რა მოხდა COP25-ის გარშემო

გამოქვეყნებულია: 25.Dec.2019

გაეროს კლიმატური კონფერენცია COP 25 დაბრკოლებების მიუხედავად მაინც ჩატარდა. სამიტი 2 დეკემებრს გაიხსნა მადრიდში და 13 დეკემბრამდე გასტანა.

ბოლო ერთი წლის განმალობაში COP 25-ის ჩატარების ადგილი ორჯერ შეიცვალა. თავდაპირველად, კონფერენციის მასპინძლობის უფლება ბრაზილიამ მოიპოვა, თუმცა პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსანარუმ გააუქმა კონფერენციის მასპინძლობის შეთავაზება. ეს მოსალოდნელიც იყო, რადან ბოლსანარუ მემარჯვენე კონსერვატორია, რომელიც კლიმატის ცვლილებას და გლობალურ დათბობას  კაცობრიობის საფრთხედ არ აღიქვამს. 

ადგილის გარეშე დარჩენილ COP 25-ს ჩილემ შესთავაზა მასპინძლობა. თუმცა, 25 ოქტომბერს, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე, რომელსაც 1.2 მილიონი ადამიანი ესწრებოდა, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციების შედეგად, ჩილეს მოუწია უარი ეთქვა კონფერენციის მასპინძლობაზე. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო კი, ჩილესკენ გემით წასულ დელეგატებს მარშუტის შეცვლა და უკან დაბრუნება მოუწიათ. საბოლოო გადაწყვეტილებით გაეროს კლიმატური კონფერენცია მადრიდში ჩატარდა. COP 25-ში დაახლოებით 25 000 დელეგატი მონაწილეობდა, აქედან ერთ-ერთი 16 წლის  შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგია.


ტუნბერგი შვედეთიდან კალიფორნიაში გემით, მატარებლით და შემდგომ ელექტრო მანქანით ჩავიდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ჩილეში დაგეგმილი კონფერენცია ბოლო წუთას ჩაიშალა, ტუნბერგს გეზის შეცვლა მოუხდა. მან ატლანტიკის ოკეანე გემით გადაცურა, შემდეგ კი ლისბონიდან მატარებლით წავიდა ესპანეთში და რამდენიმე დღის დაგვიანებით ჩავიდა კონფერენციაზე. 

ბოლო 25 წლის განმავლობაში, ყოველწლიურ კონფერენციაზე, თითქმის 200 ქვეყნიდან იკრიბებიან კლიმატის ცვლილებების განსახილველად და გლობალური სტრატეგიის დასაგეგმ-განსახორციელებლად.

ოთხი წლის წინ პარიზში გამართულ COP-ზე შეთანხმდნენ, რომ გლობალური დათბობა საუკუნის ბოლოსთვის 2C–მდე უნდა შეზღუდულიყო. თუმცა, მდგომარეობა უარესდება. საშუალო ტემპერატურა უკვე  დაახლოებით 1C-ით არის გაზრდილი, რაც ამ ამბიციური მიზნის მიღწევას კიდევ უფრო ართულებს. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, თუ პარიზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზომები განხორციელდება, ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი სიკვდილის თავიდან აცილება იქნება შესაძლებელი.

რისი მიღწევის იმედი არსებობდა?


ამ კონფერენციისადმი იმედები დიდი არ ყოფილა, რადგან ბევრი ქვეყანა ორიენტირებული იყო პატარა ტექნიკურ დეტალებზე, როგორიცაა ნახშირბადის გლობალური ბაზრების მოღვაწეობა, რომლის საშუალებითაც ქვეყნებს შეუძლიათ შეიძინონ და გაყიდონ ნახშირბადის "კრედიტი" (უფლება, რომ ნახშირბადის ემისიის გარკვეული რაოდენობა აწარმოო) ემისიების შემცირების მიზნით. იყო იმედი, რომ ქვეყნები იმუშავებდნენ უფრო ამბიციურ მიზნებზე, რომლებიც საჭიროა 2015 წლის პარიზის შეთანხმების მიზნების მისაღწევად.

Რა იქნა მიღწეული?


“Მრგვალი მაგიდა”
განვითარებადი ქვეყნები წლების განმავლობაში გამოხატავდნენ უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მდიდარი ქვეყნები არ ასრულებდნენ იმ დაპირებებს, რომლებიც საკუთარ თავზე აიღეს და 2020 წლისთვის შესრულებული უნდა ყოფილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი ძალიან ახლოსაა, ვალდებულებები შესრულები არ არის, ეს კი კვლავ გახდა პოლიტიკური დაძაბულობის წყარო.

ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან ჩინეთი და ინდოეთი, ცხადყოფენ, რომ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებენ მოქმედებას, თუ დაინახავენ სხვა მდიდარი ქვეყნების ნაბიჯებს, რათა უზრუნველყონ განვითარებადი ქვეყნებისთვის დაპირებული ფინანსური თუ სხვა სახის მხარდაჭერა.

მათ მოუწოდეს სხვა ქვეყნებს, რომ შეიქმნას "სამუშაო პროგრამა", რათა გადაიხედოს მდიდარი ქვეყნების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა ნაკლოვანება 2020 წლამდე. თუმცა, ევროკავშირი ამ ინიციატივის წინააღმდეგ წავიდა. მათი თქმით ყურადღება უნდა გამახვილდეს პარიზის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომავალ ამბიციებზე, რომელიც ეხება ყველა ქვეყანას.

