რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას ღვინის წარმოებაზე

გამოქვეყნებულია: 13.Jun.2019

თქვენთვის სასურველი ღვინის სახეობის წარმოება დამოკიდებულია ჰაერის კონკრეტულად განსაზღვრულ ტემპერატურაზე, ამიტომაც ვაზის  სხვადასხვა ჯიშები განსხვავებულ მინერალებს შეიცავენ, კლიმატის ცვლილება კი ამ პროცესზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს.

Your Food’s Roots with Zooey Deschanel-ის ერთ-ერთი ეპიზოდი განიხილავს ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროდუქტს — ღვინოს, რომელიც აერთიანებს ოჯახებს, მეგობრებსა, თუ უბრალოდ ნაცნობებს. სამწუხაროდ, როგორც ვიცით, ღვინის წარმოებას დიდი საფრთხე ემუქრება კლიმატის ცვლილების გამო. ის არა მხოლოდ ღვინოზე მოახდენს ნეგატიურ გავლენას, არამედ მთლიანად აგროკულტურასა და საკვების წარმოებაზე. ფერმერებს უწევთ ბრძოლა უხვ ნალექთან, წყალდიდობებთან, ანდაც — პირიქით, მაღალ ტემპერატურასთან გამკლავება. ასევე მოულოდნელი სიცივეები და გვალვები არღვევს სურსათის წარმოებისთვის საჭირო ტემპერატურის ბალანსს, გავლენას ახდენს სეზონურ ცვლილებებსა და ბუნებრივი ეკოსისტემის ეფექტურად მუშაობაზე. როგორც მომხმარებლებს, ჩვენ ასევე საშუალება გვაქვს თავად ვაწარმოოთ და საკუთარი ცხოვრების წესით გავუმკლავდეთ ამ პრობლემას.  აქ მოწოდებულია ის, რაც უნდა იცოდეთ და რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ნახშირორჟანგის გამოყოფის შესამცირებლად.

 

როგორ ახდენს კლიმატის ცვლილება გავლენას ღვინოზე?

ყურძნის სახეობები, რომლებისგანაც ჩვენი საყვარელი ღვინო და შამპანური მზადდება სხვადასხვა სპეციფიურ ნაერთებს შეიცავს. ეს ნაერთები, რაც ვაზის ნაყოფში გროვდება, დამოკიდებულია მათთვის საჭირო კონკრეტულ ტემპერატურაზე. ეს ნაერთები ქმნიან არომატს, რაც განაპირობებს ღვინის გემოს.

ლუნდის უნივერსიტეტის დოქტორის, მდგრადი განვითარებისა და კლიმატის ცვლილების ექსპერტის, ნიკოლას კიმბერლის მოსაზრებით იმის გამო, რომ ტემპერატურა იმატებს ყურძენი სწრაფად მწიფდება, რაც ნიშნავს, რომ ის ბევრად უფრო შაქრიანია და კარგავს მისთვის საჭირო მინერალებს. ყურძენში შაქრის მატება ალკოჰოლის მეტ შემცველობას იწვევს, ხოლო მინერალების ნაკლებობა კი ცვლის ღვინის ხარისხსა და გემოს. ღვინის შენაერთები იცვლება მაღალ ტემპერატურაზე, ასე რომ ღვინის გემო საგრძნობლად განსხვავებულია.

 

როგორია ღვინის მომავალი?

ვაზის 1000-ზე მეტი სახეობა არსებობს. ჰარვარდის გამომცემლობის თანახმად, ბევრ ქვეყანაში ღვინის ბაზრის 80%-ში მხოლოდ 12 სახეობის ღვინო გამოიყენება. ღვინის მწარმოებლებისთვის ერთ-ერთი გზაა გვალვაგამძლე ვაზის მოყვანა და მეურნეობის ახალი პრაქტიკის დანერგვა ხელოვნური მზის დამცავების საშუალებით. ნიკოლას კიმბერლი ასევე ურჩევს ღვინის მწარმოებლებს, ამოიღონ ალკოჰოლი ღვინიდან ან დაამატონ მინერალები ღვინის დაბალანსებისთვის.

მეღვინეები ასევე ცდილობენ ვენახების გვალვიანი ტემპერატურიდან ცივ გარემოში გადატანას. თუმცაღა, ეს პრობლემის გადაჭრის მხოლოდ მოკლევადიანი და ძვირადღირებული გზაა.

