რატომ არასდროს უნდა შევიძინოთ წყლის ბოთლები

გამოქვეყნებულია: 15.Feb.2017

ძალიან ბევრი მიზეზია, რის გამოც ბოთლებში ჩამოსხმული წყალი ხშირად ხდება კრიტიკის საბაბი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. საქმე იმაშია, რომ პლასტიკური ბოთლებით წყლის რეალიზების მასშტაბი წარმოუდგენლად იზრდება, ხოლო ნივთიერება, რომლისგანაც წყლის კომპანიები ბოთლებს ამზადებენ, საშიშ ქიმიურ ნივთიერებებს წარმოედგენს. ძალიან ბევრი ადამიანი უკვე იაზრებს, რომ ეს არაა კარგი მათი ჯანმრთელობისთვის.

სანამ გავიაზრებთ თუ რამდენად სახიფათოა ეს ეკოსისტემისთვის, მანამდე სტიქიური უბედურებები კვლავაც ხდება ჩვენს პლანეტაზე. თუ დარდობ ფრინველებზე, ცხოველებზე, მწერებზე და სხვა ცოცხალ არსებებზე წყლის ბოთლის მოხმარება არის ის, რაც აღარ უნდა გააგრძელო. წყლის ჩამომსხმელი კომპანიებისთვის ამ საქმიანობის მომავალში გაგრძელება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას.

გაფლანგული რესურსები

არსებობს სხვა შესაძლებლობები, რომლითაც შეგვიძლია ვისარგებლოთ. ესაა მუნიციპალური კომუნიკაციები, როგორიცაა ონკანები. ზოგიერთი კომპანია წყალს ამატებს სხვადასხვა მინერალებს და ელექტროლიტებს ფილტრაციისა და გამწმენდი სისტემებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა ბუნებრივი წყალია თუ გაფილტრული, ერთი ფაქტი უნდა გვახსოვდეს — პლასტიკურ ბოთლებში ჩამომსხმელი კომპანიები ახდენენ წყლის მარაგების გაქრობას მათი ბუნებრივი მდებარეობიდან და იყენებენ მას კომერციული მიზნებისთვის.

ნესტლე არის ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ბოლო დროს დიდი კრიტიკა დაიმსახურა იმის გამო, რომ კალიფორნიაში გვალვის დროს დიდი რაოდენობით წყალი მიითვისა. კალიფორნიის შტატი ბოლო წლების განმავლობაში მშრალი ჰავით ხასიათდება და ხშირია გვალვები. 2012-14 წლები ისტორიის მანძილზე ყველაზე მშრალი იყო. მიუხედავად საშინელი სიცხეებისა, ნესტლე აგრძელებს 1,9 მილიონი გალონი წყლის ამოტუმბვას ყოველდღიურად სან ბერნადინოს ეროვნული პარკიდან, რადგანაც მათ მიიღეს ამის ნებართვა 20წლის ვადით.

სამწუხაროდ ნესტლე მხოლოდ ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც მსგავს საქმიანობას მიმართავს.

ამ მოვლენების ფონზე ბუნება, ჯერჯერობით, უძლებს ამ დარტყმებს, რომელსაც აყენებს ნესტლე, სტარბაქსი და სხვ.. კალიფორნიაში გვალვა სერიოზულად აზიანებს ეკოსისტემას, ენდემურ მცენარეებს, ტყეებს, სადაც მილიონობით ხე ხმება და იღუპება. ასეთ მკაცრ საცხოვრებელ პირობებში იღუპებიან ცხოველებიც. გვალვა ასევე აიძულებს წყლის ბინადრებს მიგრაციას და ხდება მათი მიგრაცია შედარებით ჭარბტენიან ადგილებში. მიუხედავად იმისა, რომ წყლის კომპანიები არაა ერთადერთი გამომწვევი მიზეზი გლობალური დათბობისა, წყლის მარაგის კლება და  მათი უარყოფითი გავლენა  ეკოსისტემის დაზიანებასა და ბიომრავალფეროვნების ცვლილებაში დიდია.

