რომ „თუ ჩვენ გვსურს თავისუფლება და ხელოვნება და სექსი და მუსიკა ბოლოსდაბოლოს, უნდა გვქონდეს თავისუფლება და ხელოვნება და სექსი და მუსიკა მუდამ!“ ამ ნათელი სულისკვეთების მიღმა შტაინემი ხაზს უსვამს, რომ როგორც საერთო მოძრაობის წევრები, „ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე“. მისი აზრით, აქტივისტებისთვის დღეს გაცილებით მეტის ცოდნაა საჭირო საკუთარ თავზე და სხვებზე, მეტი სოლიდარობით პროგრესის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიზნისთვის დიდი დროა საჭირო, შტაინემი გვახსენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი გავაძლიეროთ. „თუ დავნებდებით, ხელს შევუწყობთ არსებულ მდგომარეობას. თუ ვხედავთ რომ უძლურები ვართ და თუ ერთმანეთს შევხედავთ... მივხვდებით რომ გვაქვს ძალა, ბევრად დიდი ძალაუფლება“.

თარგმანი: საბა გამყრელიძე

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

საყოველთაო საბაზისო შემოსავალი

70-იან წლებში კანადის პროვინცია მანიტობაში უჩვეულო ექსპერიმენტი წამოიწყეს —  ზოგ მოქალაქეს ფულს სახელმწიფო უპირობოდ ურიგებდა.  ქალაქ დოფინში, მაგალითად, ყოველ თვე მოქალაქეებს ეგზავნებოდათ ჩეკები, რათა გარანტირებული ჰქონოდათ საყოველთაო საბაზისო შემოსავალი. ამ ინიციატივის (Mincome) მიზანს წარმოადგენდა იმის ჩვენება, თუ რა მოხდებოდა ასეთი ინიციატივის დანერგვის შემთხვევაში. შეწყვეტდა ხალხი მუშაობას? გაფლანგავდნენ ფულს ღარიბები და მაინც სიღარიბეში გააგრძელებდნენ ცხოვრებას?

image

რატომ ვნებს ტყვია ადამიანებს

ადამიანები ტყვიას სხვადასხვა პროდუქტში უკვე 8000 წელია იყენებენ (ჩვენთვის, როგორც ცნობილია, პირველად მისი მოპოვება 6500 წ-ს ქ.შ-მდე დაიწყეს ანატოლიაში), ამიტომაც გაგიკვირდებათ თუ გაიგებთ, რომ მხოლოდ დაახლ. 150 წ-დან ქ.შ-მდე გახდა ცნობილი, რომ ტყვია საშიშია და მასთან თამაში არ ღირს, როცა ადამიანის სხეულზე მისი გავლენა ცნობილმა ბერძენმა ფიზიკოსმა ნიკანდროს კოლოფონელმა შეისწავლა. ნიკანდროსმა ეს მეტალი „მომაკვდინებლადაც“ კი აღწერა. მან თავის ნაშრომში „ალექსიფარმაკა“ განვრცობით დაწერა ადამიანის სხეულზე მისი საზიანო ეფექტების შესახებ.

image

მუნიციპალიზმი და პოლიტიკის ფემინიზაცია

მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად იზრდება ინტერესი მუნიციპალიზმის მიმართ და განიხილება ნეოლიბერალური პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიად და დემოკრატიულ სისტემად. სამოქალაქო პლატფორმები, რომლებიც ესპანეთის დიდ ქალაქებს მართავენ, ასევე Ciudad Futura არგენტინაში, Indy Towns ბრიტანეთში და ქურთების დემოკრატიული კონფედერალიზმი მათი შეზღუდვების მიუხედავად ნათლად მიუთითებს ადგილობრივი მოქმედების ტრანსფორმაციულ პოტენციალზე. მუნიციპალიზმის ბოლო სამიტი „უშიშარი ქალაქები“ [Fearless Cities], რომელიც ბარსელონაში ჩატარდა და სადაც ყველა კონტინენტიდან, დაახლოებით, 100 მუნიციპალური პლატფორმა იყო წარმოდგენილი, მუნიციპალიმის გლობალური მოძრაობის ზრდის მკაფიო მაგალითია.

შემოგვიერთდით