კლიმატის ცვლილება გავლენას მოახდენს საკვები პროდუქციის მოყვანაზე და სხვადასხვა სახეობების განვითარებაზე. გაეროს ბოლო კვლევის თანახმად ტემპერატურის 1,5-გრადუსიანი ზრდა გარდაუვლად დააზიანებს აგროკულტურასა და ბუნებრივ ეკოსისტემას.

 

რა შეგვიძლია გავაკეთოთ საკვები სისტემის გასაუმჯობესებლად?

ღვინო არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რამდენადაა დამოკიდებული საკვები პროდუქტი გარემო პირობებზე. თითოეული ჭიქა ღვინო არის მაჩვენებელი თუ სად და რა პირობებში იზრდებოდა ვენახი, რა იყო ტემპერატურა და რთველის შემდეგ როგორ დაბალანსდა ღვინის გემო.

რათა მომავალშიც გავაგრძელოთ ღვინის დამზადება, უნდა ავიღოთ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ნახშირორჟანგის გამოყოფაზე. საკვებთან დაკავშირებით კი არსებობს რამდენიმე რჩევა:

 

ადგილობრივი კვების ინდუსტრიის მხარდაჭერა

ადგილობრივი სასურსათო ეკონომიკის მხარდაჭერას მრავალი დადებითი შედეგი აქვს, განსაკუთრებით ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების კუთხით. როცა მხარს ვუჭერთ ადგილობრივ ფერმერებს, ვიძენთ პროდუქტს ადგილობრივ ბაზრებსა თუ მაღაზიებში, ამით ვამცირებთ საკვების გადაადგილებას და, შესაბამისად, ვამცირებთ ტრანსპორტის გამონაბოლქვსაც.

ასევე შესაძლებლობა გაქვთ, პირადად ესაუბროთ მწარმოებელს, როცა მათგან პროდუქტს ყიდულობთ და ჰკითხოთ მათ სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე. კარნეგ მელონის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, უცნაურია, მაგრამ გამონაბოლქვის მხოლოდ 11% მოდის საკვების ტრანსპორტირებაზე, ნახშირორჟანგის 83% კი თავად აგრო-წარმოების პროცესის დროს წარმოიქმნება. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი იმ ფერმერების მხარდაჭერა, რომლებიც ახორციელებენ მდგრად და განახლებად სამეურნეო პრაქტიკას.

ასევე ნიშანდობლივია, რომ ფერმერების მიერ შემოთავაზებული ორგანული პროდუქტი ავტომატურად არ ნიშნავს ეკოლოგიურ წარმოებას. ანალოგიურად, ფერმერების ნაწილს ვერ მიენიჭება ორგანული მწარმოებლის ლიცენზია, როგორც მდგრადი განვითარების ხელშემწყობთ. თქვენ შეგიძლიათ, გაარკვიოთ მწარმოებლებთან შემდეგი საკითხები:

  • სეზონების მიხედვით რა პროდუქტის მოყვანაა შესაძლებელი;
  • როგორ ზრუნავთ ნიადაგზე;
  • როგორ უმკლავდებით მავნებლებს;
  • რითი კვებავთ ცხოველებს;
  • თქვენი ცხოველები ფერმაში ცხოვრობენ თუ ღია სივრცეში;

 

საკუთარი საკვების მოყვანა

როცა თვენ საკუთარ პროდუქტს თესავთ, თქვენ ხართ მოსავლის მესაკუთრე და, შესაბამისად, გაცნობიერებული მისი მოყვანის პირობებში. საკუთარი საკვები პროდუქტის წარმოება ნიშნავს საკვების მინიმალურ ტრანსპორტირებას, ასევე ის ინარჩუნებს საკვებ ნივთიერებებს და ამავე დროს შეგიძლიათ, იყოთ მეტად ინფორმირებული, როცა ყიდულობთ საკვებს ფერმერებისგან ან რესტორნებში.

 

საკვები ნარჩენების შემცირება

საშუალოდ, ამერიკელების მიერ ნაყიდი პროდუქციის 40% შემდგომში ნარჩენებად იქცევა. შესაბამისად, ეს მთლიანი ემისიის წვლილის მესამე უმსხვილესი ფაქტორია. როგორ შეგვიძლია შევამციროთ ნარჩენები?

