


მშრომელთა უფლებებისთვის

გამოხმაურება მირანდა ფაღავას საქმეზე
28 იანვარს, გამთენიისას ტრანსგენდერი ქალ მირანდა ფაღავას სასტიკად სცემეს. ძალადობა არათუ არავინ შეაჩერა, ელემენტარულ პირველად დახმარებაზე და სასწრაფოში დარეკვაზეც კი უარი უთხრეს იქ მდგომმა ადამიანებმა. უფრო მეტიც, პოლიციამ სიკვდილის პირას მისულ ადამიანს განუცხადა, რომ ეს „მათს კომპეტენციაში არ შედიოდა“. მირანდა ფაღავამ ვერ მიიღო სამედიცინო დახმარებაც კი ჯანდაცვის სისტემაში გამეფებული ტრანსფობიისა და საზოგადოების სრული სისასტიკის გამო! სახელმწიფო მუდმივად ცდილობს ასეთი შემთხვევები, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანების ყოველდღიურობაა, ინდივიდუალურ „გადაცდენებად“, კონკრეტული პოლიციელების ცუდ დამოკიდებულებად ან საზოგადოების ცნობიერების პრობლემად შერაცხოს. ამგვარი მიდგომით იფარება ის სისტემური ძალადობა, რომელსაც ხელისუფლება სხვადასხვა სამინისტროებისა და ინსტიტუტების საშუალებით ყოველდღიურად იყენებს ჩვენი სხეულების დასამორჩილებლად. პოლიციური რეჟიმი ერთი ხელით ნარკოტიკებს უდებს მოქალაქეებს, მეორე ხელით კი ცდილობს, სასტიკი ძალადობა მისი კომპეტენციის გარეთ გაიტანოს.

რა ხდება თეღუთის მაღაროში
ვუერთდებით სამოქალაქო ინიციატივა Armenian Environmental Front (AEF)-ის მიერ, თეღუთის ტერიტორიაზე მძიმე მეტალების მოპოვების ადგილას კუდსაცავის დაზიანების შედეგად მდინარე დებედას დაბინძურების შესახებ გამოთქმულ შეშფოთებას.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენც კარგად მოგვეხსენება ინდუსტრიულ ზონებში ეკოლოგიური დაბინძურების სავალალო მდგომარეობის შედეგების სიმძიმის შესახებ (ბოლნისის, ჭიათურის, ტყიბულის თუ სხვ. მაგალითებზე), ვიზიარებთ და სოლიდარობას ვუცხადებთ სომეხ გარემოსდამცველებისა და უბრალო ხალხის პოზიციას მომხდართან დაკავშრებით. მივიჩნევთ, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ასეთი მასშტაბური გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა როგორც სომხეთში, ასევე საქართველოში.

გარემოს დაშლილი სამინისტრო
ვეხმაურებით ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და დაგეგმილ ცვლილებებს, რომლებიც 2017 წლის 13 ნოემბერს გაჟღერდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიმართ გადადგმული ნაბიჯები, რომელიც მთავრობის მიერ ახსნილია, როგორც ბიუროკრატიის შემცირებისა და მენეჯმენტის გაუმჯობესებისკენ მიმართული, შეუძლებელია, დადებითად შეფასდეს გამომდინარე იქიდან, რომ დაანონსებული ცვლილებები ძალიან ბუნდოვანია, არ არსებობს კვლევა და არაა შესწავლილი რა სახის დადებითი ან უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ტიპის რეორგანიზაციას. შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ვთვლით, რომ მთავრობის მსგავსი ქცევა გამოიწვევს სამინისტროს დასუსტებას, რაც შემდგომში აუცილებლად გააუარესებს საქართველოს ეკოლოგიურ მდგომარეობას.

„ახალგაზრდა მწვანეების“ შეხედულება მოძალადე თამაზ აქუბარდიას ქმედებებზე
საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები ვეხმიანებით მარი კურტანიძის ღია წერილს, რომელშიც ის თავისი ყოფილი მასწავლებლისა და ლექტორის თამაზ აქუბარდიას მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტზე ყვება. „ახალგაზრდა მწვანეები“ ვაფასებთ მარი კურტანიძის გამბედაობას და სოლიდარობას ვუცხადებთ მას. მიგვაჩნია, რომ საკუთარ გამოცდილებაზე საუბარი და მოძალადეების მხილება სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს.

ბევრი ბრძოლა - ერთი დამნაშავე
24 აგვისტოს თბილისში რკინიგზის თანამშრომლების აქცია პოლიციამ სასტიკად დაარბია და 10-მდე აქტივისტი დააპატიმრა. ამის პარალელურად ბათუმში ორი ლგბტ აქტივისტის მიმართ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე ჯერ თვალები დახუჭა, შემდგომ კი ნაცემი აქტივისტები დააპატიმრა და განყოფილებაში დამამცირებელი ჰომოფობიური მოპყრობით და აქტივისტების დამნაშავეებად შერაცხვის მეშვეობით სცადა საკუთარი დანაშაული გადაეფარა. ეს ორი შემთხვევა სხვადასხვა ქალაქებში მოხდა და ერთი შეხედვით განსხვავებული მიზეზები აქვს, თუმცა ორივე იმ სისტემური მჩაგვრელი პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც უკვე მერამდენე წელია ვუყურებთ.

ტრანსატლანტიკური ურთიერთობები: გერმანია, ევროპა და ამერიკა
ცვლილებებმა ა.შ.შ-ს ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაში როგორც ქმედებებში, ისევე განცხადებებში - დიდი გავლენა იქონია ევროპის კონტინენტის პოლიტიკურ კლიმატზე, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედეგები აქვს ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებსა და თავდაცვის პოლიტიკაზე. რამდენად მოახდენს ეს მოვლენები გავლენას გერმანიაში მოახლოებულ არჩევნებზე? და როგორ აისახება ბოლო მოვლენები ატლანტიკურ ალიანსზე?

საჩვიდმეტმაისოდ
17 მაისი ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეა. წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ ლ.გ.ბ.ტ.ქ.ი ადამიანთა უფლებები პოლიტიკურ პარტიათა პოპულისტური მანიპულაციის საგანია.

რუსთავის ქიმიური ქარხნიდან 340 თანამშრომელი გაუფრთხილებლად გაათავისუფლეს
რუსთავის ქიმიური ქარხნიდან, სადაც 2300 ადამიანია დასაქმებული, ბოლო დღეებში 340 ადამიანი გაათავისუფლეს, რაც საწარმოში დასაქმებულთა 15%-ს შეადგენს. 28 დეკემბერს 10 საათზე საწარმოს ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გაიმართება. აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება მანამ, სანამ საწარმო არ დააკმაყოფილებს ძირითად მოთხოვნებს შრომითი ხელშეკრულებების შეცვლასა და განთავისუფლებული ხალხის სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით.

კვლავ ძალადობა ტარნსგენდერ ქალზე
14 ოქტომბერს თავდამსხმელმა ტრანსგენდერ ქალს სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობები მიაყენა. დაზარელებული უმძიმეს მდგომარეობაშია.
