არის თუ არა სოციალიზმი კლიმატის კატასტროფის თავიდან აცილების გზა?

გამოქვეყნებულია: 13.Feb.2019

ევროპას, და რაღა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოს არ ასვენებს სოციალიზმის აჩრდლი. აჩრდილი, რომელიც წლებია ემუქრება საზოგადოებრივი აზრის წარმომადგენლებს.

2016 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ბრიტანელები უპირატესობას ანიჭებდნენ სოციალიზმს, კაპიტალიზმს კი უარყოფითად მოიხსენიებდნენ.

ამავე წელს ჰარვარდის კვლევის მიხედვით კაპიტალიზმს არ უჭერდა მხარს 18-29 წლამდე ამერიკელების უმრავლესობა. 2018 წლის კვლევამ კი აჩვენა, რომ ამერიკელი მილენიალების მესამედი თავს სოციალიზმის სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენლად აღიქვამდა.

ავსტრალიაში „იუგოუს“ მიერ დამოუკიდებელი კვლევების ცენტრის დაკვეთით ჩატარდა იდენტური გამოკითხვა. შედეგების მიხედვით მილენიალი რესპოდენტების 58% თამამად აცხადებდა, რომ მათთვის სოციალიზმი უფრო მისაღები იყო.

ზემოთხსენებული შედეგები ნაკლებად ამაღელვებელი ხდება, როცა მათ IPCC-ის უახლეს ანგარიშთან ერთად განვიხილავთ. IPCC-ის დოკუმენტი რეალურად ასახავს იმ აპოკალიპტურ სურათს, რომელიც ეკონომიკური სტატუს კვოს ზემოქმედების შედეგად მივიღეთ. 6000 სამეცნიერო გამომცემლობის წარმომადგენელ 133 ექსპერტით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ შექმნილი კონსენსუსი იუწყება, რომ ტემპერატურა დედამიწაზე უახლოეს მომავალში 1.5 გრადუსით გაიზრდება. ტემპერატურის მატებას კი საზარელი შედეგები მოჰყვება როგორც ბუნებისთვის — ასევე ადამიანისთვის.

ესეც საუკეთესო შემთხვევაში.

დევიდ უოლეს-უელსის აზრით IPCC-ის დოკუმენტის ყველაზე ცუდი სცენარიც კი საუკეთესო ვარიანტია. ის, რასაც ტემპერატურის გენოციდურ დათბობად მოვიხსენიებთ, ჩვენი მომავალია და ყველაზე საშიში რეალურად არის ის, თუ სადამდე შეიძლება გაუარესდეს ამჟამინდელი შედეგები… დღესდღეისობით პლანეტა 4-გრადუსიანი დათბობის საშიშროების წინაშე დგას, რაც მეცნიერების აზრით ორჯერ აღემატება დედამიწის გამტარუნარიანობას. აუცილებელია ცვლილების შეტანა თანამედროვე ყოველდღიურობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში გლობალური კატასტროფა გარდაუვალი იქნება როგორც დედამიწის მილიონობით მცხოვრებლისთვის, ასევე სხვადასხვა სოციალური და პოლიტიკური ინფრასტრუქტურისთვის, სხვა სიტყვებით — „ცივილიზაციისთვის“.

მსგავს საფრთხეს რაციონალური საზოგადოება საკმაოდ სერიოზულად მოეკიდებოდა.

მაგრამ გამოდის, რომ ჩვენ არ ვართ რაციონალური საზოგადოება.

არ უნდა გაგვიკვირდეს „მედიის საქმის მონიტორინგის სერვისის“ დასკვნა, რომლის მიხედვითაც ა.შ.შ-ს არც ერთმა გაზეთმა გამოაქვეყნა IPCC-ის დოკუმენტი. კლიმატის ცვლილების თავად ა.შ.შ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც კი არ სჯერა და ამ მოვლენას ჩინეთის ბოროტ ხუმობას უწოდებს.

ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა და ლიბერალური პარტიის ლიდერმა სკოტ მორისონმა პირობა დადო, რომ ფულს არ გაფლანგავდა ისეთ უაზრობაში, როგორიცაა კონფერენციები კლიმატის ცვლილებაზე. დეპუტატმა მაიკლ მაკკორმაკმა კი დაიკვეხნა, რომ „რიგითი ანგარიში“ ვერ გახდებოდა ქვეყნის პოლიტიკაში ცვლილებების მაპროვოცირებელი.

ამის საპირისპიროდ ოპოზიციის ლიდერმა ბილ შორტენმა მხარი დაუჭირა ენერგიის განახლებადი წყაროს შექმნას, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ დაჟინებით მოითხოვა ენერგიის წყაროდ ქვანახშირის გამოყენება.

პოლიტიკურ კლასს არ აქვს უნარი, აღიაროს გლობალური დათბობის საფრთხე. მოსახლეობის უმეტესობამ კი კარგად იცის, რომ ეს ფაქტი არაა გამოწვეული არც მედიის ბარონთა მაქინაციებით და არც უშუალოდ პოლიტიკოსების სიმხდალით. უფრო და უფრო რთული ხდება, უგულებელყო ძლიერი შეუსაბამობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ განხორციელებულ საქმიანობებსა და ეკონომიკურ სისტემას შორის, რომელიც დაფუძნებულია მუდმივ ბრძოლაზე მოგების მოსახვეჭად — ყველა ყველას წინააღმდეგ.

პოლიტიკოსებისთვის ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაზე უპირატესი მ.შ.პ-ს ზრდაა. აუცილებელია, ეკონომიკა მუდმივი გაფართოების პროცესში იყოს, წინააღმდეგ შემთვევაში მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალი იქნება.

მოსახლეობა გამოკეტილია კარცენოგენულ სისტემაში, რომელიც უპირობოდ მუშაობს დაუგეგმავ, მასიურ ეკონომიკურ ზრდაზე. სისტემაში, რომელიც ინდიფერენტულად ეკიდება სამომავლო პრობლემებს და კონცენტრირებულია მხოლოდ და მხოლოდ აწმყოზე.

მარქსი კაპიტალიზმს განმარტავდა, როგორც უნივერსალური ყიდვა-გაყიდვის წარმოებას, სადაც პროდუქტს აქვს არა სახმარი, არამედ საცვლელი ღირებულება. მისი სიტყვებით, ეს არის წყობა, რომელშიც საზოგადოება იმართება ნივთებით და არა პირიქით. რათა უფრო ნათლად გავიაზროთ, რას გულისხმობდა მარქსი საჭიროა, გავიხსენოთ სკოტ მორისონი და მისი მეგობრები ა.შ.შ-ს კონგრესზე, რომლებიც ქედს იხრიდნენ ქვანახშირის ნატეხის წინაშე.

«საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყენოთ ქვანახშირის ყველა შესაძლო წყარო. წინააღმდეგ შემთხვევაში მის მოპოვებას სხვები დაგვასწრებენ»; ადამიანური პერსპექტივიდან ეს არგუმენტი ყოვლად უსირცხვილო განაცხადია. სამწუხაროდ, კაპიტალისტური სისტემა სწორედ ამ ამორალურ იდეოლოგიაზეა დაფუძნებული.

IPCC-ის მიხედვით, ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, განხორციელდეს რადიკალური ცვლილებები საზოგადოების ყოველდღიურობაში. ეს პროცესი გულისხმობს როგორც სანტრანსპორტო სისტემის, ასევე ქალაქის დაგეგმარების მასიურ ტრანსფორმაციას და ემსახურება სასარგებლო წიაღისეულის ეკოლოგიურიად სუფთა ენერგიით ჩანაცვლებას. მაგრამ ამ ცვლილებების თანდათან განხორციელება შეუძლებელი ხდება.

თანამედროვე, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მოაზროვნეთა უმეტესობა წარმატებით არიდებს თავს კაპიტალიზმის აშკარა მარცხების აღიარებას. ეს კი არ უნდა გაგვიკვირდეს: როცა კაპიტალიზმით გამოწვეული საფრთხე სავალალო სახეს მიიღებს, ეს მოაზროვნეები დიდი ხნის გარდაცვლილები იქნებიან.

უენტვორტის არჩევნების შედეგად ლიბერალებს სწამდათ, რომ ახლო მომავალში აუცილებლად ეყოლებოდათ კეთილგონიერი და მგრძნობიარე ცენტრისტი.

მაგრამ რას სთავაზობს ლიბერალური ცენტრიზმი და, რაღა თქმა უნდა, კაპიტალიზმი მილენიალებს — თაობას, რომელსაც მოუწევს ეკოლოგიური ცვლილებების საკუთარ თავზე გამოცდა? ეს არაა მხოლოდ სამეცნიერო დასკვნა, რომელიც პლანეტის განადგურების საფრთხეზე გვაფრთხილებს. გლობალური კატასტროფის შედეგად გარდაუვალი იქნება სოციალური კეთილდღეობის მდგრადი დესტრუქცია: ამორალურად დიდი გადასახადები საცხოვრებელზე, არაადეკვატურად მკაცრი პოლიცია და race-baiter შარლატანებით დომინირებული პოლიტიკური კულტურა.

შეერთებულ შტატებში საგრძნობლად იზრდება სოციალისტური ნარატივის პოპულარობა. ბერნი სანდერსს უდიდესი წვლილი მიუძღვის სოციალიზმის ტაბუს დამსხვრევაში, რომელიც ცივი ომის შედეგად ჩამოყალიბდა. აღსანიშნავია, რომ ბერნი ვერაფერს გახდებოდა ალექსანდრია ოკაზიო-კორტეზის გამარჯვები გარეშე; პოლიტიკაში დემოკრატი სოციალისტების რიცხვი ბოლო ორი წლის განმავლობაში 30 000-ით გაიზარდა და დღესდღეობით 35 000-ს აჭარბებს; ასევე საკმაოდ ბევრი ერთგული მსმენელი ჰყავს სოციალისტურ პოდკასტს Chapo Trap House-ს; ბრიტანეთში ჟურნალი Jacobin-ი კი ისეთი პოპულაური გახდა, რომ თავისი სოციალისტური ირონიული პუბლიკაცია „ტრიბუნა“ მეორედ გამოუშვა.

გაერთიანებულ სამეფოში სოციალისტური იდეოლოგიის პოპულარობის ზრდა რეალურად ჯერემი კორბინის დამსახურებაა; მან წარმატებით ჩამოაშორა მემარცხენე-ცენტრისტული პარტია (მუშათა პარტია) ბლერიზმს და დაუბრუნა სოციალური დემოკრატიის თავდაპირველი ფორმა. რეალურად, ეს იყო სპეკულაცია, რომელიც ემსახურებოდა სოციალისტის იარლიყის გავრცელებას ახალგაზრდებში.

ავსტრალიის ვეტერანმა აქტივისტმა სტივ ჯოლიმ გააერთიანა მელბურნის საკმაოდ ხმაურიანი და გამაღიზიანებელი მემარცხენეები და შექმნა ვიქტორიის სოცილისტთა პარტია შემდეგი საშტატო არჩევნებისთვის გრასრუთ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად. აღსანიშნავია, რომ პარტიას ეკონომიკურ დახმარებას უწევს ელექტრომომარაგების პროფკავშირი და მუშათა ეროვნული გაერთიანება.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი „ზღვაში წვეთია“ იმ საქმიანობებისა, რომლის განხორციელებაც აუცილებელია გლობალური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, საკმაოდ რაციონალური და მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში სოციალიზმის სხვადასხვა მიმდინარეობის წარმომადგენლები მეტად მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ დისკუსიაში კლიმატის კატასტროფის შესახებ.

ცვლილებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ და უმჯობესია, კოლექტიურად გადაწყვიტონ, როგორ ურთიერთქმედებაში იქნებიან მსოფლიოსთან.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში საჭიროებებიდან გამომდინარე უფრო ქმნიდა ნივთებს, რათა გამოეყენებინა, ვიდრე სხვა ნივთებში მიმოცვლისთვის.
ნანოტექნოლოგიის, ხელოვნური ინტელექტისა და მარს-როვერის ეპოქაში ნუთუ მართლა გვგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება არ შეგვიძლია? თუ ჩვენ პოლიტიკაზე დემოკრატიული კონტროლი მივიღეთ, რატომ არ შეიძლება ვსინჯოთ მსგავსი რამ ეკონომიკაზე; რომ პროდუქცია ადამიანის საჭიროებაზე იყოს მორგებული და არა გლობალური ბაზრის ინტერესებზე?

ნუთუ საკმაოდ ნათელი არაა ეკოლოგიური კრიზისის თავიდან აცილების (დიდი ალბათობით — ერთადერთი) გზა: საჭიროა, უბრალოდ უარი ვთქვათ სასარგებლო წიაღისეულზე და ვკონცენტრირდეთ პლანეტისთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებაზე.