საბოლოოდ, ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2020 წლამდე გააკეთებენ "მრგვალ მაგიდას" (სივრცე, სადაც ამ თემის განხილვა მოხდება), რომლის შედეგიც დამყარებული იქნება 2021 წლის მოხსენებაში, რაც, თავის მხრივ, აუცილებელს გახდის პარიზის შეთანხმების გადახედვას.

ნახშირბადის გლობალური ბაზარი 

მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ნახშირბადის გლობალურ ბაზარზე ახალი წესების შემოღება იყო.

გეგმის თანახმად, ქვეყნები გასულ წელს უნდა შეთანხმებულიყვნენ ამ წესებზე, მაგრამ საკითხის განხილვა წლევანდელ მოლაპარაკებებზე დაიწყო. რეგულაციების მრავალ ნაწილს კვლავ დიდი დაძაბულობა და შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რის გამოც მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო.

დასასრულს, მხოლოდ ის გადაწყდა, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები 2020 წელს გაგრძელდება.

ადგილობრივი და ადამიანის უფლედამცველი ჯგუფები დიდი ხანია ითხოვენ ახალ მექანიზმს, იმისათვის რომ დაფინანსებული პროექტები არანაირ ზიანს არ აყენებდნენ ადგილობრივ თემებს. ისინი ითხოვენ ნახშირბადის ახალი ბაზრისგან ისეთი წესების შემოღებას, რომლებიც დაიცავს ადამიანის უფლებებს, დაიცავს აბორიგენ მოსახლეობას და სხვა მოწყვლად ჯგუფებს, ასევე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ადგილობრივ თემებთან და შექმნიან არასასურველი პროექტების გასაჩივრების პროგრამას. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკების დასაწყისში, თავდაპირველ მონახაზში ეს ყველაფერი განხილული იყო, თანმიმდრევრული მონაზახიდან რამდენიმე მათგანი ამოვარდა. მიმდინარე ტექსტი აღარ ითვალისწინებს ადამიანის უფლებების დაცვას და ითხოვს მხოლოდ იმას, რომ პროექტებმა თავიდან აიცილონ ეკოლოგიური ზიანი და მათგან გამოწვეული სოციალური ზემოქმედებები. იგი ამბობს, რომ მოლაპარაკებები უნდა შედგეს იქ, სადაც შესაბამისობაში იქნება მოქმედ შიდა კანონმდებლობასთან და რომ სხვა გარანტიების განხილვა შედგება 2028 წლისთვის. რამდენიმე ქვეყანამ ხმა მისცა ადამიანის უფლებების დაცვას ბოლო პლენარულ სხდომაზე. ერიკა ლენონმა, გარემოსდაცვითი საერთაშორისო ცენტრის უფროსმა იურისტმა განაცხადა, რომ ერთადერთი პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება იყო ის, რომ დადგენილების მიღება გადაიდო cop-26-ისთვის.

რა მოხდება შემდეგ?

მომავალ ნოემბერს დიდი ბრიტანეთი გლაზგოში გამართავს კონფერენციას, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნების კლიმატის გეგმების გაძლიერებას პარიზის შეთანხმების შესაბამისად. მაგრამ, COP25-ში მრავალმა ქვეყანამ ძალიან დიდი წინააღმდეგობა გაუწია იმ ქმედებებს, რომლითაც პარიზის შეთანხმება მიღწეული იქნებოდა, ამიტომ, მოსალოდნელია, რომ შემდეგ წელსაც დიდი წინააღმდეგობები იქნება მათი მხრიდან.



ავტორი: თეკლა თევდორაშვილი

წყარო:
Ecowatch
BBC
climatechangenews.com
the guardian
the guardian II

ფოტო © Climatechangenews.com

ასევე წაიკითხეთ:

image

ბათუმის რივიერასთვის სოლიდარობის აქცია გაიმართა

დღეს, 20 იანვარს ახალგაზრდა მწვანეებმა ბათუმის რივიერას ჩაბეტონება გავაპროტესტეთ. ეს იყო სოლიდარობის აქცია ბათუმელი მოქალაქეებისთვის, რომლებიც მოძრაობა “მწვანე მომავალთან” და ,,საზოგადოება ბათომთან” ერთად საჯარო სივრცის გასხვისებას უპირისპირდებიან

image

ანას ბაღში ბიზნესი ძალადობრივად შეიჭრა

დღეს, 10 იანვარს, დილის საათებში, ანას ბაღში სამშენებლო კომპანიამ ტექნიკის შეყვანა დაიწყო, რასაც ვარკეთილელები და, მათ შორის, “ახალგაზრდა მწვანეები”, წინ აღუდგნენ: გადაკეტეს გზა, რასაც მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

image

ახალგაზრდა მწვანეების გამოხმაურება 15 წლის ბიჭის მკვლელობაზე

ხვალ შეიძლება შემდეგი მსხვერპლი ვიყოთ ჩვენ. უნდა გამოვფხიზლდეთ იქამდე, სანამ უთანასწორობაზე და ძალადობაზე დამყარებული სისტემა ყველას და ყველაფერს ღრმა მორევში ჩაითრევს და გადარჩენა შეუძლებელი გახდება. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ გამართული სოციალური პოლიტიკა, რადგან ამის გარეშე, პოლიციური რეჟიმის ჩამოშლა შეუძლებელია.

შემოგვიერთდით