ხვალამდე გაქრება: ნაგვის გასაიდუმლოებული ისტორია

გამოქვეყნებულია: 04.Dec.2015

,,ახალგაზრდა მწვანეების'' წევრებმა ირაკლი იორამაშვილმა და ეკა მღებრიშვილმა  რადარამისთვის ჰედერ როჯერსის ახალი წიგნისათვის " ხვალამდე გაქრებას" შესავალი დაწერეს. ,,რადარამი'' ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელმაც უკანასკნელი წლების არამხატვრული ჟანრის ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა და ბეჭდვა დაიწყო. წიგნები ისეთ აქტუალურ საკითხებს ეხება, როგორიცაა გლობალიზაცია, ეკონომიკა, გარემოს დაცვა, პოლიტიკა, მეცნიერება, ფსიქოლოგია და ა.შ. თითოეული მათგანი ისეთი ენითაა დაწერილი, რომ არ მოითხოვს კონკრეტული საკითხის პროფესიონალურ დონეზე ცოდნას და გასაგებია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

„რადარამმა“ ამ წიგნის პრეზენტაციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართა და ამაში ახალგაზრდა „მწვანეები“ აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ამ წიგნზე სასაუბროდ რადიო თავისუფლებაში ,,ახალგაზრდა მწვანეების'' წევრი, ირაკლი იორამაშვილი მიიწვიეს. შეგიძლიათ მთლიან სტატიას და ინტერვიუს ამ ლინკზე გაეცნოთ

ირაკლი იორამაშვილი: „საინტერესო არის ის ისტორია, რომელიც განვითარდა არა მხოლოდ ნაგავთან
დაკავშირებით,არამედ ავტორი მიდის იქამდე, რომ მთელი ეს პრობლემა გარკვეულწილად უკავშირდება
მომხმარებლური კულტურის ჩამოყალიბებას. ჩვენ როდესაც ვფიქრობთ, რომ ნაგავი გაჩნდა მას შემდეგ,
როდესაც ის ჩვენ აღარ გვჭირდება უბრალოდ, სინამდვილეში ნაგავი გაჩნდა, როდესაც მისი წარმოება
დაიწყეს და ჩვენ მასში ფული გადავიხადეთ. ადრე სახემძღვანელოებიც კი არსებობდა, როგორ შეიძლება
გამოვიყენოთ ის ნივთები, რომლებიც, ერთი შეხედვით, აღარ გვჭირდება. ის ნივთები ან ის მასალა,
რომელიც ნაგვად იქცეოდა, მაინც გამოყენებას პოვებდა.იქნებოდა ეს რაღაც გადამუშავების სახით,
თუმცა დროთა განმავლობაში უკვე იმ რაოდენობის დაგროვდა ეს ნაგავი,რომ უკვე არანაირ კონტროლს
აღარ ექვემდებარებოდა. იყო მომენტი, როცა დაიწყეს ნაგვის დაწვა, თითქოს ამით
მისი გაქრობა უნდოდათ, მაგრამ გააცნობიერეს, რომ ეს ყველაზე ძვირი პროცესი იყო და, მეორე მხრივ,
ეკოლოგიურადაც არ იყო სასურველი და გამოსავალი რეალურად დღემდე არ არის ნაპოვნი. უბრალოდ, ჩვენ
ვახდენთ ამ ნაგვის აკუმულირებას ერთ ადგილას და გვაქვს ასეთი გიგანტური ნაგავსაყრელები. მაქსიმალურად
სისტემურად უნდა მივუდგეთ და კრიტიკულად გავიაზროთ ეს პრობლემა, იმიტომ რომ, უბრალოდ,
მოსახლეობისკენთითის გაშვერა, რომ იცი რა, ურნაში უნდა ჩააგდო ნაგავი და ის ქუჩაში არ უნდა მოხვდეს,
კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობის გადატანა არის ჩვენზე და იგივეა, რაც ამერიკაში მოხდა გასულ საუკუნეში
კორპორაციების მხრიდან, როდესაც მათ საფრთხე შეექმნათ, რომ აეკრძალებოდათ კანონის საშუალებით
რაღაც პროდუქციის გამოშვება. დაიწყეს კამპანია, რომ, აი, ჩვენ გვიყვარს ამერიკა და მოდით,
დავასუფთაოთ ყველაფერი, რამაც ეს ინდუსტრია თითქოს ამოქოქა, თუმცა პრობლემები დარჩა“.

ასევე წაიკითხეთ:

image

დავიცვათ დიღმის ტყე

ჩვენ 13 ივლისს დიღმის ტყეში, კარვებში გავათენეთ ღამე. ხოლო 14 ივლისს ჩავატარეთ გამაფრთხილებელი დემონსტრაცია, რომ არ ვაპირებთ დავუშვათ დიღმის ტყის გაჩანაგება და რესტორნის უკანა ეზოდ ქცევა!  

image

„ახალგაზრდა მწვანეების“ პოზიცია 20 ივნისზე

მოქალაქეები ეჯახებიან როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ნებისმიერი პროსტესტის დროს. მიგვაჩნია, რომ ამ პოლიციური რეჟიმის შექმნასა და გამყარებაში დიდი წვლილი მიუძღვის „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელმაც წამოიწყო და საფუძველი ჩაუყარა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას. მეორეს მხრივ, გვსურს, ხაზი გავუსვათ „ქართული ოცნების” ქმედებებს და იმას, რომ ეს პარტია აგრძელებს წინამორბედის წამოწყებულ პოლიტიკას და, შესაბამისად, პოლიციური რეჟიმის გამოყენებით ცდილობს, ჩაახშოს ქვეყანაში არსებული პროტესტი არსებული სოციალური, ეკონიმიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის წინააღმდეგ.

image

ფაშიზმზე გამარჯვების დღე

უნდა გავაცნობიეროთ, რომ მტერი ჩვენ, ხალხს შორის კი არა — პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაშია და მხოლოდ მათთან ბრძოლით შევძლებთ, დავამარცხოთ არსებული მჩაგვრელი ეკონომიკური სისტემაც და მისი ნაშიერი ფაშიზმიც!

შემოგვიერთდით