წყალი და ნავთობი

მხოლოდ წყლის მარაგების ამოწურვა არაა ერთადერთი პრობლემა, რომელიც აზიანებს გარემოს, პლასტიკური ბოთლების წარმოება ასევე ძალიან სახიფათოა ეკოსისტემისთვის. ბოთლების წარმოებისთვის საჭიროა ნავთობი, ეს გაცილებით არასასიამოვნო ფაქტია. ყოველწლიურად ამერიკელები 17 მილიონ ბარელ ნავთობს მოიხმარენ მხოლოდ პლასტიკური ბოთლების დამზადებისთვის. სამწუხაროდ, უფრო და უფრო მეტი ნავთობის ჭაბურღილია საჭირო წლიდან წლამდე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

როგორც ჩანს, ნავთობზე გაუთავებელი მოთხოვნა კიდევ დიდხანს ავნებს ჩვენს ეკოსისტემას. თუ რაიმე მტკიცებულება კიდევ გჭირდებათ ნავთობის ავკარგიანობაზე, უბრალოდ ნახეთ რა დღეში არიან ცხოველები მექსიკის ყურეში, სადაც დიდი რაოდენობით ნავთობის ჩაღვრა მოხდა. 8000-მდე ფრინველი, ზღვის ძუძუმწოვრები, კუები და სხვა ცხოველები დაიღუპნენ მხოლოდ პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ხოლო დელფინები კი კვლავაც აქტიურად ავადდებიან და იღუპებიან.

პლასტიკური პლანეტა

მიუხედავად იმისა, რომ პლასტმასის ნაწარმის გადამუშავება ხდება, ეს უდიდეს ნაწილს მაინც არ ეხება. ყოველ წელს მხოლოდ ამერიკაში 50 მილიარდი ბოთლი გამოიყენება. აქედან მხოლოდ 23% ხვდება გადასამუშავებელ საწარმოებში. თუ უმრავლესობა არ მუშავდება, მაშინ სად მიდიან ისინი?

პირველ რიგში, მათი დიდი ნაწილის მიმღები არის ნაგავსაყრელები წელიწადში 35 მილიონი ბოთლი. ნაწილი კი უბრალოდ ბუნებაში და ზღვაში ხვდება. ამ შემთხვევაში მისი დეგრადირებისთვის მინიმუმ 1000 წელია საჭირო. ხოლო ერთხელაც ის ახალ მიკროპლასტიკურ ფორმას იღებს, რომელიც საკვებად მიმზიდველია თევზების და პლანქტონებისთვის. ასე, რომ ის კვლავაც აგრძელებს მანკიერ ზემოქმედებას ბუნებაზე.

სანამ ჩვენი ოკენეები ყოველწლიურად არიან 8,8 მილიონი ტონა პლასტიკური მატერიის პირისპირ, უნდა ვაღიაროთ, რომ ბოთლები, რომლითაც წყალს ვყიდულობთ ამ პრობლემის უდიდესი ნაწილია.

წყურვილი გვემუქრება?

ახლა როცა იცით თუ რა მავნებლობა აქვს წყლის ბოთლებს, მზად ხართ კიდევ განაგრძოთ გარემოს დაბინძურება? უამრავი გზა არსებობს, რომ დავეხმაროთ ცხოველებს, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა გადავეჩვიოთ იმ ცუდ ჩვევას რაცაა წყლის ბოთლის შეძენა. დააფიქსირეთ თქვენი ხმა. ბოთლების ხმარებიდან ამოღება კაპიტალისტური ინდუსტრიებისთვის კარგი მესიჯია, რომ თქვენ მათ არ ეთანხმებით. ეკოსისტემის გადარჩენისთვის ბრძოლა არაა მარტივი, თუმცა პლასტიკურ ბოთლებზე უარის თქმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ეფექტური ნაბიჯია.

თარგმანი: საბა გამყრელიძე

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

კორონავირუსის კრიზისი პოლიტიკურია

როგორ უნდა გაუმკლავდნენ ოჯახები ხელფასების შემდგომ დანაკარგს, როდესაც ბანკები გააგრძელებენ სესხის დაფარვის მოთხოვნას, მიწის მესაკუთრეები კვლავ განაგრძობენ ქირის მოთხოვნას, ხოლო კომუნალური კომპანიები გააგრძელებენ გადასახადების მოთხოვნას?

 

image

ყინულში არსებობენ დაავადებები, რომლებმაც შეიძლება დედამიწის დათბობის შედეგად გამოიღვიძონ

კლიმატის  ცვლილება მუდმივად მზრალი არეების (პერმაფროსტი) დნობას იწვევს. ეს არეები ათასობით წლებია ყინულის ერთიან მასას წარმოადგენენ და მათი დნობის შედეგად შეიძლება ჯერ კიდევ უძველესი ხანის ვირუსები და ბაქტერიები გამონთავისუფლდეს ზედაპირზე.

image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

შემოგვიერთდით