ტექნოლოგია და უთანასწორობა: სიმდიდრის კონცენტრაცია ციფრულ ეკონომიკაში

გამოქვეყნებულია: 22.Jan.2018

ციფრული ეკონომიკა არათუ ამცირებს უთანასწორობას საზოგადოებაში, არამედ ზრდის მას. მთავრობებისა და მოქალაქეებისთვის მისი სოციალური სარგებელი პრიორიტეტი უნდა გახდეს.

ოპტიმიზმი იმ იდეასთან დაკავშირებით, რომ ტექნოლოგიები შეიძლება მთავარი მამოძავებელი ძალა იყოს ჩვენი კეთილდღეობისთვის, ძალიან დაბალია. მსოფლიო ბანკის მონაცემები გვიჩვენებს, რომ ციფრული ეკონომიკა არ ამცირებს უთანასწორობას, პირიქით - ზრდის მას. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული ტექნოლოგიების მოკლევადიანი სარგებლიანობა ეჭვს არ იწვევს და სულ უფრო მეტი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი დაბალი ღირებულების ფასად, გლობალურ დონეზე ისინი ვერ უზრუნველყოფენ საყოველთაო სარგებლიანობას. გაზრდილ ხელმისაწვდომობას და მეტ გადამზადებას შეუძლია მდგომარეობის გაუმჯობესება იმ შემთხვევაში, თუ მთავრობები და სამოქალაქო სექტორი ტექნოლოგიების სოციალურ ასპექტებს პრიორიტეტად დაისახავენ.

მომავალი უკვე აქაა, თუმცა ის არასწორადაა გადანაწილებული.
- უილიამ გიბსონი


ტექნოლოგიების იდეა, როგორც ტრანსფორმაციული ძალა და სოციალური ცვლილებების მამოძრავებელი, დასავლეთში დომინანტური მრწამსი იყო, განსაკუთებით სამრეწველო რევოლუციის შემდეგ. ოპტიმისტური თვალსაზრისით ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს ბუნებრივი კატასტროფების ადგილას ავიაციის დახმარებით ჩავიტანოთ ჰუმანიტარული დახმარება და ციფრული წარმოების ცენტრების დახმარებით შევქმნათ ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ავღანეთსა და კენიაში. მაგრამ პესიმისტური თვალსაზრისით იგივე ტექნოლოგიური რევოლუცია საფრთხეს უქმნის შრომის ბაზრებს, მოგების უდიდესი ნაწილი მცირე რაოდენობის კორპორაციებს ეკუთვნით, ხოლო ბიზნესის ხელში რეალურად უდიდესი ძალაუფლებაა.

გასული წლის იანვარში მსოფლიო ბანკმა, ორგანიზაციამ, რომელიც ტრადიციულად ლიბერალურ ეკონომიკურ ღირებულებებს ეყრდნობა, თუმცაღა ხშირად გლობალიზაციის ზოგიერთ გამოწვევაზე რეაგირებს, გამოაქვეყნა ანგარიში, რომლითაც მოულოდნელად გვაფრთხილებდა ტექნოლოგიებისგან გამოწვეულ სოციალურ უთანასწორობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ის აღიარებს ციფრული რევოლუციის მოკლევადიან ეფექტურობას, მისი ყოველწლიური მსოფლიოს განვითარების ანგარიში ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ამ სარგებლის უდიდესი ნაწილი კერძო სფეროს ეკუთვნის და მცირე ადამიანების ჯგუფში კონცენტრირდება. ელიტების ხელში მყოფი მოგება უფრო და უფრო აძლიერებს მათს კომპანიებს, ხოლო  პროფესიონალები, რომლებიც ამ ახალი გარემოსთვის მაღალკვალიფიციურნი არიან, საერთო საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე არ ზრუნავენ.

ტექნოლოგიებისა და უთანასწორობის კავშირის მიზეზებია:

  • მუდმივი ციფრული დაყოფა. მსოფლიოს მოსახლეობის 60% ოფლაინაა და, როგორც ასეთი, გარიყულია ციფრული ეკონომიკისგან და
  • წარმატებული კომპანიების მიერ შექმნილი ბაზარი, სადაც თავადვე ქმნიან მონოპოლიებს, ხშირად საზოგადოებრივი რესურსებით მარაგდებიან.

