ეკოლოგიაზე ზრუნვა, როგორც დასაქმების ახალი პერსპექტივა

გამოქვეყნებულია: 10.Jun.2016

ეძებთ სამუშაოს? შეიძლება მზის ენერგია დაგეხმაროთ

განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA)-ს თანახმად განახლებადი ენერგიის ინდუსტრია მსოფლიოში ძალიან სწრაფად იზრდება. ამ ინდუსტრიაში ამჟამად 8,1 მილიონი ადამიანია დასაქმებული, აქედან 5% კი მხოლოდ გასულ 2015წელს, რაც მზარდ ტენდენციაზე მიუთითებს. დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი, ანუ ამ სფეროში დასაქმებულთა მესამედზე მეტი საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს, ეს კი 11%-იანი ზრდაა 2015წლისთვის.

ამავდროულად, წიაღისეულის მოპოვება, განსაკუთრებით საწვავის ინდუსტრია სამუშაო ადგილების კლების ტენდენციით ხასიათდება. IRENA-ს გენერალური დირექტორი, Adnan Z. Amin ამტკიცებს, რომ განახლებადი ენერგიის სექტორში სამუშაო ადგილების ზრდა ახალისებს მის ეკონომიკურ სარგებლიანობასაც. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ მიმართულებით სამუშაო ადგილები 6%-ით გაიზარდა, მაშინ როცა ნავთობისა და გაზის მრეწველობაში სამუშაო ადგილები 18%-ით შემცირდა. მზის ენერგიის მიმართულებით კი რეკორდული 22%-იანი ზრდაა დასაქმების კუთხით.

საერთო ჯამში, მზის ენერგიის წარმოების თვითღირებულების შემცირება, მზის ბატარეების ტექნიკურად გაუმჯობესება და ათობით ქვანახშირის საბადოს დახურვა კარგი მოტივატორი გახდა მზის ენერგიების დანერგვისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც უკვე 1 მილიონამდე მზის ელექტროსადგური ფუნქციონირებს. უახლოეს 2წელიწადში კი ამ რაოდენობის გაორმაგებასაც ვარაუდობენ.

მაგრამ, ყველა არ არის ბედნიერი განახლებადი ენერგიების ზრდით. რათქმაუნდა ენერგოგიგანტები და დიდი კომპანიები ეწინააღმდეგებიან არაკომერციული ენერგო ტექნოლოგიების გაძლიერებას და დანერგვას. წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიები აქტიურად იბრძვიან ამის წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმებით და ამით ცდილობენ შეინარჩუნონ საკუთარი საქმიანობა, რომელიც ეკო გარემოს დიდ ზიანს აყენებს.

განახლებადი ენერგიის ოპონენტები ამტკიცებენ, რომ საწვავი წიაღისეულის მოპოვების შეჩერებით ამერიკელები სამუშაო ადგილების გარეშე დარჩებიან. საპირისპიროდ კი განახლებადი ენერგიის მომხრეები ამტკიცებენ, რომ ეს სექტორი შექმნის ადგილებს მათთვის, ვინც დაკარგავს სამსახურს წიაღისეულის მომპოვებელ ინდუსტრიაში.

‘’მზე გვაძლევს სამუშაო ადგილებს, სუფთა ენერგიას და ეკონომიკურ ეფექტიანობას’’ამბობს მზის ენერგიის ინდუსტრიის ასოციაციის პრეზიდენტი Rhone Resch-ი. 2020 წლისთვის კი ის ვარაუდობს ნახევარ მილიონამდე დასაქმებულ ადამიანს მხოლოდ მზის ინდუსტრიაში.

 

თარგმანი: საბა გამყრელიძე

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით