კლასის შესახებ საუბარი კვლავ გვჭირდება

გამოქვეყნებულია: 22.Jun.2017

ებოტის1 მთავრობამ გააკეთა განცხადება კეთილდღეობის პროგრამების შესაძლო შემცირების შესახებ და თქვა, რომ ის კეთილდღეობის  სამიზნე ჯგუფად იღებს მოსახლეობის უღარიბეს და ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს. შესაბამისად, ტოვებს მხოლოდ  უმუშევრობისა2 და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებას. და რომ ის არ აპირებს გაეკაროს კეთილდღეობის მოდელს, რომელიც უმიზნებს საშუალო და, ზოგჯერ, მაღალ კლასსაც კი, სადაც იგულისხმება  შვილიანობის გადასახადი და დეკრეტული შვებულება. როგორც ვან ბადჰამ3 აღნიშნა ბიუჯეტის გარღვევა შეგვიძლია მარტივად ამოვავსოთ მდიდრებისთვის გადასახადის გაზრდით. თუმცაღა არსებობს ერთი სიტყვა, რომელიც ამ ნაბიჯის ანალიზს აკლია. ეს საშინელი სიტყვაა - კლასი.

2006 წლის 16 ნოემბერის „ნიუ  იორკ თაიმს“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში როგორც ითქვა ვარენ ე. ბუფეტმა4 განაცხადა - „კი, ბატონო, სახეზე გვაქვს კლასობრივი ბრძოლა, თუმცა ეს ჩემი კლასი ბრძოლობს, მდიდარი კლასი, და ჩვენ ვიგებთ“. 2008 წლის კრიზისმა  დაარტყა გლობალურ შრომას მკაცრი ასკეტიზმით, რასიზმისა და ანტი-მიგრაციული თავდასხმების ტალღით და საჯარო განათლებისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დემონტაჟის დასაწყისით. ამავდროულად, არ ხდებოდა კაპიტალის რეგულირება, რომელიც გამოწვეული იყო უუნარობით ან სურვილის ნაკლებობით. ხოლო კლიმატის ცვლილების სამიტები განიცდიდნენ კრახს რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში, მათ შორის საკვების გლობალური კრიზისის მხრივ.

ჩვენ შევეჯახეთ გადაუდებელ გამოწვევებს, ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი მოქმედების მეთოდებზე. თამაშში ბრუნდება ცხადი ტერმინი, რომელიც მარქსისტული ანალიზიდან მოდის - კლასი. ბოლო ოცდაათი წელია ვხედავთ ამ ტერმინის შევიწროვებას. ბევრი ამბობს, რომ ის არ არსებობს ან, მინიმუმ, ის არარელევანტურია. თუმცაღა, არ არსებობს სხვა გზა, რათა დაუპირისპირდე თანამედროვე ლიბერალურ კაპიტალისტურ სისტემას თუ არ მიმართე სულ მცირე  ქვემოდან წამოსული კლასობრივი ბრძოლის რამე ფორმას.

ეს არ არის ახალი თემა, რაც გასაოცარს ხდის მისი გამოყენების სიმცირეს მარქსისიტული წრის მიღმა. თუმცა მე პირველ რიგში იმაზე მინდა შევთანხმდე თუ რას ნიშნავს კლასობრივი ბრძოლა სინამდვილეში. ის არ გულისხმობს უკან სვლას, სვლას პირდაპირ მარქსამდე, თუმცა როდესაც ვითარდება პოლიტიკური აქტი აუცილებელია ვიფიქროთ კლასობრივ დინამიკაზე, ეს ფუნდამენტური საკითხია. ხალხი მაშინვე გეტყვის, რომ ეს არის რედუქციონისტული5. ეს სულაც არ არის ასე - არსებობს უამრავი ფემინისტური, რასობრივი, სექსუალური ბრძოლა, რომელიც მნიშვნელოვანია და მათი ინტერსექციული ხასიათი საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. კეთილდღეობის შემოთავაზებული შემცირება არაპროპორციულად იმოქმედებს ქალებსა და რასობრივ უმცირესობებზე. უნდა დავაფიქსიროთ ძლიერი გადაკვეთა კლასობრივ და სხვა ტიპის განმათავისუფლებელ მოძრაობებს შორის.