ამ სიტუაციის გამოსასწორებლად მსოფლიო ბანკის ანგარიშში წარმოდგენილია ვრცელი სტრატეგიების სერია, რომლებიც სცდება ტექნოლოგიის სექტორს და შემდეგნაირად პროგნოზირდება: მზარდი ხელმისაწვდომობა (განსაკუთრებით, განვითარებად ქვეყნებში), უნარჩვევების გაუმჯობესება და მოქნილობა, ასევე, ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა მთავრობების რეგულაციებისა და ანგარიშვალდებულების გზით. ის ფაქტი, რომ მსოფლიო ბანკის მსგავსი ორგანიზაცია, რომელიც სიღარიბის დაძლევის მიმართულებით არაეფექტურად მოქმედებს, ამ ტიპის ანალიზს აქვეყნებს, მეტყველებს ციფრულ ეკონომიკაში ცვლილებების გარდაუვალ საჭიროებაზე. მიუხედავად ამისა შემოთავაზებული სტრატეგიები პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო ანალიზი ნამდვილად არ არის.

მეტი ხელმისაწვდომობა, მეტი ჩართულობა?

მსოფლიო კონგრესის უკანასკნელ ვერსიაში მარკ ცუკერბერგი სატელეკომუნიკაციო კომპანიებს 5G ინტერნეტის დანერგვის მცდელობისთვის აკრიტიკებს, მისივე აზრით პრიორიტეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტის ხელმისაწვდომობა უნდა იყოს. წლების განმავლობაში ფეისბუქი ხელს უწყობდა უფასო ინტერნეტის სერვისებს, რომელიც უკვე გამოიცადა აფრიკაში, ლათინური ამერიკისა და აზიის შორეულ ადგილებში.  თუმცა, ზოგ კომპანიას ინდოეთში უარყოფითი პოზიცია ჰქონდა იმ საფუძვლით, რომ ის ნეიტრალიტეტს ეწინააღმდეგება, ვინაიდან იგი უპირატესობას ანიჭებს გარკვეულ ვებგვერდებს, აზარალებს კონკურენტებს და, ზოგადად,  ინფორმაციის მრავალფეროვნებას.

მსოფლიოში, სადაც მხოლოდ ყოველი მესამე სარგებლობს ინტერნეტით, ციფრულ პრობლემებთან გამკლავება საეჭვო საკითხია. მაგრამ ისეთი ინიციატივებიც, როგორიცაა ფეისბუქის მაგალითი, გაუმჯობესებული სერვისები არ ნიშნავს ბაზრის გაფართოებას ან თანაბარ ხელმისაწვდომობას. მეორეს მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს მოსახლეობის 20% წერა-კითხვის უცოდინარია, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მხოლოდ ტექნოლოგიების გაფართოება აღმოფხვრის ციფრულ უთანასწორობას. ინტერნეტის ხელმისაწვდომობა უნდა იყოს განათლებისა და ძირითადი სოციალური სერვისების მიღების საშუალება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ განვითარებად ქვეყნებში ბევრი ოჯახია, სადაც აქვთ ტელეფონები, მაგრამ არ აქვთ დენი და არ აქვთ სასმელი წყალი.

ციფრული ეკონომიკისთვის გადამზადებული კვალიფიციური ადამიანები მსოფლიო ბანკის კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომელსაც რთულია, შეეწინააღმდეგო. მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში კრიზისმა აჩვენა, რომ ყველაზე მაღალკვალიფიციურ ადამიანებსაც არ აქვთ გარანტირებული სამუშაო ადგილი ამ ეკონომიკაში. ხოლო ვინც საქმდება აცნობიერებს, რომ ანაზღაურება არ შეესაბამება მათი განათლებისა და კვალიფიკაციის დონეს. ამავდროულად, შრომის ავტომატიზაცია საშუალო კვალიფიკაციის სამუშაო ძალის მოთხოვნას სპობს და შრომის ბაზარზე ახდენს პოლარიზებას ერთის მხრივ მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებსა და მეორეს მხრივ რუტინული სამუშაოების შემსრულებლებად, რასაც დანადგარები ვერ ახერხებენ. გაწეული დამატებითი სამუშაოს ღირებულებასაც ელიტები განსაზღვრავენ და, ამავდროულად, სამუშაო ძალის რაოდენობრივი ზრდა ამცირებს შრომისუნარიანობას და, შესაბამისად, ანაზღაურებას.