  • თქვენი კვება სწორ დროს დაგეგმეთ და იყიდეთ იმდენი რამდენიც გჭირდებათ;
  • დაათვალიერეთ თქვენი მაცივარი და შეძენამდე გააკეთეთ საჭირო პროდუქციის სია;
  • პროდუქტის გრძელვადიანად შენახვისთვის მოათავსეთ ის მაცივარში;
  • გაყინულ მდგომარეობაში შენახული საკვები საჭმელად კვლავ ვარგისია;

იმედია, როგორც მომხმარებლები, შევძლებთ იმ ცვლილებების მართვას, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესით და გადაწყვეტილებებითაა გამოწვეული. დროა ჩვენი თანხები სწორად მივმართოთ და მხარი დავუჭიროთ ფერმერებსა თუ ადგილობრივ მწარმოებლებს და ასევე საკუთარ წარმოებებს. შეგვიძლია, ვიყოთ მეტად ინფორმირებული, დავსვათ შეკითხვები, მივიღოთ პასუხები და მივიღოთ გადაწყვეტილებები მეტად ჯანსაღი პლანეტისა და საზოგადოებისთვის.

 

თარგმანი: საბა გამყრელიძე

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

დრეგის ხელოვნების ევოლუცია

დღევანდელ რეალობაში სოციალურმა ქსელმა ადამიანებს უამრავი ახალი შესაძლებლობა მოუტანა, მათ შორის პლატფორმა შეუქმნა და ყურადღების ეპიცენტრში მოაქცია ისეთი მარგინალიზებული კულტურა, როგორიცაა დრეგი. ხელოვნების ამ ფორმას უამრავი მიმდევარი ჰყავს და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დრეგი მეინსტრიმ კულტურის ნაწილია და არ აპირებს საკუთარი პოზიციის დათმობას.

image

4 თეზისი დეპრესიასა და რადიკალურ პრაქსისზე

დეპრესიას პოლიტიკური სახე აქვს. მაშინ, როცა მენტალური ჯანმრთელობის სერვისის დაფინანსება გამუდმებით მცირდება, თვითმკვლელობისა და ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების სტატისიკა კი საგრძნობლად მატულობს, უფრო და უფრო ნათელი ხდება, რომ დეპრესია არის იმ პოლიტიკური სიტუაციით განპირობებული მდგომარეობა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ბრიტანეთის კონტექსტში არსებულმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რომელიც სახელმწიფოს დანახარჯების შემცირებასა და გადასახადების ზრდით ხასიათდებოდა, განაპირობა ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დამყარებული  ტექნიკის შემუშავება იმ კატასტროფული მდგომარეობის გასამართლებლად, რაც ჯანდაცვისა თუ უმუშევრობის სფეროებში ვლინდებოდა. თავის ესსეში Good for Nothing მარკ ფიშერი წერს, რომ მთელი ჩვენი თაობა, კოლექტიურად იტანჯება გამოუსადეგრობის სინდრომით — რწმენით, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი ღირებულება, ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც ამის საპირისპიროს ამტკიცებს, აღიქმება შეცდომად, არასწორ ვარაუდად. მესიჯი, რომელიც მუდმივად მყარდება მმართველი კლასის მხრიდან არის ის, რომ კლასობრივი სისტემა, რომელშიც ჩვენი მშობლები დაიბადნენ და ცხოვრება გაატარეს —  აღარ არსებობს,  რომ სოციალური მობილობა დღევანდელობაში ბევრად უფრო მოქნილი და მარტივია, შესაბამისად ერთადერთი ბარიერი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შეიძლება მხოლოდ საკუთარი თავი იყოს.  ჩვენ გამომწყვდეულები ვართ დაუკმაყოფილებელი სურვილების ტრაგიკულ ციკლში, რომელსაც კაპიტალი აწარმოებს; ჩვენ წარმოვადგენთ მოსახლეობას, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ჩაესმის მესიჯი, რომ ის არაფრისთვის ვარგა, თუმცა მაინც გამუდმებით არწმუნებენ, რომ შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი რამ, რაც მოესურვება.

შემოგვიერთდით