მარქსმა და ენგელსმა თავიანთი ცნობილი მანიფესტი დაიწყეს იმით, რომ ევროპაში დამკვიდრებულ წესრიგს ზემოთხსენებული აჩრდილი ემუქრებოდა. მაგრამ მისი გამარჯვება არ დაუსახავთ, როგორც როგორღაც წინასწარ განსაზღვრული.

პირიქით, მანიფესტის ავტორების აზრით საზოგადოების ფუნდამენტურ კლასობრივ დაყოფას საბოლოოდ მოჰყვებოდა საზოგადოების რევოლუციური გარდაქმნა ან, როგორც ავტორები უწოდებენ, დაპირისპირებული კლასების ერთიანი განადგურება.

IPCC-მ დაგვანახა შემაძრწუნებელი სურათი იმისა, რაც კატასტროფისამ შეიძლება, მოიტანოს. ჩვენ კი უკვე დიდი ხანია ალტერნატივაზე საუბარი დავიწყეთ.

 

ჯეფ სპაროუ

 

სქოლიო

მილენიალი - 1980-იან და 1990-იანი წლების პირველ ნახევარში დაბადებული ადამიანები.

Race-baiter - ადამიანი, რომელიც საზოგადოების ემოციებით მანიპულაციით დაფაროს და თავის სასარგებლოდ გადაასხვაფეროს რეალობა რასობრივ დისკრიმინაციასთან მიმართებაში.

ბლერიზმი - ბრიტანულ პოლიტიკაში ბლერიზმში იგულისხმება ყოფილი მუშათა პარტიის ლიდერის ტონი ბლერის იდეოლოგია.

 

თარგმანი: ანა ხმალაძე

წყარო

ასევე წაიკითხეთ:

image

ვისი ბრალია ამაზონის ხანძარი?

დღეს ხანძრები ამაზონში ყოველწლიურად ჩნდება და მათთან გამკლავება რთულია. მიწათმესაკუთრეების მიერ ხანძრის განზრახ გაჩენა გავრცელებული პრაქტიკაა, რათა შემდეგ ტერიტორია ინდუსტრიულ საძოვრებად ან ყანებად გამოიყენონ. თუმცა ახალი ისაა, რომ ბოლსონაროს გაპრეზიდენტების შემდეგ ხანძრების რიცხვი 84%-ით გაიზარდა. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ის წინასაარჩევნოდ აგრობიზნესსა და ხის მჭრელ კომპანიებს დაჰპირდა, რომ ამაზონის ჯუნგლების მეტად ათვისების უფლებას მისცემდა. საქმე ეხება მილიონობით კვადრატულ მეტრ სივრცეს, მათ შორის აბორიგენი მოსახლეობის დაცულ ტერიტორიებს.

image

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტში (PDF)

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქართულ ფემინისტურ მოძრაობაში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი და მიმართულებაა. ამავდროულად, საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, ENPARD. ამ კონტექსტში მოცემული კვლევა (პოლიტიკის დოკუმენტი) მიზნად ისახავს, გამოავლინოს სოფლის მეურნეობაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერები და განვითარების პოლიტიკებში ამ საკითხის ინტეგრაციის შესაძლებლობები. კვლევის ფარგლებში ანალიზი განხორციელებულია ადამიანის უფლებების მიდგომისა და გენდერი და განვითარების მიდგომის გამოყენებით; კვლევა განხორციელდა თვისებრივი მეთოდების გამოყენებით. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გამოწვევები განხილულია ისტორიულ, გლობალურ და ლოკალურ ჭრილში, და კვლევის მიზნიდან გამომდინარე, დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტსა და გამოწვევებთან. ანალიზსა და კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით გავცემთ რეკომენდაციებს სახელისუფლებო ინსტიტუტებისთვის.

image

რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას ღვინის წარმოებაზე

იმედია, როგორც მომხმარებლები, შევძლებთ იმ ცვლილებების მართვას, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესით და გადაწყვეტილებებითაა გამოწვეული. დროა ჩვენი თანხები სწორად მივმართოთ და მხარი დავუჭიროთ ფერმერებსა თუ ადგილობრივ მწარმოებლებს და ასევე საკუთარ წარმოებებს. შეგვიძლია, ვიყოთ მეტად ინფორმირებული, დავსვათ შეკითხვები, მივიღოთ პასუხები და მივიღოთ გადაწყვეტილებები მეტად ჯანსაღი პლანეტისა და საზოგადოებისთვის.

შემოგვიერთდით