ტექნოლოგიური მონოპოლიები და კეთილდღეობის მაგალითი

განათლებისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გარდა მსოფლიო ბანკი გვთავაზობს კომპანიებს შორის კონკურენციის რეგულირებასა და საჯარო ინსტიტუციების პასუხისმგებლობის უზრუნველყოფას. თავისუფალი ბაზრის ლიბერალური თვითრეგულაციების მიუხედავად Microsoft, Google და Amazon-ის მაგალითები აჩვენებს, რომ არსებობს ტენდენციები, რომელიც ინტერნეტში მონოპოლიებს ბუნებრივად ქმნის. ძალაუფლების ასეთი კონცენტრირება ხელს უშლის ანტიმონოპოლიურ საქმიანობას და აძლიერებს პოლიტიკურ ლობინგს. ამავე დროს, ბევრი მთავრობა და ინსტიტუცია თავიანთ იმედებს ტექნოლოგიურ განვითარებაზე ამყარებენ და ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობის მაგივრად მსხვილი კორპორაციების ზრდას უწყობენ ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია, ცხადია, ძლიერი ინსტრუმენტია, თეორიტიკოს იოქაი ბენკლერის აზრით ინტერნეტის მოქნილობას ციფრულ რევოლუციაში ასევე მოაქვს ძალაუფლების მოშლა. ერთის მხრივ, ინტერნეტმა შესაძლებელი გახადა ინდივიდუალურ, კომპანიებისა თუ პატარა ორგანიზაციებისთვის მათზე ძლიერ მეტოქეებთან კონკურენცია და მათი დამარცხება. მეორეს მხრივ კი, ამან გამოიწვია შრომის ბაზრის მასიური არამდგრადობა, შეასუსტა სახელმწიფოების კეთილდღეობა და საფრთხე შეუქმნა მთელ რიგ ეკონომიკურ სექტორებს. პარადოქსია, მაგრამ ეს ხშირად ხდება „საყოველთაო ეკონომიკის“ ფარგლებში.

ტექნოლოგიური მოლოდინები

ზემოთ აღწერილი ტენდენციები გარდაუვლად არ იქნება ჩვენი მომავლის განმსაზღვრელი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა სოციალური აქტორები და ინტერესთა ჯგუფები ქმნიან ინოვაციებს ორმხრივი ურთიერთქმედების პროცესში. უთანასწორობაზე ტექნოლოგიების უარყოფითი გავლენა შეიძლება განსაზღვრული იყოს მხოლოდ საგადასახადო სისტემის რეგულირებით, რათა თავიდან იქნას აცილებული ტექნოლოგიური კომპანიების გადასახადები. ასევე შესაძლებელია, შეიქმნას ლობინგის საქმიანობის სავალდებულო საჯარო რეესტრი, რათა მოქალაქეებმა იცოდნენ ტექნოლოგიური კომპანიების გავლენის შესახებ სხვადასხვა ინსტიტუციებზე. ამავდროულად, ეკონომიკის მზარდი არამდგრადობა მოითხოვს უფრო ძლიერ სოციალური დაცვის სისტემებს, რაც არა მხოლოდ უცრუნველყოფს განათლებას ციფრული უნარების მხრივ, არამედ, ასევე, უსაფრთხო ქსელს ცვალებად გარემოში.