კლასი ყალიბდება მაშინ, როცა იმისათვის, რომ იცოცხლონ, ადამიანთა დიდი რაოდენობა იძულებულია, სისტემურად გადასცეს სხვებს თავისი ცხვრების მნიშვნელოვანი აქტივობა, იმაზე მეტი, ვიდრე მას გადარჩენისთვის სჭირდება მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ აქვს წვდომა პროდუქტიულ რესურსებზე, ხოლო ამ სხვებს აქვთ. როგორც მარქსმა აღნიშნა, ერთადერთი გზა იმისათვის, რომ გავიგოთ რატომ და როგორ „ვარდება ჭარბი მუშახელი უშუალოდ წარმოებიდან“ არის ყურადღებით დაკვირვება იმპერიულად მოცემულ გარემოებებზე, რომელიც „სისტემატიურად მოითხოვს ზოგიერთი ხალხისაგან დროის, ძალისხმევის ან მათი შრომის  შედეგების უზარმაზარი ნაწილის გადაცემას სხვებისთვის“.

ფრანგი სოციოლოგი პიერ ბურდიე შეეხო კლასობრივი ფორმირების რამდენიმე ფაქტორს. ბურდიესთვის თანამედროვე კლასის სტრუქტურის ბუნებას აყალიბებს სხვადასხვა ტიპის კაპიტალი - სოციალური, სიმბოლური, კულტურული და ეკონომიკური. არც ერთი მათგანი  აკნინებს  მეორეს. თუმცა, კლასის სტრუქტურის ასეთი ცვლილების მიუხედავად, ბურდიე ამტკიცებს, რომ ეკონომიკური კაპიტალი საფუძვლად უდევს ყველა სხვა სახის კაპიტალს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმის აღნიშვნას, რომ ობიექტური მოცემულობები არაა იდენტური, თუმცა ძალაუფლებრივ ურთიერთობათა იერარქიულობასა და კაპიტალის ფორმებზე, რომლებიც ვითარდება ამ არეალში, დიდ ზეგავლენას ახდენს მისი მაცხოვრებლების გამოცდილებები და განწყობები. ბურდიე ამ განწყობების აღსაწერად იყენებს ტერმინს - ჰაბიტუსი, მაგალითად კოგნიტური ან მენტალური სტრუქტურები, რომლებიც დიდ ზეგავლენას ახდენენ სამყაროს აღქმის პროცესში. ჰაბიტუსი აყალიბებს მთლიანობისა და ფორმებს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მოღვაწეობენ სოციალური სამყაროს სფეროში. სოციალური კლასის ჩამოყალიბება გამომდინარეობს ერთნაირი ფორმის ჰაბიტუსიდან, რომლებიც ქმნიან იმ პრაქტიკის მოდელებს, საიდანაც შემდეგ ყალიბდება ან განლაგდება კაპიტალი. იმისთვის, რომ გავიგოთ სოციალური კლასი, უნდა გავითვალისწინოთ თუ როგორ განვითარდა ან განლაგდა კაპიტალის ფორმები პრივილეგირებულ და გარიყულ მაცხოვრებლებში, რაც დაფუძნებულია მათ სტრუქტურირებულ  პოზიციებზე.

