COPტიმიზმი: რა ბერკეტი აქვს ხელოვნებასა და კულტურას კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ

გამოქვეყნებულია: 16.Dec.2017

COP23-ის მოახლოებასთან ერთად გარემოსდამცველი საზოგადოება მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს ჩვენი დროის უდიდესი გამოწვევის დაძლევისკენ. სამოქალაქო ჩართულობა არის მთავარი გასაღები. ალისონ თიქელი კი განსაკუთრებით ხაზს უსვამს ხელოვნების სფეროს დიდ როლს კულტურის ფორმირებაში კლიმატის საკითხების გარშემო.

ბუნებრივია, ჩვენი, როგორც მწვანე აქტივისტების ყურადღება ბოლო დროის განმავლობაში მიპყრობილ იქნა გერმანიის ქალაქ ბონისკენ და, რა საკვირველია, COP23-კენ, სადაც ამ უნიკალურ კონფერენციაზე შესაძლებელი იყო მსჯელობა იმაზე, თუ როგორ ვაქციოთ საზოგადოებაში მდგრადი ეკოლოგიური განვითარება მთავარ ღირებულებად.

მაგრამ რა მოხდება თუ პოზიტიური გამოსავალი კლიმატის შესახებ და ჩვენი სახელმძღვანელო გეგმა გლობალური ეკოლოგიური ჩარჩოს სახით ჩვენს კულტურასთან მჭიდროდ დაკავშირდება? რა მოხდება თუ ჩვენ პრობლემის გადასაჭრელად ვიპოვით ოქროს ძაფს ჩვენი საზოგადოების ხედვასა და არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდუალური ან კოლექტიური ქმედებებისგან, არამედ სტრუქტურულად ღრმა კულტურულ ნარატივებში?

 

მუდმივი მცდელობა

საგანგებო და კატასტროფული მდგომარეობების ზრდის მიუხედავად მოსახლეობის ორი მესამედი ვერც კი იხსენებს უსაუბრია თუ არა ოდესმე კლიმატის ცვლილების შესახებ. ეს სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩვენი გამოწვევა არაა მხოლოდ კლიმატის ცვლილების შეჩერება. ამის პარალელურად აუცილებელია გარემოსდაცვითი ქმედებებისა და ჩართულობის მეშვეობით კულტურული კლიმატის შექმნა.

წინასწარ რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა საფრთხეები გველოდება, მაგრამ აშკარაა, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პასიურობას და დანებებას  ჩვენს კულტურაში, როდესაც ის ჩვენ პირადად  გვეხება.

სიტყვა „გარემოს“ გამოყენებაც კი გულისხმობს რაღაც შენგან გამოყოფილს, თითქოს ბუნებრივი სამყარო სადღაც შორსაა, განცალკევებით და ადამიანისგან ხელშეუხებლად. ბუნება თითქოს არ მოიცავს ჰომო საპიენსსაც.

არსებობს  ადამიანის მიერ შექმნილი იერარქიები და სტრუქტურები და თითოეული — ინდივიდუალური თუ კოლექტიური ქმედება, ეკოსისტემაზე პირდაპირ გავლენას ახდენს.

ინგლისის სახელოვნებო საბჭოსა და ჩვენი COPტიმიზმის კამპანიის პარტნიორობის კონტექსტში, რომელიც ცდილობს პარიზის შეთანხმებაზე ოპტიმიზმის დაშენებას, ვცდილობთ, მოვიფიქროთ რა იქნებოდა შესაბამისი რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რატომ არის განცალკევებული კულტურის სფერო და კლიმატის ცვლილება.

 

გავლენის პოლიტიკა

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენმა შემოქმედებმა და ხელოვანებმა, შესაძლოა, კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად გასაღებს მიაგნონ მათი გადმოცემის ფორმებით, როგორც სოციალური ნარატივების კურატორებმა.

სახელოვნებო ორგანიზაციების მონაწილეობა კლიმატის მოძრაობაში ისეთია როგორც არასდროს. მაგრამ სათბური გაზების ემისია არსებითად შემცირდა ბოლო 5 წლის განმავლობაში.

ეს შედეგები ეკონომიკის სექტორში ღრმა ტრანსფორმაციას ახდენს. 11 მილიონი დოლარის ღირებულების მდგრადი განვითარებისკენ მიმართული ინიციატივები ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მომსახურებას და პროდუქტს, რაც ასევე აისახება სახელოვნებო ორგანიზაციების ერთანეთისადმი კავშირში.

ახალი სახელოვნებო და ორგანიზაციული ურთიერთობები წარმოიშობა და შემოქმედებითი კლიმატის ქმედებები საშუალებას იძლევა გასცდე კულტურულ სფეროს, მიუხედავად იმისა რა გავლენას ახდენს პოლიტიკაზე.

 

თანაგრძნობა და თანამშრომლობა

პასუხისმგებლობის გრძნობა სექტორის მხრიდან მუდმივად იზრდება. ისინი გვაჩვენებენ, რომ დასახული ამოცანა შესაძლოა გახდეს დიდი იმედი ნაყოფიერი დედამიწისთვის და გვახსენებს, რომ არ ვიგრძნოთ თავი დამარცხებულად ჩვენსავე ამოცანებთან, ნაცვლად ამისა გამოვიჩინოთ მოთმინება და სიძლიერე ძლიერი სამოქალაქო მოძრაობის ზრდისთვის.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია  შემოქმედებითი შედეგები და გამოხმაურებები, რომლის საშუალებითაც იწვევენ ადამიანებს მათი როლის შესახებ სასაუბროდ კლიმატის გამოწვევებში. სამთავრობო ორგანიზაციების 73% უკვე აწარმოებს ან გეგმავს გარემოსდაცვითი თემების შესწავლას.

კენტისა და ლინკოლნის უნივერსიტეტების ბოლო მოხსენებებიდან ჩანს როგორ შეუძლია ხელოვნებასა და კულტურას საზოგადოებაში სოლიდარობისა და ურთიერთთანამშრომლობის განვითარება თითოეული ადამიანის გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით.

აქედან ნათელი ხდება, რომ ხელოვნებასა და კულტურას აქვს უდიდესი ძალა ჩვენ მიერ სამყაროს აღქმაში, და პასუხისმგებლობებს, რომელსაც ჩვენს თავზე ვიღებთ და ასევე ეთიკური ურთიერთობების ხელშეწყობას არაჰუმანური ცხოვრებისგან თავდასაცავად.

ასე რომ, კულტურას და ხელოვნებას შეუძლია მკაფიოდ დაეხმაროს ჩვენს ურთიერთობას ეკოლოგიასთან, გახდეს გადამწყვეტი ფიგურა გლობალურ მისიაში კლიმატის პოზიტიურ ქმედებებში.

 

გავლენები ჩვენი ცხოვრებიდან

კლიმატის ცვლილების ნარატივებსა და ეროვნულ იდენტობას შორის კავშირის შესწავლისას COIN-მა დაასკვნა, რომ „კლიმატის ცვლილების შესახებ მასობრივი საზოგადოებრივი კომუნიკაცია უნდა იყოს უფრო მეტად ინკლუზიური და საყოველთაო“.

სახელოვნებო შემოქმედება უზარმაზარ შესაძლებლობებს ქმნის საზოგადოებაში, ხელს უწყობს და ქმნის ერთობის შეგრძნებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი განვითარებისთვის.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი საზოგადოებები და გაერთიანებები, განსაკუთრებით დასავლეთში უფრო მეტად შორდებიან ერთმანეთს და ხდებიან იზოლირებულნი, ჩანს, რომ ხელოვნების სექტორს სჭირდება მხარდაჭერა და მათი უნიკალური როლის დაფიქსირება,  როგორც კომუნიკატორებს საზოგადოებაში.