მოქალაქეებს შეუძლიათ მოითხოვონ, რომ დიდმა ონლაინ პლატფორმებმა გაასაჯაროვონ მათი მონაცემები ან ჰქონდეთ არჩევანის საშუალება მათი ღიაობის პრინციპებიდან გამომდინარე. ასე რომ, ინფორმაცია მომხმარებლის ხელთ უნდა იყოს, ნაცვლად მხოლოდ კომპანიის ხელში არსებული ნებართვის გაცემის ბერკეტისა. ამ მიმართულებით საინტერესო პროექტები მოიცავს „კოოპერატივების პლატფორმასაც“, სადაც მომხმარებელი სარგებლობს ისე, რომ მოგება, რომელსაც გამოიმუშავებენ, პირადი ინტერესების ნაცვლად საზოგადოებას მოხმარდეს. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ჩვენი დამოკიდებულების ფორმირებას ტექნოლოგიების მიმართ, რომელიც მოიცავს მთლიანი სისტემის არქიტექტურის ხედვას. უთანასწორობაზე ტექნოლოგიების ნეგატიური გავლენის შედეგების გათვალისწინება მოითხოვს ისეთი ტექნოლოგიებისა და ინსტიტუციების შექმნას, რომელიც მაკროეკონომიკურ ზრდაზე კი არა, არამედ საერთო სოციალურ კეთილდღეობაზე ფოკუსირდება.

ფერან ესტევი

თარგმანი: საბა გამყრელიძე

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

საყოველთაო საბაზისო შემოსავალი

70-იან წლებში კანადის პროვინცია მანიტობაში უჩვეულო ექსპერიმენტი წამოიწყეს —  ზოგ მოქალაქეს ფულს სახელმწიფო უპირობოდ ურიგებდა.  ქალაქ დოფინში, მაგალითად, ყოველ თვე მოქალაქეებს ეგზავნებოდათ ჩეკები, რათა გარანტირებული ჰქონოდათ საყოველთაო საბაზისო შემოსავალი. ამ ინიციატივის (Mincome) მიზანს წარმოადგენდა იმის ჩვენება, თუ რა მოხდებოდა ასეთი ინიციატივის დანერგვის შემთხვევაში. შეწყვეტდა ხალხი მუშაობას? გაფლანგავდნენ ფულს ღარიბები და მაინც სიღარიბეში გააგრძელებდნენ ცხოვრებას?

image

რატომ ვნებს ტყვია ადამიანებს

ადამიანები ტყვიას სხვადასხვა პროდუქტში უკვე 8000 წელია იყენებენ (ჩვენთვის, როგორც ცნობილია, პირველად მისი მოპოვება 6500 წ-ს ქ.შ-მდე დაიწყეს ანატოლიაში), ამიტომაც გაგიკვირდებათ თუ გაიგებთ, რომ მხოლოდ დაახლ. 150 წ-დან ქ.შ-მდე გახდა ცნობილი, რომ ტყვია საშიშია და მასთან თამაში არ ღირს, როცა ადამიანის სხეულზე მისი გავლენა ცნობილმა ბერძენმა ფიზიკოსმა ნიკანდროს კოლოფონელმა შეისწავლა. ნიკანდროსმა ეს მეტალი „მომაკვდინებლადაც“ კი აღწერა. მან თავის ნაშრომში „ალექსიფარმაკა“ განვრცობით დაწერა ადამიანის სხეულზე მისი საზიანო ეფექტების შესახებ.

image

მუნიციპალიზმი და პოლიტიკის ფემინიზაცია

მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად იზრდება ინტერესი მუნიციპალიზმის მიმართ და განიხილება ნეოლიბერალური პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიად და დემოკრატიულ სისტემად. სამოქალაქო პლატფორმები, რომლებიც ესპანეთის დიდ ქალაქებს მართავენ, ასევე Ciudad Futura არგენტინაში, Indy Towns ბრიტანეთში და ქურთების დემოკრატიული კონფედერალიზმი მათი შეზღუდვების მიუხედავად ნათლად მიუთითებს ადგილობრივი მოქმედების ტრანსფორმაციულ პოტენციალზე. მუნიციპალიზმის ბოლო სამიტი „უშიშარი ქალაქები“ [Fearless Cities], რომელიც ბარსელონაში ჩატარდა და სადაც ყველა კონტინენტიდან, დაახლოებით, 100 მუნიციპალური პლატფორმა იყო წარმოდგენილი, მუნიციპალიმის გლობალური მოძრაობის ზრდის მკაფიო მაგალითია.

შემოგვიერთდით