თუმცაღა სიტყვა კლასი ამოვარდა ყოველდღიური ლექსიკონიდან და გამოიყენება როგორც საფრთხის აღმნიშვნელი. კაპიტალისტურ საზოგადოებაში კლასის ცნება უარყოფილია. განსაკუთრებით დასავლურ საზოგადოებაში  კლასი ითვლება გადაჭარბებულ ცნებად. ამის სანაცვლოდ  სხვა ცნებებით ცდილობენ ახსნან სოციალური სტრატიფიკაცია6 - ისეთით, როგორიცაა სოციალური კლასი და ეთნიკური მიკუთვნებულობა. დამატებით უნდა ითქვას, რომ კლასი უკვე გარდაქმნეს სხვადასხვა კულტურულ ფეტიშად, როგორიცაა თავად კულტურა (მაგალითად მუშა კლასის კულტურა, სპორტი, თემატური ალკოჰოლი და დალევა), ყველაზე საგრძნობლად კი სასაქონლო ფეტიშად. ანარქისტი ჟაკ კამატი, რომელიც ამოდის მარქსისტული საფუძვლებიდან, ამტკიცებს, რომ კლასობრივმა განსხვავებებმა განიცადა დიფუზია გვიანი კაპიტალიზმის პერიოდში, როცა მოხდა  ადამიანების სრული „მოშინაურება“ (დამორჩილება) და კაპიტალისტური საზოგადოების დამკვიდრება.  ეს არ ნიშნავს, რომ კლასი არ არსებობს, თუმცაღა მათი დაპირისპირება გაფერმკრთალებულია და ურთიერთობა გადახლართული. რელევანტური კონფლიქტი (თუკი ასეთი საერთოდ არსებობს) მოდის ადამიანსა და კაპიტალს შორის ან ინდივიდსა და საკუთარ მორჩილებაზე, და არა  პროლეტარიატსა და ბურჟუაზიას შორის.

ამ თანამედროვე უნივერსალურ მოჩვენებითობაში კლასობრივი ურთიერთობები გამოცხადდა არარსებულად. ამის ნაცვლად ჩვენ მოვექეცით ჭარბი ღირებულების ერთ მხარეს. იდეოლოგიურად ფორმალური თანასწორობის მოსაზრება  არსებობს. ყველას აქვს მოხმარების და წარმოების ნაყოფით დატკბობის პოტენციალი. აქ წესიდან გამონაკლისი განიხილება, როგორც კონტიგენტის აბერაცია7, რომელიც მალე შევა საყოველთაო დადგენილებაში. ამას მოწმობს მესამე სამყაროს მსოფლიოს მშენებლობა, როგორც „განვითარებადი ქვეყნებისა“. ლიბერალური დემოკრატია არის პირველადი სოციალური ღირებულების იდენტიფიკატორი დასავლეთ საზოგადოებაში. კაპიტალიზმი და მოგების წარმოება განიხილება, როგორც ბუნებრივი მოცემულობა.

ეს შეიძლება გამომდინარეობდეს კაპიტალისტური კლასის სურვილიდან, არ ვისაუბროთ კლასზე. როგორც კი ვინმე სხვა და „არასწორი“ პირი ახსენებს კლასს, ის იქცევა „კლასობრივი ომისა“ და „კლასობრივი ბრძოლის“ მანქანად. როგორც კი „კლასობრივი ბრძოლა“ წამოიწყება, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ მაღალშემოსავლიან გამომმუშავებლების  ან დიდი კორპორაციების არაპროპორციული და გაუმართლებელი სარგებელი საფრთხის ქვეშ დადგება. მათ ურჩევნიათ, ეს სარგებელი დატოვონ მალულად. კლასობრივ ბრძოლაში დადანაშაულება ნიშნავს ხისტი იდეოლოგიის შეთავაზებას, რომლისთვისაც   მოტივაცია არა ნაციონალური ინტერესი, არამედ უბრალო შურია უფრო შრომისმოყვარე/ინტელიგენტი/ბიზნეს-ორიენტირებულების მიმართ, ვიდრე პარტიული აპარატჩიკების მიმართ. მაშინაც კი თუ ჯინა რინეჰარტს8 მემკვიდრეობით წილად ერგება სიმდიდრე და შემდეგ იხეირებს ჩინეთის მოთხოვნის შემთხვევითი ისტორიული ბუმით.

