მეგობრები თუ მტერგობრები? ბულინგზე სკოლებში

გამოქვეყნებულია: 20.Jun.2016

ჩვენი 24/7 სიახლეების ციკლებისა და სოციალურ მედიასთან მიჯაჭვულობის კულტურაში ახლა, როგორც არასდროს, გვაქვს მეტი ფუფუნება ყურადღება მივაქციოთ მნიშნელოვან მოვლენებს. ბოლო რამდენიმე წელში ამერიკელთათვის ყურადსაღები გახდა ბულინგის თემა; მილიონობით მოსწავლეს მიეცა სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, ა.შ.შ-ს 50-ვე შტატმა მიიღო ბულინგის წინააღმდეგ კანონი და ათასობით ზრდასრული დატრენინგდა მნიშვნელოვან სტრატეგიებზე  - როგორ გავხადოთ ბავშვები ემოციურად და ფიზიკურად დაცულები თავიანთ კლასებსა და სკოლებში. ეს მნიშვნელოვანი მიღწევებია.

თუმცა, ამავე დროს, მზად ბოძებულმა რეკომენდაციებმა ბულინგზე, უკვე დაიწყო „პატარა ბიჭმა მგელი აატირას“ ფენომენის შექმნა. როცა ბავშვები და მშობლები უხეშობას და ცუდ ქცევას შეცდომით ბულინგთან აიგივებენ ეს გვაყენებს საშიშროების წინაშე, ამაზე საუბარმა თავი მოგვაბეზროს.

მნიშვნელოვანია განვასხვავოთ უხეშობა, მავნეობა და ბულინგი ისე, რომ მასწავლებლებმა, სკოლის ადმინისტრატორებმა, პოლიციამ, სოცმუშაკებმა, მშობლებმა და ბავშვებმა იცოდნენ რას მიაქციონ ყურადღება და როდის ჩაერიონ. ქვემოთ ნახავთ ზუსტ განმარტებებს და განსაზღვრებებს თითოეული ამ არასასურველი ქცევისა, რომლებსაც დართული აქვთ რეალური მაგალითები, რომ თქვენ და ბავშვებმა თქვენ გარშემო შეძლონ განსხვავება:

უხეშობა = დაუფიქრებლად ისეთი რამის თქმა, რაც სხვას აწყენინებს.

ერთი ჩემი ნათესავი (რომლის სახელის ხსენებაც უხეშობა იქნებოდა) ჩემს ხუჭუჭა თმას ხშირად აათვალ-ჩაათვალიერებს ხოლმე და ნაზი ხმით მეკითხება - „ოდესმე თმის შეღებვაზე გიფიქრია?“ ან „მგონი, თმას როცა ისწორებ უფრო დახვეწილად გამოიყურები, სიგნე“. ოჯახის ეს მოსიყვარულე წევრი ფიქრობს, რომ მეხმარება. ოთახში ყველა დანარჩენი მის გამბედაობას მხარს უბამს და ვიწყებ ფიქრს - მართლა მომიხდება თუ არა ყავისფერი თმა. მის ნათქვამს შეუძლია, გული მატკინოს, მაგრამ როცა ვუფიქრდები, რომ ამას, მისი აზრით, სიყვარულით მეუბნება მაგონდება როგორ უნდა მოვექცე მის რჩევას...

ბავშვებისგან უხეშობა შეიძლება ვინმეს სახეში დაბოყინებისავით, ზედ გადავლასავით, დიდი ქულის აღებაზე ტრაბახისავით ან ავტობუსში მის გვერდზე არავის დაჯენასავით ჩანდეს. თავისთავად, ეს ქცევები შეიძლება ბულინგის ელემენტებადაც აღვიქვათ, მაგრამ როცა კონტექსტში ვათავსებთ უხეშობის შემთხვევები ხშირად სპონტანური, განუზრახველი, დაუფიქრებელი, ცუდი მანერის ან ნარცისისტულია, მაგრამ, რეალურად, წყენინება არ ყოფილა განზრახული.

მავნეობა = განგებ რამე ცუდის თმა ან გაკეთება ერთხელ (ან მეტჯერ) ვინმეს წყენინებისთვის

ყურადღებით უნდა ვიყოთ „უხეში“ და „მავნე“ ქცევების განსხვავებისას. თუ უხეშობა ხშირად განუზრახველია, მავნე ქცევა ხშირად მიმართულია ვინმეს ვნებისკენ ან დამცირებისკენ. ბავშვები ერთმანეთს ექცევიან მავნედ, როცა აკრიტიკებენ ჩაცმულობას, შესახედაობას, ცოდნას, სიმაგრეს ან, უბრალოდ, ყველაფერს, რაზეც ჰგონიათ, რომ ცილის წამება შეიძლება. მავნეობა ხშირად სიბრაზისგან ნათქვამი სიტყვებივითაა - იმპულსური ულმობლობა, რაც, ხშირად, მალევე მოინანიება. ძალიან ხშირად, ბავშვებში მავნე ქცევა გამოწვეულია სიბრაზისგან ან/და კამათისას, როცა ცდილობენ თავი სხვაზე აღმატებულად წარმოაჩინონ. როგორც წესი, ბავშვებში მავნეობა შეურაცხმყოფელია:

„მეზიზღები!“
„რა სქელი/სულელი/მახინჯი ხარ“.
„ფეხბურთში იჯვამ“.
არ შეგეშალოთ: მავნე ქცევებს ძლიერი წყენის მიყენება შეუძლიათ და ზრდასრულებს შეუძლიათ დიდი მავნეობის დაბრალებით ახალგაზრდების ცხოვრება დიდად შეცვალონ. თუმცა, მავნეობა ბულინგისგან მნიშვნელოვანი მახასიათებლებით განსხვავდება, რაც უნდა გავიგოთ და განვასხვავოთ მასთან წაწყდომისას.

ბულინგი = განზრახ აგრესიული ქცევა, დროდადრო განმეორებადი, რაც ძალების არათანაბრობას იყენებს.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ბულინგი სამ ძირითად ელემენტს მოიცავს: განზრახვა, რომ ავნოს, ძალების არათანაფარდობა და მუქარისა და აგრესიული ქცევების განმეორებადი აქტები. ბავშვები, რომლებიც ბულინგობენ განზრახ ამბობენ ან შვრებიან რამეს, რომ სხვას ავნონ და ამას იმეორებენ მონანიებისა და სინდისის ქენჯნის გარეშე, ზოგჯერ იმის მიუხედავად ბულინგის სამიზნე მათ უჩვენებს ან გამოხატავს, რომ ტკივა თუ თხოვს აგრესორს, შეწყვიტოს. ბულინგი შეიძლება იყოს ფიზიკური, ვერბალური, ურთიერთშორისი ან ტექნოლოგიების საშუალებით შესრულებული.

უხეშობა, მავნეობა თუ ბულინგი?

ამოცანა 1: ქაილა მაქკენზის ეუბნება, რომ მას ავტობუსში მასთან დაჯდომა არ შეუძლია დღეს, რადგან ადგილს სხვა კლასის გოგოსთვის ინახავს.

ამოხსნა: მაქკენზის მიერ ქაილას ქცევა, შეიძლება, უხეშობად აღიქვას, მაგრამ ვერ ვხედავთ განზრახულ მავნეობას, განმეორებულ ქცევას ან ძალთა არათანაფარდობას. მაქკენზისთვის საუკეთესო გამოსავალია, შეინარჩუნოს სიმშვიდე, არ მიიღოს ქაილას სიტყვები პიროვნულად და დასაჯდომად სხვა ადგილი იპოვის. მშობლები და მეგობრები მაქკენზის ყველაზე მეტად დაეხმარებოდნენ მისი გრძნობების განმტკიცებით, მაგრამ თუ ურჩევდნენ მას ეს ერთჯერადი შემთხვევა გონიერად გაეანალიზებინა და გულში არ ჩაეთხრო.

ამოცანა 2: ლუკასი უარს ეუბნება დემიენს ლეგოების თხოვნაზე, რადგან ფიქრობს, მთელ პირველ კლასში ის უსაშინლესი ამწყობია.

ამოხსნა: ლუკასი მავნედ იქცევა. როგორც ჩანს, ეს სიტყვები დემიენის წყენინებისთვისაა გამიზნული. თუმცა, არ ჩანს, რომ ამ ტიპის ქცევას ერთვის ძალის არათანაფარდობის შექმნა. პირველკასელები, ზოგჯერ, პირქუშები არიან. ზოგჯერ მესაკუთრეები არიან. ჩვენი, ზრდასრულების, მოვალეობაა, ყველა ბავშვს დავეხმაროთ სოციალური სქილების დასწავლაში, რომ ერთმანეთს პატივით და ღირსეულად მოეპყრან.

