გრეტას მესიჯი მოხელეებს: „თქვენ მოიპარეთ ჩვენი მომავალი“

გამოქვეყნებულია: 16.Mar.2019

მოსწავლეები მთელ მსოფლიოში 15 მარტს მონაწილებას იღებდნენ გაფიცვაში უკეთესი კლიმატისთვის. გაფიცვა ისტორიაში ყველაზე დიდი იყო, რომელიც ორგანიზდა ახალგაზრდული მოძრაობის Fridays for future-ის მიერ. შთაგონება მოდის 16 წლის გრეტა თუნბერგისგან.

— ჩემი სურვილია, ასობით ან, თუნდაც, მილიონობით ბავშვი გამოვიდეს კლიმატის სკოლის გაფიცვებში, ამბობს ის.

გრეტას მოთხოვნაა, შვედი პოლიტიკოსები მიყვნენ პარიზის შეთანხმებას.  ჟურნალ Aftonbladet-ისთვის ის წერს: «თქვენ მოიპარეთ ჩვენი მომავალი. დღეს სკოლები ვიფიცებით კლიმატისთვის 100-მდე წვეყანაში.»

— ეს წარწერა ავარჩიე, რადგან ეფექტურია და გრძნობებს აღვიძებს. ამ ტექსტს ორაზროვნად ვერ წაიკითხავ, ამბობს ის.

 

„ეგზისტენციალური კრიზისი“

რას მიაღწევ სკოლის გაფიცვით?

— ხალხმა მეტად გააცნობიეროს და გაიგოს, რომ კრიზისში ვართ. და რომ გავაგრძელოთ მოხელეებზე და პოლიტიკოსებზე ზეწოლა, რომ რამე გააკეთონ.

რა აზრის ხარ ამ მოძრაობის წამოწყებაზე?

— რეალურად, მე არ წამომიწყია, უბრალოდ დავჯექი და ხალხმა აიტაცა. ორგანიზებას სხვებმა მოკიდეს ხელი.

მაგრამ სხვები შენ შთააგონე.

— შეიძლება, თუმცა უდიდესი მიზეზი ისაა, რომ ეგზისტენციალურ კრიზისში ვართ, რომელსაც ათწლეულებია, ვაიგნორებთ.

 
„პოლიტიკოსები სასოწარკვეთილნი არიან“


პარასკევის აქციებში მონაწილეობენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ სტუდენტებიც. სკოლის გაფიცვებს ბევრი მიესალმა, თუმცა ბევრი კრიტიკაც გაისმა.

რას უპასუხებდი პოლიტიკოსებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამის მაგიერ სკოლაში უნდა დადიოდე?

— როცა კლიმატის სკოლის გაფიცვები იწყება, ისინი სასოწარკვეთილნი ცდილობენ, თემა შეცვალონ. ყველაფერზე საუბრობენ კლიმატის კრიზისის გარდა. შატალოზე, რომ შპიონები ვართ, რომ სხვებმა იმოქმედეს ჩვენზე, რომ გადაგვიხადეს. სასოწარკვეთილნი ცვლიან თემას, რადგან ჩაფლავდნენ, არანაირი გადაწყვეტილება აქვთ — ამბობს გრეტა თუნბერგი.

 

რეფორმისტები (Reformisterna): ჩვენი დროის მოდელი არამდგრადია


სკოლის გაფიცულები იმაში, რომ პოლიტიკოსები უნდა გამოფხიზლდნენ, რა თქმა უნდა, მართლები არიან. 30 წლის განმავლობაში ვიცით კლიმატის საშიშროების შესახებ. ამის მიუხედავად, ემისიები კვლავ იზრდება. დღეს შემაშფოთებელ დროში ვცხოვრობთ. ეს არა მხოლოდ კლიმატის კრიზისს ეხება. 30 წლის განმავლობაში ეკონომიკური ნაპრალებიც გაიზარდა დაუცველობით, პოლარიზაციით და, შედეგად, ქსენოფობიით.

შემთხვევით არ დაემთხვა პრობლემების ერთდროულად ესკალირება. ისინი აღმოცენდნენ ბაზარზე დამოკიდებულების აღვირახსნილობის ხანაში. მისი ცუდი მხარეები არ შეიმჩნიეს. ახლა კი მივაღწიეთ მტკივნეულ წერტილს. განვითარება გახდა არამდგრადი — ეკოლოგიურად და სოციალურად.

ინსტიტუტები IMF და OECD ამტკიცებენ, რომ აღმავალი ნაპრალები აყოვნებენ ეკონომიკურ განვითარებას და ვნებენ დემოკრატიას. გარემოს მკვლევარებს შორის ცალსახად ნათელია, რომ ჩვენი დროის განვითარების მოდელი არამდგრადია. გაეროს კლიმატის პანელის ბოლო რაპორტი ამტკიცებს, რომ კლიმატის კრიზისი მოითხოვს სრულ სოციალურ გარდაქმნას.

ესაა იმის ფონი, რომელზეც რეფორმისტები ახალ სოციალ-დემოკრატიულ, მწვანე რეფორმისტულ დღის წესრიგს წარადგენენ.

შეთავაზება ებმის რეფორმისტების რეფორმის სხვა პროგრამებს — უფრო ძლიერი კეთილდღეობისთვის და შემცირებული ნაპრალებისთვის. ეს ერთიანად ვერ აღმოფხვრის კლიმატის კრიზისს, მაგრამ შეებრძოლება უთანასწორობას. მწვანე ადაპტაცია სამართლიანად უნდა გატარდეს.

რეფორმისტების პროგრამის საფუძველი არის ახალი ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენი დროის პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად სახელმწიფომ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. რეფორმისტები ინიცირებენ ფართომასშტაბიან ინიციატივას მწვანე გარდაქმნაზე, ძლიერ კეთილდღეობაზე და შემცირებულ ნაპრალებზე.

  1. უნდა შეიქმნას სახელმწიფო ინვესტირების ბანკი. მკვლევრების თანახმად, შვედეთის გამონაბოლქვი დღეისაზე 3-8-ჯერ სწრაფად უნდა შემცირდეს. უნდა გაიზარდოს მწვანე ინვესტიციები. ამას ხელი არ უნდა მოკიდოს ბაზარმა. სახელმწიფო თუ არ ჩადებს სუბსიდიებს, კლიმატს გადარჩენის შანსი არ აქვს.
  2. შეჩერდეს წიაღისეულის ამოღება. სიმწვანის გაზრდა არ გვიშველის. წიაღისეულებზე უარი უნდა ვთქვათ. სახელმწიფომ აქაც უნდა იმოქმედოს. იქ ვერ გვექნება წესრიგი, სადაც დიდი ინვესტიციები კლიმატის მიზანს ეჯახებიან. ამას გარდა, ამისთვის გვჭირდება გეგმის შედგენა ტრანსპორტის, ინდუსტრიისა და ყველა პროდუქციისთვის გამოყენებული საწვავისთვის.
  3. ცვლილება უნდა გახდეს სამართლიანი. შვედეთში არსებობს მხოლოდ ერთი საშემოსავლო ჯგუფი, რომლის ემისია 30 წლის განმავლობაში იზრდებოდა: უმდიდრესთა კლასი. მოხმარების მხრივ, მათი ემისიები შედარებით დაბალ კლასებისაზე 3-დან 5-ჯერ მეტია. ბოლოს ყველას ემისია უნდა უთანაბრდებოდეს ნულს. მაგრამ პოლიტიკოსები უნდა ზრუნავდნენ, რომ პასუხისმგებლობა და ხარჯები თანაბრად გადანაწილდეს. ცვლილება საერთო პროექტია. ყველას უნდა შეეძლოს ღირესეული ცხოვრებით ცხოვრება თავისი შვილის მომავლის განადგურების გარეშე — შემოსავლის ან მოქალაქეობის მიუხედავად.
  4. დროა, ვიმოქმედოთ. მეცნიერების მესიჯი ცალსახაა: დღემდე განხორციელებული პოლიტიკური ზომები არასაკმარისია. ფანტასტიურმა გრეტა თუნბერგმა და სკოლების ყველა გაფიცულმა წვლილი შეიტანა საკითხის ამოწევაში. მაგრამ ამის გადაწყვეტა დამოკიდებულია პასუხისმგებელ პირებზე.

 

თარგმანი: ბექა ბუჩაშვილი

წყარო 1

წყარო 2

ფოტო © https://bit.ly/2FgCUky

ასევე წაიკითხეთ:

image

გამოხმაურება 4 ივლისის ინციდენტზე

აქციის დასრულების შემდგომ, ამბროლაურში, ერთ-ერთ ქუჩაზე შემთხვევით შეხვდნენ ოთარ სირაძე და ჩვენი წევრები, რა დროსაც ყოფილმა გუბერნატორმა მანქანიდან მათ უშვერი სიტყვებით მიმართა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ცოტა ხანში, ოთარ სირაძე და მისი ძმა გადმოვიდნენ მანქანიდან და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს წევრს, ნიკოლოზ ღლონტს, რაც დანარჩენებმა ვიდეო მასალაზე აღბეჭდეს.

image

26 მაისი

ამ უმნიშვნელოვანესი დღის მოლოცვასთან ერთად გვინდა, საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, განსაკუთრებით კი დამოუკიდებლობის პერსპექტივიდან.

 

image

მწვანეების გამოხმაურება დამანგრეველი ჰესების ახალი კასკადის შესახებ

სანამ ადამიანები კორონავირუსით გამოწვეული საგანგებო მდგომარეობის პირობებში გადარჩენისთვის იბრძოდნენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის ნებართვა გასცა. საპროექტო ზონაში ექცევა როგორც ქალაქი ონი, ისევე რამდენიმე ახლომდებარე სოფელი, რაც აუცილებლად გამოიწვევს, როგორც სოციალურ, ასევე, ბუნებრივ პრობლემებს

შემოგვიერთდით