თუმცა, როცა საკითხი ბიურგერების  რისხვას იწვევს გამბურღველ წითელ სინათლეს თავისი ღირებულება გააჩნია. როგორც ოქსფამის ახლა ხანს გამოქვეყნებული კვლევა გვიჩვენებს, 85 ადამიანი ფლობს უფრო მეტ სიმდიდრეს ვიდრე დაახლოებით ნახევარი მსოფლიო. იდენტობის  პოლიტიკა დიდი კაპიტალის ხელშია მოქცეული, რომელიც ეყრდნობა მხოლოდ ბანალურ ინდივიდუალობას და არ ამბობს, რომ ზოგიერთი იდენტობის პოლიტიკა არაა ღირებული. კლასობრივი ცნობიერება აშინებს კაპიტალისტურ კლასს.

ჩვენს თანამედროვე სოციალურ სტრუქტურაში კლასობრივი იერარქია განაგრძობს არსებობას, თუმცა რესტრუქტურიზებულია სხვადასხვა ხაზის გასწვრივ. ეკონომიკის რესტრუქტურიზების, სამუშაო ბაზრის პოლარიზებისა და წარმოების გლობალიზაციის გამო, კლასის ბუნება, სულ მცირე, იმისა, რასაც ვხედავთ და ვიაზრებთ, შეიცვალა. პოსტ-ინდუსტრიალიზაციამ გადაიტანა სამუშაო კლასის პროფესიული გაერთიანებების  შემცირება. თუმცაღა, კვლავ არსებობს პროფესიული იერარქიები. გამოჩნდა  მუშათა კლასისა და საშუალო კლასის ახალი ფორმები. ჩვენ ასე ვაკვირდებით მმართველი კლასის აღზევებას, მუშების იმ კლასის, რომლებიც მართავენ კაპიტალის მოგებასა და ფინანსებს. რაღაც რჩება მუდმივი - კლასობრივი წარმომავლობა ძლიერ გავლენას ახდენს ცხოვრების შანსებსა და შესაძლებლობებზე. აქედან გამომდინარე კვლავ არსებობს სოციალური კლასის იერარქია, თუმცა, როგორ უნდა განვსაზღვროთ ისეთი კლასი, რომლის დროთა განმავლობაში იცვლებოდა და იცვლებოდა. უთანასწორობა გახდა ბევრად კომპლექსური და მრავალმხრივი, ხოლო წვდომა ეკონომიკურ ცოდნაზე, სტრატეგიულ სოციალურ კავშირებზე, კულტურულ კაპიტალზე და მოხმარების მოდელებზე შეიძინა მნიშვნელობა ეკონომიკური კაპიტალის ფლობასთან ერთად.

მიუხედავად იმისა, რომ კლასობრივი იდენტობა შეიცვალა და იგი აღარ თამაშობს გადამწყვეტ როლს ხალხის ცხოვრებასა და თვითაღქმაში, ეს არ ნიშნავს რომ კლასი არ არსებობს როგორც ობიექტური სოციალური რეალობა. პოსტმოდერნული თვალთახედვისგან განსხვავებით სოციალური ურთიერთობები არსებობს არა უბრალოდ ხალხის მიერ მის მიმართ მინიჭებული მნიშვნელობით, არამედ ისინი არსებობენ რეალურ ურთიერთობებში. ურთიერთობებში, რომლებიც თავის თავად არსებობენ, დამოუკიდებლად იმისგან თუ როგორ შეიძლება აღიქვას ხალხმა ის. სოციალურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ეკონომიკურმა უკმარისობამ არ დაგვტოვა ჩვენ და, რომ ის ავსტრალიური სოციო-ეკონომიკური ლანდშაფტის აშკარა თვისებაა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოების წესები შეიცვალა, დომინანტური კლასი, რომელიც წარმოადენს და განკარგავს ტრანსნაციონალური ფინანსების მოგებასა და კორპორატიულ კაპიტალს კვლავ არსებობს.