ამოცანა 3: თალია თავის ახალ მეგობართან, გვენთან ერთად სკოლაში ცეკვაზე წასვლას გეგმავს. ქეთი ეუბნება თალიას, თუ ის გვენთან ერთად ცეკვაზე წავა ყველა იფიქრებს, რომ ლუზერია და აღარავის მოეწონება. შემდეგ დღეს, საუზმეზე ქეთი ყველას არწმუნებს, რომ ძაან სასაცილო ხუმრობა იქნებოდა თუ მაგიდასთან თალიას მოსვლისას ყველა სიცილს დაიწყებდა.

ამოხსნა: ქეთი ჰულიგანივით იქცევა. მაგიდასთან თალიას დასაცინად გოგოების შეგულიანებით ძალის არასამართლიან ბალანსს ქმნის. ის, ასევე, იყენებს სიტყვებს „ყველა„ და „აღარავინ“, რომ დაარწმუნოს თალია, რამდენად გაირიყება თუ ის არ გააკეთებს იმას, რაც ქეთის უნდა.

ბულინგი ხშირად ეხება ძალისა და სოციალურ კონტროლს. ქეთი თავისი სოციალური სტატუსის ამაღლებას თალიას დაკნინების ხარჯზე ცდილობს. საუკეთესო გამოსავალი ქეთის სოციალურად აგრესიული ქცევის წინააღმდეგ არის, რომ მაგიდასთან მყოფმა ერთმა (ან მეტმა!) ბავშვმა ხმა ამოიღოს თალიას დასაცავად და უთხრას, შეჩერდეს. ბავშვებში მაყურებლის პოზიციის გადალახვა დიდ გამბედაობას მოითხოვს, მაგრამ, კვლევების მიხედვით, როცა ისინი ერთვებიან ბულინგის ინციდენტები საკმაოდ მალევე წყდება, როგორც წესი, 10 წამში!

ამოცანა 4: დევინი და დევიდი მეგობრები არიან. სკოლაში კამათი მოუვიდათ. დევინმა დევიდს რაღაც დაუძახა და დევიდმა მას ხელი კრა.

ამოხსნა: დევინი და დევიდი უხეშ თამაშში ან ქცევაში არიან ჩართულები. ეს ბულინგად არ ითვლება, რადგან ბიჭები მეგობრობენ, ძალებიც, მეტ-ნაკლებად, თანაბარია და ბიჭები არ აპირებენ ერთმანეთს ატკინონ. ახალგაზრდებს, რომლებსაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, ამ სახის კონფლიქტების იოლად დამოუკიდებლად გადალახვა შეუძლიათ. თუ ზრდასრულისგან მითითებები გახდა საჭირო, უკეთესი იქნება თუ აუხსნიან რატომ სჯობს საქმის არგუმენტებით მოგვარება და არა ფიზიკური დაპირისპირებით.

ამოცანა 5: მეგისთვის სასაცილოა ის ფაქტი, რომ შესვენებებზე ჯესი ბიჭებთან ერთად ერთობა და ყოველ დღე სკოლაში კალათბურთის გრძელ მაისურს ატარებს. ფიზკულტურის გაკვეთილზე მეგიმ მას უთხრა, წასულიყო და ბიჭების გუნდში ეთამაშა, და წინა დღეს კლასში ჯესის მერხზე დაწერა „შე ლესბიანკა“.

ამოხსნა: მეგი მჩაგვრელივით (bully) იქცევა. ჯესის, დაშავების მიზნით, გამუდმებით დასცინის. შეურაცხყოფები სექსუალურ ორიენტაციაზე ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებულად სასტიკია და ზრდასრულებმა, რომლებსაც სურთ სკოლის დადებითი კულტურა შექმნან, სერიოზულად უნდა მიაქციონ ამას ყურადღება.

ამოცანა 6: ბრედიმ ჯ.პ-ს უთხრა თუ სკოლაში მოვიდოდა შემდეგ დღეს, სცემდა, შემდეგ კი ხელი კრა. მათემატიკის გაკვეთილზე ჯ.პ-ს ქურთუკზე მიაფურთხა და სკამი გამოაცალა. თან დაემუქრა, მუშტს დაარტყამდა თუ ჯ.პ. მასწავლებელს ეტყოდა.

ამოხსნა: ბრედი მჩაგვრელივით იქცევა. ჯ.პ-ს დასაშავებლად განმეორებად, მავნე ქცევებს იყენებს. ის იყენებს დაშინებას და ქმნის ძალის არათანაფარდობას. რადგან ბევრი ბავშვი თავს იკავებს ამ სიტუაციებში ზრდასრულებს შველა თხოვონ, რადგან ეშინიათ „ენატანია“ არ დაუძახონ და მდგომარეობა გაიუარესონ, სახიფათოა, ამ დონის ძალადობასა და აგრესიას ჯ.პ მარტო გაუმკლავდეს. მას სჭირდება დახმარება ზრდასრულისგან, რომ აღადგინოს ძალების თანაფარდობა და დარწმუნდეს, რომ  არავინ დაშავდება.

ამოცანა 7: ემა და ბრიტი ჰოკეის ერთსა და იმავე გუნდში თამაშობენ და საუკეთესო მეგობრები არიან, მაგრამ სამი დღეა კამათი მოსდით. ვარჯიშის შემდეგ ემამ ბრიტს „ბოზი“ დაუძახა და ბრიტმა ემას შეურაცხმყოფელი ტექსტი მიწერა.

ამოხსნა: ემა და ბრიტი ერთმანეთს მავნედ ექცეოდნენ. ერთმანეთის დაშავებას თავიანთი სიტყვებით და ტექსტებით ცდილობენ. გოგოები მეგობრობენ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ორმხრივი კამათია და არა განმეორებადი, ცალმხრივი ჩაგვრა. როგორც 4-ე სცენარში, გოგოებს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ, ამიტომ ამ დონის კონფლიქტის გადალახვას თვითონაც შეძლებენ. ონლაინ აგრესია რომ გამძაფრებულიყო და საქმეში კლასელებიც ჩართულიყვნენ, ეს სიტუაცია სწრაფად უფრო გაუარესდებოდა. გახსოვდეთ, რომ ზრდასრულებმა თვალყური უნდა მიაქციონ დინამიკებს და შველა შესთავაზონ როცა/თუ საჭირო იქნება.

 

თარგმანი: ბექა ბუჩაშვილი

წყარო

 

ასევე წაიკითხეთ:

image

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტში (PDF)

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქართულ ფემინისტურ მოძრაობაში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი და მიმართულებაა. ამავდროულად, საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, ENPARD. ამ კონტექსტში მოცემული კვლევა (პოლიტიკის დოკუმენტი) მიზნად ისახავს, გამოავლინოს სოფლის მეურნეობაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერები და განვითარების პოლიტიკებში ამ საკითხის ინტეგრაციის შესაძლებლობები. კვლევის ფარგლებში ანალიზი განხორციელებულია ადამიანის უფლებების მიდგომისა და გენდერი და განვითარების მიდგომის გამოყენებით; კვლევა განხორციელდა თვისებრივი მეთოდების გამოყენებით. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გამოწვევები განხილულია ისტორიულ, გლობალურ და ლოკალურ ჭრილში, და კვლევის მიზნიდან გამომდინარე, დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტსა და გამოწვევებთან. ანალიზსა და კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით გავცემთ რეკომენდაციებს სახელისუფლებო ინსტიტუტებისთვის.

image

რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას ღვინის წარმოებაზე

იმედია, როგორც მომხმარებლები, შევძლებთ იმ ცვლილებების მართვას, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესით და გადაწყვეტილებებითაა გამოწვეული. დროა ჩვენი თანხები სწორად მივმართოთ და მხარი დავუჭიროთ ფერმერებსა თუ ადგილობრივ მწარმოებლებს და ასევე საკუთარ წარმოებებს. შეგვიძლია, ვიყოთ მეტად ინფორმირებული, დავსვათ შეკითხვები, მივიღოთ პასუხები და მივიღოთ გადაწყვეტილებები მეტად ჯანსაღი პლანეტისა და საზოგადოებისთვის.

შემოგვიერთდით