რა ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით - თეატრებში, დარბაზებში, ფესტივალებსა და მუზეუმებში — ხელოვანები, კურატორები, მწვანე აქტივისტები და მთავარი აღმსრულებლები, ეს ყველაფერი, თავის თავად, დადებით მხარეა, რომელსაც განვითარება სჭირდება.

ხელოვნება ძალიან ხშირად მოქმედებს, როგორც სოციალური მესიჯი და გარემოსდაცვითი მდგრადობა ხდება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ასპექტი. მნიშვნელოვანია, ხელოვნება და კულტურა გვესაუბრებოდეს კლიმატის ცვლილებაზე და გვახსენებდეს რა გავლენა აქვს მას ჩვენს ცხოვრებაზე.

თარგმანი: საბა გამყრელიძე

წყარო

 

ასევე წაიკითხეთ:

image

საყოველთაო საბაზისო შემოსავალი

70-იან წლებში კანადის პროვინცია მანიტობაში უჩვეულო ექსპერიმენტი წამოიწყეს —  ზოგ მოქალაქეს ფულს სახელმწიფო უპირობოდ ურიგებდა.  ქალაქ დოფინში, მაგალითად, ყოველ თვე მოქალაქეებს ეგზავნებოდათ ჩეკები, რათა გარანტირებული ჰქონოდათ საყოველთაო საბაზისო შემოსავალი. ამ ინიციატივის (Mincome) მიზანს წარმოადგენდა იმის ჩვენება, თუ რა მოხდებოდა ასეთი ინიციატივის დანერგვის შემთხვევაში. შეწყვეტდა ხალხი მუშაობას? გაფლანგავდნენ ფულს ღარიბები და მაინც სიღარიბეში გააგრძელებდნენ ცხოვრებას?

image

რატომ ვნებს ტყვია ადამიანებს

ადამიანები ტყვიას სხვადასხვა პროდუქტში უკვე 8000 წელია იყენებენ (ჩვენთვის, როგორც ცნობილია, პირველად მისი მოპოვება 6500 წ-ს ქ.შ-მდე დაიწყეს ანატოლიაში), ამიტომაც გაგიკვირდებათ თუ გაიგებთ, რომ მხოლოდ დაახლ. 150 წ-დან ქ.შ-მდე გახდა ცნობილი, რომ ტყვია საშიშია და მასთან თამაში არ ღირს, როცა ადამიანის სხეულზე მისი გავლენა ცნობილმა ბერძენმა ფიზიკოსმა ნიკანდროს კოლოფონელმა შეისწავლა. ნიკანდროსმა ეს მეტალი „მომაკვდინებლადაც“ კი აღწერა. მან თავის ნაშრომში „ალექსიფარმაკა“ განვრცობით დაწერა ადამიანის სხეულზე მისი საზიანო ეფექტების შესახებ.

image

მუნიციპალიზმი და პოლიტიკის ფემინიზაცია

მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად იზრდება ინტერესი მუნიციპალიზმის მიმართ და განიხილება ნეოლიბერალური პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიად და დემოკრატიულ სისტემად. სამოქალაქო პლატფორმები, რომლებიც ესპანეთის დიდ ქალაქებს მართავენ, ასევე Ciudad Futura არგენტინაში, Indy Towns ბრიტანეთში და ქურთების დემოკრატიული კონფედერალიზმი მათი შეზღუდვების მიუხედავად ნათლად მიუთითებს ადგილობრივი მოქმედების ტრანსფორმაციულ პოტენციალზე. მუნიციპალიზმის ბოლო სამიტი „უშიშარი ქალაქები“ [Fearless Cities], რომელიც ბარსელონაში ჩატარდა და სადაც ყველა კონტინენტიდან, დაახლოებით, 100 მუნიციპალური პლატფორმა იყო წარმოდგენილი, მუნიციპალიმის გლობალური მოძრაობის ზრდის მკაფიო მაგალითია.

შემოგვიერთდით