ბოტომორისა და ბრაიმის 1989 წელს ჩატარებულ კვლევაში, სადაც ისინი იკვლევდნენ კაპიტალისტურ კლასს სხვადასხვა ერებში, გამოირკვა, რომ თითოეული მათგანი კვლავ წარმოადგენს კაპიტალისტურ კლასს, რომელსაც გააჩნია პრივილეგიები იმ  ძალაუფლებრივი ქსელების ხელმისაწვდომობის მხრივ,  რომლებიც იცავენ სახელმწიფოს და კაპიტალის ფინანსურ ინტერესებს.  თუნდაც ზედაპირული გადახედვით ძალიან ადვილია დაინახო ჯინა რენჰარდის ძალაუფლება რომ აღარაფერი ვთქვათ იმ უამრავ  ძლიერ საბრეკეროებზე, რომელიც ჩამოყალიბდა განვითარების ჯგუფებისა და სხვა ძალაუფლებრივი კაპიტალისტების მიერ.

სწორედ ეს კლასი ტკბება გამარჯვებით. ჩემთვის ერთ-ერთი რესურსი ჩვენი საზოგადოების ყველაზე ჩაგრულების დასაცავად და წინ წამოსაწევად არის კლასის ცნების გადააზრება და დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ რეაქციონერი მემარჯვენეები მას ყოველთვის ბინძურ სიტყვად ჩათვლიან და ეცდებიან გადაფარონ საზოგადოებაში არსებული სტრუქტურული დაყოფები მისი დაცინვით, მემარცხენეებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ საწყისს და განაახლონ კლასობრივი ბრძოლა, როგორც ემანსიპატორული ობიექტი - განსაკუთრებით რეაქციონერი ავსტრალიის მთავრობის წინააღმდეგ. ასევე, უნდა მოხდეს კლასობრივი ბრძოლის გაერთიანება გაღატაკებულიდან მომუშავე კლასის ბრძოლის ჩათვლით. ისინი უნდა იყვნენ კავშირში. ნათელია, რომ კაპიტალისტური კლასი ბინძურად მდიდრდება ჩვენს ხარჯზე, იქნება ეს ექსპლოატაცია დევნილთა თუ დასავლეთის ქარხანაში დასაქმებული მუშისა. ეს არ არის ადვილი ამოცანა. დაარწმუნო მუშათა კლასი იმაში, რომ ის არის მუშათა კლასი და აქვს კაპიტალისტური კლასისაგან განსხვავებული ინტერესები, პატერნალიზმისათვის გვერდის ავლით არის ჩვენი დროის ყველაზე რთული გამოწვევა,  მიღწევა კი ყველაზე მნიშვნელოვანი.

_______________________________________

  1. ტონი ებოტი - ავსტრიის პრემიერ მინისტრი ლეიბორისტული პარტიიდან.
  2. უმუშევრობის დახმარება გაიცემა ფულადი სახით იმ ადამიანებისთვის, ვინც ეძებს სამუშაოს ან ისეთ აქტივობებში მონაწილეობის მიღებით, რომელიც ზრდის სამსახურის დაწყების შესაძლებლობას. მისი მიღების ვადა და პირობები განსხვავებულია კეთილდღეობის სახელმწიფოების მიხედვით და არაა მუდმივი.
  3. ვან ბადჰამი - ნოველისტი, კრიტიკოსი, ფემინისტი. აქტურად წერს ჟურნალ გარდიანისათვის.
  4. ვანერ ბიფეტი შედის მსოფლიოს 10 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში.
  5. დამანაწევრებელი
  6. საზოგადოების დაყოფა იერარქიულ ფენებად სხვადასხვა სოციალური მახასიათებლის საფუძველზე, რომლის შედეგია უფრო მაღალი და უფრო დაბალი ფენების არსებობა.
  7. გადახრა; ნორმიდან აცდენა.
  8. ჯინა რინეჰარტი - ავსტრალიელი ბიოლიონერი. მემკვიდრეობით ერგო რკინის მადნის ბიზნესი.


თარგმანი: სტელა ნამგალაძე

წყარო

 

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით