image

შვედეთი — ქვეყანა, სადაც ნარჩენისგან მიღებული ენერგია ათბობს სახლებს, აწარმოებს საწვავს ავტობუსებისა და ტაქსებისათვის

ნარჩენების გადამუშავებით მიღებული ენერგია არის სითბოს ძირითადი წყარო ცივი თვეების განმავლობაში ქვეყნის 10 მლნ მაცხოვრებლისათვის. „Avfall Sevrige“-ს მიხედვით, ნარჩენებიდან მიღებული ენერგია უტოლდება ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება ქვეყანაში 1.25 მლნ აპარტამენტის უზრუნველსაყოფად და ელექტროენერგიას, რომელიც გამოიყენება 680 000 სახლის გასათბობად.

image

"1 პროცენტის ფემინიზმმა ჩვენი საერთო საქმე ელიტიზმს დაუკავშირა” - ინტერვიუ ნენსი ფრეიზერთან

ამჟამად გვეუბნებიან, რომ მხოლოდ ორი არჩევანი გვაქვს - ან მემარჯვენე მოძრაობის ავტორიტარული პოპულიზმი, რომელიც რასისტული და ქსენოფობიურია, ან ლიბერალიზმის მცველებთან და პროგრესული ნეოლიბერალიზმთან დაბრუნება. თუმცა, ეს ყალბი შემოთავაზებაა - ჩვენ ორივეზე უარი უნდა ვთქვათ.

image

რატომ არის შეუძლებელი ფემინიზმისა და კაპიტალიზმის თანაცხოვრება?

კანონები დისკრიმინაციის წინააღმდეგ, ქალებისა და ბავშვების დაცვა ოჯახური ძალადობისაგან, ხმის მიცემის უფლება და სხვა მრავალ სიკეთეზე წვდომის უფლება ქალებმა დიდი პროტესტების შედეგად მოიპოვეს, რაც თითქმის მთელი კაცობრიობის განმავლობაში არსებული შეზღუდვების წინააღმდეგ წასვლაა, ეს კი კაპიტალიზმისგან დამოუკიდებლად განვითარდა. საერთო მათ მხოლოდ ქრონოლოგიურად ერთ პერიოდში არსებობა აქვთ. ამ "აჯანყებებს" კი უმეტესად სოციალისტები და ფემინისტები მეთაურობდნენ.

 

image

დავწვათ თუ დავმარხოთ პლასტმასი?

ზოგიერთი ეკოლოგის თვალსაზრისით, ახალი საწარმოების აშენება იმისათვის რომ მოხდეს ნარჩენების დაწვა ნამდვილად არ არის მიზანშეწონილი და ამ აზრებს იზიარებს ასევე მინისტრი ტერეზა კოფი და ამბობს, რომ იგი ემხრობა ეკოლოგების გარკვეულ ჯგუფს, რომლებიც პლასტმასის ნარჩენის დამარხვის მხარდამჭერები არიან.  სინამდვილეში კი პლასტმასის ნარჩენების უბრალოდ ჩამარხვა მარტივი და იაფი გამოსავალია.

image

ნარჩენების წვიდან - დამატებით ენერგიამდე

საზოგადოდ მიჩნეულია და არაა გასაკვირი, რომ ნარჩენების, ნაგვის დაწვა არასწორია, ვინაიდან ამ ყველაფრის შედეგად გამოიყოფა მომწამვლელი ნივთიერებები, რომლებიც აბინძურებს ჩვენს გარემოს. ჩვენ ირგვლივ თითქოს ყველამ იცის, რომ უფრო მართებულია თავიანთი საყოფაცხოვრები ნარჩენები მოათავსონ შესაბამის ურნებში, ვიდრე დასაწვავად მიუშვირონ პირდაპირ კოცონის ცეცხლს.

image

ორი წელი კლიმატის გადასარჩენად

მისასალმებელია სხვადასხვა ინიციატივები ეკოლოგიასთან დაკავშირებით, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილება ჩვენ თვალწინ ხდება და დიდი პრობლემების წინაშე ვდგავართ. მემარჯვენე თუ მემარცხენე ცენტრისტული პოლიტიკა, ასევე თავისუფალი ბაზრის პრინციპები ქმნის არამდგრად გარემოს — ის, რაც სახეზე გვაქვს. ნიკოლას ჰულტის თქმით „მცირე ნაბიჯებზე დაფუძნებული პოლიტიკა არ მუშაობს“. ამდენად, შესაძლებელი და სასურველია სასწრაფო მობილიზაცია დემოკრატიის პირობებში ისევე, როგორც ეს მოხდა 1940-ში ომის პერიოდში შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში, მაგრამ ეს ამჯერად გასროლის გარეშე უნდა მოხდეს. აუცილებელია ამ ბრძოლის პოლიტიკური განზომილების აღიარება, რათა შემოვიტანოთ ემოციები პოლიტიკაში, დავაბალანსოთ ძალაუფლება და მივიღოთ შთაგონება სამოქალაქო უფლებებისთვის ისტორიული ბრძოლებით.

image

გარემოს დაბინძურების ნახევარი გამოწვეულია მსოფლიოს უმდიდრესი 10%-ის მიერ

კვლევაში ვკითხულობთ, რომ მსოფლიოს უმდიდრეს 1%-ში შემავალი ერთი ადამიანი 175-ჯერ მეტად აბინძურებს გარემოს, ვიდრე რიგითი ადამიანი მსოფლიოს უღარიბესი 10%-დან.

image

ევო მორალესის გამოსვლა გაეროში 2019, ნაწყვეტები

ჩემ მიერ ნახსენები სტატისტიკები არის მხოლოდ ნაწილი ჩვენი დემოკრატიული და კულტურული რევოლუციის მიღწევებისა, რომელმაც ბოლივიას პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სტაბილურობა მოუტანა.

image

ვისი ბრალია ამაზონის ხანძარი?

დღეს ხანძრები ამაზონში ყოველწლიურად ჩნდება და მათთან გამკლავება რთულია. მიწათმესაკუთრეების მიერ ხანძრის განზრახ გაჩენა გავრცელებული პრაქტიკაა, რათა შემდეგ ტერიტორია ინდუსტრიულ საძოვრებად ან ყანებად გამოიყენონ. თუმცა ახალი ისაა, რომ ბოლსონაროს გაპრეზიდენტების შემდეგ ხანძრების რიცხვი 84%-ით გაიზარდა. ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ის წინასაარჩევნოდ აგრობიზნესსა და ხის მჭრელ კომპანიებს დაჰპირდა, რომ ამაზონის ჯუნგლების მეტად ათვისების უფლებას მისცემდა. საქმე ეხება მილიონობით კვადრატულ მეტრ სივრცეს, მათ შორის აბორიგენი მოსახლეობის დაცულ ტერიტორიებს.

image

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტში (PDF)

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ქართულ ფემინისტურ მოძრაობაში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი და მიმართულებაა. ამავდროულად, საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება ევროკავშირის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, ENPARD. ამ კონტექსტში მოცემული კვლევა (პოლიტიკის დოკუმენტი) მიზნად ისახავს, გამოავლინოს სოფლის მეურნეობაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერები და განვითარების პოლიტიკებში ამ საკითხის ინტეგრაციის შესაძლებლობები. კვლევის ფარგლებში ანალიზი განხორციელებულია ადამიანის უფლებების მიდგომისა და გენდერი და განვითარების მიდგომის გამოყენებით; კვლევა განხორციელდა თვისებრივი მეთოდების გამოყენებით. ქალთა ეკონომიკური გაძლიერების გამოწვევები განხილულია ისტორიულ, გლობალურ და ლოკალურ ჭრილში, და კვლევის მიზნიდან გამომდინარე, დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის განვითარების კონტექსტსა და გამოწვევებთან. ანალიზსა და კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით გავცემთ რეკომენდაციებს სახელისუფლებო ინსტიტუტებისთვის.

image

რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას ღვინის წარმოებაზე

იმედია, როგორც მომხმარებლები, შევძლებთ იმ ცვლილებების მართვას, რომელიც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესით და გადაწყვეტილებებითაა გამოწვეული. დროა ჩვენი თანხები სწორად მივმართოთ და მხარი დავუჭიროთ ფერმერებსა თუ ადგილობრივ მწარმოებლებს და ასევე საკუთარ წარმოებებს. შეგვიძლია, ვიყოთ მეტად ინფორმირებული, დავსვათ შეკითხვები, მივიღოთ პასუხები და მივიღოთ გადაწყვეტილებები მეტად ჯანსაღი პლანეტისა და საზოგადოებისთვის.

შემოგვიერთდით